Мы в Telegram
Добавить новость
World News in Georgian
Новости сегодня

Новости от TheMoneytizer


Январь
2023

Новости за 08.01.2023

News.ge 

პატრიარქი კირილი: უკრაინელები და რუსები ერთი ერია, მაგრამ …

რუსეთის მართლმადიდებლური ეკლესიის პატრიარქმა კირილმა განაცხადა, რომ უკრაინელები და რუსები ერთი ერია და “რუსეთის ეკლესია ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ ისინი მტრები არ გახდნენ”. “პოლიტიკური დაყოფა არსებობს. უკრაინამ განაცხადა, რომ რადიკალურად ცვლის თავისი პოლიტიკურ და, მინდა ვთქვა, ისტორიული განვითარების ვექტორს და ეს ახალი ვექტორი არ ემთხვევა რუსეთის განვითარების ვექტორს – აი, ეს არის საკითხი“, –  განაცხადა ...

News.ge 

მედია: მოსკოვში საქართველოს მოქალაქე მოკლეს

მოსკოვში საქართველოს მოქალაქე მოკლეს. შემთხვევა რესტორან თბილისში მოხდა. ინფორმაციას ამის შესახებ ტელეკომპანია „ფორმულა“ ავრცელებს. გავრცელებული ცნობით, 50-წლამდე კაცს, რომელიც რესტორანში მზარეულად მუშაობდა, თანამშრომელმა ქალმა დანა 3-ჯერ ჩაარტყა. შემთხვევას წინ შელაპარაკება უძღოდა. სავარაუდო დამნაშავე პოლიციამ უკვე დააკავა.

Radiotavisupleba.ge 

შვედეთის პრემიერ-მინისტრი ნატოში წევრობაზე: შეუძლებელია თურქეთის ყველა მოთხოვნის შესრულება

შვედეთს არ შეუძლია შეასრულოს ყველა მოთხოვნა, რაც თურქეთმა წაუყენა მას ნატოში გასაწევრიანებლად და არ აპირებს ამის გაკეთებას, განაცხადა შვედეთის პრემიერ-მინისტრმა, ულფ კრისტერსონმა თავდაცვით ანალიტიკურ ცენტრში გამართულ შეხვედრაზე. „თურქეთმა დაადასტურა, რომ შევასრულეთ, რის პირობაც მივეცით“, - თქვა კრისტერსონმა, შვედეთის დასავლეთში, სელენეში გამართულ კონფერენციაზე სახელწოდებით: Folk och Försvar (ხალხი და თავდაცვა). მაგრამ ისინი ასევე აცხადებენ, რომ „აქვთ მოთხოვნა, რომელიც ჩვენ არ შეგვისრულებია და არ ვაპირებთ შევასრულოთ. Читать дальше...

News.ge 

უილიამ ბრაუდერი სააკაშვილს: მომაწოდეთ ინფორმაცია, ვინ არის პასუხისმგებელი მოწამვლასა და წამებაზე, ყველაფერს გავაკეთებ, რომ დასავლეთის მთავრობებმა მაგნიტსკის სანქციებისთვის ამას ყურადღება მიაქციონ

„მაგნიტსკის სიის“ ავტორი უილიამ ბრაუდერი ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს წერილს პასუხობს. „მიხეილ, გთხოვთ, თქვენმა გუნდმა მოამზადოს დოკუმენტები, რომელშიც ეწერება, ვინ აფერხებს სამედიცინო მკურნალობას, ვინ არის პასუხისმგებელი მოწამვლაზე, ვინ არის პასუხისმგებელი წამებაზე და მე ყველაფერს გავაკეთებ იმისათვის, რომ დასავლეთის მთავრობებმა მაგნიტსკის სანქციებისთვის ამას ყურადღება მიაქციონ“, – აცხადებს ბროუდერი.

News.ge 

იაროსლავ იანუშევიჩი: რუსმა სამხედროებმა ქალაქი ხერსონი ღამით აკრძალული ცეცხლგამჩენი საბრძოლო მასალით დაბომბეს

რუსმა სამხედროებმა ქალაქი ხერსონი ღამით აკრძალული ცეცხლგამჩენი საბრძოლო მასალით დაბომბეს. ამის შესახებ ხერსონის ოლქის ხელმძღვანელმა იაროსლავ იანუშევიჩმა განაცხადა. „რუსი დამპყრობლები თავს დაესხნენ ქალაქის ტავრისკის უბანს. თავდასხმისთვის ცეცხლგამჩენი საბრძოლო მასალა გამოიყენეს. საბედნიეროდ, რაშისტების ამ თავდასხმას მშვიდობიან მოსახლეობაში მსხვერპლი ან ინფრასტრუქტურის განადგურება არ მოჰყოლია“, – აღნიშნა იანუშევიჩმა. როგორც უკრაინული მედია წერს, ცეცხლგამჩენი საბრძოლო მასალა აკრძალულია და მისი გამოყენება... Читать дальше...

News.ge 

სპეციალური საგამოძიებო სამსახური თბილისში შსს-ს თანამშრომლის მკვლელობის საქმეზე ინფორმაციას ავრცელებს

სპეციალური საგამოძიებო სამსახური თბილისში შსს-ს თანამშრომლის მკვლელობის საქმეზე ინფორმაციას ავრცელებს. უწყების ცნობით, სპეციალურ საგამოძიებო სამსახურში გამოძიება შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლის ა. შ. -ს განზრახ მკვლელობისა და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა/შენახვისა და ტარების ფაქტზე, საქართველოს სსკ-ის 108-ე მუხლითა და 236-ე მუხლის მე-3, მე-4 ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით მიმდინარეობს. ჩატარებული გამოძიებით დგინდება, რომ 2023 წლის 8 იანვარს, ...

News.ge 

რომელია თქვენი ფერი ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით

მართალია, ზოგიერთ ადამიანს ასტროლოგიის არ სჯერა, თუმცა ვერავინ უარყოფს, რომ მას ძალიან დიდი გავლენა აქვს საზოგადოებაზე. ყველა ჩვენგანს სურს შეიცნოს საკუთარ თავზე უფრო მეტი და ხშირად, როდესაც კითხვებზე პასუხებს ვერ პოულობს, მათ არა შინაგან, არამედ გარე სამყაროში ეძებს. ასტროლოგები ამბობენ, რომ ვარსკვლავებს შეუძლიათ დაგვანახონ ჩვენი ხასიათის დამალული ასპექტები და გვაპოვნინონ, თუ რა გვსურს სინამდვილეში. შესაბამისად, ...

News.ge 

რა პრივილეგიებით სარგებლობდა დედოფალი ელისაბედი

ყველასათვის ცნობილი დედოფალი ელისაბედ II მსოფლიოს ყველაზე ხანგრძლივი მონარქია, რომელმაც 1952 წელს დაიკავა ინგლისის სამეფო ტახტი და 2022 წლის 8 სექტემბერს გარდაიცვალა. დედოფალს მთელი მსოფლიოს გარშემო პასპორტის გარეშე შეეძლო მოგზაურობა. იგი 120 ქვეყანაში იმყოფებოდა და მისი მმართველობის განმავლობაში 300-ზე მეტი სამეფო ტური განახორციელა. პასპორტის მსგავსად, მონარქს არც მართვის მოწმობა სჭირდებოდა. მან მანქანის მართვა 19 წლის ...

News.ge 

რატომ არ იღიმოდნენ ძველად ფოტოს გადაღებისას

პორტრეტი ადამიანის ხასიათის, შინაგანი სამყაროს, სტილის ერთ-ერთი უმთავრესი გამოხატულებაა. ვიდრე პირველი ფოტოაპარატი შეიქმნებოდა, დიდგვაროვნები და სამეფო ოჯახის წარმომადგენლები თავიანთი პორტრეტების შექმნას ფერმწერებს ავალებდნენ, რასაც დიდი დრო და ენერგია სჭირდებოდა. ფოტოგრაფიის განვითარებასთან ერთად ეს პროცესი მეტად გამარტივდა. ვიქტორიანულ ეპოქაში, რამდენად გასაკვირი და უცნაურიც არ უნდა იყოს, მაღალი კლასის წარმომადგენლები ღიმილს დაბალი ფენისთვის დამახასიათებელ სულელურ ქმედებად მიიჩნევდნენ. ...

Radiotavisupleba.ge 

უკრაინის მონაცემებით, ომის დაწყებიდან 110 000-ზე მეტი რუსი სამხედრო დაიღუპა

უკრაინა აცხადებს, რომ უკრაინაში რუსეთის არმიის შეჭრიდან, შარშან 24 თებერვლიდან, რუსეთმა დაკარგა 111 170 სამხედრო. თავის ბოლო ანგარიშში, 8 იანვარს, უკრაინის გენერალური შტაბი იტყობინება, რომ 430 ზე მეტი რუსი სამხედრო იქნა მოკლული წინა დღეს. სისტემატური ანგარიშის თანახმად, მისი მონაცემები დასავლეთის შეფასებებს აღემატება ხოლმე, რუსეთმა დაკარგა კიდევ სამი ტანკი და სამი საარტილერიო სისტემა. რუსეთის არმია 7 იანვარს განაგრძობდა უკრაინის სამოქალაქო ობიექტებისთვის ცეცხლის დაშენას, მიუხედავად იმისა, რომ რუსეთის პრეზიდენტმა... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

რუსეთმა და უკრაინამ ახალ წელიწადში ტყვეების პირველი ჯგუფი გაცვალეს

რუსეთმა და უკრაინამ დაადასტურეს, 2023 წელს ტყვეების 50-50 კაციანი ჯგუფების პირველი გაცვლა მოხდა, იტყობინება dpa. სააგენტოს მოჰყავს რუსეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადება, რომ რუსეთის 50 სამხედრო „რომლებსაც ტყვეობაში სიკვდილის საფრთხე შეექმნათ,“ უკრაინამ 8 იანვარს გაათავისუფლა. ისინი სამხედრო თვითმფრინავებით მოსკოვში ჩაიყვანეს, იქ გაივლიან მკურნალობას და რეაბილიტაციას. კიევი იტყობინება, რომ 50 სამხედრო - 33 ოფიცერი და 17 რიგითი და სერჟანტი გადასცა მას რუსეთის არმიამ. უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა... Читать дальше...

News.ge 

საბერძნეთში საქართველოს მოქალაქე დაჭრეს

საბერძნეთის დედაქალაქ ათენში საქართველოს მოქალაქე დაჭრეს. გავრცელებული ინფორმაციით, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა. ქართველის დაჭრის ფაქტს საგარეო საქმეთა სამინისტროში ადასტურებენ. მომხდარის შესახებ სხვა დეტალი ჯერჯერობით უცნობია.

News.ge 

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, მათ მიერ აღმოსავლეთ უკრაინაში განხორციელებული თავდასხმის შედეგად 600 უკრაინელი სამხედრო დაიღუპა

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, მათ მიერ აღმოსავლეთ უკრაინაში განხორციელებული თავდასხმის შედეგად 600 უკრაინელი სამხედრო დაიღუპა. შოიგუს უწყების მტკიცებით, სარაკეტო თავდასხა დროებით ყაზარმებზე განხორციელდა. რუსული მხარის თქმით, მათი იერიში შურისძიება იყო მაკიივკაზე უკრაინული ძალების მიერ განხორციელებული თავდასხმისთვის, რომელსაც უკრაინული მხარის თანახმად, 400 რუსი სამხედრო მოსამსახურე ემსხვერპლა.

News.ge 

მიხეილ სააკაშვილი უილიამ ბრაუდერს: მკლავენ ციხეში ზუსტად ისე, როგორც მაგნიტსკი, მაგრამ უფრო ცხადად და საჯაროდ

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი Heritage foundation-ის აღმასრულებელ დირექტორს უილიამ ბრაუდერს სთხოვს ადგილობრივ ქართულ ჯგუფებს ლეტალური შედეგის ლოდინის გარეშე, „მაგნიტსკის” ახალი სიის წინასწარ შედგენაში დაეხმაროს. სააკაშვილის ბრაუდერისთვის გაგზავნილი წერილი მესამე პრეზიდენტის „ფეისბუქის“ გვერდზე გამოქვეყნდა. „ძვირფასო ბილ, მადლობას გიხდით თქვენი ძალიან ცნობილი „ტვიტისთვის“. მე მკლავენ ციხეში ზუსტად ისე, როგორც მაგნიტსკი [მოკლეს], მაგრამ ბევრად უფრო ცხადად და საჯაროდ. ჩემი თხოვნაა... Читать дальше...

News.ge 

მეუფე გრიგოლი სააკაშვილზე: იმედი მაქვს, ვეცდებით, რომ არ დავუშვათ შეცდომა, რაც შეიძლება გუშინ დაგვემართა

ფოთისა და ხობის მიტროპოლიტის, მეუფე გრიგოლის განცხადებით, მას კლინიკა „ვივამედში“ ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის მონახულების საშუალება არ მიეცა. მიტროპოლიტის თქმით, ის გაერკვევა, რა მიზეზის გამო, ეთქვა მიხეილ სააკაშვილის მონახულებაზე უარი და ამის შემდგომ, „ვივამედში“ შესვლას კიდევ ერთხელ შეეცდება. „მე ვაპირებდი პატიმრების მონახულებას და მათ შორის, რა თქმა უნდა, მიხეილ სააკაშვილის, მაგრამ, როგორც ჩანს, რაღაც რეჟიმი შეიცვალა თუ რა არის ...

Radiotavisupleba.ge 

გაერო: უკრაინაში ომმა გამოიწვია მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ლტოლვილთა უდიდესი ტალღა

უკრაინაში რუსეთის შეჭრამ გამოიწვია მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ლტოლვილთა უდიდესი ტალღა, - განაცხადა 8 იანვარს გაეროს ლტოლვითა უწყებამ. „7,9 მილიონმა ადამიანმა დატოვა ქვეყანა და კიდევ 5,9 მილიონი, ქვეყნის შიგნით გადაადგილებულ პირად ითვლება“ - განაცხადა გაეროს ლტოლვილთა უზენაესი კომისარიატის წარმომადგენელმა გერმანიაში კატარინა ლუმპმა. ლტოლვილთა საერთო რიცხვი უკრაინის მთელი მოსახლეობის (41 მლნ) მესამედზე მეტია. Dpa-ს თანახმად, ლტოლვილთა მხარდაჭერის მხრივ გერმანია მხოლოდ აშშ-ს ჩამოუვარდება. მის მიერ გაღებული თანხა 500 მილიონ დოლარს უდრის.

Radiotavisupleba.ge 

პანდემიიდან სამ წელში ჩინეთმა პირველად გახსნა საზღვარი

სამი წლის შემდეგ პირველად, კორონავირუსის პანდემიის დაწყებიდან, ჩინეთმა პირველად გახსნა საზღვაო და სახმელეთო გზები ჰონგ კონგთან და ქვეყანაში შემსვლელი ადამიანებისთვის სავალდებულო კარანტინის გავლაც გააუქმა. 8 იანვრიდან ჩინეთმა საკუთარი მოქალაქეებისთვის განაახლა პასპორტებისა და სამგზავრო ვიზების გაცემაც. პანდემიის განმავლობაში ჩინეთს მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მკაცრი კოვიდშეზღუდვები ჰქონდა დაწესებული. ქვეყანაში ლოკდაუნი არაერთხელ გამოცხადდა. მოქალაქეებს მოეთხოვებოდათ, ხშირი ტესტირება და ვირუსის დადასტურების შემთხვევაში... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

რუსეთმა "კასეტური ჭურვები" გამოიყენა ზაპოროჟიეში - უკრაინის ადგილობრივი ოფიციალური პირი

რუსეთის ჯარმა ცეცხლი დაუშინა უკრაინის სამხრეთ-აღმოსავლეთში, ქალაქ ზაპოროჟიეს და „კასეტური ჭურვები“ გამოიყენა, - იტყობინება ადგილობრივი მმართველობის ოფიციალური წარმომადგენელი. 8 იანვარს ტელეგრამით გაავრცელა ინფორმაცია რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, ოლექსანდრ სტარუხმა, რომ „კასეტურმა ჭურვებმა დააზიანა საწყობი და სხვა დამხმარე ნაგებობები“. რადიო თავისუფლების უკრაინული სამსახურის თანახმად, საქალაქო საბჭოს მდივანმა, ანატოლი კურტევმა განაცხადა, რომ ბოლო თავდასხმის დროს დაზიანდა ინფრასტრუქტურა. Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

მიტროპოლიტი გრიგოლი სააკაშვილზე: "იმედი მაქვს, არ დავუშვებთ შეცდომას, რაც შეიძლება გუშინ დაგვემართა"

ფოთისა და ხობის მიტროპოლიტმა მეუფე გრიგოლმა (ბერბიჭაშვილი) კლინიკა „ვივამედში“ მყოფი მიხეილ სააკაშვილის მონახულება ვერ მოახერხა - მისი თქმით, იქ კარანატინია დაწესებული. თუმცა მეუფე გრიგოლი ამბობს, რომ ყოფილი პრეზიდენტის მოსანახულებლად პენიტენციურ დაწესებულებას ისევ მიმართავს. „ვაპირებდი პატიმრების მონახულებს და მათ შორის, რა თქმა უნდა, მიხეილ სააკაშვილის, მაგრამ როგორც ჩანს, რეჟიმი შეიცვალა, არ ვიცი ვირუსების გამო არის თუ რატომ, ეს ვერ მოხერხდა... იმედი მაქვს, რომ არ დავუშვებთ იმ შეცდომას, რაც შეიძლება გუშინ დაგვემართა"... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

თერჯოლის ერთ-ერთ სოფელში ცოლ-ქმარი გარდაცვლილი იპოვეს

სოფელ გოდოგანში, რომელიც თერჯოლის რაიონში მდებარეობს, ცოლ-ქმარი გარდაცვლილი იპოვეს. გავრცელებული ინფორმაციით, ქმარმა ცოლი მოკლა და შემდეგ თავი მოიკლა, თუმცა ამ ვერსიას ჯერჯერობით შსს არ ადასტურებს. სამინისტროში გვითხრეს, რომ გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლით დაიწყო, რაც დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობას გულისხმობს. მკვლელობის იარაღი ადგილზეა ნაპოვნი. შემთხვევა წუხელ მოხდა. დეტალები ზუსტდება.

News.ge 

გოჩა მირცხულავა: რადგან ტიპი აზრის და გამოხატვის თავისუფლებით სარგებლობს, მეც იგივეს გავაკეთებ და ასე, ღიად ვიტყვი – შენი ინტელექტიც …

ჟურნალისტი გოჩა მირცხულავა სოციალურ ქსელში ქართველი ტრანსგენდერი ქალის, ლიზა ქიატაურის გარდაცვალებასა და ინტელექტუალური კლუბის “რა? სად? როდის?” ყოფილი წევრის, ანდრო სოლოღაშვილის ამ ფაქტთან დაკავშირებით გამოთქმულ მოსაზრებას სოციალურ ქსელში ეხმიანება: რადგან ტიპი აზრის და გამოხატვის თავისუფლებით სარგებლობს, მეც იგივეს გავაკეთებ და ასე, ღიად ვიტყვი – შენი ინტელექტიც, ჰუმანურობაც ( სად გაქვს) და ნაცისტური-კომუნისტური მენტალიტეტი მოვტ@@@. იმ ...

Radiotavisupleba.ge 

გერმანიის პროკურატურა: დააკავეს პირი, რომელიც „ისლამისტურ თავდასხმას" გეგმავდა

გერმანიის ქალაქ დიუსელდორფის გენერალური პროკურატურის თანახმად, ჩრდილოეთ რაინ-ვესტფალიის მხარეში, კასტროპ-რაუქსელში, დააკავეს 32 წლის პირი, რომელიც, პოლიციის მონაცემებით, გეგმავდა „ისლამისტურად მოტივირებულ თავდასხმას“. ცნობით, რომელსაც გერმანიის სამართალდამცავ ორგანოებზე დაყრდნობით Deutschlandfunk-ი ავრცელებს, პირი, რომელსაც ირანის მოქალაქეობა აქვს, ეჭვმიტანილია, რომ ამისთვის შეიძინა მომწამვლელი ნივთიერებები, ციანიდი და რიცინი. დაკავებული ეჭვმიტანილია, რომ სახელმწიფოსთვის საზიანო მძიმე დანაშაულის ჩადენას გეგმავდა. Читать дальше...

News.ge 

თბილისში პოლიციელი მოკლეს

თბილისში პოლიციელი მოკლეს. არსებული ცნობით, შემთხვევა გამთენიისას მოხდა. მკვლელობის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტროში ადასტურებენ. უწყების ცნობით, მომხდართან დაკავშირებით დაკავებულია ერთი პირი. სამინისტროს განცხადებით, გამოძიება სსსკ-ის 108-ე და 236-ე მუხლებით არის დაწყებული, რაც განზრახ მკვლელობას და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონოს შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს. არსებული ინფორმაციით, დაკავებული პირი პოლიციის ყოფილი თანამშრომელია.

News.ge 

გარდაიცვალა, საქართველოს დამსახურებული არტისტი, ლამზირა ჩხეიძე

ა(ა)იპ შემოქმედებითი კავშირი-საქართველოს თეატრალური საზოგადოება ღრმა მწუხარებით იუწყება, რომ გარდაიცვალა, საქართველოს დამსახურებული არტისტი, ლამზირა ჩხეიძე ქ-მა ლამზირამ, 1951 წელს დაამთავრა შოთა რუსთაველის სახელობის თეატრალური ინსტიტუტი. 1952 წლიდან იყო შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო აკადემიური თეატრის მსახიობი. 1953-1956 წლებში პარალელურად მოღვაწეობდა თბილისის პიონერთა და მოსწავლეთა სასახლეში პედაგოგად. მის მიერ განსახიერებული როლებიდან აღსანიშნავია: რუსუდანი(ი. ვაკელის “რვალი”), სუზონ(ბომარშეს... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

გიული ალასანია მიხეილ სააკაშვილზე: ადამიანი ჩვენს თვალწინ ქრება

საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის დედის გიული ალასანიას განცხადებით, მეტია იმის ალბათობა, რომ მიხეილ სააკაშვილი ხვალინდელ სასამართლო პროცესს ვერ დაესწროს. კლინიკა „ვივამედში“ შვილის მონახულების შემდეგ მან ჟურნალისტებს უთხრა, რომ სააკაშვილი თავს კვლავ სუსტად გრძნობს. „ადამიანი ჩვენს თვალწინ ქრება. მისი ყურებაც შეუძლებელია. ხვალინდელ პროცესზე დასწრებას ვერ შეძლებს, მისი ფიზიკური მდგომარეობა ამის საშუალებას ნამდვილად არ იძლევა, თუნდაც დისტანციურად. არის ხოლმე მომენტი, ვეუბნები, აბა... Читать дальше...


Танк Abrams заметили на трассе под Ельцом

Правда ли, что антисемиты выгнали советского писателя Алексина в Израиль?

«Тоттенхэм» уступил «Челси» в лондонском дерби в чемпионате Англии

Яд в банках: в популярных марках кофе Росконтроль выявил фальсификаты



Новости 24/7 DirectAdvert - доход для вашего сайта



Частные объявления в Вашем городе, в Вашем регионе и в России



Smi24.net — ежеминутные новости с ежедневным архивом. Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. "123 Новости" — абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. Smi24.net — облегчённая версия старейшего обозревателя новостей 123ru.net. Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть —онлайн с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии. Smi24.net — живые новости в живом эфире! Быстрый поиск от Smi24.net — это не только возможность первым узнать, но и преимущество сообщить срочные новости мгновенно на любом языке мира и быть услышанным тут же. В любую минуту Вы можете добавить свою новость - здесь.




Новости от наших партнёров в Вашем городе

Ria.city

Яд в банках: в популярных марках кофе Росконтроль выявил фальсификаты

Энтомолог Марьинский рассказал, какие вредители могут появиться в огороде в мае

Правда ли, что антисемиты выгнали советского писателя Алексина в Израиль?

«Тоттенхэм» уступил «Челси» в лондонском дерби в чемпионате Англии

Музыкальные новости

Артистка Госцирка Бурятии Аригма Цыремпилова начинала как девочка-каучук (Культура в России, Дети и Театр)

В дивизии имени Ф.Э. Дзержинского Росгвардии стартовал турнир по боксу «Кубок Победы»

Уполномоченный по защите прав предпринимателей в Челябинской области: Бизнес ожидает укрепление, рост и предсказуемые условия

«Кубок футбольных мам» прошел на стадионе «Москвич» в Лобне

Новости России

Эксперт в области культуры, искусства и моды Елена Шерипова: как привить детям любовь к выставкам и театрам

В Подмосковье выявлено свыше 2 тыс случаев парковки ТС около контейнерных площадок

Тренер Газзаев: ЦСКА вполне по силам обыграть "Зенит" в Санкт-Петербурге

Планируете отдых на Черном море? Отель “Мишель” предлагает отличный сервис по приемлемым ценам

Экология в России и мире

С 29 апреля по 5 мая 2024 года проходит Неделя профилактики инфекций, передающихся половым путем

Несколько вопросов и ответов для подростков про Инфекции, Передающиеся Половым Путем

6 городов России, где можно увидеть белые ночи кроме Санкт-Петербурга

Россия и Дети: театр кукол Ульгэр в Бурятии покажет концерт-представление "Вальс Победы"

Спорт в России и мире

Рыбакина узнала неприятную новость перед "казахстанским дерби"

Россиянка Полина Михайлова стала чемпионкой Франции по настольному теннису

Елена Рыбакина выступила с критикой в адрес WTA

Касаткина проиграла Путинцевой и не смогла выйти в 1/4 финала турнира WTA в Мадриде

Moscow.media

Метеоры между Петербургом и Петергофом совершили первые отправления в этом году

В Россию привезли экземпляр пикапа от Илона Маска

Музеи Твери. Лисичкины сказки

Сентябрьское утро







Топ новостей на этот час

Rss.plus





СМИ24.net — правдивые новости, непрерывно 24/7 на русском языке с ежеминутным обновлением *