ნიკოლოზ ყიფშიძე: შიმშილობა არ შეუწყვეტია, აქვს ანემია… რამდენიმე დღეში მისი მდგომარეობა გაუარესდება
“შიმშილობა არ შეუწყვეტია, აქვს ანემია… რამდენიმე დღეში მისი მდგომარეობა გაუარესდება,” – ამის შესახებ რუსთავის მე-12 სასჯელაღსრულების დაწესებულების დატოვების შემდეგ, მიხეილ სააკაშვილის პირადმა ექიმმა ნიკოლოზ ყიფშიძემ ისაუბრა. ამბობს, რომ მიხეილ სააკაშვილი ამ დროისთვის მხნედ არის და თავს კარგად გრძნობს. “ძალიან ნერვიულობდა ბათუმის ამბებზე. განაგრძობს შიმშილობას და მითხრა, არ დავამთავრებო. გეფიცებით ყველაფერს… გარეგნულად არაფერი ეტყობა, ძლიერადაა, მოტივირებულია. რომ ...