სანამ იუპიტერი მეთორმეტე სახლში განლაგდება, ჩვენ კი ყველა ნათესავისა და მეგობრის სახლს მოვივლით, შობა-ახალი წლის სუფრებზე, თეა თოფურია ახალ ტრადიციას აყალიბებს და შარშანდელივით ასტროლოგიური პროგნოზებით გვართობს*.
ჩინეთის ახლო მომავალზე როცა ვიწყებთ საუბარს, თუ რას მოელის ეს ქვეყანა 2024 წელს, არაერთი თემაა გამოსაყოფი, მათ შორის, არჩევნები ტაივანში, რუსეთისა და ჩინეთის ახლო ურთიერთობა და ჩინური წარმოების ელექტრომობილების პოპულარობის ზრდა.
რუსეთმა „ბრიკსის თამაშებში“, რომელიც 2024 წლის ივნისში იმართება, აფხაზი სპორტსმენები მიიწვია. საქართველო, რომელმაც გასულ წელს სტრატეგიული პარტნიორობა დაამყარა „ბრიკსის“ მამოძრავებელ ძალასთან, ჩინეთთან, ჯერჯერობით დუმს.
ჩვენი კინომოყვარულებისთვის 2023 წელი ძალიან კარგად დასრულდა; თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალის პროგრამა მნიშვნელოვნად ძლიერი იყო წინა წლებთან შედარებით.
რუსეთშიც და უკრაინაშიც ჯერ ბოლომდე ვერ აცნობიერებენ ომში დანაკარგების მასშტაბებს. დაღუპულთა შესახებ ინფორმაციას არცერთი მხარე არ ასაჯაროებს, კატასტროფის მოცულობაზე მხოლოდ დამოუკიდებელი ჟურნალისტების გამოთვლებით, გამოქვეყნებული ნეკროლოგებითა და ახალი საფლავების რაოდენობით შეიძლება მსჯელობა