Мы в Telegram
Добавить новость
World News in Georgian
Новости сегодня

Новости от TheMoneytizer


Январь
2023

Новости за 31.01.2023

Radiotavisupleba.ge 

ხაბეიშვილის თქმით, სააკაშვილის გათავისუფლების სანაცვლოდ ენმ მზადაა, მანდატები დათმოს და ოფისები „ოცნებას" გადაუფორმოს

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ახალარჩეულმა თავმჯდომარემ ლევან ხაბეიშვილმა კლინიკა „ვივამედთან" მედიას განუცხადა, რომ პარტია მზად არის ბევრი რამ დათმოს პატიმრობაში მყოფი ექსპრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის, გათავისუფლების სანაცვლოდ. „ნაციონალური მოძრაობა“ მზად არის, პრეზიდენტ სააკაშვილის თავისუფლების სანაცვლოდ არათუ პარლამენტი დატოვოს, არამედ დატოვოს საკრებულოებიც. საზოგადოებას პასუხი უნდა გავცეთ. პრეზიდენტ სააკაშვილის თავისუფლების სანაცვლოდ, ოღონდ შედეგი რომ დადგეს, აქედანვე ვთავაზობ რუსულ "ოცნებას"... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

ხაჭაპურიძის ცნობით, სააკაშვილს რეანიმაციაში გადაყვანა შესთავაზეს და ელოდება

პატიმრობაში მყოფი ექსპრეზიდენტის ადვოკატის, შალვა ხაჭაპურიძის ინფორმაციით, მიხეილ სააკაშვილს კლინიკამ რეანიმაციაში გადაყვანა შესთავაზა და ახლა ელოდება, როდის გადაიყვანენ. ამის შესახებ მან ჟურნალისტებს "ვივამედიდან" გამოსვლის შემდეგ განუცხადა. "მე ვნახე სააკაშვილი, უკეთდებოდა გადასხმა, ექთანი შემოვიდა. ბატონ მიხეილს ვკითხე, რა ხდება-მეთქი. მითხრეს, გადასაყვანი ხარო, მე თანხმობა განვაცხადე და ველოდები, როდის გადამიყვანენო. როგორც მან იცის, დღეს უნდა გადაიყვანონ. მითხრა, კლინიკა კარგად, გულისხმიერად მექცევაო", - ამბობს ადვოკატი. Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

2020 წლისთვის დაპირებული 18-მეტრიანი ავტობუსები თბილისში 2023 წელსაც ვერ ივლის

თბილისს ახალი, 18-მეტრიანი ავტობუსები სულ მცირე ერთი წელი კიდევ არ ეყოლება. ავტობუსების შესაძენად თბილისის მერიის სატრანსპორტო კომპანიას ტენდერი ჯერ არ გამოუცხადებია. "თბილისის სატრანსპორტო კომპანიის" მოკვლევით, ამ ზომის ავტობუსების წარმოება-მიწოდებისთვის საჭიროა სულ მცირე 12 თვე. სწორედ 18-მეტრიანი ავტობუსებითა და მათთვის განკუთვნილი ე.წ. სწრაფი დერეფნებით ჰპირდება მერიის სატრანსპორტო სამსახური ქალაქის მოსახლეობას თბილისში მგზავრთა გადაყვანის პრობლემების მოგვარებას. თბილისის მერმა, კახა კალაძემ... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

ლიეტუვის პრეზიდენტი დასავლეთს მიმართავს, „გადალახოს წითელი ხაზები“ და უკრაინისთვის საბრძოლო თვითმფრინავების მიწოდება განიხილოს

ლიეტუვის პრეზიდენტმა გიტანას ნაუსედამ დასავლეთს მიმართა, ღია დატოვოს ყველა შესაძლებლობა იარაღის, მათ შორის გამანადგურებლების მიწოდებაზე უკრაინის თხოვნასთან დაკავშირებით. ნაუსედამ ლიეტუვის ტელევიზიასთან საუბრისას 31 იანვარს განაცხადა, რომ ავიაგამანადგურებლები და შორი მოქმედების რაკეტები „აუცილებელ სამხედრო დახმარებას“ წარმოადგენენ „ომის ამ გადამწყვეტ ეტაპზე, როცა სულ მალე დადგება გარდამტეხი მომენტი“. აშშ და გერმანია კიევის ასეთი თხოვნის დაკმაყოფილებას გამორიცხავენ, თუმცა საფრანგეთმა გამოაცხადა, რომ პრინციპში არ არის ამის წინააღმდეგი. Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

სანდრო ქევხიშვილი - "როცა კორუფციას არ ებრძვი, ის ერგება სიტუაციას"

"ბოლო ათი წლის განმავლობაში არაფერი მომხდარა ამ ქვეყანაში ისეთი, რაც ამ რეიტინგს წაწევდა წინ. ...56 ქულა, რომელიც ახლა გვაქვს, 2017-შიც გვქონდა, 2019-შიც და 2020-შიც" - "TI - საქართველოს" პროგრამის მენეჯერი სანდრო ქევხიშვილი 2022 წლის "კორუფციის აღქმის ინდექსზე" ლაპარაკობს.

News.ge 

კახა კალაძე – პირველ რიგში, პოლარიზება ჩვენი უცხოელი მეგობრებისგან უნდა დასრულდეს – არ გამოვრიცხავ, რომ ისევ პოლიტიკური გადაწყვეტილება მიიღონ და სტატუსი არ მოგვანიჭონ

მე მგონია, რომ პირველ რიგში, პოლარიზება ჩვენი უცხოელი მეგობრებისგან უნდა დასრულდეს. აბსურდული განცხადებები, რასაც კონკრეტულ პირებთან მიმართებაში ვისმენთ, რა თქმა უნდა, აზიანებს ურთიერთობებს და ხელს უწყობს პოლარიზებას, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა, თბილისის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა. როგორც კალაძე აცხადებს, არ გამორიცხავს, რომ საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით „ისევ პოლიტიკური გადაწყვეტილება მიიღონ“ და ქვეყანას ...

Radiotavisupleba.ge 

გელათზე კრიტიკული დასკვნის შემდეგ ჩუბინაშვილის ცენტრს კულტურის სამინისტროს აუდიტი შეისწავლის

საქართველოს კულტურის სამინისტროს დაქვემდებარებულ გიორგი ჩუბინაშვილის სახელობის ქართული ხელოვნების ისტორიისა და ძეგლთა დაცვის ეროვნულ კვლევით ცენტრს სამინისტროს აუდიტის სამსახური შეისწავლის - ინფორმაცია რადიო თავისუფლებას რამდენიმე წყარომ, მათ შორის ცენტრის ხელმძღვანელმა მარინა გაჩეჩილაძემ დაუდასტურა. მარინა გაჩეჩილაძის თქმით, აუდიტის სამსახური ცენტრის ფინანსების შესწავლას 1 თებერვლიდან დაიწყებს და "არანაირი პრობლემა ამაში არ არის". "ეს ჩვეულებრივი ამბავია. აუდიტი ყოველ წელს ტარდება დაწესებულებებში... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

რუსეთში პირველად მიეცა ტერაქტის კვალიფიკაცია სამხედრო კომისარიატისთვის ცეცხლის წაკიდებას

რუსეთში სასამართლომ პირველად გამოიტანა განაჩენი სამხედრო კომისარიატისთვის ცეცხლის წაკიდებისთვის ტერაქტის მუხლით აღძრულ სისხლის სამართლის საქმეზე. საინფორმაციო სააგენტო „ტასსის" ცნობით, სასამართლომ 12 წელი მიუსაჯა ხანტი-მანსიისკის რაიონიდან ბრალდებულ პირს, რომელიც სასჯელს კოლონიაში მოიხდის. „ტასსი" არ ასახელებს მსჯავრდადებულის ვინაობას. რადიო თავისუფლების რუსული სამსახურის ცნობით, საუბარია ვლადისლავ ბორისენკოზე, რომლის მიმართაც ტერაქტის საქმეზე განაჩენი ეკატერინბურგის ცენტრალურმა რაიონულმა სამხედრო სასამართლომ გამოიტანა. Читать дальше...

News.ge 

ჰეფიქიდი — სათამაშოები უნარების განვითარებისთვის

ახალი ბიზნესის წამოწყების სტიმულირება, სტარტაპ ეკოსისტემის განვითარება, მცირე და საშუალო ბიზნესების განათლების ხელშეწყობა — ეს თიბისის მისიაა, რომლის შესასრულებლად, უკვე მეექვსე წელია, პროგრამით სტარტაპერი, ახალ ბიზნესებს ფინანსურ და არაფინანსურ მხარდაჭერას უწევს. პროექტის ნაწილია სტარტაპ ისტორიების სერია,, რომელიც სტარტაპებს თიბისის ციფრული არხების გამოყენებით მომხმარებლებთან დაახლოებაში და ცნობადობის გაზრდაში ეხმარება. ამჯერად, სტარტაპ ისტორიების სერიის ფარგლებში, ჰეფიქიდს გაგაცნობთ, ...

Radiotavisupleba.ge 

8 წლის შემდეგ ხანუმ ჯეირანოვას საქმეზე მე-5 კაცსაც პატიმრობა მიუსაჯეს

ნაფიც მსაჯულთა სასამართლომ საგარეჯოს რაიონის სოფელ ლამბალოში მცხოვრებ 30 წლის ხანუმ ჯეირანოვას საქმეზე მეხუთე ბრალდებულ კაცსაც გამამტყუნებელი განაჩენი გამოუტანა. ახალგაზრდა ქალზე სქესის ნიშნით იძალადეს და დამამცირებლად მოექცნენ - 2022 წლის 16 სექტემბერს ამ დანაშაულიდან 8 წელი გავიდა. პროკურატურის ინფორმაციით, ნაფიც მსაჯულთა სასამართლომ ბრალდებული კაცი ერთხმად ცნო დამნაშავედ. გამამტყუნებელი ვერდიქტის საფუძველზე სასამართლომ ბრალდებულს სასჯელის სახედ და ზომად 8 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა. Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

ოკუპირებულ აფხაზეთში ჟენევის დისკუსიების თანათავმჯდომარეებს მიღებაზე უარი უთხრეს

ოკუპირებულ აფხაზეთში გადაწყვიტეს, არ მიიღონ სამხრეთ კავკასიაში უსაფრთხოებისა და სტაბილურობის შესახებ ჟენევის დისკუსიის თანათავმჯდომარეები. რადიო თავისუფლების პროგრამა "ეხო კავკაზას" ინფორმაციით, ამის თაობაზე განაცხადა ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრმა ინალ არძინბამ. მისი თქმით, გადაწყვეტილება უკავშირდება ჟენევის დისკუსიების 57-ე რაუნდის გადადებას. მისი ჩატარება 2023 წლის 21-22 თებერვალს იგეგმებოდა. „ბოლო დროს ეს პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც თანათავმჯდომარეები ყოველგვარი ობიექტური მიზეზების... Читать дальше...

News.ge 

გია ვოლსკი – კეზერაშვილი და მერაბიშვილი „ნაციონალურ მოძრაობას“ მხარდამჭერთა დიდ რაოდენობას დააკარგვინებს

ძალიან მახინჯია შეხედულება, როდესაც პოლიტიკური ძალის გამარჯვებაზე ან დამარცხებაზეა საუბარი – აწყობს საქართველოს ისეთი მთავარი ოპოზიციური ძალა, რომელიც პოლიტიკური პარტიიდან რევოლუციურ კომიტეტად გარდაიქმნა?! რასაკვირველია, არ აწყობს! – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ “ნაციონალურ მოძრაობაში” მიმდინარე პროცესებზე დასმული კითხვის პასუხად განაცხადა. როგორც ვოლსკიმ ამ კონტექსტში აღნიშნა, რაც უფრო აშკარა გახდება „ნაციონალური მოძრაობის“, როგორც პოლიტიკური სუბიექტის ...

Radiotavisupleba.ge 

უკრაინის სპეცსამსახურმა დააკავა რუსეთის დაზვერვასთან თანამშრომლობაში ეჭვმიტანილი ქალაქ სევერსკის საბჭოს დეპუტატი

უკრაინის უშიშროების სამსახურმა (SBU) "ოპოზიციური პლატფორმა–სიცოცხლისთვის" წევრი, ქალაქ სევერსკის საკრებულოს დეპუტატი დააკავა. SBU-ს ანგარიშის თანახმად, სამართალდამცველებმა დონბასის ფრონტის წინა ხაზზე მოქმედი რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის მთავარი სამმართველოს (უფრო ცნობილი, როგორც GRU) აგენტი გამოავლინეს. "ბოროტმოქმედი სევერსკის საკრებულოს დეპუტატი უკრაინაში აკრძალული პარტიის, "ოპოზიციური პლატფორმა–სიცოცხლისთვის", წევრი აღმოჩნდა. გასული წლის ოქტომბრიდან ის აგროვებდა სადაზვერვო... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

"არ გადაგვიყვანია, პალატაშია" - ნადირაძე სააკაშვილის რეანიმაციაში გადაყვანაზე

კლინიკა "ვივამედის" დირექტორის, ნინო ნადირაძის, განცხადებით, მიხეილ სააკაშვილი რეანიმაციულ განყოფილებაში არ გადაუყვანიათ და პალატაში რჩება. "არ გადაგვიყვანია, პალატაშია", - უთხრა მან რადიო თავისუფლებას. ექსპრეზიდენტის რეანიმაციულ განყოფილებაში გადაყვანაზე საუბრობს ადვოკატი შალვა ხაჭაპურიძე. მისი თქმით, ახლა სწორედ გადაყვანის პროცესია და თავად გეგმავს, რომ კლინიკაში შევიდეს მის მოსანახულებლად. მიხეილ სააკაშვილის რეანიმაციულ განყოფილებაში გადაყვანასთან დაკავშირებით ინფორმაცია თავდაპირველად "ნაციონალური... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

საოკუპაციო ხელისუფლებამ მელიტოპოლის ქუჩებს საბჭოთა სახელები დაუბრუნა

უკრაინის ქალაქ მელიტოპოლის რუსეთის საოკუპაციო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა გალინა დანილჩენკომ განაცხადა, რომ ქალაქის ქუჩებს საბჭოთა რევოლუციისა და მთავრობის მოღვაწეების - ლენინის, კრუპსკაიას, ძერჟინსკის, ვოროშილოვის, ორჯონიკიძის, ჩაპაევისა და სხვათა - „ძველი ისტორიული სახელები“ დაუბრუნდათ. საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლის თქმით, ასეთი გადაწყვეტილება "მოქალაქეთა მრავალრიცხოვან მიმართვებთან დაკავშირებით" და "ისტორიული სამართლიანობის აღდგენის" მიზნით მიიღეს." დანილჩენკოს თანახმად, მანამდე, 2016 წელს... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

კადიროვი ევროპას ადანაშაულებს იმაში, რომ მხარი არ დაუჭირა იჩქერიის დამოუკიდებლობისთვის ბრძოლას

პოლონეთის პრემიერ-მინისტრის, მატეუშ მორავეცკის, პასუხად, რომ ჩეჩნეთი იმსახურებს დამოუკიდებლობას, ჩეჩნეთის პრომოსკოვური ხელისუფლების ლიდერმა ევროპის ქვეყნები დაადანაშაულა იმაში, რომ ჩეჩნეთის პირველი და მეორე ომების დროს მხარი არ დაუჭირეს არაღიარებულ იჩქერიას. "სად იყავით, როცა ჩვენ იჩქერიისთვის ვიბრძოდით? როცა დამოუკიდებლობის ინტერესს ვიცავდით? რატომ არ დაგვიჭირეს მხარი ევროპის სახელმწიფოებმა, მათ შორის უკრაინამ; დღეს კი თქვენ მოულოდნელად გადაწყვიტეთ, მხარი დაუჭიროთ არარსებულ სახელმწიფოს?"- აცხადებს თავის ტელეგრამაში რამზან კადიროვი. Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

"როგორც მითხრა, დაზიანებები მიიღო" - გიული ალასანიას თქმით, მიხეილ სააკაშვილმა წუხელ გონება დაკარგა

მიხეილ სააკაშვილის დედის, გიული ალასანიას განცხადებით, მისმა შვილმა გამთენიისას ისევ დაკარგა გონება. ამის შესახებ მან კლინიკა "ვივამედიდან" გამოსვლის შემდეგ, ჟურნალისტებთან ისაუბრა. "გონება დაკარგა ღამით, დაახლოებით 3-4 საათისთვის, როგორც მითხრეს. როცა შევედი ნევროლოგი და სხვა ექიმები დამხვდნენ, გასინჯეს. როგორც [მიხეილ სააკაშვილმა] მითხრა, დაზიანებები მივიღეო. საშინელი ფერი აქვს და ძალიან მაღალი, 390-მდე სიცხე ჰქონდა. კოვიდი გავლილი აქვს, უარყოფითია PCR ტესტი", - ამბობს ალასანია. მისივე ინფორმაციით... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

ვოლგოგრადი დროებით ისევ სტალინგრადად აქციეს

რუსეთის ქალაქ ვოლგოგრადის ყველა ძირითად შესასვლელში საგზაო ნიშნები წარწერით: „ვოლგოგრადი“ დროებით შეცვალეს „სტალინგრადით“. ამის შესახებ კრემლის მიერ კონტროლირებული სააგენტო „ინტერფაქსი“ წერს ქალაქის მერიის პრესსამსახურზე დაყრდნობით. მიზეზად დასახელებულია მეორე მსოფლიო ომის დროს, სტალინგრადის ბრძოლაში გამარჯვების მე-80 წლისთავი, რომელსაც 2 თებერვალს აღნიშნავენ. ვოლგოგრადში ელოდებიან რუსეთის პრეზიდენტ პუტინს. ვოლგოგრადის საქალაქო დუმის მიერ 2013 წელს მიღებული გადაწყვეტილებით, ვოლგოგრადი დროებით სტალინგრადი ხდება წლის განმავლობაში 10-ჯერ. Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

"ალტ-ინფოს" ხელმძღვანელები პარლამენტს LGBT+ მანიფესტაციების კანონით აკრძალვას სთხოვენ

ჰომოფობიური და პრორუსული პოლიტიკური პარტია "კონსერვატიული მოძრობის" ლიდერები, რომლებიც ტელეკომპანია "ალტ-ინფოს" ხელმძღვანელობენ, საქართველოს პარლამენტს საკანონმდებლო ინიციატივით მიმართავენ, აიკრძალოს LGBT+ მანიფესტაციების გამართვა. დოკუმენტი 2022 წლის ბოლოს გაიგზავნა საკანონმდებლო უწყებაში. კანონპროექტის ავტორები გიორგი ქარდავა, ზურაბ მახარაძე, ირაკლი მორგოშია, შოთა მარტინენკო და კონსტანტინე მორგოშია არიან და პარლამენტს "25 ათასი ამომრჩევლის" სახელით მიმართავენ. "აუცილებელია კანონით აიკრძალოს... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

ბრიტანული დაზვერვის შეფასებით, რუსეთი ამზადებს ახალ შეტევას დონეცკის ოლქზე

დიდი ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის სამსახურის მონაცემებით, როგორც ჩანს, ბოლო სამი დღეა, რუსეთმა კოორდინირებული სახე მისცა შეტევებს დონეცკის ოლქის ქალაქების, უგლედარის და პავლოვკის გარშემო. ეს დასახლებული პუნქტები ქალაქ დონეცკიდან სამხრეთ-დასავლეთით, 50 კილომეტრში მდებარეობს. ბრიტანეთის დაზვერვის თანახმად, რუსეთი იყენებს საზღვაო ქვეითთა 155-ე ბრიგადას, რომელმაც 2022 წლის ნოემბერში, ამავე რაიონზე შეტევისას წარმატებას ვერ მიაღწია, ამჯერად კი, სავარაუდოდ, რამდენიმე ასეული მეტრით წინ წაიწია... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

საქსტატი: 2022 წელს საქართველოს ეკონომიკა 10,1%-ით გაიზარდა

საქსტატის წინასწარი შეფასებით, გასულ, 2022 წელს, საქართველოს ეკონომიკა 10,1 პროცენტით გაიზარდა. განახლებულ მონაცემებში აღნიშნულია, რომ 2022 წლის დეკემბერში, 2021 წლის დეკემბერთან შედარებით, მთლიანი შიდა პროდუქტის მოცულობა 11 პროცენტით გაიზარდა. "2022 წლის დეკემბერში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით ზრდის მიმართულებით მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა შემდეგმა დარგებმა: მშენებლობა, დამამუშავებელი მრეწველობა, ტრანსპორტი და დასაწყობება, საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობები, ვაჭრობა, სასტუმროები და რესტორნები. Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

ხვალიდან მანქანების განმეორებითი ინსპექტირება ფასიანი ხდება

2023 წლის 1 თებერვლიდან სატრანსპორტო საშუალებების განმეორებითი ინსპექტირება ფასიანი ხდება. ამ დრომდე ეს მომსახურება უფასო იყო და ტექნიკური ინსპექტირების კომპანიები ვალდებული იყვნენ დამატებითი საფასურის გადახდის გარეშე შეემოწმებინათ სატრანსპორტო საშუალებები, ისევ ჰქონდათ თუ არა ხარვეზი. ფასის დაწესების შესახებ დადგენილება საქართველოს მთავრობამ 2022 წლის 9 დეკემბერს მიიღო. დოკუმენტს ხელს საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი აწერს. სხვადასხვა კატეგორიის სატრანსპორტო საშუალებაზე სავალდებულო... Читать дальше...

News.ge 

თიბისი კონცეპტში საბავშვო მასტერკლასები გაიმართა

თიბისი კონცეპტის მულტიფუნქციურ სივრცეში, გამოფენის „ლადო ალექსი-მესხიშვილი – არქიტექტორი ეპოქების მიჯნაზე“ ფარგლებში, საბავშვო მასტერკლასები გაიმართა. მასტერკლასზე ბავშვებმა გამოფენის დათვალიერების შემდეგ, თავად ააწყვეს არქიტექტორის მიერ დაპროექტებული შენობების სამგანზომილებიან მაკეტები. მასტერკლასებს ხელმძღვანელობდნენ VA[A]DS-ის არქიტექტურის პროგრამის სტუდენტები, ნიკა ცაგარეიშვილი და ვაჟა ჯაფარიძე, რომლებმაც გამოფენაზე წარმოდგენილი მაკეტების შექმნაზე იმუშავეს. ლადო ალექსი-მესხიშვილი გასული საუკუნის ერთ-ერთი გამორჩეული არქიტექტორია... Читать дальше...

News.ge 

ზეინაბ დიასამიძე: თქვენ კი საკუთარ მოსახლეობას ნელი სიკვდილისთვის იმეტებთ… იცით მაინც რა დაავადებებმა იმრავლა ბათუმში

“SOS მთელი ბათუმი , დღისით თუ ღამით მდარე ხარისხის ყაზახური ნავთობქიმიით იწამლება! გუშინ ფეხით ჩავიარე ე.წ. ბონის დასახლება და გავითავისე თუ რას ნიშნავს კრემატორიუმში ცხოვრება… მთელი დღის განმავლობაში თავბრუ … კოორდინაციის დარღვევა და გულისრევის შეგრძნება ვერ მოვიშორე… … ბონი დიდი დასახლებაა და აქ ადამიანები ცხოვრობენ… ისინი, ვისი პასუხისმგებლობაცაა ქალაქისთვის ამ უმნიშვნელოვანესი პრობლემის გადაჭრა… ყველანი სადისტები ...

News.ge 

ბრიტანული დაზვერვა: ნაკლებად სავარაუდოა, რომ რუსეთი დონეცკის ოლქში მნიშვნელოვან წარმატებას მიაღწევს

„დონეცკის ოლქში ოპერატიული წარმატების მისაღწევად მოსკოვს ნაკლებად სავარაუდოა, რომ საკმარისი რაოდენობის ჯარები ჰყავდეს“, – ამის შესახებ ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტროს სადაზვერვო დეპარტამენტის განცხადებაშია აღნიშნული. ბრიტანული მხარის ინფორმაციით, შესაძლებელია, ბახმუტის მიმდებარე ტერიტორიაზე რუსეთმა მცირე წარმატებას მიაღწიოს, თუმცა კრიტიკული ცვლილებები მოსალოდნელი არ აირს. „რუსეთი ქალაქ პავლივკასა და ვუჰლედარზე თავდასხმას აგრძელებს. დასახლებები დონეცკის სამხრეთ-დასავლეთით 50 კმ-ში მდებარეობენ. რუსების ცდილობენ... Читать дальше...


С 1 июля в России значительно подорожают услуги ЖКУ

Шоувумен Алиана Устиненко заявила, что получала более 500 тыс. рублей за "Дом-2"

Шойгу презентовали модернизированное вооружение для борьбы с беспилотниками

Националист в Узбекистане осудил Миризнёва: Суд не пощадил



Новости 24/7 DirectAdvert - доход для вашего сайта



Частные объявления в Вашем городе, в Вашем регионе и в России



Smi24.net — ежеминутные новости с ежедневным архивом. Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. "123 Новости" — абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. Smi24.net — облегчённая версия старейшего обозревателя новостей 123ru.net. Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть —онлайн с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии. Smi24.net — живые новости в живом эфире! Быстрый поиск от Smi24.net — это не только возможность первым узнать, но и преимущество сообщить срочные новости мгновенно на любом языке мира и быть услышанным тут же. В любую минуту Вы можете добавить свою новость - здесь.




Новости от наших партнёров в Вашем городе

Ria.city

Шоувумен Алиана Устиненко заявила, что получала более 500 тыс. рублей за "Дом-2"

В Балашихе подросток на отечественном автомобиле сбил маленького ребенка

МВД Подмосковья: жительницу Ногинска заподозрили в нападении на мужа с ножом

Движение транспорта ограничат в центре Томска в День Победы

Музыкальные новости

«Динамо» подложило под «Зенит» бомбу! «Краснодар» может возглавить РПЛ за четыре тура до конца

Шапки женские на Wildberries — скидки от 398 руб. (на новые оттенки)

Азербайджанцев, подозреваемых в убийстве у «Галереи Чижова», суд отправил в СИЗО

Виктория Боня показала новую прическу с нарощенными волосами за миллион рублей

Новости России

Движение транспорта ограничат в центре Томска в День Победы

Шоувумен Алиана Устиненко заявила, что получала более 500 тыс. рублей за "Дом-2"

Губернатор Забайкалья Александр Осипов вместе с кадетами посетил выставку «Казачество на государевой службе»

Подрыв «Северных потоков». Небензя выдвинул предупреждение всем виновным. При чём тут «Лошарик»?

Экология в России и мире

Новые коллекции Gods Passion и Kolchuga

Азербайджанский олигарх Год Нисанов – владелец рынков «Садовод» и «Фудсити» стремительно теряет поддержку элиты после теракта в «Крокусе»

Актерское агентство Киноактер. Актерское агентство в Москве.

Что будет, если есть яйца каждый день: 15 научных фактов

Спорт в России и мире

Соболенко вышла в ⅛ финала турнира WTA в Мадриде

16-летняя теннисистка Андреева обновила рекорд турниров WTA-1000

Теннисист Надаль навестил в больнице 16-летнюю российскую теннисистку Корнееву

Надаль навестил в больнице 16-летнюю российскую теннисистку

Moscow.media

«1418»: выставка секции «Арт-фото» ТСХР в зале «Лаврушинский`15»

Европейские правозащитники подали очередную жалобу на ChatGPT

Героическое участие армян в СВО. Часть третья

Глава МИД Армении: Ереван и Москва работают над решением проблем в отношениях







Топ новостей на этот час

Rss.plus





СМИ24.net — правдивые новости, непрерывно 24/7 на русском языке с ежеминутным обновлением *