Мы в Telegram
Добавить новость
World News in Georgian
Новости сегодня

Новости от TheMoneytizer

იოსელიანი აცხადებს, რომ მზადაა შეხვდეს ყველას, ვინც ფიქრობს, რომ 7-9 მარტის აქციებზე მისი გამოხატვის უფლება დაირღვა

იოსელიანი აცხადებს, რომ მზადაა შეხვდეს ყველას, ვინც ფიქრობს, რომ 7-9 მარტის აქციებზე მისი გამოხატვის უფლება დაირღვა

სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი აცხადებს, რომ მზადაა შეხვდეს ყველა იმ პირს, ვინც ფიქრობს, რომ 7-9 მარტის აქციებზე დაირღვა მისი გამოხატვის უფლება, მოექცა სახელმწიფო მანქანის არაპროპორციული ძალის ქვეშ ან თავისი პოლიტიკური შეხედულების გამო ხელისუფლების მხრიდან გრძნობს რაიმე საფრთხეს. ამის შესახებ სახალხო დამცველის აპარატი ავრცელებს განცხადებას.

14 მარტს სტუდენტებმა საქართველოს სახალხო დამცველს ტელეკომპანია "პირველის" ეთერით მიმართეს და მმართველი გუნდისა და ძალოვანი სტრუქტურების მაღალი თანამდებობის პირთა მხრიდან მოსალოდნელი დევნისა და რეპრესიებისგან დაცვა სთხოვეს.

13 მარტს სამი პარტიის: „დროას", „სტრატეგია აღმაშენებლის" და „გირჩი-მეტი თავისუფლების" წარმომადგენლებმა გამართეს ბრიფინგი. როგორც ისინი აცხადებენ, სამართალდამცავი უწყებები გამოკითხვაზე იბარებენ 7-9 მარტს „უცხოური გავლენის აგენტების" კანონპროექტის წინააღმდეგ გამართული აქციების მონაწილეებს.

„ვრცელდება ინფორმაცია, რომ შსს-მ და სუსმა დაიწყეს მშვიდობიანი დემონსტრანტების დაბარება გამოკითხვაზე. პირველი, რაც უნდა ვუთხრა ხელისუფლებას: კატეგორიულად გაფრთხილებთ, რომ არ გაბედოთ მშვიდობიანი მოსახლეობის, იმ ადამიანების დაბარება შსს-ში და დევნაზე ფიქრიც კი, რომლებმაც ამ დღეებში დაიცვეს ევროპული მომავალი.

მეორე, დამნაშავეები ძალადობაში ხართ თქვენ და თუ ვინმე არის დასასჯელი, არიან ის მოძალადე პოლიციელები, რომლებიც მშვიდობიან მოსახლეობას დაესხნენ თავს", - განაცხადა პარტია „დროას" ლიდერმა ელენე ხოშტარიამ.

მოქალაქეებს სხვა ოპოზიციური პარტიებიც ჰპირდებიან დახმარებას.

12 მარტს არასამთავრობო ორგანიზაციებმა მიმართეს შსს-ს, პროკურატურას და სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს, პარლამენტთან აქციებზე დაკავებულ იმ პირებთან დაკავშირებით, რომელთა მიმართაც ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის წარმოება ამ დრომდე მიმდინარეობს. არასამთავრობოები აცხადებენ, რომ დროებითი მოთავსების იზოლატორიდან მათი გათავისუფლება არ გულისხმობს სამართალდარღვევის საქმის წარმოების შეწყვეტას.

არასამთავრობო ორგანიზაციებმა მოუწოდეს შინაგან საქმეთა სამინისტროს,  შეწყვიტოს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის წარმოება აქციებზე დაკავებული ყველა იმ პირის მიმართ, რომელთა საქმეებიც ამ დრომდე არ განუხილავს სასამართლოს.

მათ მიმართეს პროკურატურას, გამოიყენოს კანონმდებლობით გათვალისწინებული პროკურორის პროტესტით მიმართვის შესაძლებლობა, რათა გაუქმდეს სასამართლოს მიერ დაჯარიმების შესახებ მიღებული დადგენილებები.

სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს კი სთხოვეს, უზრუნველყოს სამართალდამცავების მხრიდან არაპროპორციული ძალის გამოყენების, თვითნებური დაკავებების, დაკავებულთა მიმართ ძალადობისა და სხვა შემთხვევების სრულყოფილი და ობიექტური გამოძიება.

2023 წლის 2-3 მარტსა და 7-9 მარტს გამართულ საპროტესტო აქციებზე პოლიციამ ადმინისტრაციული წესით ჯამში 169 პირი დააკავა.

7 მარტს საქართველოს პარლამენტის უმრავლესობამ პირველი მოსმენით მიიღო ე.წ. აგენტების კანონპროექტი. კანონპროექტი უმრავლესობის ნაწილმა,"ხალხის ძალამ" დაარეგისტრირა, თუმცა მას მხარს უჭერდა მმართველი პარტია "ქართული ოცნება". ამ დოკუმენტის მიხედვით, ყველა არასამთავრობო და მედიაორგანიზაცია, რომლებიც საქართველოს პარტნიორი ქვეყნებიდან იღებენ დაფინანსებას (მინიმუმ 20%-ს), "აგენტების რეესტრში" უნდა დარეგისტრირებულიყო.

ამ პროცესს მოჰყვა რამდენიმედღიანი მასშტაბური აქცია თბილისსა და დანარჩენ საქართველოშიც, რის შემდეგაც მმართველმა პარტიამ მეორე მოსმენაზე კანონპროექტი ჩააგდო.

Читайте на 123ru.net


Новости 24/7 DirectAdvert - доход для вашего сайта



Частные объявления в Вашем городе, в Вашем регионе и в России



Smi24.net — ежеминутные новости с ежедневным архивом. Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. "123 Новости" — абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. Smi24.net — облегчённая версия старейшего обозревателя новостей 123ru.net. Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть —онлайн с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии. Smi24.net — живые новости в живом эфире! Быстрый поиск от Smi24.net — это не только возможность первым узнать, но и преимущество сообщить срочные новости мгновенно на любом языке мира и быть услышанным тут же. В любую минуту Вы можете добавить свою новость - здесь.




Новости от наших партнёров в Вашем городе

Ria.city

На истоке Волги в Тверской области стартовал XXV Большой Волжский Крестный ход

«Она ведь была в прямом смысле нашей няней» // В Москве простились с актрисой Анастасией Заворотнюк

Стало известно, кто прислал венки на церемонию прощания с Заворотнюк

Где в России вводят запрет на продажу алкоголя 12 июня 2024 года

Музыкальные новости

Всеармянский союз «Гардман-Ширван-Нахиджеван» осуждает лживое заявление президента Азербайджана Алиева

Почему уйдут все, кроме поляков: скрытый смысл слов Путина, посеявших панику в Варшаве

Доктор Кутушов назвал болезни, которые поджидают отдыхающих у водоёмов

«СВЯТОЙ ЛЕНИН» легально изготавливает армии и спецслужбы. 6 серия. СЕРЬЁЗНЫЙ НОВОСТНОЙ СЕРИАЛ.

Новости России

Путин поздравил Магомедсалама Магомедова с 60-летием

«Она ведь была в прямом смысле нашей няней» // В Москве простились с актрисой Анастасией Заворотнюк

На истоке Волги в Тверской области стартовал XXV Большой Волжский Крестный ход

Ургант признался, что не верил в успех вечернего телешоу в России

Экология в России и мире

AlfaBiom выпустили на рынок России БАД с красным ферментированным рисом

Раскрыт секрет, как и где отдохнуть в России летом за 11 тыс. рублей

Доктор Кутушов назвал болезни, которые поджидают отдыхающих у водоёмов

Конференция «Общество и психическое здоровье» прошла в Ставрополе

Спорт в России и мире

Соболенко победила на старте открытого чемпионата Франции по теннису

Надаль пропустит Уимблдон из-за желания сыграть на Олимпиаде

Теннисистка Петрова: Хачанов совершил недопустимую ошибку на "Ролан Гаррос"

Кецманович отказался от борьбы в игре с Медведевым на "Ролан Гаррос"

Moscow.media

Лучший HR-бренд – «Грузовичкоф»

Книжные новинки, лаборатория текста и иллюстраций — ждут гостей Московского детского фестиваля искусств «НЕБО»

Денис Сафин перевел 100 миллионов рублей в фонд помощи пострадавшим от паводка

В Кировском районе Крыма проверили бывших мигрантов, не вставших на воинский учет







Топ новостей на этот час

Rss.plus





СМИ24.net — правдивые новости, непрерывно 24/7 на русском языке с ежеминутным обновлением *