Мы в Telegram
Добавить новость
Новости сегодня

Новости от TheMoneytizer


Июнь
2022
22

Новости за 11.06.2022

News.ge 

წულუკიანი პრეზიდენტზე: მთავარია, რომ მოცემულმა სიმბოლომ კარგად გაიაზროს, რას ნიშნავს იყო სიმბოლო, გქონდეს სიმბოლური როლი და იყო ხელისუფლების სამი სხვა შტოს შუაგულში

კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრის თეა წულუკიანის განცხადებით, საქართველოს პრეზიდენტს სიმბოლური ფუნქცია აქვს და უნდა გაიაზროს, რას ნიშნავს ეს. ამის შესახებ წულუკიანმა ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც გამოეხმაურა პრეზიდენტის განცხადებას, რომ საფრანგეთში, პოლონეთსა და უკრაინაში ჩასვლაზე საქართველოს მთავრობისგან უარი მიიღო. „საქართველოს მთავრობა კონსტიტუციით საგარეო პოლიტიკაზეა პასუხისმგებელი, ხოლო პრეზიდენტს კონსტიტუციით სიმბოლური ფუნქცია აქვს. სიმბოლური ფუნქცია არ ნიშნავს ფუნქციის უქონლობას. Читать дальше...

News.ge 

ურსულა ფონ დერ ლაიენი ზელენსკის – თქვენ ბევრი გააკეთეთ კანონის უზენაესობის განმტკიცების კუთხით, მაგრამ ჯერ კიდევ საჭიროა რეფორმების გატარება, მაგალითად …

ევროკომისიის პრეზიდენტის, ურსულა ფონ დერ ლაიენის განცხადებით, ევროპული კომისია დასკვნას იმის შესახებ, მიენიჭოს თუ არა უკრაინას კანდიდატის სტატუსი ევროკავშირში გასაწევრიანებლად მომავალი კვირის ბოლომდე წარადგენს. „დღევანდელი დისკუსიები საშუალებას მოგვცემს, დავასრულოთ ჩვენი შეფასება მომავალი კვირის ბოლომდე“, – განაცხადა ევროკომისიის ხელმძღვანელმა კიევში უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე. მან ხაზი გაუსვა, რომ უკრაინამ ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე მნიშვნელოვან... Читать дальше...

News.ge 

ემბერ ჰარდის პირველი საჯარო გამოჩენა სასამართლოს განაჩენის შემდეგ

მსახიობი სასამართლო განაჩენის გამოტანის შემდეგ საჯაროდ პირველად შენიშნეს. იგი ხუთშაბათს შუადღისას კერძო თვითმფრინავით ჩაფრინდა ნიუ ჯერსის ტეტერბოროს აეროპორტში. შემდეგ კი წაიყვანეს ნიუ-იორკში, საიდანაც იმავე დღეს გაემგზავრა ვაშინგტონში, ხოლო საღამოს დაბრუნდა თავის ნაქირავებ სახლში ვირჯინიაში. წყარო: people.com

News.ge 

ირაკლი ღარიბაშვილი: პრეზიდენტი, სამწუხაროდ, იმეორებს დესტრუქციული, მავნებელი ოპოზიციის, ქვეყნის მტრების განცხადებებს

პრეზიდენტი, სამწუხაროდ, იმეორებს დესტრუქციული, მავნებელი ოპოზიციის, ქვეყნის მტრების განცხადებებს და მათ ნარატივში ჩაჯდა, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა. როგორც ღარიბაშვილმა აღნიშნა, მას იმედი აქვს, რომ საქართველოს პრეზიდენტი მთავრობის მუშაობაში გაერკვევა. „სამწუხაროა ის, რომ ქალბატონი სალომე იმეორებს დესტრუქციული, მავნებელი ოპოზიციის, ქვეყნის მტრების განცხადებებს და მათ ნარატივში ჩაჯდა, რაც ძალიან სამწუხაროა, იმედი მაქვს, ის უკეთ გაერკვევა... Читать дальше...

News.ge 

აუტისტური სპექტრის მქონე ცნობილი ადამიანები

აუტიზმი მეორე მსოფლიო ომის დროს აღმოაჩინეს. იგი პროფესორმა ლეო კანერმა დააფიქსირა. მალე გამოიყო ნიშანთა ერთობლიობაც, რომლის არსებობის პირობებში აუტიზმის დიაგნოზი ისმება. ისტორიაში არაერთი ცნობილი გენიოსი იყო აუტისტური სპექტრის მქონე, გთავაზობთ რამდენიმე მათგანს. ალბერტ აინშტაინი – მეცნიერი, ფიზიკოსი და მათემატიკოსი დენ აიკროიდი – მსახიობი და სცენარისტი ენტონი ჰოპკინსი – მსახიობი ტიმ ბარტონი – რეჟისორი ჩარლზ დარვინი ...

News.ge 

დრო რომელიც აღარ განმეორდება – პირველი სუპერმოდელების ეპოქა

თანამედროვე სამყაროში ცნობილი სახეები ძირითადად სოციალური ქსელებისა და რეალითი შოუების საშუალებით აღწევენ წარმატებას, გასულ საუკუნეში კი ყველაფერი სხვაგვარად ხდებოდა. მაშინ არ არსებობდა სივრცე, სადაც საკუთარ გარეგნობის გაყალბება შეგეძლო. როდესაც ჯანი ვერსაჩემ პოდიუმზე პირველად გამოიყვანა მსოფლიოს სამი ყველაზე ცნობილი მოდელი, ესენი იყვნენ კრისტი ტარლინგტონი, ნაომი ქემბელი და ლინდა ევანჯელისტა, დაიწყო ხანა, რომელიც სუპერმოდელების ეპოქის სახელით არის ...

News.ge 

მამუკა ხაზარაძე: „ლელო” ყველა პოლიტიკურ ძალას მოუწოდებს, არ გამოიყენოს 20 ივნისის აქციის ტრიბუნა

„ლელოს“ ლიდერის მამუკა ხაზარაძის განცხადებით, “ლელო” მოუწოდებს ყველა პოლიტიკურ ძალას, არ გამოიყენოს 20 ივნისის აქციის ტრიბუნა და აქციაზე არ უნდა იყოს არც ერთი გზავნილი, გარდა ქართველი ხალხის ევროპული არჩევანისა. „20 ივნისი გარდამტეხი დღე იყო ქვეყნის საზოგადოებრივ ცხოვრებაში. სწორედ ამ დღეს, კიდევ ერთხელ ხმამაღლა დააფიქსირა ქართველმა ხალხმა, რომ მზად არის თავისუფალი მომავალისთვის, შვილებისთვის, ღირსებისთვის, ქვეყნის სწორი განვითარებისთვის ერთად დადგეს. ...

News.ge 

ირაკლი ღარიბაშვილი: ჩვენ ვითხოვთ დამსახურებულ, სამართლიან დამოკიდებულებას, მორჩა!

ჩვენ ვითხოვთ დამსახურებულ, სამართლიან დამოკიდებულებას, მორჩა! – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭების შესახებ საუბრისას ჟურნალისტებს განუცხადა. როგორც ღარიბაშვილმა აღნიშნა, საქართველოსთან დაკავშირებით მიღებული „რეზოლუცია მისთვის არაფრის მთქმელი არ არის და “ეს არის პოლიტიკურად მიკერძოებული“ დოკუმენტი. „ჩვენ მშვიდად, მტკიცედ უნდა გავაგრძელოთ ჩვენი ქვეყნის მშვიდობის შენარჩუნება, ჩვენი მოსახლეობის, ჩვენი ხალხის მშვიდობის... Читать дальше...

News.ge 

განათლების სამინისტრო: სამინისტრო პატივს სცემს თითოეული სტუდენტის გამოხატვის თავისუფლებას, თუმცა პროტესტის ძალადობრივი ფორმა დაუშვებელია

განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო ეხმიანება ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 10 ივნისს განვითარებულ მოვლენებს ეხმიანება. როგორც სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, სამინისტროსთვის „მიუღებელია ყოველგვარი ძალადობრივი ქმედება და შესაბამისად, გმობს პროტესტის გამოხატვის იმ ძალადობრივ ფორმებს, რომელსაც ადგილი ჰქონდა 10 ივნისს, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში“. „სამინისტრო პატივს სცემს თითოეული სტუდენტის გამოხატვის თავისუფლებას, თუმცა პროტესტის ძალადობრივი ფორმა დაუშვებელია. Читать дальше...

News.ge 

ნიკოლოზ სამხარაძე: თუ პრეზიდენტმა ვიზიტებზე მთავრობას მიმართა და ეს დაუბლოკეს, დოკუმენტი გაასაჯაროოს

ყველანაირი ეჭვები რომ გაიფანტოს, თუ პრეზიდენტმა ვიზიტებზე მთავრობას მიმართა და ეს დაუბლოკეს, დოკუმენტი გაასაჯაროოს, – ამის შესახებ საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, ნიკოლოზ სამხარაძემ „ქრონიკაში“ განაცხადა, რითაც გამოეხმაურა პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის გუშინდელ განცხადებას. „რამდენიმე დღის წინ ვამბობდი, კარგია რომ პრეზიდენტი გააქტიურდა, თავის კონტაქტებს იყენებს და ოფიციალური ვიზიტით სხვადასხვა ქვეყანაში ჩადის, იმისთვის რომ საქართველოს დაეხმაროს და ეს ...

News.ge 

ნანა კაკაბაძე: 10 შეკითხვა სალომე ზურაბიშვილს

არსებობს თუ არა ევროპაში პოლიტიკური კორუფცია და ფიქრობთ თუ არა, რომ ევროპარლამენტში, ბიძინა ივანიშვილის საწინააღმდეგო ლობისტური საქმიანობა, შეიძლება დაფინანსებული Credit Suisse-ს მიერ, რაც საქართველოს მეხუთე კოლონის ინტერესებსაც ემთხვევა? – ეს ერთ-ერთია იმ ათი შეკითხვიდან, რომლითაც არასამთავრობო ორგანიზაცია „ყოფილი პოლიტპატიმრები ადამიანის უფლებებისთვის“ თავმჯდომარე ნანა კაკაბაძე საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს მიმართავს. ამის შესახებ ნანა კაკაბაძე სოციალურ ქსელში წერს. აქვე ნანა ...

News.ge 

ლალი მოროშკინა: აი გული მიგრძნობს, როგორ მძიმედ დასრულდებით…

“დღეს ჩემთვის ყველა ჩემი ქვეყნის მოწინააღმდეგე ევროპელი ეს ხართ… კლოუნადა გრძელდება. მით უფრო საინტერესოა ფინალი!!!! აი გული მიგრძნობს, როგორ მძიმედ დასრულდებით…” “გახსენით მეორე ფრონტიო, შეაკალით დარჩენილი ბიჭები ჩვენს პოხონდრიებსო, ერთადერთი რეალური ქველმოქმედი ივანიშვილი მიგვასანქცირებინეთო, დამნაშავეები გამოუშვით და უდანაშაულოები ჩასვით ციხეშიო, დაანგრიეთ ქვეყანა, ჩოხები გაიხადეთ და კოლგოტები ჩაიცვითო… ფარდა” – წერს ჟურნალისტი ლალი მოროშკინა სოციალურ ქსელში.

News.ge 

პრემიუმ ბრენდის, Renault Trucks-ის კომერციულ ავტომანქანებს რეგიონში ,,თეგეტა“ წარმოადგენს – პირველი ცენტრი თბილისში გაიხსნა

• ქართულ ბაზარს ფრანგული წარმოების სატვირთო ავტომანქანები შეემატა, რაც ინფრასტრუქტურული, სამშენებლო და ლოგისტიკური პროექტების განხორციელებას შეუწყობს ხელს; • თეგეტა ჰოლდინგის შვილობილი კომპანია Tegeta Commercial Vehicles ფრანგული ბრენდის ტექნიკით სომხეთსაც მოამარაგებს. „თეგეტა ჰოლდინგში“ შემავალი Tegeta Commercial Vehicles საქართველოში პრემიუმ კლასის ბრენდის Renault Trucks-ის გაყიდვებს იწყებს. ფრანგულ ბრენდს, რომელიც ოთხ კონტინენტზე საქმიანობს, რეგიონის ბაზარზე ქართული კომპანია ექსკლუზიურად ...

News.ge 

აგრო სოლუშენს ჯგუფმა CVIG Agro-სთან ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა

სოფლის მეურნეობის სექტორში ერთ-ერთ წამყვან საკონსულტაციო კომპანია „აგრო სოლუშენს ჯგუფსა“ და CVIG Agro-ს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. CVIG Agro სოფლის მეურნეობის სფეროში თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვასა და პოპულარიზაციაზე მუშაობს. ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის გაფორმების შემდეგ კი, აღნიშნული კომპანიები უკვე ერთობლივად იმუშავებენ თანამედროვე ცოდნისა და ტექნოლოგიების ინტეგრაციაზე ქართულ სოფლის მეურნეობაში. მნიშვნელოვანია, რომ ორივე კომპანიას ჰყავს საერთაშორისო ბაზარზე მოქმედი პარტნიორები... Читать дальше...

News.ge 

ირინა სარიშვილი: გვექნებოდა თუ არა პროტესტი ახალგაზრდების მიმართ, ასე ქეჩოთი მთავრობა რომ გამოეთრიათ კაბინეტებიდან?!

“რა თქმა უნდა, საზარელი საყურებელია, როცა ადამიანს ქეჩოთი მიათრევენ, ასაკით უფროსს თუ თანატოლს. რა თქმა უნდა, არავითარი “მაგრამ” ძალადობის შემთხვევაში არ არსებობს. და მაინც – მაგრამ! გვექნებოდა თუ არა პროტესტი ახალგაზრდების მიმართ, ასე ქეჩოთი მთავრობა რომ გამოეთრიათ კაბინეტებიდან?! გულზე ხელი დაიდეთ და საკუთარ თავს უპასუხეთ გულახდილად. ხედავთ პრობლემა სად არის? ჩვენი ახალგაზრდობა სადააო რომ ვკითხულობთ ...

News.ge 

პოლკოვნიკი დევიდ ჯონსონი: ვაღიაროთ – წარმოდგენა არ გვაქვს, კიდევ რამდენ ხანს გასტანს ეს ომი

„რაც უფრო მეტი დრო გადის, მით მეტად ვერთვებით ამ კონფლიქტში, მით მეტი გვიჩნდება დასაკარგი და მით მეტია ჩვენი ინტერესი, ის უკრაინის სასარგებლოდ დასრულდეს. [უკრაინას] ჩაფხუტებს და ჯავშანჟილეტებს ვაწვდიდით და ახლა HIMARS-ებსა და GEPARD-ებს ვაძლევთ. ფსონები გაიზარდა, მათ შორის, ჩვენთვისაც“, – ამბობს ამერიკელი სამხედრო სტრატეგი, პოლკოვნიკი და სამხედრო მეცნიერებათა პროფესორი დევიდ ჯონსონი, ამერიკის ჯარის 24-წლიანი სამსახურის ...

News.ge 

ვიოლა ფონ კრამონი: ცუდ ხუმრობას ჰგავს, როცა პრეზიდენტი ხარ და მთავრობა არ გაძლევს გამგზავრების საშუალებას

გერმანელი ევროპარლამენტარი ვიოლა ფონ კრამონი “ტვიტერზე” ეხმიანება საქართველოს პრეზიდენტის გუშინდელ, 10 ივნისის განცხადებას, რომელშიც სალომე ზურაბიშვილი მთავრობისგან საერთაშორისო ვიზიტების შეზღუდვაზე კიდევ ერთხელ საუბრობდა. კრამონი ამას “ცუდ ხუმრობას” უწოდებს. “როცა ქვეყნის პრეზიდენტი ხარ და შენი მთავრობა არ გაძლევს გამგზავრების საშუალებას, ცუდ ხუმრობას ჰგავს. მაგრამ, სამწუხაროდ, დღეს საქართველოში ეს პოლიტიკური რეალობაა”, – დაწერა ევროპარლამენტარმა. გუშინ, 10 ივნისს ...

News.ge 

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი: რუსები ემზადებიან სლავიანსკზე და სივერსკზე თავდასხმისთვის

რუსები სლავიანსკსა და სივერსკზე თავდასხმისთვის ემზადებიან, – ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი იტყობინება.  „სლავიანსკის მიმართულებით, ოკუპანტი ფოკუსირებულია ჯარების მომზადებაზე სლავიანსკზე თავდასხმისთვის. აგროვებენ საბრძოლო მასალას, საწვავს და საპოხ მასალებს სლავიანსკსა და სივერსკზე შეტევისთვის“, – ნათქვამია განცხადებაში. ხარკოვის მიმართულებით, დამპყრობლის ძირითადი ძალისხმევა მიმართულია დაცვასა და სახელმწიფო საზღვრამდე ჩვენი ჯარების შემდგომი წინსვლის აღკვეთაზე. მანამდე... Читать дальше...

News.ge 

ავარიის შედეგად დაშავებულ ბულგარელ ფეხბურთელს თოდორ ნედელევს თბილისში, ინგოროყვას კლინიკაში ოპერაცია ჩაუტარდა

როგორც ბულგარული პრესა წერს, რომ ფეხბურთელს თავის არეში აქვს დაზიანებები, რადგან მინის ნატეხი მოხვდა. თბილისში ჩამოსული ბულგარეთის ნაკრები წუხელ ავტოავარიაში მოყვა. ბულგარული მედიის ცნობით, ეროვნული გუნდი თბილისის აეროპორტიდან სასტუმროში უეფას მოთხოვნის შესაბამისად, ორი ავტობუსით მიდიოდა, რა დროსაც ერთი ავტობუსი მეორეს შეეჯახა. ბულგარული პრესის ინფორმაციით, ფეხბურთელის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება ,თუმცა მას კიდევ არაერთი კვლევა დასჭირდება. ...

News.ge 

ნატა ასათიანი: აცხოვრებთ თქვენს შვილს საერთო საცხოვრებელში – მეკითხებიან და დიახ, ვაცხოვრებ!

“დათო, რადგან თსუ ადმინისტრაციაში ვმუშაობ ვერ დავტოვებ უპასუხოდ შენს სტატუსს” – ასე გამოეხმაურა ჟურნალისტ დავით ლიკლიკაძის სტატუსს თსუ-ს ადმინისტრაციის წარმომადგენელი ნატა ასათიანი. “2-ჯერ შეხვდა რექტორი, 20-ჯერ ადმინისტრაცია. გავხსენით საგამოცდო ცენტრები ქუთაისსა და ახალციხეში… უფასოდ ვაცხოვრებთ საერთო საცხოვრებელში გამოცდების პერიოდში. საცხოვრებელში ლისზე (სადაც კარგი პირობებია) არის ათეულობით ადგილი… მე სახლში არ მაქვს ისეთი პირობები, როგორიც ლისზეა… ...

News.ge 

ნიკა მელია: სალომე ზურაბიშვილს პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლება შეუძლია – თუ მის მიერ ეს გადაწყვეტილება არ იქნება მიღებული …

სალომე ზურაბიშვილს, არც მეტი, არც ნაკლები პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლება შეუძლია. თუ მის მიერ ეს გადაწყვეტილება არ იქნება მიღებული, ნებისმიერ, თუნდაც სამართლიან რიტორიკას, რომელსაც იგი ავითარებს, ფასი არ ექნება, – ასე აფასებს „ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე ნიკა მელია პრეზიდენტის მიერ დღეს გაკეთებულ განცხადებებს. როგორც მელია განმარტავს, თუ სალომე ზურაბიშვილს ნამდვილად სურს, ვითარების ოდნავ მაინც განმუხტვა, მან უნდა იმოქმედოს შესაბამისი პოლიტიკური ინსტრუმენტების გამოყენებით, ...

News.ge 

მიხეილ მიშუსტინმა რუსეთის მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციიდან გასვლის შესახებ განკარგულებას ხელი მოაწერა

რუსეთის ფედერაციის მთავრობამ დაამტკიცა ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტროს წინადადება მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციიდან (UNWTO) გასვლის შესახებ, – ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს. მათივე ცნობით, რუსეთის პრემიერ-მინისტრმა, მიხეილ მიშუსტინმა შესაბამის ბრძანებას ხელი „რუსეთის ფედერაციის საერთაშორისო ხელშეკრულებების შესახებ კანონის შესაბამისად“ მოაწერა. მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის დატოვების გეგმების შესახებ 27 აპრილს გახდა ცნობილი. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ ორგანიზაციის ხელმძღვანელმა... Читать дальше...

News.ge 

თბილისში, ბულგარეთის ნაკრების ავტობუსები ერთმანეთს შეეჯახნენ

თბილისში, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ბულგარეთის ნაკრების ფეხბურთელი, ტოდორ ნედელევი დაშავდა. ფეხბურთელები აეროპორტიდან სასტუმროსკენ ორი ავტობუსით მიემართებოდნენ, რა დროსაც, ერთ-ერთი ავტობუსის მძღოლმა საჭეზე კონტროლი დაკარგა და მეორეს შეეჯახა. ნედელევი საავადმყოფოშია გადაყვანილი და შესაბამის გამოკვლევები უტარდება. რაც შეეხება დანარჩენ ფეხბურთელებს, ბულგარეთის საფეხბურთო კავშირის ცნობით, ისინი არ დაშავებულან. ცნობისთვის, საქართველოსა და ბულგარეთის საფეხბურთო მატჩი ბორის პაიჭაძის სახელობის დინამო... Читать дальше...


Полиция задержала подозреваемого в стрельбе в московском районе Бибирево

Трек звезды шоу «Голос» и российских мюзиклов Натальи Сидорцовой «Черны глаза» вошел в Топ-чарт VK

Предпринимателей наградили в Воскресенске в честь профессионального праздника

В Твери 15-летний парень катался по улицам на автомобиле



Новости 24/7 DirectAdvert - доход для вашего сайта



Частные объявления в Вашем городе, в Вашем регионе и в России



Smi24.net — ежеминутные новости с ежедневным архивом. Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. "123 Новости" — абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. Smi24.net — облегчённая версия старейшего обозревателя новостей 123ru.net. Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть —онлайн с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии. Smi24.net — живые новости в живом эфире! Быстрый поиск от Smi24.net — это не только возможность первым узнать, но и преимущество сообщить срочные новости мгновенно на любом языке мира и быть услышанным тут же. В любую минуту Вы можете добавить свою новость - здесь.




Новости от наших партнёров в Вашем городе

Ria.city

Людей не выпускали из дерматологического диспансера во время стрельбы в Бибирево

В многоквартирном доме Подмосковья восстановили противопожарную безопасность

Новый автомобиль для курьеров создали разработчики "Атома"

Трек звезды шоу «Голос» и российских мюзиклов Натальи Сидорцовой «Черны глаза» вошел в Топ-чарт VK

Музыкальные новости

Ролан Гаррос. Расписание 2 июня. Потапова и Швентек сыграют первым запуском, Синнер – последним

«Зенит» добыл волевую победу в матче с «Балтикой» и завоевал Кубок России

Бизнес в объективе. На столичных вокзалах открылась мультимедийная выставка

Дело об избиении в Московской области азербайджанцем молотком участника СВО расследуют повторно

Новости России

В Твери 15-летний парень катался по улицам на автомобиле

Трек звезды шоу «Голос» и российских мюзиклов Натальи Сидорцовой «Черны глаза» вошел в Топ-чарт VK

Полиция задержала подозреваемого в стрельбе в московском районе Бибирево

Режиссер Кузин высказался о «саратовской театральной мафии» в Москве

Экология в России и мире

«585*ЗОЛОТОЙ» выступила партнером медиафестиваля творческой молодежи YOUPITER

Началось вещание Детского радио в Хабаровске

В филиалах АО "Желдорреммаш" прошли мероприятия ко Дню защиты детей

Победитель фирменной игры «Авторадио» получил ключи от Oting Паладин

Спорт в России и мире

Мирра Андреева впервые вышла в четвертьфинал турнира Большого шлема

Бывшая российская теннисистка спела гимн Франции: «Я здесь дома»

Теннисист Джокович побил рекорд Федерера по победам на турнирах "Большого шлема"

17-летний россиянин Даниил Саркисян разгромил Форбса из США на юниорском «Ролан Гаррос»

Moscow.media

Водитель "Лифана" погибла после аварии с фурой

Новые мониторы Xiaomi на российском рынке

Филиал № 4 ОСФР по Москве и Московской области информирует: Свыше 5,2 миллиона жителей Московского региона получают набор социальных услуг в натуральном виде

На орловской трассе столкнулись микроавтобус «УАЗ» и тягач «Scania», груженный дисками вагонных колес







Топ новостей на этот час

Rss.plus





СМИ24.net — правдивые новости, непрерывно 24/7 на русском языке с ежеминутным обновлением *