Добавить новость
World News in Georgian
Новости сегодня

Новости от TheMoneytizer

გერმანიის მედიამ შეიტყო, კონკრეტულად რაში ედება ბრალი "ჩრდილოეთის ნაკადის" აფეთქებაში ეჭვმიტანილ უკრაინელს

გერმანიის მედიასაშუალებებმა - ARD-მ, Süddeutsche Zeitung-მა და Zeit-მა - წვდომა მოიპოვეს დაპატიმრების ორდერზე, რომელიც გაცემულია უკრაინის მოქალაქე სერჰი კ.-ს სახელზე. უკრაინელი, რომელიც იტალიაში დააკავეს ამ დღეებში, ეჭვმიტანილია გაზსადენ „ჩრდილოეთის ნაკადის“ აფეთქებაში.

მედიაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ორდერის მიხედვით, 2022 წლის სექტემბერში სერჰი კ. ჩავიდა გერმანიის კუნძულ რიუგენზე. მას იალქნიან იახტაზე კოორდინაცია უნდა გაეწია დივერსანტების ჯგუფისთვის, რომელიც, როგორც ვარაუდობენ, შედგებოდა კაპიტნისგან, ოთხი მყვინთავისა და ასაფეთქებელი მოწყობილობების სპეციალისტისგან, წერს გერმანული მედია.

პუბლიკაციის თანახმად, სავარაუდო დივერსანტებმა 14-დან 27კგ-მდე წონის ოთხი ასაფეთქებელი მოწყობილობა მოათავსეს 70-80 მეტრის სიღრმეზე მდებარე „ჩრდილოეთის ნაკადი 1“-სა და „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ზე. ასაფეთქებელ ნარევად გამოიყენებოდა ჰექსოგენი და ოქტოგენი, თავად ბომბები კი საათის მექანიზმებით იყო აღჭურვილი. აფეთქებების შედეგად მწყრობრიდან გამოვიდა გაზსადენების ოთხიდან სამი ხაზი.

სერჰი კ.-ს დაპატიმრების ორდერში ნახსენებია, რომ მას ბრალად ედება „ანტისახელმწიფოებრივი დივერსია“, „განზრახ აფეთქება ასაფეთქებელი მოწყობილობების გამოყენებით“ და „ნაგებობის დანგრევა“. მას 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.

იტალიის სასამართლო უნდა გადაწყვიტოს, მოხდება თუ არა სერჰი კ.-ს გერმანიაში ექსტრადიცია.

Читайте на сайте


Smi24.net — ежеминутные новости с ежедневным архивом. Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. Абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть —онлайн с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии. Smi24.net — живые новости в живом эфире! Быстрый поиск от Smi24.net — это не только возможность первым узнать, но и преимущество сообщить срочные новости мгновенно на любом языке мира и быть услышанным тут же. В любую минуту Вы можете добавить свою новость - здесь.




Новости от наших партнёров в Вашем городе

Ria.city
Музыкальные новости
Новости России
Экология в России и мире
Спорт в России и мире
Moscow.media






Топ новостей на этот час

Rss.plus





СМИ24.net — правдивые новости, непрерывно 24/7 на русском языке с ежеминутным обновлением *