პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა კონგრესს მიმართა
ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა კონგრესს მიმართა ტრადიციული, ყოველწლიური მოხსენებით, რომელიც ქვეყნის საშინაო და საგარეო პოლიტიკის მნიშვნელოვან საკითხებს ეხება. ჯო ბაიდენმა მიზნად გამოაცხადა ქვეყნის ხერხემლის - საზოგადოების საშუალო ფენის აღდგენა და გაძლიერება და ქვეყნის გაერთიანება. პრეზიდენტის განცხადებით, აშშ ერთადერთი ქვეყანაა, რომელიც ყოველი კრიზისის შემდეგ უფრო ძლიერდება და ახლაც სწორედ ამას აკეთებენ. ბაიდენის თქმით, მისი პრეზიდენტობის პერიოდში, 2 წლის განმავლობაში შეიქმნა 12 მილიონი სამუშაო ადგილი და უმუშევრობის დონე 3,4%-ია... Читать дальше...