რუსული პროპაგანდა ვლადიმირ პუტინის მმართველობას ეკონომიკურ აღმავლობასთან, სტაბილურობასა და კეთილდღეობასთან აიგივებს, თუმცა პუტინის 20-წლიან პრეზიდენტობას წითელ ხაზად გასდევს სისხლიანი ტერორისტული აქტების მთელი სერია, რომელსაც ასეულობით სამოქალაქო პირის სიცოცხლე შეეწირა.
უნგრეთის ხელისუფლებას ქვეყნის იუსტიციის ყოფილი მინისტრის ყოფილი მეუღლე, პეტერ მაგიარი, "კლანურ-ოლიგარქიულ" მმართველობაში ადანაშაულებს.
უკრაინაში ომის დაწყებიდან დღემდე, დიდ ბრიტანეთში 175 ათასზე მეტი უკრაინელი ლტოლვილი შევიდა, მათი აბსოლუტური უმრავლესობა ქალი და ბავშვია. ქვეყანამ ლტოლვილთა მისაღებად გაამარტივა სავიზო რეჟიმი და შექმნა უკრაინული ოჯახების დახმარების ფონდი, რომელშიც მასპინძელი ოჯახები ჩართო.
ორგანიზაცია Amnesty International ეხმაურება "ქართული ოცნების" მიერ ინიციირებულ საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტს, ლგბტ პირთა უფლებების შეზღუდვაზე.
28 წლის ქალი, რომელსაც გამოძიება შეყვარებულის დაჭრას, ანუ სხეულის განზრახ მძიმე დაზიანებას ედავება, სახლშია, მშობლებთან ერთად. საპატიმრო დაწესებულება მან 25 მარტს, გვიან საღამოს, 30 ათასლარიანი გირაოს გადახდის შემდეგ დატოვა.
საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის, მამუკა მდინარაძის თანახმად, ქვეყანაში „ლგბტ პროპაგანდაში“ „დიდი ფული“ იხარჯება. მან პარლამენტში ჟურნალისტებს უთხრა, რომ ეს არის მისი ბრალდება და ლგბტ უფლებებზე მომუშავე ორგანიზაციებს მოუწოდა, გამოაქვეყნონ ფინანსური ანგარიშები.
გაფრთხილების მიუხედავად, კრემლმა მოსკოვის ტერაქტი ვერ, ან არ აღკვეთა. ახლა კი ეჭვმიტანილებს სასტიკად უსწორდებიან და წინა წლებისგან განსხვავებით ამას აღარ მალავენ.
უკრაინაში რუსეთის ჯარების წინააღმდეგ ბრძოლაში დაღუპული თენგიზ ჭანიას ცხედარი თანამებრძოლებმა ცხელი წერტილიდან გამოიყვანეს. რადიო თავისუფლებას თენგიზ ჭანიას მეგობრები უდასტურებენ, რომ ცხედარი პროზექტურაშია გადასვენებული.