Мы в Telegram
Добавить новость
World News in Georgian
Новости сегодня

Новости от TheMoneytizer


Ноябрь
2023

Новости за 12.11.2023

Radiotavisupleba.ge 

ოკუპირებულ მელიტოპოლში აფეთქების შედეგად დაიღუპა 3 რუსი ოფიცერი - აცხადებს უკრაინის დაზვერვა

უკრაინის დაზვერვის თანახმად, რუსეთის მიერ ოკუპირებულ ქალაქ მელიტოპოლში მომხდარი აფეთქების შედეგად, დაიღუპა სულ მცირე, სამი რუსი სამხედრო მოსამსახურე. ამ თავდასხმას ადგილობრივმა იატაკქვეშა ჯგუფებმა "შურისძიების აქტი" უწოდეს. აფეთქება მოხდა შაბათს, რუსი ოფიცრების შეხვედრის დროს ქალაქში, რომელიც რუსული ძალების ცენტრს წარმოადგენს ქვეყნის სამხრეთში, ნათქვამია თავდაცვის სამინისტროს სარდლობის განცხადებაში. შურისძიების ეს აქტი, რომელიც განხორციელდა ადგილობრივი წინააღმდეგობის ძალების წარმომადგენლების მიერ... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

მშვიდობიანი მოქალაქეები დაიჭრნენ ლიბანის საზღვართან - ისრაელელი სამხედროები

ისრაელის და ლიბანის საზღვრის მახლობელ არეალში ტანკსაწინააღმდეგო რაკეტებით თავდასხმის შედეგად 12 ნოემბერს დაიჭრა რამდენიმე მშვიდობიანი მოქალაქე, განაცხადეს ისრაელელმა სამხედროებმა და დასძინეს, რომ მათ საპასუხოდ საარტილერიო ცეცხლით უპასუხეს. ისრაელის სასწრაფო დახმარების სამსახურის წარმომადგენელმა ისრაელის ტელეარხ N12-ს განუცხადა, რომ ერთი ადამიანი მძიმედ იყო დაჭრილი და კიდევ სამი-ხუთი ადამიანი - დაშავებული. 11 ნოემბერს, ლიბანის "ჰეზბოლას" დაჯგუფების მეთაურმა, საიდ ჰასან ნასრალამ განაცხადა, რომ ფრონტი ისრაელის წინააღმდეგ აქტიური დარჩება. Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

უკრაინაში დაიღუპა ქართველი მებრძოლი ირაკლი ქურციკიძე

12 ნოემბერს გავრცელებული ინფორმაციით, უკრაინაში საომარი მოქმედებების დროს დაიღუპა ქართველი მებრძოლი ირაკლი ქურციკიძე.

Radiotavisupleba.ge 

აშშ-ის ხუთი სამხედრო მოსამსახურე დაიღუპა ხმელთაშუა ზღვაში თვითმფრინავის ჩავარდნის შედეგად

ხუთი ამერიკელი სამხედრო მოსამსახურე დაიღუპა წვრთნების დროს ხმელთაშუა ზღვაში სამხედრო თვითმფრინავის ჩამოვარდნის შედეგად, განაცხადა აშშ-ის ევროპულმა (EUCOM) სარდლობამ 12 ნოემბერს. AFP-ის ცნობით, სამხედრო წვრთნების ფარგლებში, საჰაერო საწვავის შევსების რეგულარული მისიის დროს, აშშ-ის სამხედრო თვითმფრინავი, რომელშიც ხუთი სამხედრო მოსამსახურე იმყოფებოდა, უბედური შემთხვევის შედეგად ხმელთაშუა ზღვაში ჩავარდა. "თვითმფრინავის ბორტზე მყოფი ხუთივე სამხედრო მოსამსახურე დაიღუპა", ნათქვამია EUCOM-ის განცხადებაში 10 ნოემბრის უბედური შემთხვევის შესახებ. Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

ღაზიდან ეგვიპტეში ევაკუაცია განახლდა პაუზის შემდეგ

12 ნოემბერს, ათობით უცხოელი და ორმაგი მოქალაქეობის მქონე პირი, ასევე რამდენიმე დაჭრილი პალესტინელი იქნა ევაკუირებული ისრაელის მიერ დაბომბილი ღაზის სექტორიდან ეგვიპტეში, ნათქვამია საზღვრის ორივე მხრიდან გაკეთებულ განცხადებებში. "ორმოცდაათი ორმაგი მოქალაქეობის მქონე პირი ჩავიდა რაფაჰში" ეგვიპტის მხარეს "შვიდ დაჭრილ პალესტინელთან ერთად", იტყობინება საინფორმაციო სააგენტო AlQahera News-ი. "ჰამასის" (აშშ-სა და ევროკავშირის ქვეყნებში ტერორისტულ ორგანიზაციად მიჩნეული) მთავრობის სასაზღვრო ხელისუფლებამ ღაზაში... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

ევროკავშირი გმობს ძალადობას დარფურში - გაფრთხილება „კიდევ ერთი გენოციდის“ შესახებ

12 ნოემბერს ევროკავშირმა დაგმო ძალადობის ესკალაცია სუდანის დარფურის რეგიონში. ბრიუსელი გამოდის გაფრთხილებით, რომ არსებობს „მორიგი გენოციდის“ საშიშროება მას შემდეგ, რაც 2003-2008 წლებში იქ 300 000 ადამიანი დაიღუპა და 2 მილიონზე მეტი დევნილი გახდა. აპრილიდან მოყოლებული ომმა სუდანის რეგულარულ არმიასა და სწრაფი მხარდაჭერის ძალებს (RSF) გასამხედროებულ რაზმებს შორის დესტაბილიზაცია გამოიწვია დასავლეთის რეგიონში და კვლავ გააღვიძა იქ ხანგრძლივი მტრობა. Reuters-ის თანახმად, ევროკავშირის მთავარმა დიპლომატმა... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

ლატვიის პრეზიდენტი ვარაუდობს, რომ  ევროპაში იქნება მშვიდობა თუ უკრაინა წარმატებას მიაღწევს

„გააგრძელეთ იარაღის მიწოდება ან უკრაინელები დამარცხდებიან და რუსეთს მწვანე შუქი ექნება, რომ მომავალში სხვებს დაემუქროს“, - აცხადებს ლატვიის პრეზიდენტი ედგარს რინკევიჩსი სააგენტო „ესოშიეთიდ პრესთან“ ინტერვიუში და ამ სიტყვებით ის მიმართავს იმ ქვეყნებს, რომლებიც უკრაინისთვის სამხედრო დახმარების გაგრძელებაზე ყოყმანობენ. რინკევიჩსი ამბობს, რომ თუკი რუსეთს შეაჩერებენ უკრაინაში, მაშინ ის ვერ შეძლებს სხვა ქვეყნების გამოწვევას - ეს არის მნიშვნელოვანია ბრძოლა საერთაშორისო მშვიდობისა და ევროპაში მშვიდობისთვისაც. Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

გერმანია აპირებს უკრაინას დახმარება გაუორმაგოს

გერმანიის მმართველი კოალიცია, რომელსაც კანცლერი ოლაფ შოლცი ხელმძღვანელობს, პრინციპში დათანხმდა უკრაინის სამხედრო დახმარების გაორმაგებას მომავალი წლისთვის 8 მილიარდ ევრომდე, განაცხადა ბერლინის პოლიტიკური წრეებში მყოფმა წყარომ 12 ნოემბერს. პარლამენტის მიერ დამტკიცების შემთხვევაში, სადაც კოალიციაში შემავალ პარტიებს აქვთ უმრავლესობა, გერმანიის თავდაცვის ხარჯები გაიზრდება ქვეყნის მთლიანი შიდა პროდუქტის 2,1%-მდე, ანუ გადააჭარბებს ნატოს წევრი ქვეყნებისთვის დადგენილ მინიმალურ ხარჯებს. როგორც Reuters-ი აღნიშნავს... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

ფრანცისკე: ...იარაღი მშვიდობას არასოდეს მოიტანს...

რომის პაპი ფრანცისკე გამოვიდა მოწოდებით 12 ნოემბერს, ღაზის სექტორში დახმარება გაუწიონ დაჭრილებს და უზრუნველყონ მშვიდობიანი მოსახლეობის დაცვა. პაპი ითხოვს ასევე ჰუმანიტარული დახმარების მოცულობის გაზრდას და რადიკალური დაჯგუფების, „ჰამასის“ (აშშ-ში და ევროკავშირში ტერორისტულ ორგანიზაციად მიჩნეული) მიერ დაკავებული მძევლების გათავისუფლებას. Reuters-ის ცნობით, რომის პაპმა „უფლის ანგელოზის“ საკვირაო ლოცვის შემდეგ ასევე განაცხადა, რომ „დაე, შეჩერდეს იარაღის [მოქმედება], ის მშვიდობას არასოდეს მოიტანს, და კონფლიქტი არ უნდა გაფართოვდეს“.

Radiotavisupleba.ge 

პაველ ჰერჩინსკი: როცა ქართველები ერთიანები არიან, დიდებული რაღაცები ხდება

ევროკავშირის ელჩმა პაველ ჰერჩინსკიმ ჯერაც ვერ იპოვა პასუხი კითხვაზე - რატომ ვერ იქცა ევროინტეგრაცია პოლიტიკური ძალების გამაერთიანებლად საქართველოში. ევროკომისიის მიერ საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებაზე დადებითი რეკომენდაციის გაცემიდან მეორე დღეს მან ინტერვიუ მისცა რადიო თავისუფლებას.

Radiotavisupleba.ge 

ფინეთი ისრაელისგან ანტისარაკეტო თავდაცვის სისტემებს მიიღებს

ისრაელმა და ფინეთმა ხელი მოაწერეს ხელშეკრულებას ფინეთისთვის ისრაელის ანტისარაკეტო სისტემის, „დავითის შურდულის“ (קלע דוד, Kela David) მიწოდების შესახებ. „დავითის შურდული“ შორი მოქმედების საზენიტო-სარაკეტო სისტემაა. შეთანხმების ფინანსური ოდენობა 317 მილიონ ევრომდეა. „დავითის შურდული" ბალისტიკური და ფრთოსანი რაკეტების, ასევე თვითმფრინავების და დრონების გადატაცების ერ-ერთი ყველაზე სრულყოფილის სისტემაა მსოფლიოში. მას შეუძლია სამიზნე გადაიტაცოს 300 კილომეტრში. კომპლექსი შემუშავებულია კომპანია „Rafael... Читать дальше...

ИА «Новости-Грузия» 

Южная Корея в следующем году откроет посольство в Грузии

Южная Корея в следующем году откроет рекордное количество зарубежных дипмиссий, в том числе посольство в Грузии, сообщает агентство Рёнхап со ссылкой на чиновника в МИД Республики Корея.

Radiotavisupleba.ge 

სალომე ზურაბიშვილი: „მომავალი არჩევნები ერთპარტიული სისტემიდან გამოსვლის შანსია“

საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა RFI -სთვის  (Radio France Internationale) მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, რომ საქართველოში მომავალი არჩევნები მონოპარტიული სისტემიდან გამოსვლის შანსია იქნება. ზურაბიშვილს ჰკითხეს, იმ ფონზე, როცა  ევროკავშირი საქართველოს მთავრობისგან, ელოდება, რომ მან შეაჩეროს რუსეთის მიმართ ევროპული სანქციების გვერდის ავლა, პატივი სცეს სამართლებრივ სახელმწიფოს და განახორციელოს დეოლიგარქიზაცია,  ფიქრობს თუ არა საქარველოს პრეზიდენტი, რომ „საქართველოს შეუძლია გათავისუფლდეს... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

"ჩემს შვილს ერთი ოჯახის 6 წევრი დაესხა თავს" - საგარეჯოში 29 წლის კაცი მოკლეს

საგარეჯოს მუნიციპალიტეტში, მუღანლოს თემში შემავალ სოფელ ქეშალოში დააკავეს 33 წლის კაცი,  რომელსაც გამოძიება მეზობელ სოფელში, ლამბალოში მცხოვრები  29 წლის ჯავიდ მამედოვის მკვლელობას ედავება.  დაკავებული საგარეჯოს წინასწარი მოთავსების იზოლატორშია გადაყვანილი.  შემთხვევა სოფელ ქეშალოში მოხდა. მკვლელობაში ბრალდებული და მოკლულიც ახლობლის ქორწილში იმყოფებოდა. „ჩემი შვილი ქორწილიდან სახლში ბრუნდებოდა ავტომობილით.  მოძალადეები ქუჩაში დახვდნენ, გზა გადაუკეტეს და საქმის ქუჩურად გარჩევა დაიწყეს“ - ამბობს მოკლულის მამა უფუს მამედოვი. Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

„შაშვი შაშვი მაყვალი“ კოტბუსისა და ბელფასტის კინოფესტივალების პრიზიორი გახდა

რეჟისორ ელენე ნავერიანის ფილმმა „შაშვი შაშვი მაყვალი“, რომელიც თამთა მელაშვილის ამავე სახელწოდების რომანის მიხედვით არის გადაღებული, კოტბუსისა და ბელფასტის კინოფესტივალებზე მორიგი ჯილდოები დაიმსახურა. ბელფასტის 23-ე კინოფესტივალის საერთაშორისო კონკურსში ჟიურიმ საუკეთესოდ მიიჩნია ეთეროს როლის შემსრულებელი მსახიობი ეკა ჩავლეიშვილი და სწორედ მას გადაეცა პრიზი ამ როლის „საუკეთესო შესრულებისთვის“. ეკა ჩავლეიშვილისთის ეს მეორე საერთაშორისო ჯილდოა. რამდენიმე თვის წინ ის საუკეთესო მსახიობ ქალად დაასახელეს სარაევოს საერთაშორისო კინოფესტივალზე. Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

მეგრული და სვანური ონლაინ  

ონლაინგაკვეთილს სამი ადამიანი ესწრება, ერთი შვეიცარიიდან, მეორე საფრანგეთიდან, მესამე - საქართველოდან. მეგრულს სწავლობენ. მასწავლებელი ნათია ფონიავა გრამატიკას ხსნის და სავარჯიშოები ეკრანზე ჩანს, თუ პასუხი სწორია, მადლობას იხდის: „მარდი, მარდი“. „-გომორძგუა, სი მუ ჯოხო? -გიორგი. -სკანი მაყალე სონი რე? -ჩქიმი მაყალე იაპონარი რე“. (გამარჯობა, რა გქვია? გიორგი. შენი მეგობარი სადაურია? ჩემი მეგობარი იაპონელია). დღევანდელ მსოფლიოში მცირე ენები ქრება და განვითრებული ქვეყნები ამის შეჩერებას ცდილობენ - კურსები... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

ისრაელის ავიაციამ კვლავ დაბომბა ღაზა, ბრძოლებია „ალ-შაფის“ საავადმყოფოსთან

ისრაელის სამხედრო ავიაციამ კვირა დილით კვლავ დაბომბა პალესტინელთა ტერიტორია, ქალაქი ღაზა. Associated Press-ი იმოწმებს თვითმხილველებს, რომლებიც ინტენსიური სროლის შესახებ იტყობინებიან. ისრაელის არმიას ბრძოლა აქვს რადიკალური „ჰამასის“ (აშშ-სა და ევროკავშირში ტერორისტულ ჯგუფად მიჩნეული ორგანიზაცია) წევრებთან ღაზის სექტორის უდიდესი „ალ-შიფას“ საავადმყოფო კომპლექსის მახლობლად. ისრაელი „ჰამასს“ ადანაშაულებს, რომ საავადმყოფოს ტერიტორიის ქვემოთ სამეთაურო პუნქტი აქვს. საავადმყოფოს პერსონალი და დაჯგუფება, რომელიც აკონტროლებს სექტორს, ამას უარყოფს. Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

სუს-ის მიერ დაკავებულ უცხო ქვეყნის მოქალაქეებს წინასწარი პატიმრობა შეეფარდა

თბილისის საქალაქო სასამართლომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ დაკავებულ უცხო ქვეყნის ორ მოქალაქეს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. ბრალდების მხარე, აცხადებდა, რომ არსებობდა მათი მხრიდან მიმალვის, ახალი დანაშაულის ჩადენის და გამოძიებისთვის ხელის შეშლის საფრთხე, რისთვისაც მათ პატიმრობას მოითხოვდა. საქმის პროკურორის თქმით, გამოძიება მიმდინარეობს საქართველოში მიგრანტების უკანონოდ შემოყვანის და მათთვის შესაბამისი პირობების შექმნის, ასევე ასაფეთქებელი მოწყობილობების და საბრძოლო... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

გარდაიცვალა ჩეხი სახელმწიფო მოღვაწე კარელ შვარცენბერგი

11 ნოემბერს გარდაიცვალა კარელ შვარცენბერგი, ჩეხი პოლიტიკოსი, რომელსაც ორჯერ ეკავა ჩეხეთის საგარეო საქმეთა მინისტრის თანამდებობა. ცნობა მისი გარდაცვალების შესახებ ჩეხეთის მედიამ 12 ნოემბერს გაავრცელა. 86 წლის შვარცენბერგს ჩეხეთის და შვეიცარიის მოქალაქეობა ჰქონდა და იყო შვარცენბერგების არისტოკრატიული ოჯახის მეთაური. შვარცენბერგი ვენის საავადმყოფოში გარდაიცვალა ერთ კვირაში მას მერე, რაც ჩეხეთიდან ავსტრიაში გადაიყვანეს. ჩეხოსლოვაკიაში დაბადებული შვარცენბერგი იყო ჰაბსბურგთა ყოფილი იმპერიის ერთ-ერთი... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

გოგა რაზმაძე: ყველა სახელმწიფო სტრუქტურა ჩემ წინააღმდეგ გაერთიანდა

შსს-ს ყოფილი თანამშრომელი გოგა რაზმაძე, რომელმაც გუშინ საკუთარ ფეისბუკზე დაწერა, რომ ის სამსახურიდან გაათავისუფლეს, მის შესახებ შსს-ს გენერალური ინსპექციის დასკვნას ეხმაურება და ამბობს, რომ ყველა სახელმწიფო სტრუქტურა ერთი ადამიანის - გოგა რაზმაძის წინააღმდეგ გაერთიანდა. „სისტემაში 2018 წელს არსებითი ხასიათის ცვლილება განხორციელდა და შეიქმნა ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტი, რომლის ერთ-ერთ მთავარ ფუნქციას, დისკრიმინაციული შემთხვევების მონიტორინგი წარმოადგენდა და რაც არ უნდა გასაკვირი იყოს... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

ისლანდიაში ვულკანური აქტივობის გამო საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული

ვულკანური აქტივობის გაზრდის გამო ისლანდიაში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა. სეისმოლოგების ცნობით, ამოფრქვევა უახლოეს დღეებში ან თუნდაც საათებში უნდა იყოს მოსალოდნელი. მიწისძვრების სერიის შემდეგ, ისლანდიის დედაქალაქ რეიკიავიკიდან 40 კილომეტრში მდებარე ქალაქ გრინდავიკში მიწაში მრავალკილომეტრიანი ბზარები გაჩნდა. ამ ტერიტორიაზე ლავის ამოფრქვევაც მოსალოდნელია. ქალაქის ოთხი ათასი მაცხოვრებელი ევაკუირებულია. მეცნიერები შიშობენ ადგილობრივი გეოთერმული ელექტროსადგურის უსაფრთხოებაზე, რომელიც ენერგიით... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

ისრაელი ამბობს, რომ ალ-შიფას საავადმყოფოს პერსონალს ჩვილების ევაკუაციაში დაეხმარება

ისრაელის არმიამ განაცხადა, რომ მზად არის დაეხმაროს ღაზის უმსხვილესი ალ-შიფას  საავადმყოფოს პერსონალს  ჩვილების ევაკუაციაში. ექიმების განცხადებით, საავადმყოფოში საწვავი გათავდა ბოლო მოქმედ გენერატორშიც. ორი ახალშობილი გარდაიცვალა და კიდევ ათეულს საფრთხე ემუქრება. "ჩვენ პირდაპირ და რეგულარულად ვსაუბრობთ საავადმყოფოს პერსონალთან. ალ-შიფას საავადმყოფოს პერსონალმა ითხოვა, რომ ხვალ დავეხმაროთ პედიატრიულ განყოფილებიდან ბავშვების უფრო უსაფრთხო საავადმყოფოში გადაყვანაში. ჩვენ საჭირო დახმარებას გავუწევთ"... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

იოავ გალანტი: "ჰეზბოლა" ლიბანს ომში ითრევს

ისრაელის თავდაცვის მინისტრი, იოავ გალანტი აცხადებს, რომ „ჰეზბოლა“ მძიმე შეცდომის დაშვებასთან ახლოსაა და ეს შეცდომა, შესაძლოა, ბეირუთის მოსახლეობის სახლებიდან გაქცევით დასრულდეს. მისი თქმით, „ჰეზბოლა“ ლიბანს ომში ითრევს. "მე ვეუბნები ლიბანის მოქალაქეებს, რომ უკვე ვხედავ ღაზაში მცხოვრებ მოქალაქეებს, რომლებიც თეთრი დროშებით სანაპიროს გასწვრივ მიდიან და სამხრეთით მიემართებიან. „ჰეზბოლა“ ლიბანს ითრევს ომში, რომელიც შეიძლება მოხდეს და ის შეცდომებს უშვებს. ისინი, ვინც ამ შეცდომის ფასს გადაიხდიან, არიან ლიბანის მოქალაქეები. Читать дальше...


Врач-диетолог Подмосковья призвала родителей не давать детям фруктовые соки

Ритм Москвы

Около 800 тыс автомобилей зафиксировали на дорогах Подмосковья в пятницу утром

Депутат Рожнов: центр отбора в Балашихе повышает эффективность будущих бойцов



Новости 24/7 DirectAdvert - доход для вашего сайта



Частные объявления в Вашем городе, в Вашем регионе и в России



Smi24.net — ежеминутные новости с ежедневным архивом. Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. "123 Новости" — абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. Smi24.net — облегчённая версия старейшего обозревателя новостей 123ru.net. Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть —онлайн с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии. Smi24.net — живые новости в живом эфире! Быстрый поиск от Smi24.net — это не только возможность первым узнать, но и преимущество сообщить срочные новости мгновенно на любом языке мира и быть услышанным тут же. В любую минуту Вы можете добавить свою новость - здесь.




Новости от наших партнёров в Вашем городе

Ria.city

Семак после ничьей: «Зенит» и ЦСКА выяснят, кто лучше в Петербурге

НАТО обвинила Россию в гибридных акциях, не приведя доказательств

Полицейские задержали в Москве четырех последователей доводящей людей до суицида секты

В Орехово-Зуеве открылся новый сетевой магазин «Монетка»

Музыкальные новости

6 городов России, где можно увидеть белые ночи кроме Санкт-Петербурга

Культура России: как прошёл конкурс бурятского языка для детей в Бурятии?

"Динамо" и "Спартак" опубликовали составы на матч Кубка России

Вседозволенность азербайджанской диаспоры в России или как пантюркистские националисты 29 апреля перекрыли улицу в центре Москвы

Новости России

В Подмосковье сотрудники Егорьевского ОВО помогли потерявшейся 84-летней женщине вернуться домой

Депутат Рожнов: центр отбора в Балашихе повышает эффективность будущих бойцов

В Москве реконструируют и построят еще 15 спортобъектов в 2024 году

Эксперт Президентской академии в Санкт-Петербурге о расширении фермерских торговых сетей

Экология в России и мире

6 городов России, где можно увидеть белые ночи кроме Санкт-Петербурга

Героическое участие армян в СВО. Часть третья

В Москве открылся концепт-павильон современных русских дизайнеров и художников

Сериал «Нулевой пациент». Почему повторение истории в наши дни невозможно?

Спорт в России и мире

Увидит ли Париж Мирру из России? Андреева дает жару в Мадриде и включается в олимпийскую гонку

Свентек стала первой полуфиналисткой турнира WTA-1000 в Мадриде

Касаткина проиграла Путинцевой и не смогла выйти в 1/4 финала турнира WTA в Мадриде

Шиманович пробилась в ⅛ финала теннисного турнира в Сен-Мало

Moscow.media

XXIII Московский Пасхальный фестиваль проходит при поддержке Relax FM

Новинка от Edifier: беспроводные наушники Comfo Run для занятий спортом

Росгвардейцы задержали мужчину, подозреваемого в незаконном обороте наркотиков в Москве

Цветочный водоворот







Топ новостей на этот час

Rss.plus





СМИ24.net — правдивые новости, непрерывно 24/7 на русском языке с ежеминутным обновлением *