თბილისში, სამების ტაძარში აფხაზეთიდან გადმოსვენებული 12 ადამიანის სამოქალაქო პანაშვიდი გაიმართა. მათგან ხუთი საძმო სასაფლაოზე სამხედრო პატივით დაკრძალეს. 1992-1993 წელს ომის დროს დაღუპულების ცხედრები ისევ წითელი ჯვრის დახმარებით იპოვეს.
ევროკავშირი არ აპირებს თვალი დახუჭოს მოსამართლეთა კეთილსინდისიერების დადგენის აუცილებლობაზე, რაც ევროინტეგრაციისთვის საჭირო 9 დათქმის ნაწილია და რაც "ოცნების“ ხელისუფლებამ „დახურულ თემად“ გამოაცხადა.
საარჩევნო კოდექსში „ქართული ოცნების“ დაგეგმილი ცვლილებებით, პროპორციულ საარჩევნო სიებში პარლამენტის დეპუტატობის კანდიდატებს შეიძლება განესაზღვროთ, თუ რომელი ოლქის „დელეგატები“ არიან.
ზღაპრის ბოლო კეთილია... - მღეროდნენ ყველაზე მნიშვნელოვანი გამარჯვების შემდეგ ქართველი ფეხბურთელები და ქომაგები. 26 მარტს „დინამო არენაზე“ მომხდარი ამბავი მართლაც ძალიან ჰგავს ზღაპარს იმით, რომ ზღაპარს ხალხებიც წერენ და ცალკე აღებული ადამიანებიც.
მოსკოვში საკონცერტო დარბაზში მომხდარი ტერორისტული თავდასხმის შემდეგ სოციალურ ქსელში ერთი ფოტო ვრცელდება. სიმპათიური, ახალგაზრდა წყვილი გამოპრანჭული და ჩახუტებული ზის სუფრასთან.
ამინჩონ ისლომოვი და მისი მამა, ისროილ ისლომოვი, რომლებსაც გამოძიება მოსკოვის ოლქში მდებარე „კროკუს სიტი ჰოლზე“ მომხდარ თავდასხმაში თანამონაწილეებად მიიჩნევს, მათი დაპატიმრების შესახებ სასამართლო გადაწყვეტილება გაასაჩივრეს.
28 მარტს თბილისის საქალაქო სასამართლოში დღის 12 საათზე დანიშნული პროცესი, სადაც მოსამართლე ზვიად შარაძეს 7-9 მარტის აქციების მონაწილის, ლაზარე გრიგორიადისის დაცვისა და ბრალდების მხარეების დასკვნითი სიტყვები უნდა მოესმინა, 27 წუთის დაგვიანებით გაიხსნა და 4 წუთში დასრულდა.
როგორია ტერორიზმის მსოფლიო დონის ექსპერტის ვერდიქტი - რა და რატომ მოხდა 22 მარტს, მოსკოვის საკონცერტო დარბაზზე ტერორისტული თავდასხმისას, რომელსაც ოფიციალური მონაცემებით 140-ზე მეტი ადამიანი შეეწირა?
ბაკურიანში მთის ფერდობიდან თოვლის მასა ჩამოიშალა. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ცნობით, არსებული ინფორმაციით, ზვავში, სავარაუდოდ, მოყოლილია ერთი ადამიანი.