ჩეჩნეთის რესპუბლიკის მეთაური, რამზან კადიროვი უკვე წლებია კავკასიელ სპორტსმენებთან, განსაკუთრებით კი შერეული საბრძოლო ხელოვნების (MMA) მთავარი ორგანიზაციის, აბსოლუტური საბრძოლო ჩემპიონატის (UFC) ვარსკვლავებთან ახლო ურთიერთობის ამსახველ ფოტო- და ვიდეოკადრებს ავრცელებს სოციალურ ქსელებში. ექსპერტები ამას ე. წ. სპორტსვოშინგს უკავშირებენ.