Мы в Telegram
Добавить новость
World News in Georgian
Новости сегодня

Новости от TheMoneytizer


Март
2023

Новости за 15.03.2023

Radiotavisupleba.ge 

მიმდინარეობს „რამშტაინის“ ფორმატის მეათე შეხვედრა უკრაინის შეიარაღების თაობაზე

პენტაგონი იტყობინება, რომ მიმდინარეობს „რამშტაინის“ ფორმატის მეათე შეხვედრა უკრაინის შეიარაღებასთან დაკავშირებით. შეხვედრა ონლაინრეჟიმში ტარდება. ადრე პოლიტიკოსებმა გამოაცხადეს, რომ შეხვედრაზე ითათბირებენ უკრაინის „ყველაზე მნიშვნელოვან“ საჭიროებებზე, მათ შორის ამუნიციაზე. უკრაინა პირდაპირ ამბობს, რომ იმედი აქვს, მოკავშირეებისგან მიიღოს საჰაერო თავდაცვის საშუალებები და ამუნიცია. უკრაინას ასევე ესაჭიროება ჯავშანტრანსპორტიორები და ტანკები. BBC-ის თანახმად, შეიარაღების ყველაზე აუცილებელ სახეობებს... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

„მსგავსი კანონები“? - რაზე მუშაობენ კანადა და EU სინამდვილეში

„ქართული ოცნების“ ლიდერები კვლავ აცხადებენ, რომ „უცხოეთის გავლენის აგენტების“ კანონპროექტი უბრალოდ გამჭვირვალობას ემსახურებოდა და მსგავსი ინიციატივები ახლა აქვთ კანადასა და ევროკავშირს.

Radiotavisupleba.ge 

ანდრი ერმაკის თქმით, უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ბახმუტთან ჩამოაგდეს რუსეთის Su-24

უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელმა, ანდრი ერმაკმა თქვა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ბახმუტთან ჩამოაგდეს რუსეთის სამხედრო თვითმფრინავი Su-24. ერმაკი აქვეყნებს ვიდეოჩანაწერს, რომელშიც ჩანს აფეთქება, ასევე, სავარაუდოდ, კატაპულტირებული მფრინავი. რა ბედი ეწია მფრინავს, არ იტყობინებიან. როგორც BBC იუწყება, უკრაინის შეიარაღებული ძალების სახმელეთო ჯარების 93-ე მექანიზებულმა ბრიგადამ ჟურნალისტებს დაუდასტურა, რომ თვითმფრინავი მართლაც ჩამოაგდეს. Su-24 არის საფრონტო ბომბდამშენი, რომელიც განკუთვნილია... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

გაიზარდეთ, რათა უმცროსებს დაეწიოთ!

არის თუ არა ვინმე „ქართულ ოცნებაში“ რუსეთის უსამხრეებო აგენტი, ამის დამტკიცება თითქმის შეუძლებელია, თუმცა იმას კი რად უნდა მტკიცებულება, რომ ოლიგარქი და მისი „78 ყაჩაღი“ პუტინის გავლენის აგენტია საქართველოში და ამას უკვე აღარც „დაგინება“ შველის და აღარც ჯიქურ მოწოლა - ვინაა თქვენი რუსიო... საქმემან თქვენმან გაქციათ რუსებად. „რუსობა“ კი არა მხოლოდ ქვეყნის მტრობა, არამედ ასევე დიდი ჩამორჩენილობა, განუვითარებლობა, მდაბიო გემოვნება და კვდომის სინონიმია. როგორი პროპაგანდაც არ უნდა ჰქონდეთ, როგორც არ უნდა იმუქრებოდნენ... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

ფინეთის პრეზიდენტთან შეხვედრის წინ ერდოანმა მიანიშნა, რომ ეთანხმება ნატოში ფინეთის მიღებას

ფინეთის პრეზიდენტი საული ნიინისტო თურქეთში მიემგზავრება და 17 მარტს თურქეთის პრეზიდენტ რეჯეპ ტაიპ ერდოანს შეხვდება. ნიინისტო, რომელსაც თან ახლდება საგარეო საქმეთა მინისტრი პეკა ჰაავისტო, მოლაპარაკებებს გამართავს აღდგენით სამუშაოებზე, რომლებიც ტარდება თებერვალში თურქეთში მომხდარი გამანადგურებელი მიწისძვრების შემდეგ. საუბარი შეეხება ასევე „ფინეთისა და შვედეთის გაწევრიანებას ნატოში“, იტყობინება პრეზიდენტის ოფისი. უკრაინაში რუსეთის ფართომასშტაბიანი შეჭრის შემდეგ ფინეთმა და შვედეთმა უარი თქვეს ნეიტრალიტეტზე... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ რუსეთიდან საქართველოში $2,5 მილიარდი გადმოირიცხა

უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ რუსეთიდან საქართველოში თითქმის 2,5 მილიარდი დოლარი გადმოირიცხა. საქართველოში გადმორიცხული თანხების შესახებ მონაცემები ეროვნული ბანკის ვებგვერდზე დღეს, 15 მარტს განახლდა. "2023 წლის თებერვალში ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების ნაკადების მოცულობამ 372,3 მლნ აშშ დოლარი (985,5 მლნ ლარი) შეადგინა, რაც 103%-ით (188,9 მლნ აშშ დოლარით) მეტია 2022 წლის თებერვლის ანალოგიურ მაჩვენებელზე", - წერია ეროვნული ბანკის გავრცელებულ განცხადებაში. აღსანიშნავია, რომ გასული წლის, 2022 წლის თებერვალში... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

კორპორაცია Meta Platforms-ი ათი ათასი თანამშრომლის გათავისუფლებისთვის ემზადება

კორპორაცია Meta Platforms-მა, რომელიც ფლობს სოცქსელებს Facebook-სა და Instagram-ს და მესინჯერ Whatsapp-ს, გამოაცხადა, რომ ათი ათასი თანამშრომლის გათავისუფლებისთვის ემზადება. შარშან ნოემბერში კომპანია Meta-მ 11 ათასი თანამშრომელი გაათავისუფლა. როგორც BBC იტყობინება, Meta Platforms-ის ხელმძღვანელმა მარკ ზაკერბერგმა თანამშრომლებისადმი მიმართვაში დაწერა, რომ შემცირებები „მძიმე“ იქნება. კომპანიის ხელმძღვანელობამ გადაწყვიტა, უარი თქვას თანამშრომლების აყვანაზე არსებულ 5000 ვაკანსიაზე. ზაკერბერგის აზრით... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

"საქართველოსთან ომის ალბათობა მაღალია" - რეალურად ეშინიათ სოხუმსა და ცხინვალს "მეორე ფრონტის"?

"საქართველოში სახელმწიფო გადატრიალების მოწყობას შეეცდებიან", შეერთებულ შტატებს კავკასიაში "მეორე ფრონტის" გახსნა უნდა, "საქართველოსთან ომის ალბათობა მაღალია" - ასეთი შეფასებები მოჰყვა სოხუმსა და ცხინვალში თბილისში რუსთაველის გამზირზე 7-9 მარტის საპროტესტო აქციებს.

Radiotavisupleba.ge 

გერმანიის მედია: კრემლს შემუშავებული აქვს მოსკოვსა და კიშინიოვს შორის დაახლოების გეგმა

კრემლს შემუშავებული აქვს გეგმა, რომელიც მოსკოვსა და კიშინიოვს შორის დაახლოებას ითვალისწინებს. ამის შესახებ გერმანიის მედია იტყობინება. გამოცემათა ჯგუფმა მოახერხა, მოეპოვებინა და გაეანალიზებინა სტრატეგიული დოკუმენტი, რომელშიც მონიშნულია ზომები პრორუსული განწყობილებების მხარდაჭერისა და მოლდოვის ხელისუფლების პროდასავლური ორიენტაციისთვის ხელის შესაშლელად. გამოძიება ჩაატარეს ტელერადიოკომპანიებმაWDR-მა, NDR-მა და გამოცემა Süddeutsche Zeitung-მა საერთაშორისო პარტნიორების მონაწილეობით, რომელთა შორის იყვნენ... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

"რონდელის მსოფლიო რადარი": უკრაინა აუცილებლად მიაღწევს უახლოეს მომავალში მნიშვნელოვან წარმატებებს

"შეიძლება პესკოვი აცხადებდეს, რომ არავითარი ნიშნებია, რომ "სპეციალური სამხედრო ოპერაცია" წარმატების გარეშე დასრულდეს, რუსებს უნდათ, რომ ახლა შედგეს მოლაპარაკებები, ვიდრე ბახმუტის ირგვლივ არის ბრძოლა კონცენტრირებული და ჩინეთის ჩართვაც ამ მხრივ არის კონტექსტუალური, თორემ ერთ და ორ თვეში შეიძლება სულ სხვაგან იყოს უკრაინის შეიარაღებული ძალები და სულ სხვაგან - მითიური "მსოფლიოში მეორე არმია"".

Radiotavisupleba.ge 

ბატუტის მფლობელს, რომელზე მოთამაშე ბავშვიც დაიღუპა, სასამართლომ პატიმრობა შეუფარდა

ბათუმის ბულვარში მდგარი ბატუტის მფლობელ 65 წლის ედუარდ აბრამიანს ​ბათუმის საქალაქო სასამართლომ აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეუფარდა. ეს ის ბატუტია, რომელიც 12 მარტს ქარმა დააზიანა - ამ დროს იქ ორი მოზარდი ძმა თამაშობდა, მათგან ერთი დაიღუპა, მეორის მდგომარეობა კი ამ დრომდე მძიმეა. აღკვეთის ღონისძიებაზე სასამართლომ დღეს, 15 მარტს, იმსჯელა. გამოძიება აცხადებს, რომ სწორედ ედუარდ აბრამიანს ეკისრება პასუხისმგებლობა ბატუტის უსაფრთხოებაზე, დაკავებულის ადვოკატმა კი აღნიშნა, რომ 30 წლის განმავლობაში უსაფრთხოების საკითხი არასდროს დამდგარა ეჭვქვეშ. Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

პოლონეთი და სლოვაკეთი მზად არიან უკრაინას გადასცენ მიგ-29 ტიპის თვითმფრინავები

პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა სამშაბათს განაცხადა, რომ მის მთავრობას შეუძლია უკრაინას "4-6 კვირის განმავლობაში“ გადასცეს საბჭოთა წარმოების MiG-29 ტიპის გამანადგურებელი თვითმფრინავები. გასულ კვირას პოლონეთის ლიდერებმა განაცხადეს, რომ საბრძოლო თვითმფრინავები გაიგზავნება მხოლოდ საერთაშორისო კოალიციის ფარგლებში. ცოტა ხნის წინ სლოვაკეთმაც თქვა, რომ მზად არის გადასცეს უკრაინას მსგავსი თვითმფრინავები. ვარშავამ და ბრატისლავამ უკრაინისთვის საბრძოლო თვითმფრინავების გადაცემისკენ ნატოს სხვა წევრ ქვეყნებსაც მოუწოდეს. Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

საპატრიარქო აკრიტიკებს იმ სასულიერო პირს, რომელიც გუშინ "ალტ-ინფოს" აქციაზე იდგა

საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური აცხადებს, რომ წერილი გაეგზავნა იმ სასულიერო პირს, მღვდელმთავარს, რომელიც გუშინ, 14 მარტს, პარლამენტის შენობის წინ პარტია "კონსერვატიული მოძრაობისა" და ამავე პარტიის ტელეარხ "ალტ-ინფოს" მიერ ორგანიზებულ აქციაზე იდგა. ძალადობრივი და პრორუსული ჯგუფების აქციაზე ისმოდა მუქარა, რაც საპატრიარქოს განცხადებით, მათთვის მიუღებელია. "14 მარტს გამართულ საპროტესტო აქციაზე თვითნებურად მოქმედებდა სასულიერო პირი. მეტიც, ის მოქმედებდა საეკლესიო კანონიკის... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

რუსეთში ბევრად ნაკლები უკრაინელი ლტოლვილი იმყოფება, ვიდრე კრემლი აცხადებს - ფონდი „სამოქალაქო თანადგომა“

რუსეთის ხელისუფლება აცხადებს, რომ ქვეყანაში უკრაინიდან ლტოლვილი 5.3 მილიონი ადამიანი იმყოფება. თუმცა, „სამოქალაქო თანადგომის“ (GS) ფონდის წარმომადგენლები მიიჩნევენ, რომ ეს მაჩვენებელი შეიძლება რამდენჯერმე იყოს გაზრდილი. ფონდმა აღნიშნა, რომ უკრაინელი ლტოლვილების რუსეთში ჩასვლის შესახებ ინფორმაციის ძირითადი წყარო იყო სააგენტო „ტასსი“. რუსეთის ტერიტორიაზე ამჟამად მყოფი უკრაინელი ლტოლვილების რაოდენობის შესახებ ყველა მონაცემს გამოცემას სამართალდამცავი სტრუქტურის წარმომადგენელი, უცნობი წყარო გადასცემდა. Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

“მარცხი მაგიას გააქრობს, რუსები აღარ იქნებიან მონუსხული პუტინით” - გალიამოვი, პუტინის ყოფილი სპიჩრაიტერი

„რუსებს ომამდელ მდგომარეობაში დაბრუნება სურთ, როდესაც ყველაფერი მეტ-ნაკლებად ნორმალურად, მშვიდობიანად იყო. თამაშის წესები ცნობილი იყო - არ იყო სანქციები, ფულის შოვნა შეიძლებოდა, და თუ ამ ფულს პუტინის ელიტას გაუყოფდი, პრობლემებიც არ გექნებოდა”, - ეუბნება პუტინის ყოფილი სპიჩრაიტერი რადიო თავისუფლებას.

Radiotavisupleba.ge 

"თავისუფლების ქანდაკება ლუციფერის ნიღბით" - დეპუტატებს წიგნები დაურიგდათ

საქართველოს პარლამენტის დეპუტატების სამუშაო ოთახებში ანტიდასავლური შინაარსის წიგნებია. დეპუტატებმა "ლუციფერის მხილება" იმ დროს მიიღეს, როცა პარლამენტის შენობის წინ პრორუსული პარტიის, "კონსერვატიული მოძრაობის" აქცია იმართებოდა. ამის შესახებ ჟურნალისტებს უთხრა პარტია "ლელოს" აპარატის უფროსმა, პოლიტიკოსმა ლანა გალდავამ. "დამაინტერესა, რა წიგნი იყო - ყდას, წინათქმას და სარჩევს რომ გადახედავ, ფაშისტური და ანტისემიტური პროპაგანდაა. რაშიზმი რაზეც დგას, ესაა. პარლამენტში ამბობენ, რომ ავტორმა მიიტანა წიგნი და მათ დაარიგეს... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

აშშ-ის უპილოტო თვითმფრინავი რუმინეთიდან აფრინდა და გეგმურ დაზვერვას ატარებდა - NYT

ამერიკული უპილოტო თვითმფრინავი MQ-9 Reaper, რომელიც რუსულ გამანადგურებელთან შეჯახების შემდეგ შავ ზღვაში ჩავარდა, რუმინეთში მდებარე ბაზიდან აფრინდა და გეგმურ დაზვერვას ასრულებდა. ამის შესახებ გამოცემა New York Times-ი აშშ-ის ანონიმ მაღალჩინოსანზე დაყრდნობით იუწყება. გაზეთის წყაროს თანახმად, თვითმფრინავს შეუძლია Hellfire-ის კლასის რაკეტების ტარება, მაგრამ ამ რეიდის დროს მფრინავი აპარატი არ ყოფილა რაკეტებით აღჭურვილი. 14 მარტს ამერიკული დრონი ასრულებდა რუტინულ მისიას დაახლოებით 120 კილომეტრში ანექსირებული ყირიმის სამხრეთ-დასავლეთ სივრცეში... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

იოსელიანი აცხადებს, რომ მზადაა შეხვდეს ყველას, ვინც ფიქრობს, რომ 7-9 მარტის აქციებზე მისი გამოხატვის უფლება დაირღვა

სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი აცხადებს, რომ მზადაა შეხვდეს ყველა იმ პირს, ვინც ფიქრობს, რომ 7-9 მარტის აქციებზე დაირღვა მისი გამოხატვის უფლება, მოექცა სახელმწიფო მანქანის არაპროპორციული ძალის ქვეშ ან თავისი პოლიტიკური შეხედულების გამო ხელისუფლების მხრიდან გრძნობს რაიმე საფრთხეს. ამის შესახებ სახალხო დამცველის აპარატი ავრცელებს განცხადებას. 14 მარტს სტუდენტებმა საქართველოს სახალხო დამცველს ტელეკომპანია "პირველის" ეთერით მიმართეს და მმართველი გუნდისა და ძალოვანი სტრუქტურების მაღალი თანამდებობის... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

ანტისაომარი განცხადების გამო მოსკოვის მუნიციპალიტეტის დეპუტატი "კომუნისტური პარტიის" რიგებიდან გარიცხეს

ომის საწინააღმდეგო წერილის ხელმოწერისა და ოპოზიციონერი პოლიტიკოსის, პატიმრობაში მყოფი ილია იაშინის დადებითი დახასიათების გამო, 14 მარტს "კომუნისტური პარტიის" მოსკოვის საქალაქო კომიტეტის ბიურომ ევგენი სტუპინი პარტიის რიგებიდან გარიცხა. ამის შესახებ თავის ფეისბუკის გვერდზე დაწერა დეპუტატმა, რომელიც აღნიშნავს, რომ მისი გარიცხვის გადაწყვეტილების მხარდასაჭერად შეხვედრას ესწრებოდა რუსეთის კომუნისტური პარტიის ლიდერის, გენადი ზიუგანოვის მოადგილე ი. აფონინი. „სამი მიზეზი დაასახელეს: ჩემ მიერ 2022 წლის... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

ბათუმში ბატუტზე დაშავებული 3 წლის ბიჭი თურქეთში გადაიყვანეს

ოჯახის გადაწყვეტილებით, სამკურნალოდ თურქეთში გადაიყვანეს 3 წლის ბიჭი, რომელიც 12 მარტს ბათუმში ძლიერი ქარის გამო გადაყირავებულ ბატუტზე მძიმედ დაშავდა. როგორც რადიო თავისუფლებას უთხრეს ბათუმის დედათა და ბავშვთა ჰოსპიტალში, ბავშვი თურქეთში წუხელ გადაიყვანეს. „ნეიროქირურგიული ჩარევა იყო ჩვენთან. აღენიშნებოდა თავის ქალის ტრავმა. მდგომარეობა რჩებოდა სტაბილურად მძიმე. წუხელ გადაიყვანეს თურქეთის რესპუბლიკაში სამედიცინო დაწესებულებაში", - განაცხადეს ბათუმის დედათა და ბავშვთა ჰოსპიტალში. 3 წლის ბიჭი... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

კახა კალაძემ ისტორიულ უბნებში ავარიული შენობა-ნაგებობების ჩანაცვლების ახალი პროგრამები წარადგინა

თბილისის მერიამ და საკრებულომ ისტორიულ უბნებში ავარიული შენობა-ნაგებობების ჩანაცვლების ახალი პროგრამები შეიმუშავეს. პროგრამების შინაარსზე მერმა კახა კალაძემ დღეს, 15 მარტის მთავრობის სხდომაზე ისაუბრა. მისი თქმით, პირველი პროგრამით, ისტორიულ უბნებში არსებული შენობა-ნაგებობის ჩანაცვლება-რეაბილიტაციის პროცესში ბიზნესსექტორი ჩაერთვება, ხოლო თბილისის განვითარების ფონდი შეადგენს პროექტს, ხარჯთაღრიცხვას და სარეაბილიტაციო სამუშაოებს განახორციელებს. "ბიზნესი, ავარიული სახლის ჩანაცვლებას ან რეაბილიტაციას... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

უკრაინის მთელ ტერიტორიაზე საჰაერო განგაშია გამოცხადებული

15 მარტის დილიდან უკრაინის მთელ ტერიტორიაზე საჰაერო განგაშია გამოცხადებული. უკრაინის მედიის ცნობით, ამის მიზეზია ბელარუსიდან აფრენილი რუსული ავიაგამანადგურებელი МиГ-31К, რომელსაც შესაძლოა Кинжал-ის რაკეტები მიჰქონდეს. საჰაერო განგაშის სიგნალი ადგილობრივი დროით 09:44 საათზე გაისმა პოლტავის, დნეპროპეტროვსკის და ზაპოროჟიეს ოლქებში და რამდენიმე წუთში ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე გავრცელდა. სირენების ხმა მოსალოდნელი საავიაციო თავდასხმის შესახებ აფრთხილებს მოქალაქეებს და მოუწოდებს თავშესაფარში ჩასვლისკენ.

Radiotavisupleba.ge 

ფაშინიანმა დაადასტურა, რომ სიმონიანს და გაბრელიანოვს სომხეთში შესვლა ეკრძალებათ

სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა დაადასტურა, რომ რესპუბლიკაში შესვლა ეკრძალებათ რუსეთის პროპაგანდისტული ტელეარხის, Russia Today-ს მთავარ რედაქტორს, მარგარიტა სიმონიანსა და Ньюс Медиа ჰოლდინგის დამფუძნებელს, არამ გაბრელიანოვს. მანამდე სომხეთის ხელისუფლება გაურბოდა პირდაპირ პასუხს ამ აკრძალვის არსებობის შესახებ. პრესკონფერენციაზე ფაშინიანს კითხვა დაუსვეს სინონიანის, გაბრელიანოვისა და სახელმწიფო დუმის დეპუტატის, კონსტანტინ ზატულინისთვის ქვეყანაში შესვლის აკრძალვის თაობაზე. „სომხეთი... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

კირბის თანახმად, აშშ-ს მიღებული აქვს ზომები, რათა უცხო ხელში არ მოხვდეს შავ ზღვაში ჩავარდნილი დრონი

აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს წარმომადგენელმა ჯონ კირბიმ განაცხადა, რომ მიღებულია ზომები, რათა შავ ზღვაში ჩავარდნილი დრონი უცხო ხელში არ მოხვდეს, ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს. შეერთებულმა შტატებმა 14 მარტს განაცხადა, რომ შავი ზღვის თავზე რუსეთის გამანადგურებელთან შეტაკების შედეგად ჩამოვარდა მისი სადაზვერვო დრონი MQ-9 Reaper-ი, რომელიც, როგორც იტყობინებიან, საერთაშორისო სივრცეში ასრულებდა დავალებას. CNN-ი ციტირებს კირბის, რომლის მიხედვითაც, აშშ-ის ინტერესში არ შედის, რომ დაზიანებული დრონი სხვამ ჩაიგდოს ხელში. Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

ეკატერინბურგში მეტროს სადგურში გაჩენილი ხანძრის გამო 400 ადამიანი იყო ევაკუირებული

ეკატერინბურგის მეტროს „ურალმაშის“ სადგურზე გაჩენილი ხანძრის გამო 384 ადამიანის, მათ შორის 58 ბავშვის ევაკუაცია გახდა საჭირო. ხანძრის მიზეზად საგანგებო სიტუაციების სამინისტრო სავენტილაციო სისტემაში მოკლე ჩართვას ასახელებს. დაზარალებულების შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება. სადგურზე კვამლი ადგილობრივი დროით დილის 7 საათზე შენიშნეს, ადგილზე მისულმა საგანგებო სიტუაციების სამინისტროს თანამშრომლებმა დაადგინეს, რომ სავენტილაციო სისტემაში კაბელი იწვოდა. დილის 8 საათისთვის ხანძარი ლიკვიდირებული იყო. სახანძრო... Читать дальше...


Гран-при конкурса «Миссис Нижний Новгород» получила Дарья Захарова

Кристина Орбакайте призналась: “Как певицу меня ругали”

Пенсионерам — выгоднее: «Выберу.ру» подготовил рейтинг лучших кредитов за апрель 2024 года

Снять квартиру дорого: цены на аренду однушки в России летят в космос



Новости 24/7 DirectAdvert - доход для вашего сайта



Частные объявления в Вашем городе, в Вашем регионе и в России



Smi24.net — ежеминутные новости с ежедневным архивом. Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. "123 Новости" — абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. Smi24.net — облегчённая версия старейшего обозревателя новостей 123ru.net. Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть —онлайн с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии. Smi24.net — живые новости в живом эфире! Быстрый поиск от Smi24.net — это не только возможность первым узнать, но и преимущество сообщить срочные новости мгновенно на любом языке мира и быть услышанным тут же. В любую минуту Вы можете добавить свою новость - здесь.




Новости от наших партнёров в Вашем городе

Ria.city

Подмосковная общественная организация инвалидов «Колесница» провела автопробег

К 2025 году в "Рудневе" планируется создать свыше 6 тысяч рабочих мест — Собянин

В жилом комплексе Новое Летово в остеклении лоджий используются запатентованные системы алюминиевых профилей

Екатерина I — Невеликая. Как «чухонская девка» дала России передышку

Музыкальные новости

Глава Центробанка РФ: "Я вижу в ЦФА большой потенциал"

В Бурятии прошла Байкальская театральная школа прошла - Россия, Культура и Дети

На Улан-Удэнском ЛВРЗ запустили новый профориентационный проект

Продвижение Песен и Музыки в Плей-листах Яндекс.Музыка.

Новости России

Екатерина I — Невеликая. Как «чухонская девка» дала России передышку

СК: в Новой Москве 16-летний подросток в ходе конфликта зарезал домработницу

К 2025 году в "Рудневе" планируется создать свыше 6 тысяч рабочих мест — Собянин

Полиция Финляндии заявила о начале расследования масштабной утечки данных

Экология в России и мире

Стало известно, куда неожиданно и массово устремились российские туристы на майские: это оказался вовсе не обычный курорт, а работающий по специальному закону

Армяне России поддерживают движение «Тавуш во имя Родины»

СЛД «Чита» филиала «Забайкальский» ООО «ЛокоТех-Сервис» пополнило экспозицию выставки «БАМ: наследие для будущего»

Азербайджанский мигрант возмутился из-за того, что в Калининграде суд назначил 4,5 года лишения свободы за убийство в ДТП школьницы. Видео

Спорт в России и мире

Свёнтек высказалась об акции протеста экоактивистов, выбежавших на корты Рима

Теннисист Медведев может спуститься на пятое место в ATP после "Мастерса" в Риме

Соболенко — Коллинз: белоруска выиграла первый сет в полуфинале Рима

Свёнтек прошла в полуфинал турнира WTA-1000 в Риме

Moscow.media

Фестивальный праздник «Музыка моего города» в Улан-Удэ включил в программу спектакль Театра кукол «Ульгэр»: Россия и Культура, Праздник и Дети

16-летнюю Volvo продали за рекордный срок

Шапки женские вязаные на Wildberries, 2024 — новый цвет от 392 руб. (модель 466)

Завершена надвижка моста в Нагатинском затоне







Топ новостей на этот час

Rss.plus





СМИ24.net — правдивые новости, непрерывно 24/7 на русском языке с ежеминутным обновлением *