2024 არჩევნების წელია - წელს არჩევნები მსოფლიოს 76 ქვეყანაში ჩატარდება. ხმას მისცემს იმაზე მეტი ადამიანი, ვიდრე ოდესმე კაცობრიობის ისტორიაში.
საქართველოში ჩასულმა მხატვარმა, რომელიც ომს მოშორდა რუსეთიდან, მაშა ოვჩინიკოვამ თავის ვაჟთან ერთად თბილისში ხელნაკეთი წიგნების გამომცემლობა, „ნიაბი“ გახსნა.
მართლმსაჯულების საერთაშორისო სასამართლო 11 და 12 იანვარს განიხილავს სამხრეთ აფრიკის საჩივარს, რომელშიც ის ისრაელს ბრალს სდებს ღაზის სექტორში პალესტინელების გენოციდში და სამხედრო ოპერაციის შეჩერებას მოსთხოვს.
ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე ომის კონტექსტში ამ დაპირისპირების მასშტაბის გაზრდის საფრთხესთან ერთად საერთაშორისო დღის წესრიგში უმნიშვნელოვანეს გამოწვევად რჩება მასშტაბური მსხვერპლი მშვიდობიან მოსახლეობაში. ცხადია, ეს ცენტრალური საკითხია უფლებადამცველი ორგანიზაციებისთვის.
აზერბაიჯანის პრეზიდენტის, ილჰამ ალიევის 27 წლის ვაჟი მამის ოფიციალურ შეხვედრებზე გამოჩნდა - არადა, მას რაიმე ოფიციალური პოზიცია არ აქვს. ამზადებენ ჰეიდარ ალიევ უმცროსს „ალიევების დინასტიის“ გასაგრძელებლად? რა ვიცით მასზე?
საქართველოს მთავრობა გეგმავს, რომ ქვეყანა სრულად გადაიყვანოს ადგილობრივი წარმოების დენის მოიხმარებაზე და ამ მიზნით ჰესების მშენებლობის წახალისებას ცდილობს. რამდენად სწორად არის დაგეგმილი ეს სტრატეგია, რა ვადა დაითქვა და რამდენად რეალისტურია ხელისუფლების გათვლა?
წვეულებების კლუბ „მუტაბორის“ მფლობელმა მიხაილ დანილოვმა და მამა მიხაილმა, რომელიც მოსკოვის, ღვთისმშობლის ხატის „ზეციური ნიშნის“ სახელობის ტაძრის მღვდელია, გადაიღეს ვიდეო, სადაც ასახულია, თუ როგორ ჩუქნის დანილოვი მღვდელს ნიკოლოზ სასწაულმოქმედის წმინდა ნაწილებს.