Мы в Telegram
Добавить новость
World News in Georgian
Новости сегодня

Новости от TheMoneytizer


Ноябрь
2023

Новости за 19.11.2023

Radiotavisupleba.ge 

მოსამართლეს, რომელმაც დამნაშავედ სცნო ომის მოწინააღმდეგე რუსი ხელოვანი სკოჩილენკო, აწინაურებენ

სანკტ-პეტერბურგში მოსამართლეთა პროფესიული საბჭო გამოვიდა რეკომენდაციით დაწინაურდეს მოსამართლე, რომელმაც  ხელოვანი ალექსანდრა სკოჩილენკო დამნაშავედ სცნო ყალბი ინფორმაციის გავრცელებაში რუსეთის შეიარაღებული ძალების შესახებ და მას შვიდი წლით მიუსაჯა პატიმრობა. 16 ნოემბრით დათარიღებულ დოკუმენტში საბჭო გამოდის რეკომენდაციით მოსამართლე ოქსანა დემიაშევა დაწინაურდეს ქალაქის კალინინის ოლქის სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილედ. დემიაშევა ამ პოზიციაზე წარდგენილი ერთადერთი კანდიდატია, ვაკანსიაზე კონკურსი 10 ივლისს გამოცხადდა. Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლეს ვარლამ გოლეთიანი და საპროტესტო აქციაზე დაკავებული სხვა პირები

18 ნოემბერს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან გამართულ საპროტესტო აქციაზე დაკავებული 11 პირი სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლეს. როგორც დაკავებულების ადვოკატმა, ეკა ქობესაშვილმა განაცხადა, მოსამართლემ დააკმაყოფილა დაცვის მხარის მოთხოვნა და სასამართლო პროცესი გადადო. ადვოკატის განცხადებით, აქციის მონაწილეების დაკავება იყო უკანონო, რადგან ისინი არ გასცდენიან სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების საზღვრებს. მოძრაობის „რიონის ხეობის გადარჩენისთვის“ ერთ-ერთი ლიდერის, ვარლამ გოლეთიანის თქმით... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

პუტინი 22 ნოემბერს ვირტუალურად მიიღებს მონაწილეობას G-20-ის შეხვედრაში

რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმირ პუტინი 22 ნოემბერს მონაწილეობას მიიღებს დიდი ოცეულის (G20) ლიდერების ვირტუალურ სამიტში - მას შემდეგ, რაც მან კვლავ უარი განაცხადა პირადად მონაწილეობაზე სექტემბერში, ინდოეთში გამართულ სამიტში, იუწყება რუსეთის ტელევიზია. 2022 წლის თებერვალში რუსეთის უკრაინაში პროვოცირების გარეშე შეჭრის შემდეგ, პუტინს პირადად მონაწილეობა არ მიუღია G20-ის ყოველწლიურ შეხვედრებში. 22 ნოემბრის ვირტუალური შეხვედრის მიზანი იქნება სექტემბრის სამიტის შედეგებზე მუშაობა - ამბობს ინდოეთის პრემიერ-მინისტრი... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

კატარი: ისრაელსა და "ჰამასს" შორის მძევლების შესახებ შეთანხმების სირთულეები "მხოლოდ ლოგისტიკურია"

კატარის პრემიერ-მინისტრმა, შეიხ მოჰამედ ბინ აბდულრაჰმან ალ-თანიმ 19 ნოემბერს განაცხადა, რომ სულ უფრო მეტი იმედით უყურებს მძევალთა შესახებ შეთანხმების მიღწევის პერსპექტივას ისრაელსა და ევროკავშირისა და აშშ-ის მიერ ტერორისტულ ორგანიზაციად აღიარებულ "ჰამასს" შორის. მისი თქმით, სირთულეები, რომლებიც რჩება, "ძალიან მცირედია" და ლოგისტიკურია. Washington Post-ის თანახმად, ისრაელმა, აშშ-მა და "ჰამასმა" მიაღწიეს წინასწარ შეთანხმებას ღაზაში მძევლად მყოფი ათობით ქალისა და ბავშვის გათავისუფლებაზე, ბრძოლაში ხუთდღიანი პაუზის სანაცვლოდ. Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

უკრაინა პროგრესზე იუწყება დნეპრზე ხიდის პლაცდარმების აგების პროცესში

უკრაინის არმიის განცხადებით, მათ რუსეთის ძალები "3-დან 8 კილომეტრის" მოშორებით უკუაგდეს მდინარე დნეპრის სანაპიროდან, იმ ფონზე, როცა უკრაინის არმია მდინარის აღმოსავლეთ მხარეს ხიდის პლაცდარმებს აგებს. 19 ნოემბერს სახელმწიფო ტელევიზიით გამოსვლისას არმიის პრესმდივანმა, ნატალია ჰიმენიუკმა განაცხადა - "მტერი განაგრძობს საარტილერიო ცეცხლის გახსნას მარჯვენა სანაპიროზე. გასაკეთებელი ბევრი გვაქვს". ჰიმენიუკის შეფასებით, "ათი ათასობით" რუსი სამხედრო უწევს წინააღმდეგობას უკრაინის წინსვლას. უკრაინის ძალები... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

ციმბირში გრიგალი მძვინვარებს. არიან დაღუპულები და დაშავებულები

ციმბირის რამდენიმე რეგიონს ძლიერი ქარიშხალი დაატდა თავს. დაღუპულია სულ მცირე ორი ადამიანი.  არიან დაშავებულებიც. ყველაზე მეტად  დაზარალდა ალტაისა და კრასნოიარსკის მხარეები, კემეროვისა და ნოვოსიბირსკის ოლქები. ენერგოსისტემის დაზიანებამ ათასობით სახლი ელექტროენერგიის გარეშე დატოვა.  „კემეროვის ოლქის ქალაქ ნოვოკუზნეცკში დაიღუპნენ 58 წლის მამაკაცი და 60 წლის ქალი. ისინი იმყოფებოდნენ ავტომობლში, რომელსაც ქარისგან წაქცეული ხე დაეცა. მანქანაში მყოფი კიდევ ორი მგზავრი მძიმე დაზიანებებით საავადმყოფოში გადაიყვანეს“... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

ომბუდსმენის აპარატი შეისწავლის საპროტესტო აქციის მონაწილეთა დაკავების კანონიერების საკითხს

საქართველოს სახალხო დამცველი გამოეხმაურა 18 ნოემბერს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან მიმდინარე აქციის დროს, შეკრების მონაწილეების დაკავების ფაქტს. “სახალხო დამცველის რწმუნებულმა გუშინვე მოინახულა თბილისის და რუსთავის დროებითი მოთავსების იზოლატორებში მოთავსებული 7 დაკავებული, მათ შორის, ვარლამ გოლეთიანი. შემაშფოთებელია, რომ დაკავებულთა შორის არის ჟურნალისტი რატი რატიანიც, რომელიც გავრცელებული ინფორმაციით, დაკავების დროს პროფესიულ საქმიანობას ახორციელებდა. სახალხო დამცველი ხაზგასმით აღნიშნავს... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

ღაზის საავადმყოფოდან ევაკუირებული 30-მდე ჩვილი ეგვიპტეში მიჰყავთ

19 ნოემბერს ღაზის საავადმყოფოდან გაიყვანეს სულ მცირე 30 ნაადრევად დაბადებული ჩვილი, რომლებსაც ეგვიპტეში გადაიყვანენ - აცხადებს პალესტინელთა ჯანდაცვის სამინისტრო. 18 ნოემბერს საავადმყოფო მოინახულა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გუნდმა და განაცხადა, რომ იქ რჩებოდა 291 პაციენტი, მათ შორის მძიმე მდგომარეობაში მყოფი 32 ჩვილი, ტრავმირებული პაციენტები ინფიცირებული ჭრილობებით, პირები, რომლებსაც ხერხემლის დაზიანება აქვთ და ვერ გადაადგილდებიან. სამინისტროს პრესმდივანმა, მედჰატ აბასმა დაადასტურა 30 ჩვილის ევაკუაცია.

Radiotavisupleba.ge 

თბილისში მომღერალი კოსტა სანიკიძე დაჭრეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, თბილისში 19 ნოემბერს თეკლათის ქუჩაზე დაჭრილი პირი მომღერალი კოსტა სანიკიძეა. სანიკიძეს ოთხი ჭრილობა აქვს მიყენებული მუცლის არეში. მისი მდგომარეობა მძიემა. როგორც ინტერნეტგამოცემა „პრაიმ-ტაიმს“ კოსტა სანიკიძის მეგობარმა სალომე ბარათაშვილმა უთხრა, შემთხვევა გამთენიისას, სანიკიძის სახლში მოხდა. „ახლა ვარ კლინიკაში, ჯერჯერობით არაფერს გვეუბნებიან. მდგომარეობა როგორია ჯერ არ ვიცით, ჩვენც ველოდებით. სახლში დაესხნენ თავს. წინაზე სახლი შეეშალათ. ახლა აღარ შეეშალათ. Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

"უცხოეთის აგენტად" გამოაცხადეს Moscow Times-ი, რომელიც ცნობილია რუსეთის ამბების ინგლისურენოვანი გაშუქებით

რუსეთის იუსტიციის სამინისტრომ 17 ნოემბერს "უცხოეთის აგენტების" სიას დაუმატა ინტერნეტგამოცემა Moscow Times-ი, რომელიც ცნობილია რუსეთის ამბების ინგლისურენოვანი გაშუქებით და პოპულარულია რუსეთში მცხოვრებ უცხოელებს შორის. ამ სტატუსის მინიჭება ნიშნავს გაზრდილ ფინანსურ მეთვალყურეობას და სიაში შეყვანილთაგან მოითხოვს "უცხოეთის აგენტის" იარლიყის დამატებას ყველა მასალისთვის, რომელსაც აქვეყნებენ. ჯერჯერობით გაურკვეველია როგორ შეეხება ეს ნაბიჯი Moscow Times-ს, რომელმაც თავისი სარედაქციო სამუშაო რუსეთიდან გაიტანა 2022 წელს - როცა შემოიღეს კანონი... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

გაერო: ღაზის საავადმყოფოში ჩარჩენილებს შორის 32 ჩვილია

გაეროს გუნდი 19 ნოემბერს აცხადებს, რომ ღაზის საავადმყოფოში რჩება 291 პაციენტი - მას მერე, რაც სხვების ევაკუაცია განხორციელდა. საავადმყოფოში ჩარჩენილებს შორის არიან მძიმე მდგომარეობაში მყოფი 32 ჩვილი, ტრავმირებული პაციენტები ინფიცირებული ჭრილობებით, პირები, რომლებსაც ხერხემლის დაზიანება აქვთ და ვერ გადაადგილდებიან. გაეროს გუნდმა შეძლო მოენახულებინა შიფას საავადმყოფო, მას მერე, რაც შენობა დატოვეს 2500-მდე იძულებით გადაადგილებულმა პირმა, პაციენტებმა, რომლებსაც სიარული შეეძლოთ და სამედიცინო პერსონალმა - აცხადებს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია. Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

იუწყებიან, რომ რუსეთში წაყვანილი უკრაინელი მოზარდი ერმოხინი ამჟამად ბელარუსში იმყოფება

ბოჰდან ერმოხინმა - 17 წლის ობოლმა ბიჭმა, რომელიც აზოვის ზღვის ოკუპირებული საპორტო ქალაქიდან, მარიუპოლიდან რუსეთში წაიყვანეს და უკრაინაში დაბრუნებას ცდილობს - რუსეთი დატოვა, იუწყება რუსეთის მედია. გამოცემა Vyorstka 19 ნოემბერს ერმოხინზე და მის ადვოკატზე დაყრდნობით წერს, რომ მოზარდი ახლა ბელარუსშია, თავის კანონიერ მეურვესთან, უფროს დასთან ერთად. 10 ნოემბერს უკრაინის ომბუდსმენი, ბოჰდან ლუბინეტსი აცხადებდა, რომ მიღწეულია შეთანხმება, რომლის პირობებითაც ერმოხინი შეძლებს უკრაინაში დაბრუნებას. თუმცა... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

დმიტრი პესკოვი: „რუსეთმა თავიდან აიცილა ეკონომიკური კოლაფსი“

„რუსეთის ხელისუფლებამ შეძლო თავიდან აეცილებინა ეკონომიკური კოლაფსი, რომელიც ემუქრებოდა ქვეყანას 2022 წელს უპრეცედენტო სანქციების შემოღების შემდეგ“. ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა დმიტრი პესკოვმა განაცხადა ინტერვიუში, რომლის ფრაგმენტი ჟურნალისტმა პაველ ზარუბინმა თავის ტელეგრამ-არხზე გამოაქვეყნა. „იყო კოლაფსის საშიშროება, ჩვენ ნამდვილად მოგვიწია ყველა რესურსისა და შინაგანი ძალების მობილიზება ამ კოლაფსის თავიდან ასაცილებლად“, - თქვა კრემლის წარმომადგენელმა და აღნიშნა, რომ რუსეთის ეკონომიკას... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

ერდოანი: თურქეთი სარჩელს შეიტანს ღაზის სექტორში გენოციდის გამო

“თურქეთი შესაბამის ინსტანციებში სარჩელის შეტანა აპირებს „ღაზის სექტორში გენოციდთან“ დაკავშირებით”. ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეპ ტაიპ ერდოანმა განაცხადა თურქეთის ეროვნული სტუდენტური კავშირის 62-ე გენერალურ ასამბლეაზე გამოსვლისას, იუწყება საინფორმაციო სააგენტო Anadolu. "2000-ზე მეტ ადვოკატთან ერთად მივმართავთ შესაბამის ორგანოებს გენოციდის შესახებ საჩივრით. ჩვენ დავაკვირდებით პროცესს და არ მივატოვებთ მას შუა გზაზე. საფასური გადახდილი იქნება", - ციტირებს სააგენტო თურქეთის მეთაურს. სტუდენტთა წინაშე გამოსვლისას  ერდოანმა... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

„ვაძლიერებთ ზეწოლას“ - ზელენსკიმ რუსეთის წინააღმდეგ სანქციები გააფართოვა

18 ნოემბერს უკრაინამ დაამტკიცა სანქციების მორიგი სერია რუსეთის მხარდამჭერი ფიზიკური და იურიდიული პირების წინააღმდეგ, - ამის შესახებ განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ. „ძალაში შევიდა ეროვნული უშიშროებისა და თავდაცვის საბჭოს რამდენიმე გადაწყვეტილება სანქციების შესახებ, რომლებიც შეეხება 40-მდე რუსულ იურიდიულ და 100-ზე მეტ ფიზიკურ პირს“, - აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა. ზელენსკიმ ასევე აღნიშნა, რომ ამჟამინდელი სანქციები „მიმამართულია მათ წინააღმდეგ, ვინც მონაწილეობს ოკუპირებული ტერიტორიიდან... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

სტრელკოვმა დაადასტურა, რომ სურს საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობა

რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახურის რეზერვის პოლკოვნიკმა და დონეცკელი სეპარატისტების ყოფილმა „თავდაცვის მინისტრმა“ იგორ სტრელკოვმა (გირკინი), რომელიც ექსტრემიზმის მოწოდების ბრალდებითაა დაკავებული, დაადასტურა, რომ აპირებს მონაწილეობა მიიღოს 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში. გამოცემა Sota-მ გამოაქვეყნა ვიდეო, რომელშიც სტრელკოვის წერილს კითხულობს „რუსული მოძრაობა სტრელკოვისთვის“ თანათავმჯდომარე ოლეგ ნელზინი. წერილში მოცემულია მითითებები, რომელთა მიხედვითაც სტრელკოვის თანამებრძოლებმა უნდა ... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

გარემოს დაცვის სამინისტრო: “ტყუილია, თითქოს რაჭაში ტყე გაიყიდა”

“არ არსებობს არანაირი საფუძველი საპროტესტო აქციების გასამართად - სამონადირეო ლიცენზიის ძალადაკარგულად გამოცხადების საკითხი კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით შესაბამის ვადებში განიხილება”,- ამის შესახებ აღნიშნულია გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში, რომლითაც უწყება გამოეხმაურა რაჭის ტყეებთან დაკავშირებით გამართულ საპროტესტო აქციას. როგორც განცხადებაშია ნათქვამი, ტყუილია, თითქოს რაჭაში ტყე გაიყიდა, რადგან ლიცენზია არა ტყის გაყიდვას, არამედ სამონადირეო მეურნეობის მოწყობას გულისხმობდა. Читать дальше...


Александра Пахмутова считает, что Волгоград стал потрясающим

Новосибирская область в мае представит программу научно-технического развития

Прием заявок на конкурс «Лучший реализованный проект в области строительства» продолжается в городе

ЧЭРЗ развивает промышленный туризм в рамках Всероссийской акции «Неделя без турникетов»



Новости 24/7 DirectAdvert - доход для вашего сайта



Частные объявления в Вашем городе, в Вашем регионе и в России



Smi24.net — ежеминутные новости с ежедневным архивом. Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. "123 Новости" — абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. Smi24.net — облегчённая версия старейшего обозревателя новостей 123ru.net. Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть —онлайн с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии. Smi24.net — живые новости в живом эфире! Быстрый поиск от Smi24.net — это не только возможность первым узнать, но и преимущество сообщить срочные новости мгновенно на любом языке мира и быть услышанным тут же. В любую минуту Вы можете добавить свою новость - здесь.




Новости от наших партнёров в Вашем городе

Ria.city

Алексей Гончаров возглавит Министерство строительства Забайкалья

Новосибирская область в мае представит программу научно-технического развития

Популярный стендап-комик Сергей Орлов выступит в Кемерове с новой программой

Планируете отдых на Черном море? Отель “Мишель” предлагает отличный сервис по приемлемым ценам

Музыкальные новости

Магаданцы завоевали медали на Чемпионате России по борьбе джиу-джитсу

"Вальс Победы" покажет Театр Ульгэр в честь Дня Победы, Россия, Культура Дети, Концерт

Лев Лещенко и финалист шоу “Голос” Сергей АРУТЮНОВ выпустили патриотичную песню “Родная Земля”

Культура России: как прошёл конкурс бурятского языка для детей в Бурятии?

Новости России

Каждый десятый россиянин готов уйти из компании вслед за руководителем

Новосибирская область в мае представит программу научно-технического развития

Самая мощная за год: магнитная буря обрушилась на Землю

В Москве на линии центральных диаметров вышли новые поезда «Иволга»

Экология в России и мире

Продвижение новых песен с высоким результатом

6 городов России, где можно увидеть белые ночи кроме Санкт-Петербурга

6 городов России, где можно увидеть белые ночи кроме Санкт-Петербурга

Культура России: как прошёл конкурс бурятского языка для детей в Бурятии?

Спорт в России и мире

Потапова и Павлюченкова вышли в полуфинал турнира WTA в Мадриде в парном разряде

Касаткина проиграла Путинцевой и не смогла выйти в 1/4 финала турнира WTA в Мадриде

Рублёв: быстрая победа над Грикспором связана с тем, что хотел быстрее уйти с корта

Чех Легечка пожелал здоровья россиянину Медведеву, который снялся с их матча

Moscow.media

Россия и Дети: театр кукол Ульгэр в Бурятии покажет концерт-представление "Вальс Победы"

Росгвардейцы задержали мужчину, подозреваемого в незаконном обороте наркотиков в Москве

Сегодня свой 70-летний юбилей отмечает Заслуженный спасатель Российской Федерации Пётр Алексеевич Спичев

Метеоры между Петербургом и Петергофом совершили первые отправления в этом году







Топ новостей на этот час

Rss.plus





СМИ24.net — правдивые новости, непрерывно 24/7 на русском языке с ежеминутным обновлением *