Мы в Telegram
Добавить новость
Новости сегодня

Новости от TheMoneytizer
Июль
2021

Новости за 04.07.2021

Radiotavisupleba.ge 

დღეს ღირსების მარში იმართება - რა არ უნდა გამოგრჩეს 5 ივლისს

„პრაიდის“ მოწინააღმდეგეებმა კარვები გაშალეს - რა მოხდება რუსთაველზე? დღეს პრაიდის კვირეულის ბოლო დღეა, რომელიც ღირსების მარშით უნდა დასრულდეს. მარშის ჩაშლას აანონსებენ ჰომოფობიური ჯგუფები. მათმა წარმომადგენლებმა რუსთაველის მეტროსთან ერთი დღით ადრე კარვები გაშალეს. ღირსების მარში #სოლიდარობისთვის 6 საათზე რუსთაველის მეტროდან დაიწყება. მონაწილეები სახელმწიფოსგან ითხოვენ ადამიანზე ორიენტირებული პოლიტიკის წარმოებას, სიძულვილით მოტივირებული დანაშაულების სათანადოდ გამოძიებას და საკუთარი მოქალაქეების დაცვას. Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა აშშ-ს დამოუკიდებლობის დღე მიულოცა

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ამერიკას 4 ივლისი, დამოუკიდებლობის დღე მიულოცა. „ტვიტერზე“ გამოქვეყნებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ „4 ივლისი შანსია გავიხსენოთ ის 245 წელი, რომლის განმავლობაშიც თავისუფალი მსოფლიოსათვის აშშ იმედის შუქურას წარმოადგენდა“. "აშშ-ს პრეზიდენტ ჯო ბაიდენს ვიცე - პრეზიდენტ კამალა ჰარისს და ამერიკელ ხალხს ვულოცავ დამოუკიდებლობის დღეს!“ - წერს სალომე ზურაბიშვილი

Radiotavisupleba.ge 

„პრაიდს“ საქართველოს მუსლიმთა სამმართველო და „თბილისის დიდი სინაგოგაც“ დაუპირისპირდნენ

საქართველოს საპატრიარქოს შემდეგ  „ღირსების მარშის“ საწინააღმდეგო განცხადებები გამოაქვეყნეს სხვა კონფესიების წარმომადგენლებმაც.  „თბილისის დიდი სინაგოგის“ „ფეისბუკის“ გვერდზე 4 ივლისს გამოქვეყნებულ განცხადებაში ნათქვამია, ვთხოვთ ხელისუფლებას, არ დაუშვას „პრაიდის“ ჩატარებაო.  „საქართველოში ლგბტ ადამიანები არასდროს განიცდიდნენ დევნას თავიანთი ცხოვრების წესის გამო და მსგავსი „პრაიდები“ მიზნად ისახავს არა ლგბტ ადამიანების უფლებების დაცვას, არამედ ფინანსური სარგებლის მიღებას, ორგანიზატორთა მცირე ჯგუფის სასარგებლოდ“ - ნათქვამია განცხადებაში. Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

დაბალბიუჯეტიანმა ავიაკომპანია Eurowings-მა დიუსელდორფი - თბილისის მიმართულებით პირველი პირდაპირი რეისი შეასრულა

გერმანულმა დაბალბიუჯეტიანმა ავიაკომპანიამ Eurowings-მა 4 ივლისს დიუსელდორფი - თბილისის მიმართულებით პირველი პირდაპირი რეისი შეასრულა. თავდაპირველად დიუსელდორფი-თბილისი-დიუსელდორფის საჰაერო ხაზზე ავიაკომპანია ყოველ კვირას, 21 ივლისიდან კი კვირაში ორჯერ, AIRBUS A320 ტიპის საჰაერო ხომალდით იფრენს. საქართველოს აეროპორტების გაერთიანება ავიაკომპანია Eurowings-თან საქართველოს მიმართულებით პირდაპირი ავიამიმოსვლის დაწყების მიზნით 2017 წლიდან აწარმოებდა მოლაპარაკებებს. გერმანიიდან ჩამოსულ 171 მგზავრს თბილისის... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

რომის პაპი ფრანცისკე სექტემბერში უნგრეთს და სლოვაკეთს ეწვევა

რომის პაპმა, ფრანცისკემ, გამოაცხადა ტურნეს გეგმა, რომელიც ითვალისწინებს სექტემბერში ვიზიტებს უნგრეთსა და სლოვაკეთში.  4 ივლისს, წმინდა პეტრეს მოედანზე, მორწმუნეთა წინაშე გამოსვლისას ფრანცისკემ დაადასტურა, რომ ბუდაპეშტში მონაწილეობას მიიღებს რელიგიური კონგრესის დასკვნით მესაში, რომელიც 12 სექტემბერსაა დანიშნული და შემდეგ, იმავე დღეს, სლოვაკეთს მიაშურებს.  რომის პაპის ჩასვლას 12 სექტემბრის ღონისძიებაზე ბუდაპეშტში დიდი ხანია ელიან - ამბობს ვატიკანი და დასძენს, რომ მან ეს მოწვევა მიიღო.  ვატიკანს არაფერი უთქვამს იმის შესახებ... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

საპატრიარქო განცხადებას ავრცელებს, სადაც ბავშვებს „პრაიდის“ წინააღმდეგ ქუჩაში გამოსვლისკენ მოუწოდებენ

საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურმა გაავრცელა „საპატრიარქოს ჩოხოსანთა საზოგადოების ბავშვთა საინიციატივო ჯგუფის“ განცხადება, სადაც ნათქვამია: „მოგიწოდებთ ყველა ბავშვს, განსაკუთრებით 18 წლამდე ასაკისას“, 5 ივლისს რუსთაველის გამზირზე გამოხვიდეთო. განცხადება პირველ პირში, ბავშვების სახელითაა დაწერილი და ასე იწყება „ჩვენც, ბავშვები, რუსთაველზე გამოვალთ!“. ბავშვების სახელითაა დაწერილი ეს ტექსტიც: „მუდმივად ისმის კითხვები: ნუთუ ზნეობა არაფერს ნიშნავს? ნუთუ ხალხის აზრი ფეხქვეშ უნდა გათელონ? Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

ბათუმში მოზარდი დაიხრჩო

ბათუმის ნავსადგურის ტერიტორიაზე 15 წლამდე მოზარდი ზღვაში დაიხრჩო. მაშველი მყვინთავები ზღვაში გაუჩინარებულ მოზარდს 2 საათის განმავლობაში ეძებდნენ. თვითმხილველების ინფორმაციით, ბათუმის ნავსადგურთან, მცურავი საშუალებებისთვის განკუთვნილ ტერიტორიაზე ზღვაში რამდენიმე მოზარდი შევიდა. ერთ-ერთი კი წყალში მალევე გაუჩინარდა. გარდაცვლილის ცხედარი პროზექტურაშია გადასვენებული.

Radiotavisupleba.ge 

ნათია თურნავა ინფლაციის მიზეზად იმპორტულ პროდუქციას ასახელებს

საქართველოს ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ 4 ივლისს, ჟურნალისტებთან შეხვედრისას ფასების ზრდაზე, ინფლაციაზე ილაპარაკა და მას „სერიოზული გამოწვევა“ უწოდა. ეკონომიკის მინისტრის შეფასებით, ინფლაციის გამომწვევი მიზეზი იმპორტული პროდუქცია გახდა. ნათია თურნავას თქმით, იმპორტულ პროდუქციაზე ფასების ზრდის მიზეზი ლარის გაუფასურება და ზოგადად მსოფლიოში გაზრდილი ფასები გახდა. ლარის გაუფასურებაზე ლაპარაკისას ეკონომიკის მინისტრმა თქვა, რომ „პრობლემა მეტ-ნაკლებად აღმოფხვრილია“ და წლის ბოლომდე იმპორტულ საქონელზე „ფასის ზრდა შემცირდება“. Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

მამაკაცმა მოზარდი მტკვარში დახრჩობას გადაარჩინა, თავად დაიღუპა

თბილისში, ორთაჭალაში, მტკვარში ახალგაზრდა კაცი დაიხრჩო. გავრცელებული ინფორმაციით, ის მდინარეში ჩავარდნილი 14 წლის გოგონას გადასარჩენად შევიდა. გოგონა გადარჩა, თავად კი ნაპირზე გამოსვლა ვეღარ შეძლო. როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, გამოძიება დაწყებულია სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

Radiotavisupleba.ge 

მღვდელმთავრების ნაწილი აცხადებს, რომ ეკლესიის საქმე არ არის, ჩატარდება თუ არა „თბილისი პრაიდი“

ფოთისა და ხობის მიტროპოლიტმა, მეუფე გრიგოლმა „თბილისი პრაიდთან“ დაკავშირებით ჟურნალისტებს უთხრა, რომ ეკლესიამ სახელმწიფო ინსტიტუტების ფუნქციები არ უნდა იკისროს და „რაც კანონის ფარგლებში ექცევა, სახელმწიფომ უნდა გააკონტროლოს“. „თქვენ მღვდელმთავარს ეკითხებით, უნდა მიეცეთ თუ არა უფლება... ეს სახელმწიფოს გადასაწყვეტია. მე ერთი კაცი გეტყვით, რომ არ მომწონს, მაგრამ ჩემი არმოწონება არაფერს ნიშნავს. ვიღაცას მე არ მოვწონვარ და ახლა რა ვქნათ, როგორ მოვიქცეთ?!“ - უთხრა მეუფე გრიგოლმა ჟურნალისტებს და დასძინა... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

სირიელმა ქურთებმა რუსეთს 20 ბავშვი გადასცეს "ისლამური სახელმწიფოს" მეომრების საპატიმროებიდან

სირიელ ქურთთა ადმინისტრაციამ ბანაკებიდან, სადაც ექსტრემისტული ჯგუფის, "ისლამური სახელმწიფოს" წევრები არიან დაკავებული, კიდევ 20 ბავშვი გადასცა რუსეთის დელეგაციას რეპატრიაციისთვის. ბავშვები, რომლებიც ამ ექსტრემისტულ ჯგუფთან დაკავშირებულ რუს მშობლებს გაუჩნდათ, 3 ივლისს გადასცეს რუსეთის დელეგაციას, - იუწყება ჩრდილოეთ სირიის დე ფაქტო ავტონომიური ადმინისტრაცია. "ვეცდებით, ყველა ბავშვი დავიბრუნოთ", - რუსეთის ბავშვთა უფლებების კომისიის დირექტორის მოადგილის, ლარისა ნიკოლაევნას ამ სიტყვებს ქურთული მედია ავრცელებს. Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

ტყიბულში გრძელდება მეშახტეების გაფიცვა

ტყიბულში მეშახტეები კვლავ გაფიცულნი არიან და მუშაობაზე უარს ამბობენ. მათი ძირითადი მოთხოვნა ხელფასების 300 ლარით გაზრდაა. "საქნახშირში" აცხადებენ, რომ 3 ივლისს საკონსულტაციო საბჭომ მეშახტეთა მოთხოვნაზე იმსჯელა და კომპანია მათ ხელფასის ბონუსური სისტემით გაზრდას შესთავაზებს. „მეშახტეთა პირველადი პროფკავშირების“ თავმჯდომარის გაგა ისაკაძის ინფორმაციით, 4 ივლისს იგეგმება მეშახტეების და კომპანიის ადმინისტრაციის წარმომადგენლების შეხვედრა, სადაც მეშახტეთა მოთხოვნები განიხილება.

Radiotavisupleba.ge 

თალიბანის წინსვლის ფონზე, ასობით ავღანელი სამხედრო თავს ტაჯიკეთს აფარებს

300-ზე მეტმა ავღანელმა სამხედრომ გადაჭრა საზღვარი ტაჯიკეთთან, იმ ფონზე, როცა თალიბანმა ავღანეთის ჩრდილოეთით კიდევ დაიკავა ტერიტორიები, - აცხადებს ტაჯიკეთის სასაზღვრო სამსახური 3 ივლისს. ბოლო ორი კვირის განმავლობაში ავღანელი სამხედროები ტაჯიკეთში უკვე მესამედ გადავიდნენ. ტაჯიკეთის სასაზღვრო სამსახურის განცხადებით, ვითარება მას შემდეგ გართულდა, რაც სასაზღვრო რეგიონ ბადახშანში თალიბანმა დაიკავა რამდენიმე სოფელი და სასაზღვრო-გამშვები პუნქტი. ბოლო კვირებში თალიბანმა ათობით ოლქზე დაამყარა კონტროლი... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

თამარ გაბუნია: „სინოფარმის“, „სინოვაკის“ და „ფაიზერის“ ვაქცინებზე შევთანხმდით, „მოდერნაზე“ და „ჯონსონზე და ჯონსონზე“ უარი ვთქვით

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას განცხადებით, საქართველომ დაასრულა მოლაპარაკება „სინოფარმის“, „სინოვაკისა“ და „ფაიზერის“ ვაქცინებთან დაკავშირებით და მათი მიღება შესაძლებელი იქნება „კოვაქსის“ პლატფორმის მეშვეობით. მანვე თქვა, რომ მიმდინარეობდა მოლაპარაკებები „მოდერნასა“ და „ჯონსონთან და ჯონსონთანაც“, თუმცა საქმე ხელშეკრულებამდე არ მისულა, „რადგან მისაღები არ იყო გარკვეული პირობები“. თამარ გაბუნიას დეტალებზე არ ულაპარაკია, თუმცა აღნიშნა, რომ მოლაპარაკებისას „მნიშვნელოვანია ფასის გათვალისწინება... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

აშშ-ის კომპანია იძიებს სავარაუდოდ რუსეთიდან განხორციელებულ კიბერთავდასხმას

აშშ-ში საინტერნეტო პროვაიდერი კომპანია შესაბამის სამთავრობო უწყებებთან ერთად იძიებს მასშტაბურ კიბერთავდასხმას, რომელიც მასზე განხორციელდა ე.წ. გამომძალველი პროგრამით და ცდილობს თავის მომხმარებელ კომპანიებს თავ-თავიანთი სისტემების აღდგენაში დაეხმაროს.  კომპანია აცხადებს, რომ 4 ივლისს მისი აღმასრულებელი დირექტორი სატელევიზიო ინტერვიუში ილაპარაკებს თავდასხმის მასშტაბის შესახებ. კიბერუსაფრთხოების ექსპერტების ვარაუდით, თავდასხმა რუსმა ჰაკერებმა განახორციელეს - ეჭვობენ, რომ ჯგუფმა სახელით REvil გადაიტაცა... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

ვაქცინაციის პორტალზე ხარვეზები ჯერ ვერ გამოსწორდა, მუშაობა გრძელდება

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ 4 ივლისს განაცხადა, რომ კიბერშეტევის შემდეგ ვაქცინაციის რეგისტრაციის პორტალზე ყველა ხარვეზის გამოსწორება ჯერ ვერ მოხერხდა და ჯერაც უცნობია, თუ როდის აღმოიფხვრება პრობლემა ბოლომდე. „24-საათიან რეჟიმში მუშაობს ტექნიკური ჯგუფი. გარკვეული ხარვეზები გამოსწორდა, თუმცა, ბოლომდე, ჯერჯერობით, ყველა ხარვეზის გამოსწორება ვერ მოხერხდა, ამდენად, მუშაობა გრძელდება და როგორც კი დასრულდება აღდგენითი სამუშაოები, მოსახლეობა ამის შესახებ ინფორმაციას დაუყოვნებლივ მიიღებს“, - თქვა თამარ გაბუნიამ. Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

უკრაინის თავდაცვის სამინისტროს სექსიზმის გამო აკრიტიკებენ, მას შემდეგ, რაც ქალი კადეტები მარშზე მაღალი ქუსლებით გამოჩნდნენ

უკრაინის თავდაცვის სამინისტრო მწვავედ გააკრიტიკეს გადაწყვეტილების გამო, ქალ სამხედროებს მაღალქუსლიანი ფეხსაცმელი სცმოდათ სარეპეტიციო მარშზე, რომლითაც ემზადებოდნენ მომავალ თვეში, უკრაინის საბჭოთა კავშირისგან გასვლის 30-ე წლისთავის აღსანიშნავი აღლუმისთვის. სკანდალი მას შემდეგ დაიწყო, რაც ქალებმა მიმდინარე კვირაში კიევში რეპეტიცია გაიარეს სამხედრო უნიფორმასა და შავ, მაღალქუსლიან ფეხსაცმელებში. ამ ფაქტს ფართო გამოხმაურება მოჰყვა სოციალურ მედიაში და 2 ივლისს პარლამენტშიც - ბევრი თვლის, რომ ქალი სამხედროები სექსუალიზაციის ობიექტები გახდნენ. Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

ვაშლოვანის ნაკრძალში ხანძარი ლოკალიზებულია

ვაშლოვანის სახელმწიფო ნაკრძალის ტერიტორიაზე 3 ივლისს გაჩენილი ხანძარი ლოკალიზებულია და სალიკვიდაციო სამუშაოები მიმდინარეობს. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში ამბობენ, რომ შემთხვევის ადგილზე რჩება ცოცხალი ძალა - 50 მეხანძრე-მაშველი და ერთი ვერტმფრენი. 3 ივლისს ხანძარსაწინააღმდეგო პროცესში ჩართული იყო სასაზღვრო პოლიციის სულ ორი ვერტმფრენი. ვაშლოვანის დაცულ ტერიტორიაზე ხანძარი მიუვალ ადგილზე, 30 ივნისსაც გაჩნდა. რთული რელიეფის გამო ცეცხლის ჩაქრობა ცოცხალი ძალით მოხდა. მაშინ დაიწვა ტერიტორიის დაახლოებით 5-6 ჰექტარი.

Radiotavisupleba.ge 

ევროპის ჩემპიონის ტიტულისთვის ბრძოლას ოთხი ნაკრები აგრძელებს

ევროპის საფეხბურთო ჩემპიონატის მონაწილე ოცდათორმეტი ქვეყნის ნაკრებიდან, თასისთვის ბრძოლას ოთხი შემორჩა - ნახევარფინალის საგზურები მოიპოვეს იტალიის, ესპანეთის, დანიისა და ინგლისის ნაკრებებმა. იტალიამ მეოთხედფინალში ბელგიას მოუგო - 2:1. დანიამ ასეთივე ანგარიშით დაამარცხა ჩეხეთი. ესპანეთმა შვეიცარიას პენალტების სერიაში აჯობა. ინგლისმა კი უკრაინას ოთხი უპასუხო გოლი გაუტანა (4:0). 6 ივლისს, ფინალის საგზურისთვის იტალიელები და ესპანელები დაუპირისპირდებიან ერთმანეთს. 7 ივლისს - დანიელები და ინგლისელები. Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

აზერბაიჯანმა სომეხი სამხედროები გაცვალა დანაღმული ტერიტორიების რუკებში

აზერბაიჯანმა სომხეთს გადასცა 15 დაკავებული სომეხი ჯარისკაცი, დანაღმული ტერიტორიების რუკების სანაცვლოდ - იუწყებიან ორი ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტროები 3 ივლისს.  აზერბაიჯანსა და ეთნიკურ სომეხ ძალებს შორის ექვსკვირიანი ომი იყო მთიანი ყარაბაღის გარშემო, რომელიც დასრულდა გასული წლის ნოემბერში, მოსკოვის შუამავლობით გაფორმებული ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით. ბაქომ კონტროლი დაიბრუნა ყარაბაღის ნაწილებზე და შვიდ მიმდებარე ტერიტორიაზე. განცხადებაში, აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტრო ამბობს... Читать дальше...


Недобросовестного собственника земель в Красногорске привлекли к ответственности

Начались продажи нового российского грузовика Ambertruck SM от «Автотора»

Глава Лобни Анна Кротова провела обход территорий округа

Дождь, гроза, град и сильный ветер сохранятся в Москве до конца дня



Новости 24/7 DirectAdvert - доход для вашего сайта



Частные объявления в Вашем городе, в Вашем регионе и в России



Smi24.net — ежеминутные новости с ежедневным архивом. Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. "123 Новости" — абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. Smi24.net — облегчённая версия старейшего обозревателя новостей 123ru.net. Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть —онлайн с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии. Smi24.net — живые новости в живом эфире! Быстрый поиск от Smi24.net — это не только возможность первым узнать, но и преимущество сообщить срочные новости мгновенно на любом языке мира и быть услышанным тут же. В любую минуту Вы можете добавить свою новость - здесь.




Новости от наших партнёров в Вашем городе

Ria.city

Эксперт Гетта: на «Госзаказе» обсудили поддержку предприятий ОПК

Как изменится зарплата россиянок с детьми, которым могут сократить рабочую неделю

Боец Никулин назвал рост самой слабой стороной соперника Погодина

Гимнастки из Лобни выиграли 10 золотых медалей на областном турнире

Музыкальные новости

В филиалах АО "Желдорреммаш" прошли мероприятия ко Дню защиты детей

ЧЭРЗ запланировал оздоровительную кампанию для сотрудников и их детей

Хозяйка «голой» вечеринки Анастасия Ивлеева открывает в Москве азиатский ресторан

Как Россия разгромила Польшу и вернула Смоленск

Новости России

Гимнастки из Лобни выиграли 10 золотых медалей на областном турнире

Врач Сережина: в день можно съедать не более 200 граммов ягод

Памятную доску инженеру-испытателю Александру Кирееву открыли в Балашихе

Инвестирование и эмоции: как совместить психологический аспект и рациональность, обсудили спикеры на Radio Monte Carlo Golf Cup

Экология в России и мире

«585*ЗОЛОТОЙ» выступила партнером медиафестиваля творческой молодежи YOUPITER

Тысячи активистов разгромили офис Socar в Стамбуле, обвинив «Азербайджан» в поддержке геноцидальной политики Израиля в Палестине

Конференция «Общество и психическое здоровье» прошла в Ставрополе

Студия Звукозаписи в Москве. Создание Песен, Музыки, Аранжировок.

Спорт в России и мире

Синнер повторил уникальное достижение Джоковича и Надаля на турнирах «Большого шлема»

Не ходите, дети, в теннис: как Андре Агасси и Штеффи Граф подарили детям право выбора

Мирра Андреева впервые вышла в четвертьфинал турнира Большого шлема

Потапова о поражении от Свентек на "Ролан Гаррос": организм дал сбой

Moscow.media

У «Грузовичкоф» появился чудесный чудик

Рассказ про зятя. Хоть и не про котиков, но тож смешной

Беспроводной сканер штрих-кодов Heroje S-H29W

Водитель "Лифана" погибла после аварии с фурой







Топ новостей на этот час

Rss.plus





СМИ24.net — правдивые новости, непрерывно 24/7 на русском языке с ежеминутным обновлением *