Мы в Telegram
Добавить новость
Новости сегодня

Новости от TheMoneytizer


Июнь
2022
22

Новости за 09.06.2022

News.ge 

სალომე ზურაბიშვილი: რუსეთს პასუხი უნდა გაეცეს და ეს პასუხი მხოლოდ ერთია: ევროკავშირი და ევროკავშირში ინტეგრაცია

რუსეთს პასუხი უნდა გაეცეს და ეს პასუხი მხოლოდ ერთია – ევროკავშირი და ევროკავშირში ინტეგრაცია, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა ბრიუსელში, ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის ინიციატივით გამართულ საერთაშორისო კონფერენციაზე „ქალები კონფლიქტებში“ განაცხადა. კითხვაზე, არსებობს თუ არა საქართველოში განცდა, რომ უკრაინის შემდეგი იქნება, სალომე ზურაბიშვილი პასუხობს, რომ როდესაც საქართველოს დედაქალაქიდან 40 კილომეტრში რუსი ჯარისკაცები დგანან, ვერასდროს იტყვი ვერასდროს. „როდესაც ...

News.ge 

ნიკოლოზ სამხარაძე: ბიზნეს და პოლიტიკური კავშირები თუ ვინმეს აქვს კრემლთან, ამას დამტკიცება სჭირდება. თუ ამ ფაქტებს ვერ მოიტანენ, ე.ი. ტყუილი, დემაგოგია და ცილისწამებაა

დელიკატურობა საერთოდ აღარ არის, გაშიშვლდა პროცესი – 24 ივნისს გამოჩნდება, თუ ვინ არის საქართველოს მეგობარი , – ამის შესახებ საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, ნიკოლოზ სამხარაძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „თავისუფალ სტუდიაში“ ევროპარლამენტის მიერ საქართველოზე მიღებულ რეზოლუციაზე საუბრისას განაცხადა. როგორც ნიკოლოზ სამხარაძე განმარტავს, რეზოლუცია „მითქმა-მოთქმასა და დეზინფორმაციას“ ეყრდნობა. „დელიკატურობა საერთოდ აღარ არის, პროცესი გაშიშვლდა. პროცესის გაშიშვლება ძალიან კარგია. აქამდე ყველა შეფარვით საუბრობდა... Читать дальше...

News.ge 

ვიოლა ფონ კრამონი: ჯერ კიდევ რჩება დრო, ქართველმა პოლიტიკოსებმა მდგომარეობის გაუმჯობესება დაიწყონ

ჩვენ საქართველოს შესახებ გარდამტეხი რეზოლუცია მივიღეთ. ევროკავშირის სამიტამდე ჯერ კიდევ რჩება დრო, რომ ქართველმა პოლიტიკოსებმა მდგომარეობის გაუმჯობესება დაიწყონ , – ამის შესახებ გერმანელმა ევროპარლამენტარმა ვიოლა ფონ კმარონმა „ტვიტერის“ საკუთარ გვერდზე განაცხადა. „შეწყვიტეთ პოლარიზაციის შემცველი ენის გამოყენება, ხელახლა შეუერთდით 19 აპრილის შეთანხმებას, დაიწყეთ სასამართლო სისტემის გამოსწორება, შეაჩერეთ რუსული დეზინფორმაცია“, – მოუწოდა კრამონმა ქართველ პოლიტიკოსებს. ევროპარლამენტმა საქართველოში მედიის... Читать дальше...

News.ge 

ირაკლი ჩიქოვანი: …თითქოს ბიძინა ივანიშვილს უნდა დაუწესდეს სანქციები, არანაირი პერსპექტივა არ გააჩნია

საფრთხის ქვეშ ამ ყველაფერს აყენებს ის დესტრუქციული გეგმა, რომელიც ოპოზიციას აქვს. ამ შემთხვევაში დესტრუქციული ძალიან რბილად ნათქვამია, უფრო მოღალატეობრივი გეგმა, რომელიც აქვს ოპოზიციას, – ასე უპასუხა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ირაკლი ჩიქოვანმა გადაცემაში „იმედი LIVE“ დასმულ შეკითხვას, დგას თუ არა საფრთხის ქვეშ ის მიღწევები, რაც საქართველოს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე აქვს მოპოვებული. მისი თქმით, იმაზე საუბარს, რაც ...

News.ge 

გია გაჩეჩილაძე: საჯიჯგნად არავის მივუგდებთ ბიძინა ივანიშვილს. მაგათ კიდევ არ იციან, რა არის საქართველო

აპრილში ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მიღებული რეზოლუციით იდეალურად მივდიოდით და ყველაფერს ვაკმაყოფილებდით და უცებ 1 თვეში ყველაფერი შეიცვალა და თავდაყირა დადგა – რა თქმა უნდამ, ეს პოლიტიკური გადაწყვეტილებაა , – ამის შესახებ მუსიკოსმა გია გაჩეჩილაძემ „იმედი LIVE”- ში განაცხადა. „30 წელია საქართველოს მოსახლეობა და ქართველი ხალხი ყველაფრის საქმის კურსშია და ყველაფერს ძალიან კარგად ხვდება, სად არის ...

News.ge 

ადვოკატი: 4 მარტიდან ბიძინა ივანიშვილი არა გაცხადებული, არამედ გაუცხადებელი სანქციების პირობებშია

“ჩვენ ვმოქმედებთ, ვცხოვრობთ და ვოპერირებთ ფაქტობრივი სანქციების პირობებში” – ამის შესახებ ბიძინა ივანიშვილის ადვოკატმა ვიქტორ ყიფიანმა TV იმედის ეთერში, ევროპარლამენტის რეზოლუციაზე დასმულ კითხვაზე უპასუხა. 9 ივნისს ევროპარლამენტმა დაამტკიცა რეზოლუცია, რომელშიც საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებასა და ქართული ოცნების დამფუძნებლისთვის, ბიძინა ივანიშვილისთვის პერსონალური სანქციების დაწესებას უჭერს მხარს. ადვოკატ ვიქტორ ყიფიანის თქმით, 4 მარტიდან ბიძინა ივანიშვილი “არა გაცხადებული, არამედ გაუცხადებელი სანქციების” პირობებშია. Читать дальше...

News.ge 

ლალი მოროშკინა: ბიძინა ივანიშვილს შეეშვით, თორემ …

“ბიძინა ივანიშვილს შეეშვით, თორემ რაც აქამდე გითმინეთ, არცერთი არ აგცდებათ! ამას მე გეუბნებით, ჯერ არასოდეს ამიგდია ტყუილად სიტყვა ჰაერში! ისე ნუ იზამთ ერთი მუჭა მოღალატეების სახლების წინ პიკეტირება დავიწყოთ და სულ პანღურით მიგაცილოთ უახლოეს საზღვრამდე!!!!! …და დაისვენებს საქართველო” – წერს სოციალურ ქსელში ჟურნალისტი ლალი მოროშკინა.

News.ge 

პუტინი: რუსეთი ტერიტორიებს კი არ ართმევს, არამედ იბრუნებს

ის, რომ გვიწევს საკუთარი თავის დაცვა, ბრძოლა, ეს აშკარაა. პეტრე პირველი ჩრდილოეთის ომს 21 წლის განმავლობაში აწარმოებდა , – ეს განცხადება რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ახალგაზრდებთან შეხვედრისას გააკეთა. „როგორც ჩანს, წილად გვხვდა, დაბრუნება და გაძლიერება და ჩვენ რა თქმა უნდა, მივაღწევთ წარმატებას ჩვენ წინაშე არსებული ამოცანების შესასრულებლად“ , – განაცხადა კრემლის ლიდერმა. მან რუსეთის მოსახლეობას აქტიური ...

News.ge 

რუსთავში, ქუჩაში სპეცოპერაცია ჩატარდა

რუსთავში საჯარო მოხელე დააკავეს. სპეციალური საგამოძიებო ღონისძიება თოდრიას ქუჩაზე ჩატარდა- ინფორმაციას “ინფო რუსთავი” ავრცელებს. გამოცემის ცნობით, დაკავებული 40 წლამდე კაცია. სავარაუდოდ, საჯარო მოხელე ფაქტზე დააკავეს, მისი აყვანა პირდაპირ ქუჩიდან მოხდა. სხვა დეტალები რას უკავშირდება სპეცოპერაცია ამ დროისთვის უცნობია.

News.ge 

ხაბეიშვილი თავდაცვის მინისტრს – დეკლარაციაში რომ ჩაწერეთ, 62 ათასი ლარი გაქვთ შემოსავალი და სესხით გასავალი 55 ათასი ლარი, 300-400 ლარად ცხოვრობთ? – ეჭვი მაქვს მინიმუმ 1200 ლარიანი პიჯაკი გაცვიათ

დეკლარაციაში რომ ჩაწერეთ, 62 ათასი ლარი გაქვთ შემოსავალი და სესხით გასავალი, 55 ათასი ლარი, 300-400 ლარად ცხოვრობთ და 5 შვილი გყავთ?! – გვატყუებთ ყველას, რომ 400-500 ლარად ცხოვრობთ, – ასე მიმართა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატმა, ლევან ხაბეიშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, თავდაცვის მინისტრ ჯუანშერ ბურჭულაძეს, რომელსაც „მინისტრის საათი“ ფორმატში უსმენენ. ოპოზიციონერი პოლიტიკოსის თქმით, გამორიცხულია მინისტრი 400-500 ლარად ცხოვრობდეს. ...

News.ge 

ბილ და ფიბი გეითსების პირველი ერთობლივი გამოჩენა წითელ ხალიჩაზე

Microsoft-ის თანადამფუძნებელი, 66 წლის ბილ გეითსი, 19 წლის ქალიშვილთან ერთად წითელ ხალიჩაზე გამოჩნდა. ფიბი 19 წლისაა და სტენფორდის უნივერსიტეტის სტუდენტია. იგი კამერების წინ მამასთან ერთად თავდაჯერებულად პოზირებდა. წყარო: people.com

News.ge 

როგორ შევაჩეროთ თმის ცვენა

თმის ცვენა ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი და ფართოდ გავრცელებული პრობლემაა. არსებობს რამდენიმე ფაქტორი, რითაც ეს პროცესი შეიძლება იყოს განპირობებული. მაგალითად, გენეტიკა, არასწორი კვება, სტრესი, გამოფიტვა და სხვა. იმისათვის, რომ თმა იყოს ჯანსაღი, აუცილებელია მისი ძირები ორგანიზმიდან იღებდეს საჭირო მინერალებს და ნივთიერებებს. თუ ამ პროდუქტებს მიიღებთ, თქვენი თმა უფრო ჯანმრთელი და ძლიერი იქნება. კვერცხი სტაფილო შვრია ისპანახი ...

News.ge 

კითხვები რომლებზეც კაცობრიობას პასუხები არ აქვს

ადამიანი მუდმივად ეძებს სიახლეებს და ცდილობს შეიმეცნოს სამყარო. თუმცა არსებობს შეკითხვები, რომლებზე ზუსტი პასუხები თანამედროვე სამყაროს მეცნიერებასაც კი არ აქვს. როდის დაიწყო დროის ათვლა? სად მიდის ფიქრი, რომელიც გონებაში გაიელვებს? არის თუ არა ჩვენი ცხოვრება წინასწარ განსაზღვრული? არსებობს სიცოცხლე სიკვდილის შემდეგ? რა ვიცით სინამდვილეში რეალობის და წარმოსახვის შესახებ? სულიერი მონათესავეები მართლა არსებობენ? რა არის სიცოცხლის ...

News.ge 

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ბრიუსელში იმყოფება

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ბრიუსელში იმყოფება. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელ Twitter-ზე წერს და აქვეყნებს ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელთან ერთად გადაღებულ ფოტოს. ასევე პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, სალომე ზურაბიშვილი ბრიუსელში შარლ მიშელის მიწვევით მონაწილეობას მიიღებს კონფერენციაში „ქალები კონფლიქტებში“. მათივე ინფორმაციით, ბრიუსელში დაგეგმილ საერთაშორისო კონფერენციაში მონაწილეობენ ქალი ლიდერები და კონფლიქტში დაზარალებული ქალები... Читать дальше...

News.ge 

ანა დოლიძე: დღეს რომ ადამიანს წყალი არ აქვს რომელ ევროკავშირში გვინდა შესვლა?

დღეს რომ ონკანში წყალი გვაქვს, ეს ჩვენი უფლებაა, გარეთ 21-ე საუკუნეა. ჩვენს ქვეყანას აქვს ათიათასობით მდინარე და წყლის რესურსი, ასევე ასეთი მომსახურებებისთვის გადასახადებს ვიხდით. დღეს რომ ადამიანს წყალი არ აქვს რომელ ევროკავშირში გვინდა შესვლა? – ამის შესახებ პარტია „ხალხისთვის“ ლიდერმა, ანა დოლიძემ კომპანია GWP-სთან დაკავშირებით საუბრისას განაცხადა. მისი თქმით, ხელისუფლების და მერიის აზრით, წყლის ქონა არის ისეთი მოვლენა, ...

News.ge 

გიორგი რუხაძე: არ გაგიკვირდეთ, მმართველი გუნდის ლიდერებმა ისიც რომ თქვან …

ევროპარლამენტმა საქართველოში მედიის თავისუფლებისა და ჟურნალისტების უსაფრთხოების დარღვევების შესახებ ევროპარლამენტის ხუთი პოლიტიკური ჯგუფის ინიცირებული ერთობლივი რეზოლუცია მიიღო. რეზოლუციას მხარი 308 ევროპარლამენტარმა დაუჭირა, წინააღმდეგი კი 218 წავიდა. რეზოლუციასთან დაკავშირებით ევროპარლამენტში დებატები გაიმართა. ევროპარლამენტარებმა გამოხატეს შეშფოთება საქართველოში მედიის მდგომარეობისა და ჟურნალისტების უსაფრთხოების მნიშვნელოვანი გაუარესების, ჟურნალისტების მიმართ დაშინების, მუქარისა და ძალადობის და დევნის შემთხვევების გამო. Читать дальше...

News.ge 

ევროკომისიამ უკრაინას დამატებით 205 მილიონი ევრო გამოუყო

ევროკომისიამ უკრაინას ქვეყანაში მზარდი ჰუმანიტარული კრიზისის გამო დასახმარებლად დამატებით 205 მილიონი ევრო გამოუყო. “ომის შემდეგ ევროკავშირის მიერ უკრაინისთვის გაწეული ჰუმანიტარული დახმარება ჯამში 348 მილიონ ევროს შეადგენს. აქედან 13 მილიონი მოლდოვას ეკუთვნის, რათა მათ ქვეყანაში ჩასული უკრაინელი დევნილების მხარდაჭერა უზრუნველყონ”. – თქვა ევროკომისიის სპიკერმა საბიუჯეტო და ადამიანური რესურსების საკითხებში, ბალაზს უჯვარიმ. 19 აპრილის დადგომასთან ერთად, რუსეთის სამხედრო ...

News.ge 

ევროპარლამენტი ევროპულ საბჭოს და დემოკრატიულ პარტნიორებს მოუწოდებს, ბიძინა ივანიშვილისთვის პირადი სანქციების დაწესების საკითხი განიხილოს

ევროპარლამენტი ევროპულ საბჭოს და დემოკრატიულ პარტნიორებს მოუწოდებს, ბიძინა ივანიშვილისთვის პირადი სანქციების დაწესების საკითხი განიხილოს. ამის შესახებ ევროპარლამენტის მიერ მიღებულ რეზოლუციაში არის ნათქვამი. ევროპარლამენტარებმა დაამტკიცეს შესწორება რეზოლუციაში, სადაც ბიძინა ივანიშვილზეც არის საუბარი. შესწორების თანახმად, ევროპარლამენტი გამოხატავს შეშფოთებას იმ დესტრუქციული როლის გამო, რომელსაც საქართველოს პოლიტიკურ და ეკონომიკურ ცხოვრებაში ქვეყნის ერთადერთი ოლიგარქი ბიძინა ივანიშვილი ასრულებს და კონტროლის დონეზე... Читать дальше...

News.ge 

პარადოქსია, მაგრამ ფაქტია, რომ სააკაშვილის და გვარამიას გათავისუფლებისკენ მოწოდების ფონზე, ევროპარლამენტის რეზოლუცია ივანიშვილს ლამის ქართული დემოკრატიის მტრად აცხადებს

პარადოქსია, მაგრამ ფაქტია, რომ სააკაშვილის და გვარამიას გათავისუფლებისკენ მოწოდების ფონზე ევროპარლამენტის რეზოლუცია პოლიტიკიდან გასულ ბიძინა ივანიშვილს ლამის ქართული დემოკრატიის მტრად აცხადებს და მის წინააღმდეგ სანქციების დაწესებას მოითხოვს, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ ბრიფინგზე განაცხადა. კობახიძემ 2012 წლამდე და მის შემდეგ არსებული მედია გარემო, ასევე სასამართლო და სასჯელაღსრულების სისტემები შეადარა და აღნიშნა, რომ ეს არის მიღწევები, რომლებიც საქართველოს ...

News.ge 

700 ევროპარლამენტარში ვერ მოძებნეს ვერც ერთი ადამიანი, ვინც იტყოდა, რომ “ქართული ოცნება” რაიმე პოზიტიურს აკეთებს

ევროპარლამენტში გუშინ ნათლად გამჟღავნდა, რომ “ქართული ოცნება” არის მატყუარა ხალხის პოლიტიკური გუნდი, რომელიც უსირცხვილოდ ატყუებს ქართველ ხალხს – 700 ევროპარლამენტარში ვერ მოძებნეს ვერც ერთი ადამიანი, ვინც იტყოდა, რომ “ქართული ოცნება” რაიმე პოზიტიურს აკეთებს,- ამის შესახებ “ლელოს” დეპუტატმა სალომე სამადაშვილმა განაცხადა. ის ასევე გამოეხმაურა მდინარაძის განცხადებას, რომ აპრილში მიღებულ რეზოლუციაში მედიაგარემო კრიტიკულად შეფასებული არაა და აღნიშნა, რომ “ბატონ მდინარაძეს ...

News.ge 

ახლა რას გვეტყვიან „ქართულ ოცნებაში“, დღეს 400-500 ევროპარლამენტარის პოზიცია რომ დაფიქსირდება საქართველოზე? – ასეთი მაღალი ტრიბუნიდან ასეთი რეზოლუციის მიღება იქნება ჩვენი სირცხვილი

ახლა რას გვეტყვიან „ქართული ოცნების“ ლიდერები, რომლებიც ლაპარაკობდნენ იმაზე, რომ ოთხი-ხუთი კრიმინალის მფარველი და აქაური ოპოზიციის მოსყიდული ევროპარლამენტარი აკრიტიკებდათ, დღეს 400-500 ევროპარლამენტარის პოზიცია რომ დაფიქსირდება საქართველოსთვის? – ეს იქნება ძალიან მძიმე, ასეთი მაღალი ტრიბუნიდან ასეთი რეზოლუციის მიღება არის ჩვენი სირცხვილი, – ამის შესახებ „ლელოს“ დეპუტატმა დავით უსუფაშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა, რითაც ევროპარლამენტში გუშინ გამართულ დებატებს და საქართველოში მედიაგარემოს შესახებ... Читать дальше...

News.ge 

მოვუწოდებ სალომე ზურაბიშვილს, ნიკა გვარამიას გათავისუფლებაზე 24 ივნისამდე მიიღოს გადაწყვეტილება

ეს ორი კვირა უნდა იყოს გამოყენებული, რომ საქართველომ არ დაკარგოს ევროინტეგრაციის შანსი, რომ გათავისუფლდეს ნიკა გვარამია და ამისთვის სალომე ზურაბიშვილის გადაწყვეტილება იქნება ძალიან მნიშვნელოვანი – მოვუწოდებ მას ჩვენი მეგობრების, ყველა იმ ადამიანის სახელით, რომელიც არის საქართველოს მოქალაქე და სურს ევროინტეგრაცია, რომ მიიღოს გადაწყვეტილება 24 ივნისამდე, – ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის” ფრაქციის თავმჯდომარე ხატია დეკანოიძემ გუშინ ევროპარლამენტში გამართულ დებატებთან ...

News.ge 

ლიეტუვის საელჩოსთან მიმდინარე აქციაზე – „არა ევროსოდომს საქართველოში!“ – აქციის 3 სამი მონაწილე დააკავეს

საქართველოში ლიეტუვის საელჩოსთან მიმდინარე აქციაზე – „არა ევროსოდომს საქართველოში!“ – აქციის 3 სამი მონაწილე დააკავეს. დაკავებულებს შორის გურამ და ალექსანდრე ფალავანდიშვილები არიან. აქციის მონაწილეების დაკავება ევროკავშირის დროშის დახევის მცდელობას მოჰყვა. მანამდე აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ პროტესტის ნიშნად ლგბტ დროშა დახია. აქციის მონაწილეებს ადგილზე ანტიდასავლური შინაარსის პლაკატები ჰქონდათ მიტანილი.


Центр обработки данных для VK построили в Домодедове

Глава "Рексофт" - в топ-100 отечественных ИТ-лидеров

В Саратове дерево упало на трамвайные пути

Выстрел через «глазок». Следователи раскрыли необычное убийство



Новости 24/7 DirectAdvert - доход для вашего сайта



Частные объявления в Вашем городе, в Вашем регионе и в России



Smi24.net — ежеминутные новости с ежедневным архивом. Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. "123 Новости" — абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. Smi24.net — облегчённая версия старейшего обозревателя новостей 123ru.net. Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть —онлайн с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии. Smi24.net — живые новости в живом эфире! Быстрый поиск от Smi24.net — это не только возможность первым узнать, но и преимущество сообщить срочные новости мгновенно на любом языке мира и быть услышанным тут же. В любую минуту Вы можете добавить свою новость - здесь.




Новости от наших партнёров в Вашем городе

Ria.city

Соревнования по футболу

У Посольства Франции в Москве появился плакат с призывом сдаваться в плен ВС РФ

Комиссия МГД одобрила проект о штрафах за неоплату проезда по платным дорогам

Юные северяне приняли участие в масштабном Фестивале детства и юности Движения Первых на ВДНХ

Музыкальные новости

ЧЭРЗ запланировал оздоровительную кампанию для сотрудников и их детей

Два дня, наполненных театром, музыкой, книгами и наукой, — в Парке Горького во 2-й раз прошел Московский детский фестиваль искусств «НЕБО»

Глава СКР Бастрыкин запросил доклад об оскорблении таксистом участников СВО

Преступления мигрантов с рынков азербайджанского олигарха Года Нисанова продолжают шокировать Москву

Новости России

Политолог оценил желание Турции вступить в БРИКС

Варшавер: Вопрос о главном режиссере «Ленкома» будет решать руководство Москвы

Праздники, отмечаемые 5 июня в России и других странах

Литературно-музыкальный экскурс «Этот необыкновенный Пушкин», к 225-летию со дня рождения А.С.Пушкина

Экология в России и мире

Студия Звукозаписи в Москве. Создание Песен, Музыки, Аранжировок.

Создайте стильный образ из самых простых вещей в гардеробе

Гинеколог, ведущий специалист многофункциональный клиники KindCare в Дубае Сураё Назарова: как выявить проблемы на ранних стадиях

Условно разрешенные виды использования земельных участков

Спорт в России и мире

Главный русский теннисист заставил Париж аплодировать ему стоя. Что удалось Осьминогу Медведеву?

После поражения де Минору россиянин Медведев завершает выступление в престижном теннисном турнире

17-летний россиянин Даниил Саркисян разгромил Форбса из США на юниорском «Ролан Гаррос»

Теннисист Джокович побил рекорд Федерера по победам на турнирах "Большого шлема"

Moscow.media

На утре.

Дайджест новостей «Грузовичкоф» за май

Пожар в пятиэтажке унес жизнь неосторожного курильщика

Терминал сбора данных (ТСД) промышленного класса SAOTRON RT42G







Топ новостей на этот час

Rss.plus





СМИ24.net — правдивые новости, непрерывно 24/7 на русском языке с ежеминутным обновлением *