გერმანიის უდიდესი პარტიის, კონსერვატიული ქრისტიან-დემოკრატების (CDU) კავშირის ხელმძღვანელი არმინ ლაშეტი გახდა
16 იანვარს გერმანიის უდიდესი პარტიის, კონსერვატიული ქრისტიან-დემოკრატების (CDU) კავშირის ხელმძღვანელი არმინ ლაშეტი გახდა კენჭისყრით, რომლის შედეგები გასცდება საკუთრივ გერმანიას – ევროკავშირის უდიდეს წევრ ქვეყანას. ამ ფაქტს განიხილავენ ევროპის პოლიტიკაში ანგელა მერკელის შემდგომი ეპოქის ოფიციალურ დასაწყისად, თუმცა ჯერჯერობით გადაწყვეტილი არ არის ლაშეტი თუ იქნება ის ფიგურა, რომელიც მერკელს კანცლერის თანამდებობაზე შეცვლის. მერკელი სექტემბრის ბოლოს აპირებს გადადგომას, ...