“განმუხურის 39-ე უბანზე ელექტროენერგია გაითიშა, რა დროსაც “ქართული ოცნების” წარმომადგენლებმა საარჩევნო ყუთში ბიულეტენები ჩაყარეს”
ხმაური იყო ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ განმუხურის 39-ე უბანზე. “ნაციონალური მოძრაობის” საკრებულოს დეპუტატის მარიამ ახალაიას ინფორმაციით, აღნიშნული უბანზე ფიზიკური დაპირისპირება მოხდა კომისიის წევრსა და “ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენელ ხვიჩა ცქვიტარიას შორის. მარიამ ახალაიას თქმით, 39-ე უბანზე რამდენიმე წუთით ელექტროენერგია გაითიშა, რა დროსაც “ქართული ოცნების” წარმომადგენლებმა საარჩევნო ყუთში ბიულეტენები ჩაყარეს. მისი თქმით, დაპირისპირება მხარეებს შორის სწორედ ამ ფაქტს ...