უკრაინაში ომის დაწყებიდან 461 ბავშვი დაიღუპა - გენერალური პროკურატურა
უკრაინაში რუსეთის შეიარაღებული ძალების შეჭრის შემდეგ 461 ბავშვი დაიღუპა, 922 - დაშავდა. ინფორმაციას უკრაინის გენერალური პროკურატურა ავრცელებს.
ყველაზე მეტი ბავშვი დაზარალდა დონეცკის, ხარკოვის, კიევის, ხერსონის, ზაპოროჟიეს, ნიკოლაევის, ჩერნიგოვის, ლუგანსკისა და დნეპროპეტროვის ოლქებში.
გენერალური პროკურატურის ეს მონაცემები არ არის საბოლოო და ის მოიცავს მხოლოდ იმ ბავშვების რაოდენობას, რომელთა ვინაობების გადამოწმება და დადასტურება მოხერხდა.
ბევრ რეგიონში, სადაც საომარი მოქმედებები გრძელდება და ამასთანავე, ოკუპირებულ ტერიტორიებზე, დაღუპულთა და დაშავებულთა შესახებ ინფორმაციის გადამოწმება ვერ ხერხდება.