Мы в Telegram
Добавить новость
Новости сегодня

Новости от TheMoneytizer


Июль
2021

Новости за 07.07.2021

Radiotavisupleba.ge 

გადამწყვეტი არჩევანი დასავლეთსა და რუსეთს შორის

11 ივლისს მოლდოვასა და მის ფარგლებს გარეთ გახსნილ საარჩევნო უბნებზე დაიწყება ხმის მიცემა, რომელმაც ქვეყანაში არა მხოლოდ საპარლამენტო პოლიტიკურ კრიზისს უნდა დაუსვას წერტილი, არამედ შესაძლოა მოლდოვაში მისი დამოუკიდებლობის განმავლობაში პირველად შეიქმნას პოლიტიკური რეალობა, როდესაც პროდასავლელი პრეზიდენტი საკანონმდებლო ორგანოს უმრავლესობას თავისივე ლიდერობით მოქმედი პროდასავლური ძალით დააკომპლექტებს.   მოლდოვის წლევანდელი ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები იმ მხრივაც არის ნიშანდობლივი, რომ 11 ივლისს... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

რას იძიებს შსს 5 ივლისის საქმეზე - რა არ უნდა გამოგრჩეს 8 ივლისს

არ დაგიცვეს თუ ვერ? - კიდევ რას ეკითხებოდნენ დაშავებულ ჟურნალისტებს გამოკითხვაზე? „ღირსების მარშის“ საწინააღმდეგო ძალადობრივი აქციების გაშუქებისას დაშავებული მედიის წარმომადგენლები ( სულ 53 ადამიანი) ამბობენ, რომ 5 ივლისს მათ უსაფრთხოებას თბილისის ცენტრში თვალშისაცემად მცირე რაოდენობის სამართალდამცველი იცავდა. დაშავებული ჟურნალისტები ახლა გამოძიების კითხვებს პასუხობენ. გამოკითხვაზე უკვე იყვნენ რადიო თავისუფლების ჟურნალისტები დათო ქორიძე და თორნიკე მანდარია. მათი შემთხვევა სხვებისგან იმით განსხვავდება... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

კანის კინოფესტივალი: ბრძოლა კინოს გადარჩენისთვის

მართლა არ მჯეროდა, რომ წელს კანის ფესტივალი ჩატარდებოდა. მითუმეტეს არ მჯეროდა, რომ ქართველები მსოფლიოს მთავარ კინოფორუმზე დასწრებას შევძლებდით. აგერ რუსი კოლეგები ჯერ კიდევ ათდღიან კარანტინში არიან, აგერ კინემატოგრაფისტებმა და ჟურნალისტებმა ლათინური ამერიკის ქვეყნებიდან, აზიის ქვეყნებიდან საერთოდ ვერ შეძლეს საფრანგეთში ჩამოსვლა.  მაგრამ კანის ფესტივალი მაინც შედგა, შეიძლება ითქვას, რომ კინო გადარჩა - 6 ივლისს ჯოდი ფოსტერმა, პედრო ალმოდოვარმა და წლევანდელი ჟიურის თავმჯდომარემ, ამერიკელმა რეჟისორმა... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

რა ხდება მას შემდეგ, რაც პოლიცია არ გიცავთ მოძალადეებისგან

ულტრამემარჯვენე ჯგუფების ძალადობაზე პოლიცია სათანადოდ არ რეაგირებს. უფლებადამცველებს მიაჩნიათ, რომ ამით ახალი თავდასხმების წახალისება ხდება.

Radiotavisupleba.ge 

5 ივლისი - როგორ დაირღვა კონსტიტუცია, რას იძიებს შსს და რა რჩება გამოუძიებელი

5 ივლისს ძალადობრივი ჯგუფების ქუჩაში გამოსვლამ საქართველოს კონსტიტუციით დაცული ოთხი უფლება შელახა. იკვეთებოდა სისხლის სამართლის კოდექსის რვა მუხლით გათვალისწინებული დანაშაულიც. ასევე იყო ადმინისტრაციული გადაცდომები. საქართველოს კონსტიტუცია საქართველოს მოქალაქეებისა და ქვეყნის ურყევი ნების გამოხატულებაა - ამ სიტყვებით იწყება კონსტიტუცია, რომელიც სახელმწიფოს მთავარი და ყველაზე მნიშვნელოვანი კანონია. კონსტიტუციით გათვალისწინებული უფლებების დაცვა ხელისუფლების ვალდებულებაა. უფლებები, რომელიც 5 ივლისის აქციაზე შეილახა... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

"ბარბაროსობა იწყება დროშების დაწვით" - გზა რუსული ორბიტისკენ?

მოძალადე რადიკალურმა ჯგუფებმა, პარლამენტის შენობის წინ, ევროკავშირის დროშა ბოლო ორ დღეში ორჯერ ჩამოგლიჯეს და ნაფლეთებად აქციეს.

Radiotavisupleba.ge 

ბათუმელი ძაღლები ნაგავსაყრელზე სასიკვდილოდ დატოვეს

ბათუმელი აქტივისტები და ცხოველთა დამცველები ამბობენ, რომ ხალხს, რომელიც  ქუჩის ცხოველებს უვლიდა, ცხოველებს პარავენ და ჯგუფიდან გადაჰყავთ   ნაგავსაყრელზე, სადაც ისინი სიკვდილისთვის არიან განწირული.  რამდენიმე დღის წინ ბათუმელებმა შეამჩნიეს, რომ მიკედლებული ძაღლები ერთმანეთის მიყოლებით ქრებიან. „ძაღლები, რომლებსაც ჩვენ ვუვლით, ვხარჯავთ ფულს, რომ ვაჭამოთ, ვუმკურნალოთ... გადაიყვანეს და დაყარეს ნაგავსაყრელზე“, - ამბობს ბათუმელი ლია მგელაძე.   „დაინახეს მანქანა, რომელსაც ძაღლები მიჰყავდა ნაგავსაყრელზე. Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

ევროკავშირ-საქართველოს წლიური დიალოგი ადამიანის უფლებების საკითხებზე

6 ივლისს ევროკავშირსა და საქართველოს შორის ვიდეოკონფერენციის ფორმატში გაიმართა ადამიანის უფლებების საკითხებზე ყოველწლიური დიალოგის მე-14 რაუნდი. საუბარი შეეხო საქართველოში ადამიანის უფლებების მდგომარეობას და ევროკავშირის პოლიტიკას დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების ხელშეწყობის მიმართულებით. ერთობლივ პრესრელიზში, რომელიც 7 ივლისს გამოქვეყნდა, ევროკავშირი და საქართველო აღნიშნავენ, რომ მხარეებმა კვლავ დაადასტურეს, რომ ადამიანის უფლებები უნივერსალური და განუყოფელია, განურჩევლად „სქესის, რასის, კანის ფერის... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

ატოცი - შიშის ზონა

უსეთის საოკუპაციო ძალებმა სოფელ ატოცში „ბორდერიზაციის“ პროცესი განაახლეს.

Radiotavisupleba.ge 

ზურაბ ჯაფარიძე - "ეს ჩვეულებრივი ცივილიზაციური ჯახია!"

"გირჩი - მეტი თავისუფლების" თავმჯდომარე, ზურაბ გირჩი ჯაფარიძე აცხადებს, რომ ბოლოდროინდელი ძალადობრივი პროცესები დიდწილად მართულია, ის ყველას პრობლემაა და არავის უნდა ეგონოს, რომ მას არასდროს შეეხება - "თუ საშუალება მიეცათ, ესენი ყველასთან შევლენ სახლში, მარტო ქუჩაში კი არ გამოეკიდებიან ვიღაცას".

Radiotavisupleba.ge 

ზვიად კორძაძე - "ვერ გავჩუმდები, რადგან ხვალ ჩვენს კარზეც მოაკაკუნებს ვიღაც და ჩვენც ვიქნებით განსხვავებული"

"კორძაძის საადვოკატო ბიუროს" მმართველი პარტნიორი, ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი და 6 ივლისის აქციის იდეის ერთ-ერთი ავტორი, ზვიად კორძაძე, ამბობს - "არც პრაიდის მონაწილე ვიყავი, არც ამ თემთან იდენტიფიცირებას ვახდენ, არც ვაპირებდი წინა დღით გამოსვლას. გამომიყვანა ძალადობამ".

Radiotavisupleba.ge 

ოლივერ ვარჰეი: საქართველოს ხალხმა იცის დამოიკიდებლობის ფასი, ჩვენ დავეხმარებით ამ მიღწევის შენარჩუნებაში

ევროკავშირის კომისარის სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში, ოლივერ ვარჰეის თქმით,  ევროკავშირი გააგრძელებს საქართველოს მხარდაჭერას თავისუფლების და დამოუკიდებლობის შენარჩუნებაში და დემოკრატიის გარანტორენის გაძლიერებაში. ევროკომისრის ეს პასუხი შეეხება რადიო თავისუფლების კითხვას, დამატებით რა შეიძლება გააკეთოს ევროკავშირმა საქართველოში არსებული ინტიტუტების გასაძლიერებლად, რათა არ განმეორდეს თბილისში 5-6 ივლისს მომხდარი ძალადობრივი ინციდენტები. „ერთ რამ რაც  ვისწავლე საქართველოს შესახებ და საქართველოში... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

ევროკომისარი: [საქართველოში] ყველამ პატივი უნდა სცეს გამოხატვის თავისუფლებას

"მიმაჩნია, რომ არ არსებობს [საქართველოში] ძალადობის სივრცე. ძალადობიდან არასოდეს არაფერი არ წარმოიშვება. გამოხატვის თავისუფლება, რომელიც არ იქნება შეზღუდული ძალადობით ან რაიმე სახის დისკრიმინაციით, აი, რა უნდა არსებობდეს თქვენს ქვეყანაში. ყველა ადამიანს უნდა ჰქონდეს შესაძლებლობა, გაერთიანდეს, გამოვიდეს და გამოხატოს თავისუფლად თავისი მოსაზრება, ამიტომ ჩვენ გვინდა, რომ ყველამ სცეს პატივი ამ თავისუფლებას. ამიტომ გვინდა ვიხილოთ, როგორ განვითარდება მოვლენები და გაგრძელდება პროცესი. მახარებს ის ფაქტი,... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

"მიუხედავად საფრთხეებისა, იმ სივრცეში ყველა ძალიან ბედნიერად და თავისუფლად გრძნობდა თავს" - აქცია "თავისუფლებისთვის"

მდუმარე აქციაზე, "თავისუფლებისთვის",  6 ივლისს პარლამენტის წინ რამდენიმე ათასი მოქალაქე, წინა დღით მომხდარი ძალადობრივი თავდასხმებისა და ამ ძალადობაზე სახელმწიფოს არაეფექტური პასუხის გასაპროტესტებლად შეიკრიბა. "თავისუფლებისთვის" აქციაზე  ლგბტ+ თემის აქტივისტებიც მივიდნენ, რომელთაც წინა დღით "ღირსების აღლუმის" ჩატარების საშუალება არ მიეცათ. პარალელურად, პარლამენტის მიმდებარედ, კონტრაქციაზე შეიკრიბნენ ჰომოფობიურად განწყობილი ძალადობრივი ჯგუფები, რომლებიც  პოლიციის გამყოფი კორდონის გარღვევას ცდილობდნენ. Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

WHO: COVID-19-ის ლამბდა ვარიანტი სიფრთხილეს მოითხოვს

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ (WHO) დაასახელა კორონავირუსის კიდევ ერთი მუტაცია, რომელიც სიფრთხილეს მოითხოვს: COVID-19-ის ლამბდა ვარიანტი. ეს ვარიანტი ოცზე მეტ ქვეყანაშია გავრცელებული და ძირითადად სამხრეთ ამერიკაშია კონცენტრირებული. პირველად ის შარშან აღმოაჩინეს პერუში, სადაც უკანასკნელი ორი თვის განმავლობაში COVID-19-ით დაავადების გამოვლენილი ახალი შემთხვევების 82% ლამბდა ვარიანტზე მოდის. ჩილეში ეს მაჩვენებელი დაახლოებით ნახევარს აღემატება, ლამბდა ვარიანტი მცირე რაოდენობით აღირიცხება დიდ ბრიტანეთშიც. Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

ადვოკატი: აქციაზე დაკავებული მალხაზ მაჩალიკაშვილი თბილისის დროებითი მოთავსების იზოლატორშია გადაყვანილი

პანკისში სპეცოპერაციის შედეგად გარდაცვლილი თემირლან მაჩალიკაშვილის მამა, მალხაზ მაჩალიკაშვილი თბილისის დროებითი მოთავსების იზოლატორშია გადაყვანილი. მისი ადვოკატი, მარიამ პატარიძე თბილისის საქალაქო სასამართლოში მის საქმეზე პროცესის დანიშვნას ელოდება. როგორც ადვოკატმა რადიო თავისუფლებას განუცხადა, მალხაზ მაჩალიკაშვილი 6 ივლისს პოლიციამ მშვიდობიანი აქციის, „თავისუფლებისთვის“, მიმდებარე ტერიტორიაზე დააკავა, პოლიციის მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობისა და საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევის გამო. ადვოკატის თქმით... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

არ დაგიცვეს თუ ვერ? - კიდევ რას ეკითხებოდნენ დაშავებულ ჟურნალისტებს გამოკითხვაზე?

ვერ დაგეხმარათ თუ არ დაგეხმარათ პოლიცია? იქნებ თქვენი ძახილი ვერ გაიგონეს? ნამდვილად 20 მეტრში იდგნენ? ხომ არ ჯობს დავწეროთ, რომ უფრო მოშორებით იდგნენ? ასეთი შემოთავაზებები ისმოდა გამომძიებლის მხრიდან 5 ივლისს ნაცემი რადიო თავისუფლების ჟურნალისტების, თორნიკე მანდარიას და დათო ქორიძის გამოკითხვის დროს პოლიციაში. საბოლოოდ, ორივეს ჩვენებაში მაინც ჩაიწერა, რომ პოლიცია, შველის თხოვნის მიუხედავად, მათ დროულად არ დაეხმარა. „ღირსების მარშის“ მოწინააღმდეგე ჰომოფობიურად განწყობილი ადამიანების მიერ დაშავებული 53-ვე ჟურნალისტი აცხადებდა... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

ეკონომიკის მინისტრმა თბილისში დაჭრილი პოლონელი ტურისტი საავადმყოფოში მოინახულა

საქართველოს ეკონომიკის მინისტრმა, ნათია თურნავამ თბილისში დაჭრილი პოლონელი ტურისტი მოინახულა. ინფორმაციას ეკონომიკის სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს. თურნავას თქმით, მოხდა სამწუხარო ფაქტი და ნებისმიერი მსგავსი ძალადობის ფაქტი აზიანებს ჩვენს იმიჯს, როგორც ტურისტული ქვეყნის. "მინდა ვთქვა, რომ არ დავუშვებთ ჩვენი ქვეყნის ტურისტული იმიჯის დაზიანებას. ასევე ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, რომ საქართველოში ნებისმიერი ტურისტი დაცულია და საქართველო არის ერთ-ერთი ყველაზე უსაფრთხო და სტუმართმოყვარე ქვეყანა ტურისტებისთვის. Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

შსს აცხადებს, რომ 5 ივლისის დამნაშავეების დასაკავებლად მტკიცებულებებს აგროვებენ

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ალექსანდრე დარახველიძე ამბობს, რომ 5 ივლისს ჟურნალისტებსა და მოქალაქეებზე ძალადობაში მონაწილე პირების დასაკავებლად მტკიცებულებებს აგროვებენ. მან სპეციალურ ბრიფინგზე თქვა, რომ დაკავებას სჭირდება სერიოზული მტკიცებულება. "სისხლის სამართლის გამოძიება არის საკმაოდ რთული პროცესი, არაერთი მტკიცებულება უნდა შეგროვდეს, რომ კონკრეტულ პირს წაეყენოს ბრალი. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ჩვენი გამომძიებლები 24/7-ზე მუშაობენ თითოეულ ფაქტთან დაკავშირებით, ახდენენ უამრავი ვიდეოჩანაწერიდან... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

ევროპარლამენტარები თბილისში განხორციელებულ ძალადობას გმობენ

სამი ევროპარლამენტარი, მარინა კალიურანდი, ვიოლა ფონ კრამონი და სვენ მიქსერი, „თბილისი პრაიდის“ ფარგელბში დაგეგმილი ღირსების მარშის დღეს, 5 ივლისს თბილისში მომხდარი ძალადობის ფაქტებს გმობენ, ამის შესახებ აღნიშნულია 6 ივლისს მათ მიერ გავრეცელებულ განცხადებაში. „მკაცრად ვგმობთ თბილისში გუშინდელ (5 ივლისის) ძალადობრივ თავდასხმებს სამოქალაქო აქტივისტების, თემის წევრებისა და ჟურნალისტების წინააღმდეგ, რამაც სამწუხაროდ, ლგბტქი პრაიდის მსვლელობის იძულებით გაუქმდება განაპირობა, სამწუხაროდ, პრაიდის მსვლელობის... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

შსს აცხადებს, რომ პოლონელი ტურისტი "პრაიდის" ღონისძიებასთან კავშირში არ დაუჭრიათ

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე, ალექსანდრე დარახველიძე ამბობს, რომ 5 ივლისს პოლონელი ტურისტის დაჭრა პრაიდის ღონისძიებას არ უკავშირდება. ამის შესახებ მან საგანგებო ბრიფინგზე ისაუბრა. "​არანაირი კავშირი ამ ფაქტს პრაიდთან დაკავშირებით არ აქვს. ეს იყო ჩვეულებრივი შემთხვევა, რომელიც მოხდა საყოფაცხოვრებო ნიადაგზე. დაპირისპირებას არ ჰქონია ადგილი. მიეჭრა ის ერთი პირი და მოახდინა სხვა ადგილზე ჯანმრთელობის განზრახ დაზიანება", - აღნიშნა მინისტრის მოადგილემ. პოლონელ ტურისტზე თავდასხმაში ბრალდებულ საქართველოს მოქალაქეს პატიმრობა შეეფარდა. Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

ჰაიტის პრეზიდენტი ჟოვენელ მოიზი საკუთარ სახლში მოკლეს უცნობმა პირებმა

ჰაიტის პრეზიდენტი ჟოვენელ მოიზი უცნობმა პირებმა მოკლეს ცეცხლსასროლი იარაღით მის საკუთარ სახლში. თავდასხმისას დაიჭრა პირველი ლედი მარტინა, იტყობინება ქვეყნის ყოფილი პრემიერ-მინისტრი კლოდ ჟოზეფი. მან განაცხადა, რომ სახელმწიფოს მეთაურის მოვალეობის შესრულებას შეუდგა. ორშაბათს ჟოზეფის მაგივრად პრემიერ-მინისტრად დაინიშნა არიელ ანრი. მას ჯერჯერობით არ გაუკეთებია კომენტარი. ჰაიტი მსოფლიოს ერთ-ერთი უღატაკესი ქვეყანაა. ხელისუფლებას აკრიტიკებენ იმის გამო, რომ ის ვერ ახერხებს წესრიგის დამყარებას ქუჩაში, რომელსაც შეიარაღებული ბანდები აკონტროლებენ. Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

შსს აცხადებს, რომ პრაიდის მხოლოდ 1 და 3 ივლისის ღონისძიების უსაფრთხოებაზე აიღეს პასუხისმგებლობა

შინაგან საქმეთა სამინისტრო აცხადებს, რომ "პრაიდის კვირეულის" ფარგლებში დაგეგმილი ღონისძიებებიდან მხოლოდ პირველი და 3 ივლისის ღონისძიების უსაფრთხოებაზე აიღეს პასუხისმგებლობა. სამინისტროს პოზიცია მინისტრის მოადგილემ, ალექსანდრე დარახველიძემ გააჟღერა. "ორ ღონისძიებაზე, 1 და 3 ივლისის ღონისძიებებზე შინაგან საქმეთა სამინისტრო იღებდა სრულ პასუხისმგებლობას, რომ დაცული იქნებოდა შეკრებისა და შეკრების მონაწილეთა უფლებები, რაც შეეხება 5 ივლისის ღონისძიებას, ჩვენი მხრიდან ცალსახად იყო გაცხადებული, რომ ღონისძიების მასშტაბების... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

ირანი მასპინძლობს მოლაპარაკებას ავღანეთსა და თალიბანს შორის სასტიკი ბრძოლების ფონზე

ირანმა განაცხადა, რომ მასპინძლობს მოლაპარაკებას ავღანეთის დელეგაციასა და თალიბანის მაღალი რანგის წარმომადგენლებს შორის. 7 ივლისის მოლაპარაკება მიმდინარეობს თალიბების წინსვლის ფონზე ქვეყნის ჩრდილოეთში. ამ დროს აშშ-ის ჯარი ომით განადგურებულ ქვეყანას ტოვებს. თეირანში მოლაპარაკების დაწყებისას, ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი, მოჰამად ჯავად ზარიფი მიესალმა აშშ-ის ჯარის გასვლას მეზობელი ქვეყნიდან და თქვა, რომ „დღეს ავღანეთის ხალხმა და პოლიტიკურმა ლიდერებმა უნდა მიიღონ რთული გადაწყვეტილება ქვეყნის მომავლის შესახებ“. Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

აფხაზეთის დე ფაქტო მთავრობა გალელებს საქართველოს კლინიკებში აცრას სთავაზობს

რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო მთავრობამ დაადასტურა, რომ 5 ივლისიდან მოქმედებს ენგურის ხიდის გადაკვეთის გამარტივებული რეჟიმი. შესაბამისად, გალელებს ვაქცინაცია შეეძლებათ არა მხოლოდ საცხოვრებელი მისამართის მიხედვით, არამედ მათ სურვილის შესაბამისად, წერს "აფსნიპრესი". აფხაზეთის მთავარი სანიტარული ექიმის ლუდმილა სკორიკის თანახმად, ე.წ. საზღვარზე მოწყობილია სამედიცინო პუნქტი, სადაც გადაადგილებულებს აღრიცხავენ. „რეჟიმი შემსუბუქებულია, რათა ხალხმა ვაქცინაცია შეძლოს, უკან დაბრუნებულებმა... Читать дальше...


МЧС выпустило экстренное предупреждение о 30-градусной жаре в Москве

Генерал Бижев заявил, что силам ПВО России вполне «по зубам» ракеты ATACMS

Аналитики выявили самые «душистые» регионы России

Ямы отремонтируют на 14 дорогах Солнечногорска в июне



Новости 24/7 DirectAdvert - доход для вашего сайта



Частные объявления в Вашем городе, в Вашем регионе и в России



Smi24.net — ежеминутные новости с ежедневным архивом. Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. "123 Новости" — абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. Smi24.net — облегчённая версия старейшего обозревателя новостей 123ru.net. Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть —онлайн с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии. Smi24.net — живые новости в живом эфире! Быстрый поиск от Smi24.net — это не только возможность первым узнать, но и преимущество сообщить срочные новости мгновенно на любом языке мира и быть услышанным тут же. В любую минуту Вы можете добавить свою новость - здесь.




Новости от наших партнёров в Вашем городе

Ria.city

Российское зерно найдет новых покупателей вместо европейцев

Крупный российский банк повысил ставки по вкладам в юанях

Аналитики выявили самые «душистые» регионы России

Европа оказалась главным апологетом войны с Россией

Музыкальные новости

Уссурийский ЛРЗ расширяет форматы промышленных экскурсий на предприятие

Распределяй и управляй: водители «Грузовичкоф Бизнес» – о преимуществах работы и трудовых буднях  

Генералов много, а Норат Тер-Григорьянц один!

Концерт студии "Жерминаль"

Новости России

Вышел второй подкаст онлайн-лектория «Иннагрика» о возможностях аграрной генетики для молодых исследователей

Ямы отремонтируют на 14 дорогах Солнечногорска в июне

Аналитики выявили самые «душистые» регионы России

Лесной пожар потушили в Ступине

Экология в России и мире

Компания ICDMC приняла участие в торжественном открытии выставки “Тульское качество”

ONYX отправляется в Большой тур по России

Доктор Кутушов назвал болезни, которые поджидают отдыхающих у водоёмов

Всеармянский союз «Гардман-Ширван-Нахиджеван» осуждает лживое заявление президента Азербайджана Алиева

Спорт в России и мире

Повернення Калініної до топ-50 та втрачені позиції Світоліної. Оновлені тенісні рейтинги WTA та ATP

Елена Рыбакина удивила решением перед Уимблдоном

Теннисистка Петрова: Карацеву не хватает игровой уверенности

Соболенко победила на старте открытого чемпионата Франции по теннису

Moscow.media

Одна ночь на Вуоксе

Губернатор ХМАО Комарова объявила, что уходит в отставку

Экс-редактор Comnews присоединился к команде iTrend

Лето в урочище Кокоря







Топ новостей на этот час

Rss.plus





СМИ24.net — правдивые новости, непрерывно 24/7 на русском языке с ежеминутным обновлением *