დიმიტრი გულია - „მთავარი აფხაზი“, რომელმაც „ვეფხისტყაოსანი“ თარგმნა
„მთავარი აფხაზი“ - ასე უწოდებენ აფხაზები აფხაზური ლიტერატურის ფუძემდებელს დიმიტრი გულიას. გულია აფხაზურადაც წერდა და ქართულიდანაც თარგმნიდა. 21 თებერვალს მისი დაბადებიდან 150 წლისთავი სოხუმშიც აღნიშნეს და თბილისშიც.