უკრაინის გენშტაბი: გასულ 24 საათში მოგერიებულია რუსეთის 81 შეტევა
უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის მონაცემებით, გასულ 24 საათში, რუსეთის საოკუპაციო ძალებმა უკრაინის ტერიტორიაზე განახორციელეს 5 სარაკეტო და 13 საავიაციო დარტყმა და 50-ზე მეტი შეტევა ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემების გამოყენებით, მათ შორის ხერსონის და დონეცკის ოლქების სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე. მსხვერპლია მშვიდობიან მოსახლეობაში. გარდა ამისა, რუსულმა ქვედანაყოფებმა ნაღმმტყორცნებითა და საარტილერიო დანადგარებით დაცხრილეს დონეცკის, სუმის, ჩერნიგოვის, ხარკოვის, ხერსონის და ზაპოროჟიეს ოლქების ათეულობით დასახლებული პუნქტი. Читать дальше...