აშშ-ის ხუთი სამხედრო მოსამსახურე დაიღუპა ხმელთაშუა ზღვაში თვითმფრინავის ჩავარდნის შედეგად
ხუთი ამერიკელი სამხედრო მოსამსახურე დაიღუპა წვრთნების დროს ხმელთაშუა ზღვაში სამხედრო თვითმფრინავის ჩამოვარდნის შედეგად, განაცხადა აშშ-ის ევროპულმა (EUCOM) სარდლობამ 12 ნოემბერს.
AFP-ის ცნობით, სამხედრო წვრთნების ფარგლებში, საჰაერო საწვავის შევსების რეგულარული მისიის დროს, აშშ-ის სამხედრო თვითმფრინავი, რომელშიც ხუთი სამხედრო მოსამსახურე იმყოფებოდა, უბედური შემთხვევის შედეგად ხმელთაშუა ზღვაში ჩავარდა. "თვითმფრინავის ბორტზე მყოფი ხუთივე სამხედრო მოსამსახურე დაიღუპა", ნათქვამია EUCOM-ის განცხადებაში 10 ნოემბრის უბედური შემთხვევის შესახებ.
განცხადებაში აღნიშნულია, რომ არანაირ მტრულ ქმედებას ადგილი არ ჰქონია.