21 თებერვალს დასრულდა საქართველოს ახალი პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის პირველი საგარეო ვიზიტი, რომელიც ბრიუსელში, ევროკავშირის ინსტიტუტების სათავო ოფისებსა და ნატოს შტაბბინაში გაიმართა.
„მთავარი აფხაზი“ - ასე უწოდებენ აფხაზები აფხაზური ლიტერატურის ფუძემდებელს დიმიტრი გულიას. გულია აფხაზურადაც წერდა და ქართულიდანაც თარგმნიდა. 21 თებერვალს მისი დაბადებიდან 150 წლისთავი სოხუმშიც აღნიშნეს და თბილისშიც.
რუსეთმა რადიო თავისუფლება „არასასურველ ორგანიზაციად“ გამოაცხადა. შეზღუდვები და სასჯელი შეეხება არა მხოლოდ "არასასურველ" მედიაორგანიზაციას, არამედ მის საქმიანობასთან რაიმე სახით დაკავშირებულ ყველა პირს, რუსეთში - თუ მის ფარგლებს გარეთ.
ალექსეი ნავალნის პატიმრობამ და სიკვდილმა თვალსაჩინო გახადა ის პირობები, რომელშიც რუსეთის ციხეებსა და შრომა-გასწორების კოლონიებში პოლიტიკური პატიმრები იმყოფებიან.
საქართველოს სულ მცირე სამი მოქალაქეა რუსეთის ტყვეობაში. უკრაინის მხარეს მებრძოლი ქართველი ტყვეების რაოდენობა გაცილებით მეტია. მათი ვინაობები ოჯახის ინტერესების დაცვისა და უსაფრთხოების მოტივით არ სახელდება. მებრძოლების ოჯახის წევრები ხელისუფლებას დახმარებას სთხოვენ.
თბილისში ბინის გაქირავება გაიაფდა და პროგნოზით ეს მომავალ წელსაც გაგრძელდება, თუმცა კლების მიუხედავად, დედაქალაქში ფასები პრეპანდემიურ ნიხრს აღარ დაუბრუნდება.
“მე ხელოვანი ვარ. პოლიტიკაში ვერ ვერკვევი!” - ასეთი განცხადება ღიმილის მომგვრელია. ყოველ შემთხვევაში კინოს სამყაროში მაინც. არადა ჯერ კიდევ ათიოდე წლის წინ ტარდებოდა კინოფესტივალები, რომელთა ორგანიზატორები აცხადებდნენ, რომ მხოლოდ “მაღალ ხელოვნებას” უჭერდნენ მხარს და პოლიტიკას ემიჯნებოდნენ.
როგორ ამოვიცნოთ პოპულისტები, რომლებიც ძალაუფლებისთვის ბრძოლაში "ჭეშმარიტ ხალხად" და "მტრებად" დაყოფისა და დაპირისპირებისთვის წირავენ საზოგადოებას? - ამის შესახებ ესაუბრა რადიო თავისუფლებას ტომ ჯ. პალმერი, ამერიკელი თეორეტიკოსი, "ატლას ნეტვორკის" ვიცეპრეზიდენტი და კატონის ინსტიტუტის უფროსი მკვლევარი.