დიდთოვლობა ესპანეთში (ფოტოები)
ესპანეთში დიდთოვლობამ პრობლემები შექმნა. ძლიერი თოვა 8 იანვრიდან დაიწყო. როგორც bbc.com საგზაო სამსახურზე დაყრდნობით იტყობინება, თოვლმა და ყინულმა პრობლემები შექმნა 400-მდე ავტომაგისტრალზე, რის შედეგადაც 1000-მდე ადამიანი გზებზე ჩარჩა. დროებით დაიხურა მადრიდის აეროპორტიც. მადრიდის ცენტრში ქარის მიერ წაქცეულმა ხეებმა ავტომობილები დააზიანა. ხელისუფლებამ სიფრთხილის ზომების გათვალისწინებით, დედაქალაქში დიდი პარკებიც დახურა. შეჩერდა ჩქაროსნული სარკინიგზო მიმოსვლა მადრიდსა და ქალაქ ალიკანტეს ...