Мы в Telegram
Добавить новость
World News in Georgian
Новости сегодня

Новости от TheMoneytizer


Февраль
2023

Новости за 12.02.2023

Radiotavisupleba.ge 

პაკისტანის მოქალაქემ მიწისძვრით დაზარალებულთა დასახმარებლად 30 მილიონი დოლარი გადარიცხა - უცხოური მედია

CNN-ის ინფორმაციით, ამერიკის შეერთებულ შტატებში, თურქეთის საელჩოში, პაკისტანის მოქალაქემ, რომლის ვინაობაც არ სახელდება, თურქეთის მიწისძვრის შედეგად დაზარალებულთა დასახმარებლად 30 მილიონი დოლარის დონაცია განახორციელა. ინფორმაციას CNN პაკისტანის პრემიერ-მინისტრ, შებაშ შერიფზე დაყრდნობით ავრცელებს. პაკისტანის პრემიერ-მინისტრმა ეს ინფორმაცია „ტვიტერზე“ გამოაქვეყნა: „სასიამოვნოდ გაოცებული ვარ უცნობი პაკისტანელის მაგალითით, რომელიც ამერიკაში თურქეთის საელჩოში მივიდა და 30 მილიონი დოლარის დონაცია განახორციელა... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

საქართველოს მთავრობა კვლავ აგრძელებს მიხეილ სააკაშვილის მკვლელობას - პოდოლიაკი

უკრაინის პრეზიდენტის მრჩეველი, მიხაილო პოდოლიაკი, კლინიკა "ვივა მედიდან", საქართველოს მესამე პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ, 11 თებერვალს, CNN-ის მიერ გავრცელებულ კადრებს „ტვიტერზე“ ეხმაურება. როგორც პოდოლიაკი წერს, საქართველოს მთავრობა კვლავ აგრძელებს მიხეილ სააკაშვილის მკვლელობას, რაც ქვეყნის ევროპულ პერსპექტივას აფერხებს: "საქართველო აგრძელებს ექსპრეზიდენტ სააკაშვილის მკვლელობას. უდაოა, რომ ეს აფერხებს საქართველოს ევროპულ პერსპეტივებს. ნუთუ, ასეთი მიმზიდველია რუსული (საბჭოთა კავშირი 2) ბანაკი? Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

„ვაგნერი“ ბახმუტის მახლობელი სოფლის დაკავებას იტყობინება, რუსულ მხარეს მსხვერპლის რაოდენობა გაიზარდა

რუსეთის კერძო სამხედრო კომპანიის „ვაგნერის“ მიერ გავრცელებული ინფორმაციით, მისმა მეომრებმა დაიკავეს აღმოსავლეთ უკრაინაში, ქალაქ ბახმუტის მახლობლად, მის ჩრდილოეთით მდებარე სოფელი, კრასნა ჰორა. ტელეგრამის არხით გავრცელებულ ცნობაში, „ვაგნერის“, დამაარსებელმა ევგენი პრიგოჟინმა დაწერა: „დღეს დასახლება კრასნა ჰორა აიღეს კერძო სამხედრო კომპანიის „ვაგნერის“ მოიერიშე ძალებმა“.   გავრცელდა პოსტი, სადაც ჩანს კრასნა ჰორის შესასვლელში „ვაგნერის“ მეომრები. რადიო თავისუფლებას არ შეუძლია დაადასტუროს პრიგოჟინის მტკიცება... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

თურქეთში საქართველოს ელჩი სტიქიის ზონაში ჩავიდა და საქართველოს მოქალაქეებს შეხვდება

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, თურქეთის რესპუბლიკაში საქართველოს ელჩი გიორგი ჯანჯღავა საელჩოს თანამშრომლებთან ერთად, სტიქიის ზონაში ჩავიდა. სამინისტროს ცნობით, ქართველი დიპლომატები შეხვედრებს გამართავენ ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან, მოინახულებენ საქართველოს მოქალაქეებს მათი საჭიროებების იდენტიფიცირების მიზნით. საელჩოს წარმომადგენლები ასევე შეხვდებიან საქართველოდან თურქეთში ჩასულ მაშველებს, რომლებიც რამდენიმე დღეა სტიქიის ზონაში მუშაობენ. თურქეთში საქართველოს... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

გამოფენის კურატორი გმობს მხატვრის გადაწყვეტილების გამო საქმის წარმოების დაწყებას ქურდობის მუხლით

გამოფენის „ავტოპორტრეტი სარკესთან“ კურატორი და ხელოვნებათმცოდნე, ქეთი შავგულიძე, განცხადებით ეხმაურება 4 თებერვალს, ეროვნულ გალერეაში გახსნილი გამოფენის მონაწილე სანდრო სულაბერიძის მიერ საკუთარი ნამუშევრის ჩამოხსნისა და ამ ქმედების გამო, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ დაწყებულ საქმის წარმოებას ქურდობის მუხლით. ქეთი შავგულიძე კატეგორიულად გმობს მხატვრის გადაწყვეტილების გამო საქმის წარმოების დაწყებას ქურდობის მუხლით და მოუწოდებს ყველას, „ვისაც აქვს შესაძლებლობა ამ მოვლენებზე ზემოქმედების“, გადაკვალიფიცირდეს მუხლი... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

ავარიული შენობის მცხოვრებლებმა გორში საპროტესტო აქცია გამართეს

12 თებერვალს საპროტესტო აქცია გამართეს გორში, ყოფილი ნარკოლოგიური ცენტრის შენობის მცხოვრებლებმა. ოჯახები, რომლებსაც სოციალურად დაუცველი სტატუსი აქვთ მინიჭებული, ავარიულ შენობასთან შეიკრიბნენ და ხელისუფლებისგან სხვა შენობებში განსახლება მოითხოვეს. აქციის მონაწილეების თქმით, შენობას როგორც საძირკველი, ისე კედლები და სახურავი დაზიანებული აქვს და მცირე მიწისძვრაც კი ნგრევას გამოიწვევს.  ყოფილი ნარკოლოგიური ცენტრის შენობაში ამჟამად 80 სოციალურად დაუცველი პირი ცხოვრობს.  დაზიანებული შენობა, სახალხო დამცველის ანგარიშშიც მოხვდა... Читать дальше...

News.ge 

მედია: ლეონარდო და ვინჩის შედევრი, პირადი კუნძული და ისტორიული სასახლე – რა ქონებას ფლობს მულტიმილიარდერი პრინცი

საუდის არაბეთის პრინცის, მუჰამედ ბინ სალმანის გარშემო აჟიოტაჟი და სკანდალები არასდროს ცხრება. ბოლო დროს მედია აქტიურად წერს იმის შესახებ, რომ პრინცი საოცარ თანხებს ხარჯავს საკუთარი კომფორტისთვის. ის ხვდება ამერიკულ კომპანიების დამფუძნებლებს, როგორიცაა ჯეფ ბეზოსი, მარკ ცუკერბურგი და ბიზნესმენი მაიკლ ბლუმბერგი. საუდის არაბეთის ლიდერი მსოფლიო ლიდერებთან შეხვედრისთვის საგანგებოდ ემზადება და როგორც წესი, მედიის ყურადღების ცენტრში მუდმივად ...

Radiotavisupleba.ge 

კვიპროსი ახალ პრეზიდენტს ირჩევს

კვიპროსის რესპუბლიკაში 12 თებერვალს ახალ პრეზიდენტს ირჩევენ. მეორე ტურში ერთმანეთის პირისპირ წარდგნენ კანდიდატები, რომლებმაც საუკეთესო შედეგები აჩვენეს პირველ ტურში. ფავორიტად მიიჩნევენ ყოფილ საგარეო საქმეთა მინისტრს, ნიკოს ქრისტოდულიდის, რომელიც პოლიტიკურად მემარჯვენე-ცენტრისტულ ბანაკს ეკუთვნის. გამოკითხვების თანახმად, მას ოდნავ ჩამორჩება ყოფილი დიპლომატი, ანდრეას მავროგიანისი. მას მემარცხენეთა ბანაკს მიაკუთვნებენ. ახლა მოქმედმა პრეზიდენტმა, ნიკოს ანასტასიადესმა ორი ხუთწლიანი ვადით თანამდებობაზე ყოფნის შემდეგ კანდიდატურა აღარ წამოაყენა. Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

ნეთანიაჰუ: ისრაელი გააძლიერებს კამპანიას პალესტინელ თავდამსხმელთა წინააღმდეგ

ისრაელი გეგმავს გააძლიეროს კამპანია აღმოსავლეთ იერუსალიმში და იორდანეს დასავლეთ ნაპირზე, ოკუპირებულ ტერიტორიებზე პალესტინელთა თავდასხმების წინააღმდეგ - განაცხადა ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ 12 თებერვალს. ნეთანიაჰუს ეს განცხადება მოჰყვა 10 თებერვლის ინციდენტს იერუსალიმის გარეუბანში, როცა სამი ადამიანი დაიღუპა ავტობუსის გაჩერებაზე ადამიანების ჯგუფში ავტომობილის შევარდნის შედეგად. მანქანას პალესტინელი მძღოლი მართავდა. „მინისტრთა კაბინეტი დღეს გამართავს შეხვედრას, რათა მოვამზადოთ... Читать дальше...

News.ge 

გრიგოლ გეგელია: ქვეყნისთვის დაუშვებელია მესამე პრეზიდენტი გარდაიცვალოს

ვხედავ, რომ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობა ადეკვატურ მდგომარეობაში არ არის, ამას არ სჭირდება ექიმობა ან განსაკუთრებული ექსპერტული ცოდნა, – ამის შესახებ პარტია „ლელოს” პოლიტსაბჭოს წევრმა, გრიგოლ გეგელიამ განაცხადა მისივე თქმით, საქართველოს მესამე პრეზიდენტის მკურნალობა შესაბამის პირობებში უნდა მოხდეს, რომ მისი სიცოცხლე რისკის ქვეშ არ დადგეს. „ჩვენი პოზიცია ამასთან დაკავშირებით არის ძალიან ცხადი, თანმიმდევრული და პრინციპული. მიხეილ სააკაშვილს სასჯელი უნდა გადაუვადეს და ...

News.ge 

ირაკლი ღარიბაშვილი მსოფლიოს მთავრობათა სამიტში მიიღებს მონაწილეობას, რომელიც არაბთა გაერთიანებულ საამიროებში, დუბაიში გაიმართება

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი არაბთა გაერთიანებულ საამიროებში გაემგზავრა. მთავრობის მეთაური მონაწილეობას მიიღებს მსოფლიოს მთავრობათა სამიტში, რომელიც დუბაიში გაიმართება. ირაკლი ღარიბაშვილი სიტყვით მიმართავს სამიტის მონაწილეებს. ვიზიტის ფარგლებში ასევე დაგეგმილია ორმხრივი, მაღალი დონის შეხვედრების გამართვა.

News.ge 

მაცაცო გაბუნია მუზეუმში მომხდარ ფაქტზე: ზოგიერთებისგან განსხვავებით, ქუჩური „გაგებებით“ ვერ ვიხელმძღვანელებ

„ხელოვანებს და მით უმეტეს გალერისტებს არ უნდა სჭირდებოდეთ იმისი ახსნა, რომ საგამოფენო სივრცეში გამოფენილ ნამუშევარზე სწორედ სივრცის მენეჯმენტია პასუხისმგებელი, იმისგან დამოუკიდებლად, სივრცე კერძოა თუ სახელმწიფო.“- ამის შესახებ წერს ეროვნული მუზეუმის საგამოფენო დეპარტამენტის უფროსი მაცაცო გაბუნია. გაბუნია სოციალურ ქსელში მუზეუმში მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით სტატუსს აქვეყნებს. News.ge მაცაცო გაბუნიას სტატუსს უცვლელად გთავაზობთ: საქართველოს ეროვნული გალერეა გახლავთ სახელმწიფო ...

News.ge 

გიული ალასანია: ოქტომბრის შემდეგ ბევრად უარესად გახდა. ეს დიაგნოზები პროგნოზირებადია და ინტოქსიკაციაც

მიხეილ სააკაშვილის დედამ, გიული ალასანიამ ექსპრეზიდენტი კლინიკა „ვივამედში“ მოინახულა. ალასანიას განცხადებით, სააკაშვილის მდგომარეობა უარესდება და მას გაუსაძლისი ტკვილები აქვს. „ოქტომბრის შემდეგ ბევრად უარესად გახდა. ეს დიაგნოზები პროგნოზირებადია და ინტოქსიკაციაც. გუშინ თვითონაც გაათენა და მედპერსონალმაც. საშინელი, გაუსაძლისი სახსრების ტკვილები აქვს, ფაქტობრივად აღარ აქვს კუნთები ადამიანს, კუნთები ილევა და ეს იწვევს ტკივილს. მოწამლულია და ვერ იღებს საკვებს“, ...

Radiotavisupleba.ge 

ბრიტანეთის დაზვერვა: რუსეთს დანაკარგების ასეთი მაღალი მაჩვენებელი არ ჰქონია უკრაინაში შეჭრის პირველ კვირაშიც კი

ბრიტანეთის სამხედრო დაზვერვის დილის რეგულარული ანგარიშის თანახმად, რუსეთის შეიარაღებული ძალების დანაკარგები იზრდება და არსებობს ვარაუდი, რომ დანაკარგების ასეთი მაღალი მაჩვენებელი მათ არ ჰქონიათ უკრაინაში შეჭრის პირველ კვირაშიც კი. ბრიტანელები უკრაინის გენერალური შტაბის მონაცემებს ეყრდნობიან. „მიუხედავად იმისა, რომ დაზვერვას არ შეუძლია გადაამოწმოს უკრაინული მონაცემები, დიდი ალბათობით, ისინი სწორად ასახავენ ტრენდს“, - ნათქვამია ანგარიშში. დანაკარგების რაოდენობის ზრდის შესახებ იტყობინება ბიბისის კორესპონდენტი ოლგა ივშინაც. Читать дальше...

News.ge 

პრიგოჟინი: დონეცკში კიდევ ერთი დასახლება ავიღეთ

რუსეთის მიერ კონტროლირებულ ე.წ. კერძო სამხედრო ორგანიზაცია „ვაგნერის ჯგუფის“ დამფუძნებელი ევგენი პრიგოჟინი აცხადებს, რომ მისმა სამხედროებმა დონეცკის ოლქში კიდევ ერთი დასახლება აიღეს. მისივე თქმით, „გათავისუფლებული“ ტერიტორია ურბანული ტიპის დასახლება კრასნაია გორაა, რომელიც  არტიომოვსკთან ახლოს მდებარეობს „დღეს კრასნაია გორას დასახლება ვაგნერის თავდასხმის რაზმებმა აიღეს“, – აცხადებს პრიგოჟინი. უკრაინულ მხარეს რუსეთის მიერ ტერიტორიის დაკავების შესახებ გაკეთებულ განცხადებაზე ...

News.ge 

თურქეთსა და სირიაში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რაოდენობამ 28 000-ს გადააჭარბა

თურქეთსა და სირიაში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვმა 28 000-ს გადააჭარბა. თურქეთის ვიცე-პრეზიდენტის ფუატ ოქტაის განცხადებით, თურქეთში დაღუპულთა რიცხვი 24,617-მდე გაიზარდა. სამოქალაქო თავდაცვის ჯგუფის „თეთრი ჩაფხუტების“ ცნობით კი, სირიაში დაღუპულთა დადასტურებული საერთო რაოდენობა 3,575-ია, მათ შორის 2,167 ადამიანი სტიქიას მეამბოხეების მიერ კონტროლირებად ტერიტორიებზე ემსხვერპლა.

Radiotavisupleba.ge 

უკრაინაში ომის დაწყებიდან 461 ბავშვი დაიღუპა - გენერალური პროკურატურა

უკრაინაში რუსეთის შეიარაღებული ძალების შეჭრის შემდეგ 461 ბავშვი დაიღუპა, 922 - დაშავდა. ინფორმაციას უკრაინის გენერალური პროკურატურა ავრცელებს. ყველაზე მეტი ბავშვი დაზარალდა დონეცკის, ხარკოვის, კიევის, ხერსონის, ზაპოროჟიეს, ნიკოლაევის, ჩერნიგოვის, ლუგანსკისა და დნეპროპეტროვის ოლქებში. გენერალური პროკურატურის ეს მონაცემები არ არის საბოლოო და ის მოიცავს მხოლოდ იმ ბავშვების რაოდენობას, რომელთა ვინაობების გადამოწმება და დადასტურება მოხერხდა. ბევრ რეგიონში, სადაც საომარი მოქმედებები გრძელდება და ამასთანავე... Читать дальше...

News.ge 

ოლექსი რეზნიკოვი: რუსეთს შავ ზღვაში დომინირება ჩამოვართვით

უკრაინის თავდაცვის მინისტრის ოლექსი რეზნიკოვის განცხადებით, უკრაინამ რუსეთს შავ ზღვაში დომინირება ჩამოართვა. უკრაინული მედიის ცნობით, ამის შესახებ უკრაინის თავდაცვის უწყების ხელმძღვანელმა 11 თებერვალს ოდესაში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. „რუსეთის ფედერაციას შავ ზღვაში დომინირება ჩამოვართვით. კერძოდ, ჩვენი უკრაინული „ნეპტუნების“ წარმატებით გამოყენების შემდეგ, როდესაც კრეისერი „მასკვა“ ცნობილ მისამართზე ჩაიძირა“, – განაცხადა რეზნიკოვმა. როგორც უკრაინის თავდაცვის მინისტრმა აღნიშნა, Harpoon-ის... Читать дальше...

News.ge 

CNN- აშშ-ში თურქეთის საელჩოში უცნობმა პირმა თურქეთის დასახმარებლად 30 მილიონი დოლარის დონაცია განახორციელა

აშშ-ში მდებარე თურქეთის საელჩოში უცნობი მამაკაცი მივიდა და მიწისძვრის შედეგად დაზარალებულებისთვის 30 მილიონი დოლარის დონაცია განახორციელა, – ამის შესახებ CNN-ი პაკისტანის პრემიერ-მინისტრის, შეჰბაზ შარიფის განცხადებაზე დაყრდნობით იუწყება. შარიფის თქმით, უცნობი პირი პაკისტანის მოქალაქე იყო. „სასიამოვნოდ გაოცებული ვარ უცნობი პაკისტანელის მაგალითით, რომელიც ამერიკაში თურქეთის საელჩოში მივიდა და 30 მილიონი დოლარის დონაცია განახორციელა“, – წერს შარიფი „ტვიტერზე“. თურქეთის ...

Radiotavisupleba.ge 

თურქეთში მიწისძვრიდან 152 საათის შემდეგ მაშველებმა 8 წლის ბიჭი ამოიყვანეს ნანგრევებიდან

თურქული საინფორმაციო სააგენტო „ანადოლუს“ ინფორმაციით, მიწისძვრიდან 152 საათის შემდეგ, ადიიამანის პროვინციაში მაშველებმა ნანგრევებიდან ამოიყვანეს 8 წლის ბიჭი. მიწისძვრიდან 150 საათის შემდეგ ამოიყვანეს მაშველებმა ნანგრევებიდან 64 წლის ქალი ჰატაის პროვინციაში. მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ მაშველებმა ჰატაის პროვინციაში, დამანგრეველი მიწისძვრიდან 140 საათის შემდეგ ამოიყვანეს 7 თვის ჩვილი. ბოლო მონაცემებით, 6 თებერვლის დამანგრეველ მიწისძვრას თურქეთსა და სირიაში 28 ათასზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა. Читать дальше...

News.ge 

საქართველოში კიდევ ერთი მიწისძვრა მოხდა

სოფელ გომთან მომხდარი მიწისძვრიდან მალევე საქართველოში კიდევ ერთი მიწისძვრა მოხდა. სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის პირველადი ცნობით, ეპიცენტრი ქალაქი ოზურგეთის სამხრეთ-აღმოსავლეთით 5კმ-ში იყო. მიწისძვრის სიმძლავრემ 3.6 მაგნიტუდა შეადგინა.

Radiotavisupleba.ge 

გალერეის დირექტორი: სულაბერიძეს არავინ დაიჭერს, თუმცა ადმინისტრაციულ ჯარიმას აუცილებლად დაუწესებენ

ეროვნული გალერეის დირექტორი, მაცაცო გაბუნია, სოციალურ ქსელში ეხმაურება 4 თებერვალს, ეროვნულ გალერეაში გახსნილი გამოფენის „ავტოპორტრეტი სარკესთან“ მონაწილე სანდრო სულაბერიძის მიერ საკუთარი ნამუშევრის ჩამოხსნისა და მის ადგილას საღებავით კედელზე დაწერილ ფრაზას - „ხელოვნება ცოცხალი და დამოუკიდებელია!“. სანდრო სულაბერიძის ამ გადაწყვეტილებას ის „ინფანტილურ მავნებლობას“ უწოდებს. როგორც მაცაცო გაბუნია სოციალურ ქსელში წერს, კანონისთვის არ აქვს მნიშვნელობა, ვინ გაიტანა გალერეიდან ექსპონატი, პატრონმა თუ მისმა თაყვანისმცემელმა. Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

თურქეთში საქართველოს ელჩის თქმით, მიწისძვრის ზონიდან საქართველოს მოქალაქეების გამოყვანას შეეცდებიან

თურქეთში საქართველოს ელჩი გიორგი ჯანჯღავა აცხადებს, რომ მიწისძვრის ზონიდან საქართველოს მოქალაქეების გამოყვანას შეეცდებიან. ამის შესახებ ელჩი სოციალურ ქსელში წერს და აცხადებს, რომ სტიქიის ეპიცენტრისკენ მიემართებიან: „უკვე ადანაში ვართ. მივემგზავრებით სტიქიის ეპიცენტრისკენ. მოვინახულებთ ქართველ მაშველებს, დავარიგებთ დახმარებას და შეძლებისდაგვარად მიწისძვრის ზონიდან გამოვიყვანთ ჩვენს თანამემამულეებს”, - წერს საქართველოს ელჩი „ფეისბუქზე“. ბოლო მონაცემებით, 6 თებერვლის დამანგრეველ მიწისძვრას თურქეთსა... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

მიწისძვრიდან 146 საათის შემდეგ მაშველებმა პატარა გოგო და 35 წლის კაცი ამოიყვანეს ნანგრევებიდან

თურქული საინფორმაციო სააგენტო „ანადოლუს“ ინფორმაციით, ჰატაის პროვინციაში, მიწისძვრიდან 146 საათი შემდეგ, თურქმა და რუმინელმა მაშველებმა ნანგრევებიდან ამოიყვანეს 35 წლის კაცი. ამავე პროვინციაში, 146 საათის შემდეგ, ნანგრევებიდან ამოიყვანეს მაშველებმა პატარა გოგო, რომლის ასაკი ჯერჯერობით ვერ ზუსტდება. ბოლო მონაცემებით, 6 თებერვლის დამანგრეველ მიწისძვრას თურქეთსა და სირიაში 28 ათასზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა. თურქეთის საგანგებო სიტუაციების სამსახურის ცნობით, 7,7 მაგნიტუდის მიწისძვრის ეპიცენტრი თურქეთის სამხრეთ-აღმოსავლეთში... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

ISW: რუსეთი ვერ მოემზადა ეფექტური შეტევისთვის

ამერიკული ანალიტიკური ცენტრის, ომის შემსწავლელი ინსტიტუტის (ISW) ყოველდღიური ანგარიშის მონაცემებით, რუსეთის შეიარაღებული ძალების ამჟამინდელი მდგომარეობიდან გამომდინარე, უკრაინელი სამხედროები და ბლოგერები, სკეპტიკურად უყურებენ რუსეთის ფედერაციის ფართომასშტაბიან შეტევას დონეცკის ოლქში. ISW აღნიშნავს, რომ ომის ამ ეტაპზე, რუსული დანაყოფების აბსოლუტური უმრავლესობა არაბრძოლისუნარიანია და დიდი ალბათობით, მათი შემადგენლობა შეივსო მობილიზებულების ხარჯზე. ამასთან, ექსპერტების შეფასებით, რუსეთის სახმედროებმა... Читать дальше...


«Спартак» обыгрывает «Краснодар» после первого тайма благодаря голу Зобнина

В Москве появится единая система продажи билетов на водный транспорт

Турецкие СМИ бьют тревогу насчет вероятности ядерного конфликта между РФ и НАТО

Россия заменила турбины "Сименс" отечественными ГТД-110М



Новости 24/7 DirectAdvert - доход для вашего сайта



Частные объявления в Вашем городе, в Вашем регионе и в России



Smi24.net — ежеминутные новости с ежедневным архивом. Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. "123 Новости" — абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. Smi24.net — облегчённая версия старейшего обозревателя новостей 123ru.net. Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть —онлайн с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии. Smi24.net — живые новости в живом эфире! Быстрый поиск от Smi24.net — это не только возможность первым узнать, но и преимущество сообщить срочные новости мгновенно на любом языке мира и быть услышанным тут же. В любую минуту Вы можете добавить свою новость - здесь.




Новости от наших партнёров в Вашем городе

Ria.city

В столице на фестивале «Московская весна» на Коптевском бульваре проходят спортивные конкурсы

Панда Катюша общается с посетителями через стекло

Shot: в Москве 10-летней девочке лифтом зажало и вырвало средний палец

«Спартак» обыгрывает «Краснодар» после первого тайма благодаря голу Зобнина

Музыкальные новости

Собянин поздравил Мишустина с назначением на должность премьер-министра РФ

Замминистра строительства и ЖКХ РФ высоко оценил парковую инфраструктуру Домодедово

«СВЯТОЙ ЛЕНИН» и все правительства могут отменить либо собрать все налоги!

Псковичи стали серебряными призерами турнира по волейболу «Кубок Феникса»

Новости России

В угольную отрасль Кузбасса в 2024 г. планируют вложить более 135 млрд руб.

Shot: в Москве 10-летней девочке лифтом зажало и вырвало средний палец

Военно-исторический фестиваль «Огненная дуга» прошел в Ступине

Панда Катюша общается с посетителями через стекло

Экология в России и мире

Где находится самая северная страусиная ферма в мире?

Яркое лето с Angsana Velavaru

Москвичи из-за дороговизны массово поехали по регионам лечить зубы: из Москвы начался стоматологический туризм

Мозговой имплантат Neuralink Илона Маска устраняет первую серьезную неисправность: что пошло не так?

Спорт в России и мире

Хачанов победил Шевченко во втором круге турнира ATP в Риме

Азаренко вышла в 1/16 финала турнира WTA-1000 в Риме

Теннисист Хачанов вышел в третий круг "Мастерса" в Риме

Касаткина обыграла Марию и вышла в третий круг турнира WTA-1000 в Риме

Moscow.media

Шествие "Бессмертный полк "- подлинное народное единение

Откровение артиста госцирка Бурятии Саяна Дондокова - Театр и дети, Культура и Россия, интервью

В преддверии Дня Победы сотрудники военных следственных органов Следственного комитета Российской Федерации Южного военного округа приняли участие в памятных мероприятиях

Названо число россиян, совмещающих командировки с туризмом







Топ новостей на этот час

Rss.plus





СМИ24.net — правдивые новости, непрерывно 24/7 на русском языке с ежеминутным обновлением *