საბერძნეთის მართლმადიდებელი ეკლესიის მეთაური: სინოდმა გადადგომა რომ მთხოვოს, წინააღმდეგი არ ვიქნები
ათენისა და სრულიად საბერძნეთის ეკლესიის მეთაურმა, მთავარეპისკოპოსმა იერონიმე მეორემ განაცხადა, რომ საჭიროების შემთხვევაში, მზად არის, გადადგეს.
მისივე თქმით, თუ სინოდი მის გადაყენებას გადაწყვეტს, წინააღმდეგი არ იქნება, რადგან უკვე ძალიან მოხუცია.
სინოდმა გადადგომა რომ მთხოვოს, წინააღმდეგი არ ვიქნები. ჩვენს სინოდში აი ახლა რომ გამოჩნდეს მღვდელმთავრების ნაწილი და მითხრან დავიღალეთ, ცვლილება გვინდა, წინააღმდეგი არ ვიქნები, დაე იყოს ცვლილებები, თუნდაც ჩემს ხარჯზე. მე არ მაქვს პრობლემა, უკვე ძალიან მოვხუცდი, მე უკვე ვასრულებ მსახურების 56 წელს, როგორც სასულიერო პირი“, – განაცხადა იერონიმე მეორემ.