Мы в Telegram
Добавить новость
Новости сегодня

Новости от TheMoneytizer
Январь
2020

Новости за 25.01.2020

Radiotavisupleba.ge 

პომპეო ინტერვიუს შემდეგ NPR-ის ჟურნალისტს სიცრუეში სდებს ბრალს

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მაიკ პომპეომ აშშ-ის საზოგადოებრივი რადიოს, NPR-ის ჟურნალისტი სიცრუეში დაადანაშაულა, მას შემდეგ, რაც ჟურნალისტმა გამოაქვეყნა ნაწყვეტები მათი საუბრიდან, რომლებიც ვირუსულად გავრცელდა.  NPR-ის ჟურნალისტმა, ლუიზ კელიმ, წამყვანმა გადაცემისა All Things Considered 24 იანვარს თქვა, პომპეო გაბრაზდა და ინტერვიუ შეწყვიტა, როცა დავუსვი კითხვა, რატომ არ დაიცვა აშშ-ის ყოფილი ელჩი უკრაინაში, მარი იავონოვიჩი, რომელიც  გასულ წელს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა გაათავისუფლაო.  კელის თანახმად... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

ენმ-მა გაასაჯაროვა გახარიას მიერ აშშ-ის სენატიდან დეკემბერში მიღებული წერილი

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, სალომე სამადაშვილმა, დღის პირველ ნახევარში გაკეთებული განცხადების კვალდაკვალ, გაასაჯაროვა იმ წერილის შინაარსი, რომელიც 2019 წლის 19 დეკემბრით არის დათარიღებული და რომელსაც საქართველოს პრემიერ-მინისტრს, გიორგი გახარიას უგზავნის აშშ-ის სენატის კომერციის, მეცნიერების და ტრანსპორტის კომიტეტის თავმჯდომარე, როჯერ ვიკერი. რადიო თავისუფლებამ მოიპოვა ამ წერილის ასლი. წერილში ყურადღება გამახვილებულია „ქართული ოცნების“ მიერ თავისივე დაპირებაზე ნათქვამ უარზე, დაენერგა სრულად პროპორციული საარჩევნო სისტემა... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

იუწყებიან, რომ აშშ-ის ნეონაცისტური ჯგუფის ლიდერი ახლა რუსეთში ცხოვრობს

მედიაში გავრცელებული ცნობებით, ამერიკელი კაცი, რომელსაც კავშირი აქვს აშშ-ში ძალადობრივი თავდასხმების გეგმების მქონე ნეონაცისტურ ჯგუფთან, ახლა რუსეთში ცხოვრობს.  გაზეთმა "გარდიანმა" და ბიბისიმ 24 იანვარს გაავრცელეს ცნობა, რომ ნეონაცისტურ ჯგუფს, რომელიც საკუთარ თავს "ბაზას" უწოდებს, ხელმძღვანელობს კაცი ყალბი სახელებით ნორმან სპეარი და რომან ვულფი. ამ მედიასაშუალებების თანახმად, მამაკაცის ნამდვილი სახელია რინალდო ნაზარო და ის 2018 წელს გადავიდა საცხოვრებლად სანკტ-პეტერბურგში.  რუსეთის სოციალური მედია და სხვა ღია წყაროები მიუთითებენ კაცზე... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

21-მდე გაიზარდა მიწისძვრის მსხვერპლთა რიცხვი აღმოსავლეთ თურქეთში

ოფიციალური მონაცემებით, სულ მცირე, 21-მდე გაიზარდა აღმოსავლეთ თურქეთის პროვინცია ელაზიგში მომხდარი მიწისძვრის მსხვერპლთა რიცხვი. დაშავებულია 1000-ზე მეტი ადამიანი.  6.8 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა 24 იანვარს, დაახლოებით საღამოს 9 საათზე მოხდა, პროვინციის დედაქალაქ სივრიცეში, რომელიც 750-მდე კილომეტრითაა დაშორებული დედაქალაქ ანკარას. მთავარ მიწისძვრას კიდევ რამდენიმე ბიძგი მოჰყვა. სივრიცეში სულ მცირე 17 ადამიანი დაიღუპა, კიდევ ოთხი - ახლოს მდებარე ქალაქ მალათიაში, იუწყება თურქეთის ხელისუფლება და დასძენს... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

შემოწმდებიან ჩინეთიდან ჩამოსული მგზავრები

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე, თამარ გაბუნია აცხადებს, რომ კორონავირუსთან დაკავშირებით, თბილისის აეროპორტში ეპიდემიოლოგიური სამსახური მუშაობს. „მგზავრები შემოწმდებიან ისე, როგორც ამას ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია გვეუბნება. მოხდება თერმული სკრინინგი და შემდეგ, 38 გრადუსი და მეტი ტემპერატურის მქონე მგზავრებს ექნებათ საშუალება, გაიარონ საწყისი, წინასწარი შეფასება ადგილზევე, ვიდრე მოხდება მათი გამოშვება აეროპორტიდან ან გადამისამართება პირდაპირ სამედიცინო დაწესებულებაში“, - განაცხადა... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

კრემლი უარყოფს სურკოვის გადადგომას

კრემლი უარყოფს გავრცელებულ ცნობებს, რომ გადადგომას აპირებს პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის ვეტერანი თანაშემწე, ვლადისლავ სურკოვი. სურკოვის გადადგომის შესახებ ცნობა გაავრცელა ალექსეი ჩესნაკოვმა, სურკოვის მრჩეველმა და მოსკოვის პოლიტიკური კვლევების ცენტრის დირექტორმა. მან 25 იანვარს ტვიტერზე დაწერა, სურკოვი გადადგება "უკაინასთან დაკავშირებით კურსის ცვლილების" გამოო.  მაგრამ კრემლის პრესმდივანმა, დმიტრი პესკოვმა თქვა, რომ გადადგომის თაობაზე სურკოვის განცხადება არ არსებობს. პესკოვმა რუსეთის მედიას ასევე უთხრა... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

ჩინეთში იზრდება ვირუსის მსხვერპლთა რიცხვი, საფრანგეთსა და ავსტრალიაში შემთხვევები გამოვლინდა

გაიზარდა დაღუპულთა რაოდენობა და ინფიცირების შემთხვევები ჩინეთის ქალაქ უჰანში გაჩენილი კორონავირუსისგან. პარალელურად, პირველი შემთხვევების შესახებ იუწყებიან საფრანგეთიდან და ავსტრალიიდან. მსოფლიოს გარშემო ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლები მუშაობენ პანდემიის თავიდან არიდების გზებზე.  ჩინეთმა 25 იანვარს გამოაცხადა, რომ ქვეყნის მასშტაბით, 29 პროვინციაში ვირუსით დაიღუპა 41 ადამიანი და დაავადდა სულ მცირე 1287, მათგან 237-ის მდგომარეობა მძიმეა. ჩინეთს გარეთ სიკვდილის შემთხვევები არ არის, თუმცა საფრანგეთმა გამოაცხადა... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

USAID საქართველოში იწყებს 7 მლნ დოლარის საგანმანათლებლო პროგრამას

საქართველოსა და აშშ-ს შორის არსებული პარტნიორობის ფარგლებში, ამერკის საერთაშორისო განვითარების სააგენტო (USAID) 7 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების მორიგ მასშტაბურ 5-წლიან პროექტს განახორციელებს, - ამის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო, რომლის მიხედვითაც, Achieving Student-Centered Education for a New Tomorrow (ASCENT) - პროექტი გულისხმობს საქართველოს ყველა ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში, დაწყებითი საფეხურის მოსწავლეებში წიგნიერების... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

ლუკაშენკო მოსკოვს ბელარუსის რუსეთთან გაერთიანების იძულებაში ადანაშაულებს

ბელარუსის პრეზიდენტმა, ალექსანდრ ლუკაშენკომ მოსკოვი დაადანაშაულა მის ქვეყანაზე ზეწოლის მოხდენაში საიმისოდ, რომ ის რუსეთს შეუერთდეს და იქვე განაცხადა, რომ ამას არასოდეს დაუშვებს.  24 იანვარს, აღმოსავლეთ უკრაინაში, ქაღალდის ქარხნის მუშების წინაშე სიტყვით გამოსვლისას ლუკაშენკომ მწვავედ გააკრიტიკა რუსეთი - რომელიც ბელარუსს იაფ ნავთობს და გაზს აწვდის - იმისთვის, რომ ის ნავთობზე მინსკის დამოკიდებულებას იყენებს ქვეყნის რუსეთის წიაღში "გაქრობის" მიზნით.  "ჩვენ ჩვენი ქვეყანა გვაქვს, სუვერენულები და დამოუკიდებლები ვართ. Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

ვინ გაბედა ილიას „გაზაფხულის“ პაროდირება?

საქართველოში თითქმის ყველამ იცის ზეპირად ილია ჭავჭავაძის ორსტროფიანი ლექსი-შედევრი „გაზაფხული“, რომელიც პოეტმა სტუდენტობისას, „პეტერბურღში“ დაწერა, მაგრამ ბევრმა შესაძლოა არ იცოდეს ამ ლექსის გადაკეთებისა თუ მიბაძვის არც სახუმარო და არც ტრაგიკული ისტორიები.

Radiotavisupleba.ge 

სალომე სამადაშვილი მოუწოდებს ხელისუფლებას, გამოაქვეყნოს სენატიდან მიღებული წერილი

„მოვუწოდებ საქართველოს ხელისუფლებას, გაასაჯაროოს წერილი, რომელიც მიღებული აქვს ჯერ კიდევ დეკემბერში ამერიკის შეერთებული შტატების სენატიდან და კონკრეტულად იმ კომიტეტიდან, რომელიც მუშაობს სანქციების საკითხზე უცხო ქვეყნების ხელისუფლების წარმომადგენლებთან მიმართებაში“, - ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, სალომე სამადაშვილმა 25 იანვარს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. სამადაშვილის თქმით, იმ შემთხვევაში, თუ ხელისუფლება სენატიდან მიღებულ წერილს არ გაასაჯაროებს დღის ბოლომდე, მაშინ ამას თვითონ გააკეთებენ. Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

ლევან ხაბეიშვილი: „იმედია, მე არ დამაბრალებენ, რომ მათ ვცემე“

„იმედია, არ დამაბრალებენ, რომ ამ ტურებს და სვავებს, რომლებიც მოპარვით გამისწორდნენ ფიზიკურად, მე ვცემე. გვაქვს ასეთი პრაქტიკაც ოპოზიციის ლიდერებთან მიმართებით“, - განაცხადა თბილისის საკრებულოს ოპოზიციონერმა წევრმა, ლევან ხაბეიშვილმა ძველი თბილისის პოლიციის განყოფილებასთან, სადაც დაკითხვაზე დაიბარეს. ლევან ხაბეიშვილის ადვოკატის გიორგი კონდახიშვილის თქმით, 24 იანვარს, მთელმა საქართველომ პირდაპირ ეთერში იხილა თბილისის საკრებულოს წევრზე ლევან ხაბეიშვილზე ჯგუფური ძალადობა. ადვოკატი გიორგი კონდახიშვილი იმედოვნებს... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

ედუარდ შევარდნაძე - 92

25 იანვარს დაიბადა ქართველი პოლიტიკოსი და სახელმწიფო მოღვაწე, 1985-1990 წლებში საბჭოთა კავშირის საგარეო საქმეთა მინისტრი, 1995–2003 წლებში საქართველოს პრეზიდენტი ედუარდ შევარდნაძე

Radiotavisupleba.ge 

საქართველოს საგარეო უწყებამ მიუსამძიმრა თურქ ხალხს

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო მწუხარებას გამოთქვამს თურქეთში მომხდარ მიწისძვრასთან დაკავშირებით და დაშავებულებს სწრაფ გამოჯანმრთელებას უსურვებს. „გვინდა გამოვხატოთ ჩვენი უზარმაზარი თანაგრძნობა და მწუხარება თურქეთში მომხდარ ტრაგიკულ მიწისძვრასთან დაკავშირებით. სრულ სოლიდარობას ვუცხადებთ ჩვენს ახლო მოკავშირეს და მეგობარს. ვიზიარებთ თურქი ხალხისა და განსაკუთრებით დაზარალებულთა ოჯახების მწუხარებას და ვუსურვებთ ყველა დაშავებულს სწრაფ გამოჯანმრთელებას“, - ნათქვამია საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

გიგა ბოკერია: „ჩვენი ამოცანა არაა, ივანიშვილი მოიქცეს ძალიან ცუდად და მერე ძალიან მწარედ დაისაჯოს“

აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის წევრების, ბრაიან ბაბინისა და პიტ ოლსონის განცხადებას, რომ ხმას უერთებენ საქართველოს მთავრობის მიმართ გამოთქმულ კრიტიკას, „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი, გიგა ბოკერია „კრიტიკის უწყვეტ ტალღას“ უწოდებს. „რომელ წერილში რა ტერმინები იქნება ნახმარი, ეს არ ცვლის ბევრს არაფერს. მთავარია, ეს ტალღა, რომელიც ნიშნავს ივანიშვილის საერთაშორისო იზოლაციას. თუ ივანიშვილი გააგრძელებს ძალადობისა და რეპრესიების დღევანდელ კურსს, უკან არ წაიღებს შეურაცხყოფას და არ მისცემს ქართველ ხალხს იმას... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

აუშვიცი როგორც აპორია?

„მე ისე მოვკვდები, რომ ვერასდროს ვიპოვი პასუხს კითხვაზე, რომელიც ყველაზე უფრო მტანჯავს: როგორ ხდებოდა, რომ აუშვიცის თანამშრომელი მთელი დღის განმავლობაში ბავშვებს აწამებდა და კლავდა, ხოლო საღამოს სახლში თავისიანებს რილკეს პოემებს უკითხავდა და შუბერტის ლიდებს უსმენდა...“ - დაწერს ჯორჯ სტაინერი, თანამედროვეობის ერთ-ერთი ყველაზე დიდი ინტელექტუალი, ადამიანი, რომელიც მთელი ცხოვრება იკვლევდა დამოკიდებულებას ბარბაროსობასა და კულტურას შორის. ადამიანის დანაშაულს ონტოლოგიური საფუძველი აქვს თუ იგი განპირობებულია ისტორიული კონტექსტით? Читать дальше...


Онколог Марина Шорина: «Раковая опухоль потребляет колоссальное количество энергии из запасов человека»

Сотрудники Росгвардии проверяют готовность детских оздоровительных лагерей к работе в Подмосковье

Книжные новинки, лаборатория текста и иллюстраций — ждут гостей Московского детского фестиваля искусств «НЕБО»

вхожу в интернет и меня здесь нет геополитика



Новости 24/7 DirectAdvert - доход для вашего сайта



Частные объявления в Вашем городе, в Вашем регионе и в России



Smi24.net — ежеминутные новости с ежедневным архивом. Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. "123 Новости" — абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. Smi24.net — облегчённая версия старейшего обозревателя новостей 123ru.net. Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть —онлайн с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии. Smi24.net — живые новости в живом эфире! Быстрый поиск от Smi24.net — это не только возможность первым узнать, но и преимущество сообщить срочные новости мгновенно на любом языке мира и быть услышанным тут же. В любую минуту Вы можете добавить свою новость - здесь.




Новости от наших партнёров в Вашем городе

Ria.city

«СВЯТОЙ ЛЕНИН» спасает население от борьбы с перенаселением, 5 серия, СЕРЬЁЗНЫЙ НОВОСТНОЙ СЕРИАЛ.

«СВЯТОЙ ЛЕНИН» спасает население от борьбы с перенаселением, 5 серия, СЕРЬЁЗНЫЙ НОВОСТНОЙ СЕРИАЛ.

«СВЯТОЙ ЛЕНИН» легально изготавливает армии и спецслужбы. 6 серия. СЕРЬЁЗНЫЙ НОВОСТНОЙ СЕРИАЛ.

Онколог Марина Шорина: «Раковая опухоль потребляет колоссальное количество энергии из запасов человека»

Музыкальные новости

В Подмосковье сотрудники Росгвардии задержали подозреваемого в краже товаров из магазина

Олег Рой и Дарья Донцова высказались о необходимости масштабирования опыта Башкортостана в проведении книжных фестивалей

В Подмосковье сотрудники Росгвардии задержали подозреваемого в краже товаров из магазина

Путин запретил списывать пенсии детей-инвалидов при взыскании долгов

Новости России

Владислав Шапша озвучил в Москве предложения по поддержке калужских высокотехнологичных предприятий

Риелтор Раджабова назвала два района Москвы с самыми дорогими квартирами

Юлия Миронова стала VIP-участником форума THE TRENDS 2.0

Площадь пожара на складе в Новогирееве увеличилась до 4000 квадратных метров

Экология в России и мире

В исторических парках покажут любимые мультфильмы от СТС Kids ко Дню защиты детей

VK Fest 2024: Музыка и Развлечения на Открытых Площадках России

Третья Московская неделя моды: масштабное событие с участием дизайнеров из России и мира пройдет в октябре

Доктор Кутушов назвал болезни, которые поджидают отдыхающих у водоёмов

Спорт в России и мире

Надежда Петрова высказалась о перспективах Арины Соболенко снова возглавить рейтинг WTA

Последний танец Надаля и юбка Сюзанн Ленглен: 6 важных фактов о «Ролан Гаррос»-2024

Белорусские теннисистки проведут стартовые встречи открытого чемпионата Франции

Разгром за час определил следующую соперницу Арины Соболенко на «Ролан Гаррос»

Moscow.media

"ДиМ" строит участок 5 трассы СБВ

Денис Сафин перевел 100 миллионов рублей в фонд помощи пострадавшим от паводка

В Арамиле возбудили уголовное дело из-за "дома-монстра", в котором продолжают жить люди

Завершен монтаж пролетного строения моста через Волгу на обходе Твери







Топ новостей на этот час

Rss.plus





СМИ24.net — правдивые новости, непрерывно 24/7 на русском языке с ежеминутным обновлением *