რატომ არ იღიმოდნენ ძველად ფოტოს გადაღებისას
პორტრეტი ადამიანის ხასიათის, შინაგანი სამყაროს, სტილის ერთ-ერთი უმთავრესი გამოხატულებაა. ვიდრე პირველი ფოტოაპარატი შეიქმნებოდა, დიდგვაროვნები და სამეფო ოჯახის წარმომადგენლები თავიანთი პორტრეტების შექმნას ფერმწერებს ავალებდნენ, რასაც დიდი დრო და ენერგია სჭირდებოდა. ფოტოგრაფიის განვითარებასთან ერთად ეს პროცესი მეტად გამარტივდა.
ვიქტორიანულ ეპოქაში, რამდენად გასაკვირი და უცნაურიც არ უნდა იყოს, მაღალი კლასის წარმომადგენლები ღიმილს დაბალი ფენისთვის დამახასიათებელ სულელურ ქმედებად მიიჩნევდნენ. ხოლო სერიოზული, მწყობრი გამომეტყველება მათთვის ელეგანტური და ძალაუფლების გამომხატველი გახლდათ. ამიტომ ფოტოებში არასოდეს იღიმოდნენ და მუდამ მკაცრად გამოიყურებოდნენ. ხოლო სხვა თეორიის მიხედვით, ფოტოგრაფები ურჩევდნენ ადამიანებს, რომ არ გაეღიმათ, რადგან იმ დროინდელი კამერა მკვეთრ მოძრაობებს სწორად ვერ აღიქვამდა.
ვიქტორიანელ ხალხს კიდევ ერთი უცნაური ჩვევა ჰქონდა. როდესაც მათი საყვარელი ადამიანები გარდაიცვლებოდა, ისინი მათ ფოტოებს უღებდნენ, როგორც ჯერ კიდევ ცოცხალ ადამიანებს. დროთა განმავლობაში, ფოტოგრაფიის განვითარებასთან ერთად, შეიცვალა ფოტოს გადაღების წესები, ჩვევები და მანერები. დღეს კი ფოტოხელოვნება უმაღლეს დონეზეა განვითარებული.
წყარო/ფოტო: The Fact Site