Добавить новость
World News in Georgian
Новости сегодня

Новости от TheMoneytizer

სალომე ზურაბიშვილი: რაც არ უნდა იყოს განსხვავებული ჩვენი შეხედულებები, ვიყოთ სიყვარულით 

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა გურიიდან, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ დვაბზუდან საქართველოს მოსახლეობას მშვიდობა უსურვა:


„მე მინდა ყველას გისურვოთ, რადგანაც ვართ გურიაში, გისურვოთ მშვიდობა, მშვიდი წელი იყოს. ჩვენ ერთმანეთს არ ვეჯაჯგუნოთ, ვიყოთ ეთიანნი, ვიყოთ ერთმანეთის მიმართ.  რაც არ უნდა იყოს განსხვავებული ჩვენი შეხედულებები, ვიყოთ სიყვარულით იმიტომ, რომ ეს არის ამ ქვეყნის ძალა, რომელიც მოდის საუკუნეების მანძილზე.


ძალიან ბევრი გავიარეთ, ძალიან ბევრს გავივლით მაგრამ ვერ გავივლით, თუ არ გვექნება შიგნით ჩვენში ეს განცდა,  რომ რაც არ უნდა იყოს, რაც არ უნდა ერთმანეთისგან განსხვავებულობა იყოს, ჩვენ მაინც გვაქვს უფრო მეტი საერთო,  ვიდრე დასაყოფი“, - აღნიშნა სალომე ზურაბიშვილმა დვაბზუში, სადაც იმართება „კალანდობა 2020“. ღონისძიებაზე მყოფმა საქართველოს პრეზიდენტმა ჟურნალისტებსაც მიმართა:


„მე იმას კი არ გთხოვთ, რომ არ გამაკრიტიკოთ. მიდით და მაკრიტიკეთ, მაგრამ ვიცოდეთ, რომ ჩვენ ერთი, სხვა ერთიანი მიზანი გაგვაჩნია. მე ამაში ვარ ღრმად დარწმუნებული. და მინდა რომ ერთად ვიყოთ ამასში დარწმუნებული", - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა. ​


საქართველოს პრეზიდენტს სალომე ზურაბიშვილს ოზურგეთის რაიონის სოფელ დვაბზუში სამოქალაქო აქტივისტები და "ნაციონალური მოძრაობის"  წარმომადგენლები ლობიოთი, მჭადით და პრასით დახვდნენ. სამართალდამცავთა აქტიური მობილიზების პირობებში, მათ სალომე ზურაბიშვილთან მიახლოებისა და დაგეგმილი პერფორმანსის გამართვის საშუალება არ მიეცათ.


 


პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძესთან, დეპუტატებთან და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებთან  ერთად ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ დვაბზუს ეთნოგრაფიულ მუზეუმში დაესწრო  ღონისძიებას „კალანდა 2020“. 


საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის თანახმად, სალომე ზურაბიშვილი გურიაში 3 დღის განმავლობაში რამდენიმე ღონისძიებას გამართავს. მათ შორის, შეხვდება ადგილობრივი მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლებს და ერისთავების ციხე-სიმაგრეზე 14 იანვარს აღმართავს სახელმწიფო დროშას.

Читайте на сайте


Smi24.net — ежеминутные новости с ежедневным архивом. Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. Абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть —онлайн с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии. Smi24.net — живые новости в живом эфире! Быстрый поиск от Smi24.net — это не только возможность первым узнать, но и преимущество сообщить срочные новости мгновенно на любом языке мира и быть услышанным тут же. В любую минуту Вы можете добавить свою новость - здесь.




Новости от наших партнёров в Вашем городе

Ria.city
Музыкальные новости
Новости России
Экология в России и мире
Спорт в России и мире
Moscow.media






Топ новостей на этот час

Rss.plus





СМИ24.net — правдивые новости, непрерывно 24/7 на русском языке с ежеминутным обновлением *