ანა წითლიძე „ნაცმოძრაობის“ წევრებზე: მარაზმია მეგობრებო, ერთი პარტიის წევრები ერთმანეთთან დებატებში რომ სხდებით
„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ანა წითლიძე ტელეკომპანია „პირველის“ ეთერში გადაცემა „რეაქციაში“ სტუმრად მყოფი ამავე პარტიის წევრების დებატებს გამოეხმაურა და მარაზმი უწოდა.
„მარაზმია მეგობრებო, ერთი პარტიის წევრები ერთმანეთთან დებატებში რომ სხდებით
ჟურნალისტებს თავისი დღის წესრიგი აქვთ, მაგრამ მაგაში მონაწილეობის მიღება თუ გგონიათ კარგად მეტყველებს თქვენზე ან საერთო ბრძოლაზე – მწარედ ცდებით.
პირიქით ამტკიცებთ.
დიდი გამოცდილება და მიხვედრა არ უნდა ამას“, – აცხადებს წითლიძე.