გაერო: უკრაინაში ომმა გამოიწვია მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ლტოლვილთა უდიდესი ტალღა
უკრაინაში რუსეთის შეჭრამ გამოიწვია მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ლტოლვილთა უდიდესი ტალღა, - განაცხადა 8 იანვარს გაეროს ლტოლვითა უწყებამ.
„7,9 მილიონმა ადამიანმა დატოვა ქვეყანა და კიდევ 5,9 მილიონი, ქვეყნის შიგნით გადაადგილებულ პირად ითვლება“ - განაცხადა გაეროს ლტოლვილთა უზენაესი კომისარიატის წარმომადგენელმა გერმანიაში კატარინა ლუმპმა.
ლტოლვილთა საერთო რიცხვი უკრაინის მთელი მოსახლეობის (41 მლნ) მესამედზე მეტია.
Dpa-ს თანახმად, ლტოლვილთა მხარდაჭერის მხრივ გერმანია მხოლოდ აშშ-ს ჩამოუვარდება. მის მიერ გაღებული თანხა 500 მილიონ დოლარს უდრის.