Мы в Telegram
Добавить новость
World News in Georgian
Новости сегодня

Новости от TheMoneytizer

"უცხოეთის აგენტი" ანა რივინა: საქმე რომც მოვიგო, საქართველოში ცხოვრებას აღარ ვგეგმავ

რუსული კრიზისცენტრის «Насилию.нет»-ის დამფუძნებელი ანა რივინა 13 თებერვალს საქართველოში არ შემოუშვეს. ცენტრი ძალადობის მსხვერპლ ქალებს იურიდიულ და ფსიქოლოგიურ დახმარებას უწევს. რივინამ რადიო თავისუფლებას უამბო, რომ საქართველოში რამდენიმე თვეა ცხოვრობს. სომხეთში მივლინებით წასული უკან ჩამოფრინდა, მაგრამ ქვეყანაში აღარ შემოუშვეს. სამი საათი საზღვარზე ლოდინის შემდეგ, უფლებადამცველს გამოუცხადეს, რომ დეპოტაციას გაუკეთებდნენ. მიზეზი არ უთქვამთ. 10 თებერვალს რუსეთის იუსტიციის სამინისტრომ რივინა უცხოეთის აგენტების სიაში შეიყვანა.

შარშანდელი თებერვლიდან მოყოლებული საქართველო ერთ-ერთი პოპულარული მიმართულება გახდა მათთვის, ვინც რუსეთის უკრაინაში შეჭრას არ ემხრობა. ოპოზიციონერი პოლიტიკოსები, უფლებადამცველები, ჟურნალისტები საქართველოში წამოვიდნენ, წამოვიდნენ რუსეთის უბრალო მოქაალაქეებიც, რომლებსაც ომში მონაწილეობა არ სურთ. საქართველოს მთავრობის მონაცემებით, 2022 წლის 24 თებერვლიდან საქართველოში რუსეთის 30,5 ათასი მოქალაქე შემოვიდა, აქედან 12 ათასი - დარჩა.

იმ ადამიანებს შორის, ვინც საქართველომ თავის ტერიტორიაზე არ შემოუშვა, არიან: ოპოზიციონერი პოლიტიკოსები ლიუბოვ სობოლი და დმიტრი გუდკოვი, გამოცემა „მედუზას“ ფოტოკორესპონდენტი დავიდ ფრენკელი და „დოჟდის“ ჟურნალისტი მიხაილ ფიშმანი, მედიამენეჯერი მიტია ალეშკოვსკი, ჯგუფ Pussy Riot-ის წევრი ოლგა ბორისოვა და სხვები.

ანა რივინა საქართველოში მას შემდეგ ჩამოვიდა, რაც რუსეთმა უკრაინაში ომი დაიწყო. 2020 წლის დეკემბერში რუსეთის იუსტიციის სამინისტრომ ცენტრი «Насилию.нет» იმ ორგანიზაციების რეესტრში შეიყვანა, რომლებიც „უცხოეთის აგენტების“ ფუნქციას ასრულებენ. რივინამ მაშინ განაცხადა, რომ ეს შურისძიება იყო, როგორც ლგბტ ჯგუფის მხარდაჭერისთვის, ასევე იმის გამოც, რომ ორგანიზაციამ ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ კანონი წამოსწია. „უცხოეთის აგენტების“ კანონის უგულებელყოფისთვის ცენტრი რამდენჯერმე დააჯარიმეს. ჯარიმების საერთო ოდენობამ თითქმის მილიონ რუბლს (13 000 აშშ დოლარი) მიაღწია.

10 თებერვალს რუსეთის იუსტიციის სამინისტრომ თავად რივინაც უცხოეთის აგენტად გამოაცხადა. სამინისტროს განცხადებით, «Насилию.нет»-ის ხელმძღვანელი „სახელმწიფო სტრუქტურების შესახებ ნეგატიურ ინფორმაციას ავრცელებდა“, მათ შორის, თავდაცვის სამინისტროს შესახებ.

საქართველოდან დეპორტაციის შესაძლო მიზეზებსა და „უცხოეთის აგენტის“ სტატუსით მუშაობაზე ანა რივინა რადიო თავისუფლებას ესაუბრა:

- ჩემს დეპორტაციაზე სხვა მსგავსი შემთხვევების გაუთვალისწინებლად საუბარი არასწორი იქნებოდა. გახმაურებული შემთხვევებიდან რამდენადაც ვიცი, ეს ყოველთვის იმ ხალხს ეხებოდა, რომლებიც ომის და რუსეთის პოლიტიკის წინააღმდეგ აქტიურად გამოდიოდნენ. ესენი არიან იურისტები, ჟურნალისტები, უფლებადამცველები. ვფიქრობ, სტატუსმა, რომელიც ამას წინათ მომანიჭეს, კიდევ უფრო გაამძაფრა მათი სურვილი საერთოდ აღარ დაიჭირონ ჩემთან საქმე. აქამდეც მიჭირდა საზღვრის გადაკვეთა, გასვლის დროსაც და შემოსვლის დროსაც.

- ანუ არ გამორიცხავთ, რომ დეპორტაცია თქვენს აგენტად გამოცხადებას უკავშირდებოდეს?

- ალბათ ამ სტატუსის გარეშეც იმავე პრობლემას გადავაწყდებოდი, მყავს მეგობრები, ახლობლები, რომლებიც ასევე არ შეუშვეს. ისინი „უცხოეთის აგენტები“ არ იყვნენ. მაგრამ ამან ალბათ უფრო შესამჩნევი გამხადა.

- მოგვიყევით, თუ შეიძლება, ეს ყველაფერი როგორ მოხდა. განგიმარტეს, რატომ არ გიშვებდნენ? როგორ აგიხსნეს დეპორტაციის მიზეზი?

- ისინი არასოდეს არაფერს გიხსნიან. გეუბნებიან, რომ ასე გადაწყდა და მორჩა. არაფერს გისაბუთებენ, მაგრამ მე მომატყუეს კიდეც. დამპირდნენ, რომ თვითმფრინავში ჩასხდომისას დოკუმენტებს გადმომცემდნენ, შესაბამისი ინფორმაციით. მაგრამ არაფერი მოუციათ. ერთხელაც არ მსმენია, რამე მიზეზი ეთქვათ, ან რომელიმე დოკუმენტი, ან წესი დაემოწმებინათ, თუ რის შესაბამისად მიიღეს ეს გადაწყვეტილება.

- გაასაჩივრებთ საქართველოს მთავრობის ამ გადაწყვეტილებას თუ ფიქრობთ, რომ ეს უშედეგო იქნება?

- სიმართლე გითხრათ, რადგანაც არც ძალა მაქვს და არც განსაკუთრებული კავშირები საქართველოსთან, თავიდან არ მინდოდა ამაზე ენერგია დამეხარჯა. მაგრამ ახლა, როგორც იურისტს მესმის, რომ ყველაფერი სწორად უნდა გავაკეთო და ამისთვის ვცდილობ, რამე იურიდიული საფუძველი მივიღო. მესმის, რომ ჩემი პრეცედენტი მნიშვნელოვანია სხვებისთვის, რომლებიც მსგავს სიტუაციაში აღმოჩნდებიან. ვგულისხმობ არა მხოლოდ იმათ, ვისაც მედია ცნობს. ჩემს ადგილას შეიძლება ნებისმიერი აქტივისტი აღმოჩნდეს.

თუ როგორმე სასამართლოს გადაწყვეტილება მივიღე, არა აქვს მნიშვნელობა - ადგილობრივი სასამართლო იქნება თუ საერთაშორისო - ეს ბევრ ადამიანზე მოახდენს გავლენას. მინდა, ასეთი შემთხვევები არ მიჩუმათდეს. თუმცა მესმის, რომ ეს მხოლოდ ძალას გამომაცლის და არაფერს მომცემს. საქმე რომც მოვიგო, საქართველოში ცხოვრებას მაინც არ ვგეგმავ. ჩემი ინტერესებისთვის და ჩემი გამორჩენისთვის არ ვიბრძოლებ.

- რამდენ ხანს ცხოვრობდით საქართველოში? მაინცდამაინც ეს ქვეყანა რატომ შეარჩიეთ, როდესაც ომი დაიწყო? როგორც მივხვდი, ამის გამო წამოხვედით.

- 2022 წლის მარტიდან საქართველოში ვარ. დიდი როლი ითამაშა იმან, რომ მართლაც მიყვარს ეს ქვეყანა. იქ ბევრჯერ ვყოფილვარ, იქ კარგად ვარ. ძალიან მიყვარს ხალხი, ვინც იქ ცხოვრობს. მეგობრებიც მყავს. გამიმართლა, ამ წლის განმავლობაში ერთი ცუდი სიტყვაც არ მომისმენია, ერთხელაც არავის გამოუხედავს ჩემკენ ცუდი თვალით. საქართველო ობიექტურად ძალიან კარგი ვარიანტია. იქ ისედაც ბევრი ნაცნობი მყავდა და რელოკაციის ტალღის გამო კიდევ უფრო მეტი ჩავიდა. ეს არის ქვეყანა, სადაც ფინანსურად გაცილებით ადვილია თავის გატანა, ვიდრე სხვა ქვეყნებში, მაგალითად, ისრაელში, რომლის მოქალაქეც ვარ. ისრაელში ცხოვრება საქართველოში ცხოვრებასთან შედარებით შეუდარებლად ძვირია. ასევე, რა თქმა უნდა, მოქმედებს ისიც, რომ საქართველოში დიდხანს შეგიძლია დარჩე ლეგალურად.

- მომავალში რის გაკეთებას გეგმავთ? სად აპირებთ ცხოვრებას?

- ახლა ისრაელში ვარ. უნდოდათ დეპორტაცია გაეკეთებინათ, უკან ერევანში გავეშვი, სადაც მივლინებით ვიყავი. მე ჩემი ხარჯით ვიყიდე ბილეთი, ვთხოვე, არ დავებრუნებინეთ ერევანში, სადაც არაფერი მესაქმებოდა. ახლა ვცდილობ, ჩამოვყალიბდე. ისიც არ ვიცი, ერთი კვირის შემდეგ სად ვიქნები, არათუ ერთი თვის.

- ცენტრი «Насилию.нет» უცხოეთის აგენტად გამოცხადდა. ჯერ მას დააკისრეს დიდძალი ჯარიმა, ახლა თქვენ გამოგაცხადეს აგენტად. რამე სტრატეგია გაქვთ, თუ როგორ იცხოვრებთ მომავალში ამ სტატუსით? დაემორჩილებით იუსტიციის სამინისტროს წესებს?

- არ მინდა ასე მოხდეს. ყველაფერს გავაკეთებ, რომ აბსურდულმა კანონმდებლობამ ცხოვრება ნაკლებად გამირთულოს. თან იძულებული ვარ, ჩემი ფინანსური მდგომარეობა შევაფასო, ჩემი ქონება, ის რისკები, რომელიც ჩემს გუნდს წარმოექმნება. ახლა იმ იურისტებთან ერთად, რომლებიც მსგავსი საკითხების სპეციალისტები არიან, სხვადასხვა საშუალებას ვეძებ, რომ ეს აბსურდული ნორმები გვერდზე მოვიტოვო და თან არც იმ ხალხს შევუქმნა პრობლემები, ვინც ჩემთან არიან დაკავშირებული.

- და თქვენი სამსახური? ცენტრს რა ბედი ეწევა? თქვენს საქმიანობას გააგრძელებთ? რამდენად იოლი იქნება ეს, მაშინ, როცა თქვენ რუსეთში არ იმყოფებით?

- მუშაობას გავაგრძელებთ. რა თქმა უნდა, რაღაც პრაქტიკული და ფსიქოლოგიური სიძნელეები არსებობს, მაგრამ ჯერ კიდევ კოვიდმა გვასწავლა, რომ დისტანციურად ბევრი რამის გაკეთება შეიძლება. თან, სხვა არჩევანიც არ მაქვს. არ ვფიქრობ, რომ დისტანციურად მუშაობისას ნაკლებად პროდუქტიული ვარ. სხვა შემთხვევაში, ფსიქოლოგიური ჯანმრთელობა რომ შემენარჩუნებინა, გაცილებით მეტს დავხარჯავდი. შემიძლია ვთქვა, რომ ის ერთი წელი, რაც რუსეთში არ ვარ, არათუ არ შევაჩერეთ მუშაობა, ახალი პროექტებიც წამოვიწყეთ. ძალიან ვამაყობ ჩემი გუნდით. ძალიან მიხარია, რომ ერთ ენაზე ვსაუბრობთ. ერთი მსოფლმხედველობა გვაქვს, ამიტომაც არ გვიჭირს. ახლა ყველაზე რთული ისაა, რომ ბალანსი ვიპოვოთ და ამ აბსურდულ პირობებში ახალი პრობლემები არ შეგვექმნას. თან საკუთარ თავსაც არ ვუღალატოთ და ყველაფერს საკუთარი სახელი დავარქვათ. პატივისცემით მოვეპყრათ იმ ხალხს, ვინც ჩვენ გვიცნობს, გვენდობა, ვის ინტერესებსაც წარმოვადგენთ. სულ მცირე, ათასობით ადამიანია, ვინც ფინანსურად გვიჭერს მხარს, მათ უფლება მოგვცეს, მათი ინტერესები წარმოვადგინოთ ძალადობასთან დაკავშირებულ საკითხებში.

- თითქმის ერთი წელია, უკრაინაში ომი დაიწყო. თქვენი დაკვირვებით, ეს რუსეთში ოჯახურ ძალადობაზე როგორ აისახა, იკლო შემთხვევებმა თუ იმატა?

- ეს კითხვა პასუხსაც მოიცავს. კაცობრიობის ისტორიაში არ არსებობს შემთხვევა, რომ ქვეყნებში, რომლებიც ძალადობრივ კონფლიქტში მონაწილეობენ, ძალადობის შემთხვევები არ იზრდებოდეს. ასე ხდება, რადგან იცვლება შეხედულება ძალადობაზე, მის გამოვლინებაზე და, რა თქმა უნდა, შემთხვევები მატულობს. მეორე პრობლემა ისაა, რომ ჩვენ მოსკოვში ვმუშაობთ, მობილიზებული ხალხის უმეტესობა კი რეგიონებში ცხოვრობს. მათმა მსხვერპლებმა ჯერ ისიც კი არ იციან, დახმარება როგორ ითხოვონ, ვის მიმართონ. კიდევ ერთი, უნდა გვესმოდეს, რომ როდესაც ასეთი ცვლილებები ხდება, ხალხი სიძნელეების მიუხედავად, ცდილობს ერთად იყოს. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ქალები ნაკლებად განაცხადებენ და ნაკლებად მიმართავენ დასახმარებლად, რადგან ყველაზე საშინელი ქმარიც კი რაღაც სტაბილურობის გარანტია, ვიდრე სრული გაუგებრობა, როცა არ იცი, სად წახვიდე და როგორ იყო.

იმ ხალხის აბსოლუტური უმრავლესობა, რომლებიც ასეთ სპეცოპერაციებში მონაწილეობენ, ჯერ არ დაბრუნებულან. ჩვენ ჯერ კიდევ წინ გვაქვს ეს ყველაფერი. [ძალადობის შემთხვევები - რ.თ.] იქნება ბევრი, ლეტალური და მათ შესახებ მხოლოდ უკიდურეს შემთხვევაში შევიტყობთ. უკვე ვაწყდებით ამბებს, რომლებიც უშუალოდ ომში ჩართულ ადამიანებს უკავშირდება, ადამიანებს, რომლებიც ტელევიზიის პროპაგანდას უსმენენ და ეს აისახება მათ ურთიერთობაზე ახლობლებთან. მაგრამ ეს ჯერ კიდევ არ არის ის მასშტაბი, რომელსაც უახლოეს მომავალში ვიხილავთ. ყველაზე ცუდი ისაა, რომ სახელმწიფო ამ მიმართულებით არაფერს გააკეთებს. სამწუხაროდ, დარწმუნებული ვარ, რომ არაფერი გაკეთდება ისეთი, რაც სიტუაციას მასშტაბურად შეცვლის. ჩვენ ვსაუბრობთ არა მხოლოდ ქალებზე, არამედ ბავშვებზეც, რომლებიც ამ ყველაფრის მოწმეები და გადამტანები იქნებიან.

ცენტრი «Насилию.нет» 2015 წელს შეიქმნა. მისი მოხალისეები ყოველწლიურად ძალადობის მსხვერპლი ქალების ასობით მიმართვას ამუშავებენ. 2018 წელს ცენტრმა ავტონომიური არაკომერციული ორგანიზაციის სტატუსი მიიღო. «Насилию.нет»-ის ხელმძღვანელობამ არაერთხელ მიმართა რუსეთის ხელისუფლებას ფინანსური ხელშეწყობისთვის. ორგანიზაცია წერდა განცხადებებს პრეზიდენტის გრანტის მოსაპოვებლად, მაგრამ უშედეგოდ. დღეს ორგანიზაცია ფაქტობრივად შემოწირულებაზე არსებობს, მათ შორის საზღვარგარეთიდან.

შარშან მარტში ამერიკულმა ჟურნალმა Time-მა ანა რივინას ფოტო ყდაზე გამოიტანა. სტატიაში ეწერა, რომ ძალადობის მსხვერპლი ქალების დახმარებაზე ორიენტირებული ცენტრები რუსეთში „კრემლისგან და რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიისგან სულ უფრო მეტად აწყდებიან მტრულ დამოკიდებულებას“ და, რომ ხელისუფლებამ „ფაქტობრივად მოღალატეებად გამოაცხადა ჯგუფები, რომლებიც ოჯახურ ძალადობას ებრძვიან“.

Читайте на 123ru.net


Новости 24/7 DirectAdvert - доход для вашего сайта



Частные объявления в Вашем городе, в Вашем регионе и в России



Smi24.net — ежеминутные новости с ежедневным архивом. Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. "123 Новости" — абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. Smi24.net — облегчённая версия старейшего обозревателя новостей 123ru.net. Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть —онлайн с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии. Smi24.net — живые новости в живом эфире! Быстрый поиск от Smi24.net — это не только возможность первым узнать, но и преимущество сообщить срочные новости мгновенно на любом языке мира и быть услышанным тут же. В любую минуту Вы можете добавить свою новость - здесь.




Новости от наших партнёров в Вашем городе

Ria.city

Четыре строителя получили травмы при обрушении опалубки на стройке в Петербурге

Начало мая в европейской части РФ стало самым холодным за всю историю наблюдений

20 лет без Ленина: выяснилось, зачем стали драпировать Мавзолей во время Парада Победы

«Утопить в нечистотах!» Маньяк «Златоустовский паук» появился спустя 16 лет

Музыкальные новости

Создание Презентации для Артиста, Актера, Музыканта, Писателя, Поэта, людей Творческих профессий, продвижения услуг и брендов!

Собянин сообщил о сбитом на подлете к Москве беспилотнике

"Спартак" лишился математических шансов выиграть Российскую премьер-лигу

Как надо ПРОДАВАТЬ СЦЕНАРИЙ, ПЬЕСУ, СИНОПСИС.

Новости России

«Спускаюсь в метро и вижу — лежит на полу пожилая женщина». История про чудо

Пермские экологи сообщили о массовой гибели редких жаб под колесами автомобилей

Семья Ашихминых, Чмихун представляют Магаданскую область на полуфинале конкурса «Это у нас семейное» во Владивостоке

20 лет без Ленина: выяснилось, зачем стали драпировать Мавзолей во время Парада Победы

Экология в России и мире

Оксана Федорова представила на выставке-форуме «Россия» премьеру фильма «Петербург Шаляпина и Рахманинова»

Стой и не двигайся: доктор Кутушов рассказал, что делать при встрече со змеями

Новые дорожные ирригаторы Revyline RL 660 PRO поступили в чувашский филиал

Новые дорожные ирригаторы Revyline RL 630 Peach Fuzz поступили в тюменский филиал

Спорт в России и мире

Касаткина обыграла Марию и вышла в третий круг турнира WTA-1000 в Риме

Саснович вышла в третий раунд турнира WTA-1000 в Риме

Первая ракета мира Джокович получил бутылкой по голове после матча в Риме

Потапова проиграла Остапенко во втором круге турнира WTA 1000

Moscow.media

Продвижение Песен, Музыки, Стихов ВКонтакте. Способы и методы увеличения прослушивания песни, музыки, стихов ВКонтакте.

Новая генная терапия успешно восстановила слух у глухого малыша

Россиянам рассказали, когда появится «сильный ИИ»

Утро на озере...







Топ новостей на этот час

Rss.plus





СМИ24.net — правдивые новости, непрерывно 24/7 на русском языке с ежеминутным обновлением *