უკრაინელებმა ყირიმისა და ხერსონის ადმინისტრაციულ საზღვარზე ჩონგარის ხიდს დაარტყეს – „თავდასხმა წარმატებით დასრულდა – ხიდი დაზიანდა“
29 ივლისს, დილით, უკრაინის თავდაცვის ძალები თავს დაესხნენ ყირიმისა და ხერსონის ოლქის ადმინისტრაციულ საზღვარზე ჩონგარის ხიდს.
დარტყმები უკრაინის შეიარაღებული ძალების სტრატეგიულმა სარდლობამ დაადასტურა. აღნიშნულია, რომ თავდასხმა წარმატებით დასრულდა – ხიდი დაზიანდა.
„უკრაინის თავდაცვის ძალებმა წარმატებით დაარტყეს ჩონგარის ხიდს 29 ივლისს დილით. მადლობა უკრაინის შეიარაღებულ ძალებს, – იტყობინება უკრაინის შეიარაღებული ძალების სარდლობა.