Мы в Telegram
Добавить новость
Новости сегодня

Новости от TheMoneytizer


Январь
2020

Новости за 14.01.2020

Radiotavisupleba.ge 

პოლიციამ ანრი ოხანაშვილის მიმართ მუქარის ბრალდებით ერთი პირი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს თანახმად, დაბა ბაკურიანში, ერთ-ერთ რესტორანში  საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარეს ანრი ოხანაშვილსა და ერთ-ერთ პირს შორის ინცინდენტი მოხდა. როგორც რადიო თავისუფლებას უთხრეს  შინაგან საქმეთა სამინისტროში, მოქალაქე დეპუტატს სიტყვიერად დაემუქრა და საქმე ფიზიკურ დაპირისპირებამდე არ მისულა. პირი დაკავებულია პოლიციისადმი დაუმორჩილებლობის მუხლით, გამოძიება ფაქტზე სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლით მიმდინარეობს. მუხლი გულისხმობს სიცოცხლის მოსპობის... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

მოსკოვთან დავის მოგვარებამდე ბელარუსი ევროპის ქვეყნებში ეძებს ნავთობის მიმწოდებელს

ბელარუსმა ევროპის რამდენიმე სახელმწიფოს მიმართა შეკითხვით ბელარუსის ეკონომიკის საჭიროებისთვის ნავთობის მიწოდების შესაძლებლობაზე იმ პერიოდში, სანამ მოგვარდება ტარიფების თაობაზე უთანხმოება მინსკსა და მოსკოვს შორის. ბელარუსის ვიცე-პრემიერმა დმიტრი კრუტოიმ 14 იანვარს განაცხადა, რომ ბელარუსის ყველა ნავთობგადამამუშავებელი საწარმოს წარმომადგენლები აწარმოებენ მოლაპარაკებებს პოტენციურ პარტნიორებთან უცხოეთში. კრუტოიმ იმედი გამოთქვა, რომ მინსკს უახლოეს მომავალში გამოუჩნდება ნავთობის შესყიდვის ალტერნატიული შესაძლებლობები. Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

HRW: 2019 წელი საქართველოსთვის პოლიტიკური დაძაბულობით და პროტესტით იყო გამორჩეული

საერთაშორისო უფლებადამცველი ორგანიზაცია „ჰიუმან რაიტს უოჩი“ (HRW) აქვეყნებს თავის ყოველწლიურ, რიგით 30-ე, ანგარიშს, რომელშიც ის შეფასებას აძლევს 100-მდე ქვეყანაში ადამიანის უფლებების თვალსაზრისით არსებულ მდგომარეობას. განსაკუთრებით პრობლემურადაა მიჩნეული ვითარება სირიასა და იემენში, სადაც სირიის სამთავრობო ძალები, რუსეთი და საუდის არაბეთის ხელმძღვანელობით მოქმედი კოალიცია უხეშად უგულებელყოფენ საერთაშორისო წესებს სამოქალაქო პირების დაცვასთან დაკავშირებით, მათ შორის სამოქალაქო პირებზე თავდასხმისა და საავადმყოფოების დამბომბვის აკრძალვას. Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

საპროკურორო საბჭოში გენერალური პროკურორის თანამდებობაზე ჯერჯერობით  5 კანდიდატია წარდგენილი

საპროკურორო საბჭოს,14 იანვრის მონაცემებით, საქართველოს გენერალური პროკურორის ვაკანტურ თანამდებობაზე 5 კანდიდატურა წარედგინა. გენერალური პროკურატურის თანახმად, ეს კანდიდატები არიან: გრიგოლ გაგნიძე - „ადვოკატთა და იურისტთა საერთაშორისო ობსერვატორიის“ თავმჯდომარე, ადვოკატი და უფლებადამცველი რაულ გამისონია -  „საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის“ წევრი, ადვოკატი. სოფიო შენგელია - „კავკასიის უნივერსიტეტის“  კავკასიის სამართლის სკოლის დეკანი. პაატა გაბელია -  „საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის“ წევრი... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

მიხეილ სააკაშვილი შსს-ს: თქვენ ჩამოხვალთ ჩემი ჩვენებების ჩასაწერად, თუ ჩამოგაკითხოთ მანდ?!

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში აქვეყნებს ვიდეოს, რომელშიც შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართავს. საქმე ეხება შინაგან საქმეთა სამინისტროს გადაწყვეტილებას,  შეისწავლოს მიხეილ სააკაშვილის მიერ ტელეკომპანია „მთავარი არხის“ ეთერში გაკეთებული ის განცხადება, რომელიც  შსს-ს თანახმად, იძლევა ვარაუდის საფუძველს, რომ სახელმწიფო ხელისუფლების ძალადობრივი გზით დამხობის მცდელობა 20-21 ივნისის ღამეს მიხეილ სააკაშვილის ხელმძღვანელობით განხორციელდა: „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მინდა  მივმართო სრულიად საიდუმლოდ... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

საქართველოს წყალბურთის ნაკრებმა საფრანგეთს მოუგო

საქართველოს წყალბურთის ნაკრებმა ევროპის 2019 წლის ჩემპიონატი გამარჯვებით გახსნა. რევაზ ჩომახიძის გაწვრთნილი გუნდი ბუდაპეშტში დღეს დაწყებულ ევროპირველობაზე საფრანგეთის ნაკრებს დაუპირისპირდა, მოუგო ანგარიშით 9:7 და თითქმის გაინაღდა პლეი ოფის საგზური. საქართველოს ნაკრების რიგებში ყველაზე შედეგიანი ბორის ვაპენსკი იყო, სამი გოლით. თითოჯერ გაიტანეს რევაზ იმნაიშვილმა, ანდრია ბითაძემ, ხვიჩა ჯახაიამ, მიხეილ ბაღათურიამ, გიორგი მაგრაქველიძემ და ფაბიო ბარალდიმ. ჯგუფურ ეტაპზე ქართველი წყალბურთელები კიდევ ორ თამაშს ჩაატარებენ... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

იაროსლავ სუმბაევისთვის პასუხისმგებლობის დაკისრებაში რუსეთი საქართველოს თანხმობას ითხოვს

რუსეთის საგამოძიებო კომიტეტი იაროსლავ სუმბაევისთვის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის დასაკისრებლად საქართველოს თანხმობას ითხოვს. საგამოძიებო კომიტეტის თანახმად, საქმე ეხება გამომძიებელ ევგენია შიშკინას მკვლელობას. საგამოძიებო კომიტეტის თავმჯდომარის, ალექსანდრ ბასტრიკინის თანახმად, შესაბამისი დოკუმენტები უკვე გაეგზავნა გენერალურ პროკურატურას. „მოქმედი კანონმდებლობის თანახმად, ჩვენ უნდა მივიღოთ საქართველოს თანხმობა სუმბაევისთვის შიშკინას მკვლელობის საქმეზე სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრებაზეც. Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

ხვალ კონგრესის წარმომადგენელთა პალატაში კენჭს უყრიან ტრამპის იმპიჩმენტის საქმის სენატისთვის გადაცემას

როგორც მოელიან, აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატაში ოთხშაბათს გაიმართება კენჭისყრა იმის თაობაზე, რომ პრეზიდენტ დონალდ ტრამპის იმპიჩმენტის საქმე სენატს გაეგზავნოს. ამის შესახებ სააგენტოები იტყობინებიან დემოკრატ კონგრესმენებზე დაყრდნობით. წარმომადგენელთა პალატამ, რომელსაც დემოკრატები აკონტროლებენ, ტრამპის იმპიჩმენტს ჯერ კიდევ დეკემბერში დაუჭირა მხარი. პრეზიდენტს წაუყენეს ორი ბრალდება - უფლებამოსილებების ბოროტად გამოყენება და კონგრესის გამოძიების დაბრკოლება. ბრალდებები დაკავშირებულია იმასთან... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

პროკურატურა:"ბასიანთან" 3 პირის დაჭრაში ბრალდებულის საქმეზე შესაძლოა კვალიფიკაცია შეიცვალოს

ღამის კლუბ „ბასიანთან“ სამი პირის დაჭრაში ბრალდებული ბიძინა ჩაჩხიანის მიმართ შესაძლოა ბრალდების კვალიფიკაცია შეიცვალოს - აღნიშნულ განცხადებას საქართველოს გენერალური პროკურატურა ავრცელებს. პროკურატურის თანახმად, საგამოძიებო მოქმედებები ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს და მოპოვებული მტკიცებულებების შეფასებისა და ანალიზის შემდგომ, შესაძლებელია კვალიფიკაციის შეცვლა. ბიძინა ჩაჩხიანს 13 იანვარს  ბრალი წარედგინა მუხლებით, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას და ხულიგნობას გულისხმობს. კლუბ "ბასიანთან"... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

რა ხდება და რა შეიძლება მოხდეს ირანში

როგორ შეიძლება განვითარდეს მოვლენები ირანში? რა შეიძლება მოხდეს, თუკი საქმე რევოლუციამდე მივიდა? რა კავშირი აქვს საპროტესტო ტალღას გენერალ სოლეიმანის მკვლელობასთან?

Radiotavisupleba.ge 

ამერიკელი კინორეჟისორი სპაიკ ლი 2020 წელს კანის კინოფესტივალის ჟიურის უხელმძღვანელებს

ამერიკელი კინორეჟისორი სპაიკ ლი 2020 წელს კანის საერთაშორისო კინოფესტივალის ჟიურის უხელმძღვანელებს. ამის შესახებ ფესტივალის საიტი იტყობინება. ლის თქმით, ის ერთდროულად შოკირებულიც იყო, ბედნიერიც, განცვიფრებულიც და ამაყიც, როცა ჟიურის თავმჯდომარეობა შესთავაზეს. „კანის კინოფესტივალმა დიდი გავლენა მოახდინა ჩემს კინოკარიერაზე. იოლად შეიძლება ითქვას, რომ კანმა შეცვალა იმის ტრაექტორია, რადაც ვიქეცი მსოფლიო კინოში“, - განაცხადა 62 წლის რეჟისორმა. ლი პირველი შავკანიანია, რომელიც კანის კინოფესტივალის ჟიურის ჩაუდგება სათავეში. Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

გერმანიაში ტარდება ჩხრეკა და დაპატიმრებები ჩეჩნური წარმომავლობის ისლამისტებს შორის

გერმანიის ოთხ ფედერალურ მხარეში პოლიცია ატარებს დაპატიმრებებსა და ჩხრეკას შესაძლო მსხვილი ტერაქტისთვის მზადებასთან დაკავშირებული ეჭვის გამო. გერმანიის გენერალური პროკურატურის ცნობაში ნათქვამია, რომ რეიდები შეეხო „ჩეჩნური წარმომავლობის ეჭვმიტანილებს ისლამისტური წრეებიდან“. როგორც იტყობინებიან, ოპერაციაში მონაწილეობდა პოლიციის 180-მდე თანამშრომელი. ჩხრეკა ჩატარდა რამდენიმე მისამართზე ბერლინში, ბრანდენბურგსა და ტიურინგიაში - აღმოსავლეთ გერმანიაში. ასევე ქვეყნის დასავლეთში მდებარე ჩრდილოეთ რაინ-ვესტფალიაში. Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

ბორდერიზაციის ახალი ტალღა ჩორჩანის ტყეში

საოკუპაციო ძალების აქტიური ქმედებები ტყის მასივში ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩორჩანის ტყეში რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა ღობეებისა და მავთულხლართების მონტაჟი დაიწყეს. ამის შესახებ პირველი განცხადება 13 იანვარს „ანტისაოკუპაციო მოძრაობამ“ გააკეთა და შესაბამისი ფოტო და ვიდეომასალაც გაავრცელა. ფოტოებზე ტყის მასივში გაყვანილ ახალ გზაზე ეგრეთ წოდებული საზღვრის აღმნიშვნელი ბანერები და ღობეები ჩანს. მიუხედავად იმისა, რომ „ანტისაოკუპაციო მოძრაობას“, რამდენიმე თვეა, სამართალდამცავები საოკუპაციო გამყოფ ხაზთან არ უშვებენ... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

ISFED: საარჩევნო კოდექსში დაგეგმილი ცვლილებები საფრთხეს უქმნის არჩევნების გამჭვირვალობას

ISFED უარყოფითად აფასებს კანონპროექტს, რომელიც ცესკოსა და პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის მიერ, საარჩევნო რეფორმის სამუშაო ჯგუფის გვერდის ავლითაა ინიცირებული. „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების“ თანახმად, „საქართველოს საარჩევნო კოდექსში“ შესატანი ცვლილებების ნაწილი აზრს უკარგავს აქამდე დადგენილ გამჭვირვალობისა და გაყალბების თავიდან აცილების მექანიზმებს და საფრთხის შემცველია დემოკრატიული, თავისუფალი და გამჭვირვალე არჩევნებისთვის. „სამართლიანი არჩევნებისა... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

შსს: მოქალაქემ იარაღის მუქარით ქართველი მესაზღვრე მძევლად აიყვანა

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლებმა საქართველო-აზერბაიჯანის სახმელეთო საზღვრის შეუთანხმებელ მონაკვეთზე დააკავეს საქართველოს მოქალაქე, რომელსაც ბრალად ედება ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარება და პირის მძევლად აყვანა. საქართველოს მოქალაქე გ.ი-მ სასაზღვრო ზონაში ცეცხლსასროლი იარაღისა და ხელყუმბარის გამოყენების მუქარით, ქართველი მესაზღვრე აიძულა გადაადგილებულიყვნენ საზღვრის შეუთანხმებელი მონაკვეთის მიმართულებით. ინცინდენტის განმავლობაში... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

სტრასბურგის სასამართლო: ხოდორკოვსკისა და ლებედევის მიმართ დაირღვა სამართლიანი სასამართლოს უფლება

ადამიანის უფლებების ევროპულმა სასამართლომ არ ცნო პოლიტიკური დევნა ბიზნესმენების, მიხაილ ხოდორკოვსკისა და პლატონ ლებედევის მიმართ, რუსეთში „იუკოსის მეორე საქმის“ განხილვის დროს, რაც თაღლითობისა და ფულის გათეთრების ბრალდებებს ეხებოდა. ბიზნესმენებს უარი უთხრეს კომპენსაციის გადახდაში. სტრასბურგის სასამართლომ ასევე დაადგინა, რომ ხოდორკოვსკისა და ლებედევის, რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის ერთ-ერთი მთავარი ოპონენტების, მიმართ დარღვეულ იქნა სამართლიანი სასამართლოს უფლება, ასევე პირადი და ოჯახური ცხოვრების უფლება. Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

„სადაც არა სჯობს, გაცლა სჯობს“ - სოკოს საწარმოს კომპოსტის წარმოება სხვა ადგილას გადააქვს

რუსთავთან მდებარე სოკოს საწარმომ, საიდანაც, ქალაქის მცხოვრებთა მტკიცებით, უსიამოვნო სუნი ვრცელდება, გადაწყვიტა ნიადაგის კომპოსტის წარმოება სხვა ადგილას გადაიტანოს. რუსთავის მერისთვის დეკემბერში გაგზავნილ წერილში, რომელიც 13 იანვარს გასაჯაროვდა, სოკოს საწარმო „თეთრი ქუდის“ დირექტორი რენატო გრიგორიანი ამბობს, რომ აღარ სურს რუსთავის მოსახლეობასთან დაპირისპირება, მიუხედავად იმისა, რომ საწარმოს მავნე ზემოქმედება დამტკიცებული არ არის. წერილის თანახმად, უსიამოვნო სუნით გამოწვეული პრეტენზიების გათვალისწინებით... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

გერმანიამ, ბრიტანეთმა და საფრანგეთმა აამოქმედეს ირანთან შეთანხმების სადისპუტო მექანიზმი

გერმანიამ, დიდმა ბრიტანეთმა და საფრანგეთმა განაცხადეს, რომ აამოქმედეს სადისპუტო მექანიზმი, რომელიც ირანის ბირთვული პროგრამის თაობაზე 2015 წელს მიღწეული შეთანხმების ნაწილია. მიზეზად ისინი ასახელებენ იმას, რომ თეირანმა შეასუსტა შეთანხმების პირობების დაცვა. ევროპის სამმა სახელმწიფომ, - რომლებიც შეთანხმების ხელმომწერები არიან ჩინეთთან, რუსეთთან და აშშ-თან ერთად, - და ევროპის კავშირმა განაცხადეს, რომ დისპუტის მექანიზმის ამოქმედებით, რამაც შესაძლოა ირანის წინააღმდეგ გაეროს სანქციებამდე მიიყვანოს საქმე... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

მთავრობა გამორიცხავს „ანაკლიის კონსორციუმთან“ ხელშეკრულების აღდგენას

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო გამორიცხავს „ანაკლიის განვითარების კონსორციუმთან“ შეწყვეტილი ხელშეკრულების აღდგენას. განცხადებაში, რომელსაც სამინისტრო ავრცელებს, აღნიშნულია, რომ საქართველოს მთავრობასა და „ანაკლიის განვითარების კონსორციუმს“ შორის არსებული სახელშეკრულებო ურთიერთობა შეწყვეტილია ყველანაირი სამართლებრივი საფუძვლისა და ნორმების დაცვით. „შესაბამისად, ნებისმიერი განცხადება მთავრობასა და კონსორციუმს შორის ამავე ხელშეკრულების ფარგლებში ურთიერთობის გაგრძელების შესაძლებლობაზე... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

აშშ აღადგენს რუსეთის, ჩინეთისა და ირანის შეკავების სტრატეგიას

ყასემ სოლეიმანის - ისლამური რევოლუციის გვარდიის კორპუსის ერთ-ერთი ლიდერის - ლიკვიდაცია ნაწილია შეკავების უფრო ფართო სტრატეგიისა, რომელსაც აშშ ახორციელებს. ამ სტრატეგიის ობიექტები ასევე არიან რუსეთი და ჩინეთი, განაცხადა აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მაიკ პომპეომ. „მოწინააღმდეგეს უნდა ესმოდეს, რომ ჩვენ არა მარტო მოგვეპოვება იმის შესაძლებლობები, რომ მისი მოქმედებებისთვის ფასის გადახდა მოვთხოვოთ, არამედ მართლა მზად ვართ ამის გასაკეთებლად“, - აღნიშნა პომპეომ. მან ახსენა უკრაინისთვის შეიარაღების მიწოდება... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

ჰესის მშენებლობის არეალში მოქცეული ქონების მესაკუთრეები შეთავაზებულ კომპენსაციას აპროტესტებენ

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ მარადიდის მცხოვრებთა ნაწილმა, რომელიც ჰესის მშენებლობის გამო დასათმობი ქონებისთვის შეთავაზებული კომპენსაციის სიმცირეს აპროტესტებს, ცოტა ხნით გადაკეტა ჰესისკენ მიმავალი გზა. გამაფრთხილებელი აქციის მონაწილეებმა აჭარის მთავრობის თავმჯდომარესთან, თორნიკე რიჟვაძესთან შეხვედრა მოითხოვეს. აქციაზე მისულ ხელვაჩაურის მერს, ჯუმბერ ვარდმანიძეს მარადიდელებმა უთხრეს, რომ თუ მათი მოთხოვნა 10 დღის განმავლობაში არ შესრულდება, ჰესის მშენებელი კომპანიის ტექნიკას გზაზე არ გაატარებენ... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

საია: „ინფორმაციული უსაფრთხოების შესახებ“ კანონპროექტი მასობრივი კონტროლის საშუალებას იძლევა

„ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ“ პარლამენტს წარუდგინა დასკვნა, დეპუტატ ირაკლი სესიაშვილის მიერ ინიცირებულ კანონპროექტთან დაკავშირებით, რომელიც ცვლილებების შეტანას გულისხმობს „ინფორმაციული უსაფრთხოების შესახებ“ კანონში. საიას დასკვნის თანახმად კანონპროექტის დამტკიცების შემთხვევაში სახელმწიფოს საჯარო დაწესებულებების, ინტერნეტპროვაიდერების და იურიდიული პირების ინფორმაციაზე წვდომა ექნება და შეეძლება გააკონტროლოს ინტერნეტში გასული ნებისმიერი ინფორმაცია. „კანონპროექტის მიხედვით, მოხდება კრიტიკული ინფორმაციული... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

5 ფაქტი საქართველოს დროშის შესახებ

წითელჯვრებიანი დროშა საქართველოს სახელმწიფო სიმბოლიკად 2004 წლის 14 იანვარს დამტკიცდა. ახალმა დროშამ მანამდე არსებული სამფერა დროშა ჩაანაცვლა.  1. საქართველოს დროშას თავისი პარამეტრები აქვს, რომელთა დაცვა აუცილებელია: დროშის სიგრძე-სიგანის შეფარდება ორი სამზეა, მაგალითად, სიგანე - 2 მეტრი, სიგრძე - 3 მეტრი. წითელი ჯვრების ფერის ნომერი კი არის #FF0000, Hex Red. 2. არის მთელი რიგი წესები, რომლებიც დროშის აღმართვისას უნდა გაითვალისწინონ, მათ შორის: სახელმწიფო დროშის აღმართვისას დამსწრე დგას... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

„სხვა მეზობლები“ - თბილისის უჩინარი ბინადრები

თბილისელებს გვყავს მეზობლები, რომელთა არსებობის შესახებ არაფერი ვიცით. მილიონიან ქალაქში მხოლოდ რამდენიმე ათეულმა ადამიანმა თუ იცის, რომ შეიძლება ის მელიების, ტურების ან, მაგალითად, ენოტების გვერდით სულ რაღაც 100 მეტრში ცხოვრობდეს. ყავისფერი არწივი მოწყვეტით ეშვება და სადაცაა, კლანჭები უნდა ჩაავლოს პატარა ჩიტს, რომ უეცრად ცას მეორე არწივი ჭრის. მტაცებელები ერთდროულად აფრინდებიან მსხვერპლს და ნისლიან ცაზე ნადავლისთვის დაუნდობელი დაპირისპირება იწყება. ეს დრამატული სცენა დოკუმენტური ფილმიდან “სხვა მეზობლები” არა ველურ ბუნებაში... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

გაიცანით თბილისელი მელიები, წავები და სხვა ცხოველები

თბილისელებს გვყავს მეზობლები, რომელთა არსებობის შესახებ არაფერი ვიცით. მილიონიან ქალაქში მხოლოდ რამდენიმე ათეულმა ადამიანმა თუ იცის, რომ შეიძლება ის მელიების, ტურების ან, მაგალითად, ენოტების გვერდით სულ რაღაც 100 მეტრში ცხოვრობდეს.


Катя IOWA приехала на «Авторадио» с кроватью и показала «Кусь»

Юлия Миронова стала VIP-участником форума THE TRENDS 2.0

Международный День защиты детей вместе с LES Art Resort и КидБург

Книжные новинки, лаборатория текста и иллюстраций — ждут гостей Московского детского фестиваля искусств «НЕБО»



Новости 24/7 DirectAdvert - доход для вашего сайта



Частные объявления в Вашем городе, в Вашем регионе и в России



Smi24.net — ежеминутные новости с ежедневным архивом. Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. "123 Новости" — абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. Smi24.net — облегчённая версия старейшего обозревателя новостей 123ru.net. Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть —онлайн с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии. Smi24.net — живые новости в живом эфире! Быстрый поиск от Smi24.net — это не только возможность первым узнать, но и преимущество сообщить срочные новости мгновенно на любом языке мира и быть услышанным тут же. В любую минуту Вы можете добавить свою новость - здесь.




Новости от наших партнёров в Вашем городе

Ria.city

Стоматолог Владимир Лосев: сколько времени нужно носить брекеты

вхожу в интернет и меня здесь нет геополитика

Юлия Миронова стала VIP-участником форума THE TRENDS 2.0

ЗАПИШИ СЕМЕЙНЫЙ РОЛИК — ПОПАДИ В ЭФИР ТЕЛЕКАНАЛА RU.TV

Музыкальные новости

Сергей Собянин. Главное за день

Представитель “Лайм-Займ” одержал победу на XII Чемпионате СФО по управленческим переговорам "Сила Сибири"

Грандиозный концерт закроет сезон в Бурятском театре оперы и балета

Почта России помогла детям-подопечным благотворительных фондов встретиться с футболистами ЦСКА

Новости России

«СВЯТОЙ ЛЕНИН» легально изготавливает армии и спецслужбы. 6 серия. СЕРЬЁЗНЫЙ НОВОСТНОЙ СЕРИАЛ.

Выгодно ли покупать квартиру в новостройке?

Раз нет протестов, будут санкции: как навальнисты и команда Ходорковского меняют стратегию борьбы с Россией

На блогера Илью Варламова составили протокол о дискредитации армии

Экология в России и мире

Компания ICDMC приняла участие в торжественном открытии выставки “Тульское качество”

Любимый россиянами курорт с белоснежными пляжами готовится запустить прямые рейсы в Россию, чтобы снизить цены на туры

С чем носить брюки палаццо: примеры образов

Ozon открывает новый фулфилмент-центр в Ставрополье

Спорт в России и мире

Соболенко победила на старте открытого чемпионата Франции по теннису

Кецманович отказался от борьбы в игре с Медведевым на "Ролан Гаррос"

Матч Котова и Вавринки перенесли на корт Сюзанн Ленглен

Последний танец Надаля и юбка Сюзанн Ленглен: 6 важных фактов о «Ролан Гаррос»-2024

Moscow.media

На закате.

Крупная авария в деревне Образцово Орловского МО. Движение затруднено

Денис Сафин перевел 100 миллионов рублей в фонд помощи пострадавшим от паводка

Прокуратура не будет требовать уничтожить “Вредные советы” Остера







Топ новостей на этот час

Rss.plus





СМИ24.net — правдивые новости, непрерывно 24/7 на русском языке с ежеминутным обновлением *