Мы в Telegram
Добавить новость
Новости сегодня

Новости от TheMoneytizer
Декабрь
2023

Новости за 10.12.2023

Radiotavisupleba.ge 

ბერბოკი არაბულ ქვეყნებს მიმართავს, მოუწოდონ „ჰამასს,“ დაყაროს იარაღი

გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ანალენა ბერბოკმა არაბულ ქვეყნებს მოსთხოვა, ღაზაში ომის დასრულებისთვის მეტი გააკეთონ. თავის ყოველკვირეულ ინტერვიუში, რომელიც ბერბოკმა მისცა გერმანიის რადიოს, Deutschlandfunk-ს, მინისტრმა გადაჭრით მოუწოდა პროგრესულ არაბულ ქვეყნებს, „ზეგავლენა“ იქონიონ „ჰამასზე“ - აშშ-სა და ევროკავშირის ქვეყნებში ტერორისტულად შერაცხილ დაჯგუფებაზე, რათა დაყაროს იარაღი. არ შეიძლება პასუხისმგებლობის თავიდან აცილება, ცეცხლის შეწყვეტის მოთხოვნა და ამასთან ფიქრი, რომ ისრაელმა უბრალოდ უნდა შეწყვიტოს თავდაცვა. Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

რუსეთმა გერმანიის ელჩი გააკრიტიკა მოსკოვის ტაძარში გამოთქმული სიტყვებისთვის

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გააკრიტიკა გერმანიის ელჩი რუსეთში მისი სიტყვებისთვის ომის მსხვერპლის ხსოვნისა და მშვიდობისკენ მოწოდების შესახებ საშობაო კონცერტის დროს ეკლესიაში. ელჩი ალექსანდრ გრაფ ლამსდორფი 9 დეკემბერს სიტყვით გამოვიდა მარიამის უბიწოდ ჩასახვის საკათედრო ტაძარში მოსკოვში და თქვა, რომ „ომი არ არის გარდაუვალი“ და პატივი მიაგო უკრაინასა და ახლო აღმოსავლეთში დაღუპულთა ხსოვნას. დიპლომატის გამოსვლა მკაცრად გააკრიტიკა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა, მარია ზახაროვამ.

Radiotavisupleba.ge 

ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია: ღაზის სექტორში კატასტროფული ვითარება თითქმის ვეღარ გამოსწორდება

10 დეკემბერს ჯანმრთელობის დაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) ხელმძღვანელმა განაცხადა, რომ ჯანმრთელობის დაცვის სფეროში ღაზის სექტორში შექმნილი კატასტროფული ვითარების გამოსწორება პრაქტიკულად შეუძლებელია მაშინაც კი, თუ მიღებული იქნება WHO-ის ექსტრემალური ზომა სამედიცინო მომსახურებასთან წვდომის გაფართოების შესახებ. ექსტრემალური ზომა, რომელსაც მხარი დაუჭირეს ავღანეთმა, კატარმა, იემენმა და მაროკომ, გულისხმობს ღაზის სექტორში სამედიცინო პერსონალის შეშვებას და საჭირო პროდუქტების მიწოდება იმ შემთხვევაში,... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

სახალხო დამცველი ეხმაურება ოკუპირებულ გალში თემურ კარბაიას სიცოცხლის ხელყოფის სავარაუდო ფაქტს

სახალხო დამცველი, ლევან იოსელიანი ეხმაურება რუსეთის მიერ ოკუპირებულ აფხაზეთში მცხოვრები თემურ კარბაიას სიცოცხლის ხელყოფის სავარაუდო ფაქტს. ლევან იოსელიანის განცხადებით, 10 დეკემბერს, როდესაც მსოფლიოში ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო დღე აღინიშნება, კიდევ ერთხელ გავრცელდა ინფორმაცია ოკუპირებული ძალების მხრიდან საქართველოს მოქალაქის სიცოცხლის ხელყოფის სავარაუდო ფაქტის შესახებ „ოკუპირებული გალის რაიონში საქართველოს მოქალაქეს, თემურ კარბაიას, საოკუპაციო რეჟიმის ე.წ. მილიციის თანამშრომლებმა... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

არმია „ჰამასის“ განადგურების გადაწყვეტილებას არ ცვლის - ნეთანიაჰუ

ისრაელის პრემიერმინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ უარყო საერთაშორისო მოწოდებები ღაზაში ომის დამთავრებისკენ. ეს ვერ თანხმდება მიზანთან, ნეთანიაჰუს სიტყვებით, განადგურებულ იქნეს „ჰამასი,“ რომელიც აშშ-სა და ევროკავშირში ტერორისტულ დაჯგუფებად არის მიჩნეული. კაბინეტის სხდომაზე ნეთანიაჰუმ თქვა ასევე, რომ ამის შესახებ აცნობა საფრანგეთის, გერმანიის და სხვა ქვეყნების მთავრობებს. კატარი, რომელიც ადრეც იყო შუამავალი ისრაელსა და „ჰამასს“ შორის ცეცხლის შეწყვეტის გარშემო, კვლავ ცდილობს ჰუმანიტარული ცეცხლის შეწყვეტაზე დაითანხმოს მხარეები. Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

"დილის საუბრები განათლებაზე": მასწავლებელთა პროტესტი/PISA-ს შედეგები/რუსულენოვანი განათლება საქართველოში

დირექტორობის კონკურსში მონაწილეთა პროტესტი გრძელდება; PISA-ს გამოკვლევაში საქართველოს შედეგები არ უმჯობესდება; როგორია 2022 წლის 24 თებერვლის შემდეგ საქართველოში იმიგრირებული რუსულენოვანი მოსწავლეების კონტინგენტი - სად, რას და როგორ სწავლობენ ისინი? - ამ თემებზე ვსაუბრობთ განათლების რუბრიკაში.

Radiotavisupleba.ge 

ოსლოში მშვიდობის დარგში ნობელის პრემიის გადაცემის ცერემონია იმართება

ირანის ხალხი ბოლოსდაბოლოს დაძლევს მთავრობის მიერ თავსმოხვეულ.ავტორიტარიზმს, მთავრობისა, რომელმაც დაკარგა ლეგიტიმურობა და საზოგადოების მხარდაჭერა, -  განაცხადა ნარგეს მოჰამადიმ, მშვიდობის დარგში ნობელის პრემიის წლევანდელმა ლაურეატმა. მოჰამადის თეირანში იმყოფება საპატიმროში. მისი განცხადება ოსლოში, პრემიის გადაცემის ცერემონიაზე საჯაროდ წაიკითხეს, ხოლო დედის პრემია გადაეცათ მის შვილებს, 17 წლის ტყუპებს, ქიანა და ალი რაჰმანიებს. ნორვეგიის ნობელის კომიტეტმა 51 წლის მოჰამადის პრემია მიანიჭა „ქალების... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

„ძვლები, ნეკნები დამტვრეული აქვს“, - ამბობს ოკუპირებულ გალში სასიკვდილოდ ნაცემი თემურ კარბაიას რძალი

რუსეთის მიერ ოკუპირებულ აფხაზეთში მცხოვრები თემურ კარბაიას ოჯახის წევრები აცხადებენ, რომ 43 წლის კაცი ე.წ. სამართალდამცავებმა, სასტიკად სცემეს და ის მიყენებული ტრავმებით კლინიკაში გარდაიცვალა. გარდაცვლილის რძალი, რომელიც ოჯახთან ერთად ზუგდიდში ცხოვრობს, ამბობს, რომ თემურ კარბაია სამმა ე.წ. მილიციელმა რამდენიმე დღის წინ დააკავა ოკუპირებულ ქალაქ გალში და მას ფიზიკურად გაუსწორდნენ. მოგვიანებით, კაცი საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა, ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ მოახერხეს. თემურ კარბაია 9 დეკემბერს, ღამით გარდაიცვალა. Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

ზელენსკი არგენტინაში გაემგზავრა რუსეთის წინააღმდეგ ომში "გლობალური სამხრეთის" მხარდაჭერის მოსაპოვებლად

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი არგენტინაში გაემგზავრა. გზად ის კაბო ვერდეში შეჩერდა. შემდეგ ის არგენტინაში დაესწრება ამ ქვეყნის ახალი პრეზიდენტის ხავიერ მილეის ინაუგურაციას. ეს ზელენსკის პირველი მოგზაურობაა ლათინურ ამერიკაში, სადაც ის შეეცდება მხარდაჭერა მოიპოვოს თავისი ქვეყნისთვის რუსეთთან ომში. ზელენსკი 9 დეკემბერს შეხვდა კაბო ვერდეს პრემიერმინისტრს, ულის კორეია ე სილვას. მოგვიანებით სოციალურ მედიაში გამოქვეყნებულ პოსტში შეხვედრას მან უწოდა "ლიდერების პირველი შეხვედრა ჩვენი ორმხრივი ურთიერთობების ისტორიაში". Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

საახალწლო განათებების მონტაჟის გამო რუსთაველის გამზირზე მოძრაობა შეიზღუდება

საახალწლო ილუმინაციების მონტაჟის გამო 11-დან 12 დეკემბრის ღამეს, 00:00-დან 06:00 საათამდე, მოძრაობა შეიზღუდება რუსთაველის გამზირზე, პირველი რესპუბლიკის მოედნიდან თავისუფლების მოედნამდე არსებულ მონაკვეთში. ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს. მათივე ცნობით, სატრანსპორტო საშუალებებისთვის გადაადგილება შესაძლებელი იქნება ლეონიძის, ინგოროყვას, ალექსანდრე ჭავჭავაძის, გრიბოედოვის, ბარათაშვილისა და თაბუკაშვილის ქუჩების მეშვეობით; მელიქიშვილის გამზირიდან მთაწმინდის დანარჩენი ქუჩების მიმართულებით მოძრაობა დასაშვები იქნება ჯანაშიას... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

ბუნების დამცველებმა მწვანედ შეღებეს წყალი ვენეციის არხებში

ბუნების დამცველთა მოძრაობა Extinction Rebellion-ის (ამბოხება მოსპობის წინააღმდეგ) აქტივისტებმა იტალიის ქალაქ ვენეციის არხებში წყალი მწვანედ შეღებეს. მსგავსი აქცია მოეწყო იტალიის სხვა ქალაქებში, რომში, მილანსა და ტურინში. ეს არის აქტივისტების პროტესტი დუბაიში მიმდინარე კლიმატის საერთაშორისო კონფერენციის - COP28-ის წინააღმდეგ. Extinction Rebellion-ის წევრები თვლიან, რომ შეთანხმებები, რომლებზეც დუბაიში მსჯელობენ, არასაკმარისია და თვით კონფერენცია კორუმპირებულია. აქციის მონაწილეებმა წყალში ჩაუშვეს სამრეწველო საღებავი... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

ირანის ხელისუფლებამ სახაროვის პრემიის მისაღებად არ გაუშვა მაჰსა ამინის ოჯახის წევრები

ირანის ხელისუფლებამ ნება არ დართო საფრანგეთში, ანდრეი სახაროვის პრემიის მისაღებად წასულიყვნენ მაჰსა ამინის ოჯახის წევრები. ევროპარლამენტის ანდრეი სახაროვის პრემია „აზრის თავისუფლებისთვის“ მიენიჭა მაჰსა ამინის სიკვდილის შემდეგ. პრემიის მისაღებად მიწვეული იყვნენ ამინის მშობლები და ძმა. მაგრამ ვიზის ქონის მიუხედავად სასაზღვრო დაცვამ მათ არ მისცა თვითმფრინავში ასვლის უფლება და პასპორტები ჩამოართვა. ოჯახის  წევრების ნაცვლად ცერემონიაზე მივლენ მათი ადვოკატები, იტყობინება „გერმანული ტალღა“. ირანელი ქურთი მაჰსა ამინი... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

სახალხო დამცველის აქცენტები ადამიანის უფლებების დაცვის დღისადმი მიძღვნილ განცხადებაში

საქართველოს სახალხო დამცველი, ლევან იოსელიანი, სპეციალური განცხადებით ეხმაურება 10 დეკემბერს, ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო დღეს და იმ გამოწვევებზე ლაპარაკობს, რომელიც დღეს საქართველოში, ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების დაცვის კუთხით, სხვადასხვა სფეროში არსებობს. როგორც განცხადებაში ვკითხულობთ, 2023 წელს ადამიანის უფლებების დაცვას საოკუპაციო ძალების მიერ საქართველოს მოქალაქის თამაზ გინტურის მკვლელობამ დაასვა დამღა: „აღნიშნული მძიმე ფაქტი გამოძახილია იმისა, რომ ამ დრომდე დაუსჯელია საქართველოს ოთხი მოქალაქის... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

„ნაციონალურ მოძრაობას“ ტოვებს თბილისის ორგანიზაციების 300-მდე წევრი, მათ შორის, საკრებულოს წევრები

ბათუმის, ზუგდიდის, ჭიათურის, ხობის, კასპისა და კახეთის შემდეგ, პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ 300-მდე წევრმა დატოვა თბილისში. პარტიის დატოვებას გეგმს თბილისის საკრებულოს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ რამდენიმე წევრი, მათ შორის ანა გოგოლაძე, ბესო გაზდელიანი და მამუკა გუგეშაშვილი.   განცხადება პარტიის დატოვების შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილმა წევრებმა 9 დეკემბერს, რუსთაველის გამზირზე, პირველი საშუალო სკოლის წინ გააკეთეს.    პარტიის უკვე ყოფილი წევრები განმარტავენ, რომ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობისა“ და მათი გზები იყოფა... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

შსს სახლიდან გატაცებულ 16 წლის გოგოს და მის გამტაცებლებს ეძებს

შსს სახლიდან გატაცებულ 16 წლის გოგოს და მის გამტაცებლებს ეძებს შინაგან საქმეთა სამინისტრო საკუთარი სახლიდან გატაცებულ 16 წლის გოგოსა და მის ექვს გამტაცებელს ეძებს. შემთხვევა 9 დეკემბერს, საღამოს საათებში, ფონიჭალაში მოხდა. როგორც რადიო თავისუფლებას უთხრეს შინაგან საქმეთა სამინისტროში, გამოძიება დაწყებულია სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლით, რაც ცოლად შერთვის მიზნით თავისუფლების უკანონო აღკვეთას გულისხმობს. გატაცებული არასრულწლოვნის მშობლები მედიასთან საუბრისას ამბობენ, რომ მათი ქალიშვილი... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

ერთი ადამიანი დაიღუპა და ოთხი დაიჭრა ხერსონის ოლქზე განხორციელებული შეტევისას

ერთი ადამიანი დაიღუპა და ოთხი დაიჭრა ხერსონის ოლქში, რუსეთის შეიარაღებული ძალების მიერ განხორციელებული შეტევისას. ინფორმაციას ოლქის ადმინისტრაცია ავრცელებს. მათი ცნობით, უკანასკნელი 24 საათის განმავლობაში, ხერსონის ოლქის მიმართულებით, რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა 264 ჭურვი გაუშვეს. ხერსონის ოლქის ადმინისტრაციის უფროსის, ალექსანდრ პროკუდინის განცხადებით, ქალაქ ხერსონის მიმართულებით რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა 19 ჭურვი ისროლეს.

Radiotavisupleba.ge 

ISW: რუსეთის ძალები ცდილობენ მარტის საპრეზიდენტო არჩევნებამდე აიღონ ინიციატივა ფრონტის ხაზზე

რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა უკრაინაში, ფრონტის რამდენიმე ნაწილში, შეტევითი ოპერაციები რთულ კლიმატურ პირობებში დაიწყეს. ომის შემსწავლელი ინსტიტუტის (ISW) ინფორმაციით, ასე ცდილობენ ისინი საკუთარ ხელში აიღონ ინიციატივა რუსეთში, მარტში დაგეგმილ საპრეზიდენტო არჩევნებამდე. ამ დროისათვის, რუსეთის შეიარაღებული ძალები შეტევით ოპერაციებს ახორციელებენ უკრაინის ფრონტის დიდ ნაწილში, განსაკუთრებით, ხარკოვისა და ლუგანსკის ოლქების საზღვრის გასწვრივ, ბახმუტის რაიონსა და ავდეევკის მიმართულებით. ამასთანავე, ისინი... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

„საქართველოს შეუძლია ევროკავშირის გვერდში დგომის იმედი ჰქონდეს“ - პაველ ჰერჩინსკი

საქართველოში ევროკავშირის ელჩი პაველ ჰერჩინსკი საქართველოს ადამიანის უფლებათა დაცვის დღეს ულოცავს. განცხადებაში, რომელსაც საქართველოში ევროკავშირის ოფისი ავრცელებს, წერია რომ საქართველოს შეუძლია ევროკავშირის გვერდში დგომის იმედი ჰქონდეს: „ადამიანის უფლებების დაცვა ევროკავშირის საფუძველია. ამ ხედვის რეალობად ქცევის ძალისხმევა ევროკავშირის გაფართოების პროცესის ნაწილია და საქართველოს მიერ ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე გადასადგმელი ცხრა ნაბიჯიდან ერთ-ერთი. საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების რეკომენდაცია ისტორიულია. Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

ისრაელი: "ჰამასი" სკოლას და მეჩეთს იყენებს სამხედრო მიზნით. ღაზის ჯანდაცვის უწყება: ომის დაწყების შემდეგ 17 700 პალესტინელი დაიღუპა

ისრაელსა და აშშ-სა და ევროკავშირში ტერორისტულ ორგანიზაციად შერაცხილ „ჰამასს“ შორის ომის დაწყებიდან დაღუპულ პალესტინელთა რიცხვი 17700-მდე გაიზარდა. ამის შესახებ იტყობინება „ჰამასის", კონტროლის ქვეშ მყოფი ჯანმრთელობის დაცვის უწყება. მისი ცნობით, დაშავებულთა რიცხვი 50 ათასს უახლოვდება. ამ მონაცემებს შემოწმება დამოუკიდებელი წყაროების მიერ შეუძლებელია, თუმცა გაერო და სხვა მეთვალყურეები აცხადებენ, რომ ამ უწყების მონაცემები წარსულში დასტურდებოდა მთლიანობაში როგორც სანდო. ღაზის სექტორში, ქალაქ ხან იუნისის ნასერის საავადმყოფოს განცხადებით... Читать дальше...


В Йошкар-Оле росгвардейцы поздравили подшефных кадет с завершением учебного года

«Оранжевый» уровень погодной опасности объявили в Москве на два дня

Mash: Канье Уэст может приехать с концертом в Москву 8 июня

Росгвардейцы огнем из стрелкового оружия уничтожают беспилотники ВСУ



Новости 24/7 DirectAdvert - доход для вашего сайта



Частные объявления в Вашем городе, в Вашем регионе и в России



Smi24.net — ежеминутные новости с ежедневным архивом. Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. "123 Новости" — абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. Smi24.net — облегчённая версия старейшего обозревателя новостей 123ru.net. Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть —онлайн с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии. Smi24.net — живые новости в живом эфире! Быстрый поиск от Smi24.net — это не только возможность первым узнать, но и преимущество сообщить срочные новости мгновенно на любом языке мира и быть услышанным тут же. В любую минуту Вы можете добавить свою новость - здесь.




Новости от наших партнёров в Вашем городе

Ria.city

«Компьютерный 3D-переводчик на жестовый язык» стал одним из победителей конкурса цифровых проектов и идей для людей с нарушением слуха «Мы услышим»

Mash: Канье Уэст может приехать с концертом в Москву 8 июня

Росгвардейцы огнем из стрелкового оружия уничтожают беспилотники ВСУ

«Оранжевый» уровень погодной опасности объявили в Москве на два дня

Музыкальные новости

«СВЯТОЙ ЛЕНИН» спасает население от борьбы с перенаселением, 3 серия, СЕРЬЁЗНЫЙ НОВОСТНОЙ СЕРИАЛ.

Новый монитор Philips Evnia 49M2C8900L подарит игровой опыт высочайшего уровня

В Улан-Удэ пройдет гала-концерт Союза композиторов Бурятии ко Дню России

Уссурийский ЛРЗ расширяет форматы промышленных экскурсий на предприятие

Новости России

В Москве задержали разыскиваемого Интерполом гражданина Израиля

Росгвардейцы огнем из стрелкового оружия уничтожают беспилотники ВСУ

Будущие инженеры активно участвуют в проектах компании-партнера

В школе искусств Люберец состоялся фестиваль «Творчество педагогов — детям»

Экология в России и мире

Ярко и стильно: самые интересные цветовые сочетания на лето

ONYX отправляется в Большой тур по России

С чем носить брюки палаццо: примеры образов

Компании Группы "Интеррос" взяли ряд наград премии FINAWARD

Спорт в России и мире

Парижские сюжеты: Медведев играл в кошки-мышки, Котов творил историю, Калинская заставляла нервничать Синнера

Матч Котова и Вавринки перенесли на корт Сюзанн Ленглен

Теннисистка Петрова: Карацеву не хватает игровой уверенности

Арина Соболенко повторила уникальное достижение Азаренко на турнирах «Большого шлема»

Moscow.media

В Арамиле возбудили уголовное дело из-за "дома-монстра", в котором продолжают жить люди

Деснол объединил опыт экспертов и производителей в рамках конференции «Эффективное производство 4.0»

Завершен монтаж пролетного строения моста через Волгу на обходе Твери

Маленьким пациентам центра трансплантологии рассказали о тех, кто спасает их жизни каждый день







Топ новостей на этот час

Rss.plus





СМИ24.net — правдивые новости, непрерывно 24/7 на русском языке с ежеминутным обновлением *