Мы в Telegram
Добавить новость
World News in Georgian
Новости сегодня

Новости от TheMoneytizer


Ноябрь
2023

Новости за 23.11.2023

Radiotavisupleba.ge 

როგორ უნდა ფინანსდებოდეს საზოგადოებრივი მაუწყებელი? ცვლილებების განხილვა დროებით შეჩერებულია

შემცირდება თუ არა საზოგადოებრივი მაუწყებლის ბიუჯეტი, ჯერჯერობით უცნობია. დაფინანსების წესის ცვლილებაზე მსჯელობა პარლამენტის წევრების მიერ მომზადებულმა კანონპროექტმა განაახლა. ცვლილებები არა ოპოზიციამ, არამედ მმართველი პარტიის წევრებმა მოითხოვეს. ოპოზიციამ ინიციატივა მოიწონა.

Radiotavisupleba.ge 

„მებრძოლებზე ღამღამობით თაგვები დარბიან“. რუს მობილიზებულთა ცოლები ქმრების უკან დაბრუნებას ითხოვენ

სამარის რეგიონიდან მობილიზებული სამხედრო მოსამსახურეების ცოლებმა მიმართეს სახელმწიფო სათათბიროს დეპუტატ ალექსანდრე ხინშტეინს თხოვნით, დაუბრუნონ ქმრები სპეციალური სამხედრო ოპერაციის ზონიდან (ასე უწოდებს რუსეთის ოფიციოზი სრულმასშტაბიან ომს უკრაინის წინააღმდეგ). როგორც რუსეთის ხელისუფლებასთან დაახლოებული სააგენტო „ლენტა.რუ“ წერს რუსი ქალები გაერთიანდნენ საინიციატივო ჯგუფში, რომელთა წარმომადგენლებიც დეპუტატს შეხვდნენ. ზოგიერთმა ქალმა აღნიშნა, რომ მათი მეუღლეები ერთ წელზე მეტია წინა ხაზზე არიან და რთულ პირობებში უხდებათ სამსახურის გავლა. Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

ვის (არ) უნდა ერთობა ოპოზიციაში?

როგორ უნდა დაუპირისპირდეს ოპოზიცია „ქართულ ოცნებას“ 2024 წლის არჩევნებზე, ცალ-ცალკე თუ ერთიანი ძალებით? – ეს საკითხი კვლავ საკამათოდ რჩება. ამ ფონზე ყურადღება მიიპყრო „ლელოს“ ლიდერის, მამუკა ხაზარაძის ფეისბუკპოსტმა - „შუა უნდა შეიკრიბოს“, სამი ძახილის ნიშნით.

Radiotavisupleba.ge 

უზენაესმა სასამართლომ გააუქმა ლენინის მავზოლეუმიდან გამოსვენების ინიციატორ ნალიმოვისათვის გამოტანილი განაჩენი

რუსეთის უზენაესმა სასამართლომ გააუქმა ნაციზმის რეაბილიტაციის საქმეზე მოძრაობა "ლენინის გამოტანისათვის“ ლიდერის, მიხეილ ნალიმოვისადმი გამოტანილი განაჩენი. გასული წლის ნოემბერში სასამართლომ მას სამი წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა სოციალურ ქსელებში ისეთი კოლაჟების გამოქვეყნებისთვის, რომლებიც აერთიანებდა საბჭოთა და სატანურ სიმბოლოებს. კერძოდ, ნალიმოვმა ერთად გამოაქვეყნა „სამამულო ომის“ ორდენის და წმინდა გიორგის ბაფთის კოლაჟები, ასევე „გამარჯვების დღის“ აღლუმის ფოტოები. ნალიმოვი არის ნაციონალისტი და მონარქისტი... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

„ვარდების რევოლუციის" 20 წლისთავზე „გამარჯვების პლატფორმამ" პრიორიტეტები დაასახელა

23 ნოემბერს, „ვარდების რევოლუციის" 20 წლისთავზე, „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ" თბილისში საიუბილეო ღონისძიება გამართა. პარტიამ მისი მმართველობის პერიოდში გატარებული რეფორმების გარდა სამომავლო ხედვები წარმოადგინა. შეკრებაზე დამსწრე ათეულობით ადამიანმა ევროპარლამენტის წევრების ანდრიუს კუბილიუსის და ანა ფოტიგას ვიდეომიმართვებიც მოისმინეს. ანდრიუს კუბილიუსის განცხადებით, რევოლუცია იყო სიგნალი რომ ამ ადგილას, რომელსაც აღმოსავლეთ პარტნიორობას უწოდებენ, ხალხს უნდოდა ცვლილება დემოკრატიულ, ნორმალურ, ევროპულ ქვეყანაში ცხოვრება. Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

„ლომისა, შენს ძალას ვენაცვალე“ - როგორ დაუკავშირდა ლომისა წმინდა გიორგის

ლომისის კულტი პრექრისტიანული პერიოდიდან იწყება და დღემდე აქტუალურია. ამ სალოცავს ძალიან ბევრი გადმოცემა უკავშირდება: მთვარის ღვთაებაზე, გამქრალ ხატზე, დაბრუნებულ ტყვეებსა და რუსის ჯარის მიერ შეშად დაჩეხილ ტაძრის კარზე. თუ ვიტყვით, რომ საქართველოში ორი გიორგობაა, ეს ბოლომდე სიმართლე არ იქნება. დანარჩენი ქრისტიანული სამყაროსგან განსხვავებით, რომელიც გიორგობას ძირითადად 6 მაისს, წმინდანის აღსრულების დღეს აღნიშნავს, საქართველოში გიორგობას აღნიშნავენ 23 ნოემბერსაც - ბორბალზე წამების დღეს.  არის წმინდა გიორგის სალოცავები... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

სამი ადამიანი დაიღუპა რუსეთის მიერ ხერსონის რაიონის სოფელ ჩერნობაევკის კასეტური ჭურვებით დაბომბვის შედეგად

ხერსონის სამხარეო სამხედრო ადმინისტრაციის პრესსამსახურის ცნობით, ორი კაცი და ერთი ქალი დაიღუპა რუსეთის არმიის მიერ ხერსონის რაიონის სოფელ ჩერნობაევკის კასეტური ჭურვებით დაბომბვის შედეგად. კიდევ ხუთი დაშავდა. უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრ, იგორ კლიმენკოს თქმით, ჩერნობაევკის დაბომბვის შედეგად, 60-ზე მეტი საცხოვრებელი კორპუსი და შენობა დაზიანდა. დღესვე რუსმა სამხედროებმა ქალაქ ბერისლავში დრონიდან ასაფეთქებელი ნივთიერება ჩამოაგდეს. ხერსონის საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, ალექსანდრე პროკუდინის თქმით... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

20 წელი რევოლუციონერის დამღით - გიორგი მელაძე

გიორგი მელაძე, "კმარას" ყოფილი აქტივისტი და "კანვას საქართველოს" დირექტორი, "ვარდების რევოლუციიდან" 20 წლისთავზე იხსენებს 2003 წლის ნოემბრის ამბებს და ჰყვება "ხელისუფლების დამხობის" საქმეზე, რომლის გამოძიებაც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა 2023 წლის შემოდგომაზე დაიწყო იმ ტრენინგების გამო, რომელსაც გიორგი და მისი კოლეგები ატარებენ პროტესტის ტაქტიკების შესახებ.

Radiotavisupleba.ge 

რუსმა დეპუტატმა მირონოვმა უკრაინიდან გაყვანილი გოგონა იშვილა-„ვაჟნიე ისტორიი“

დუმის დეპუტატმა, პარტია "სამართლიანი რუსეთი-პატრიოტები სიმართლისთვის" ლიდერმა სერგეი მირონოვმა და მისმა მეუღლემ უკრაინიდან რუსეთში გაყვანილი ბავშვი იშვილეს. 10 თვის გოგონას მთლიანად შეუცვალეს პირადი მონაცემები და ახლა მისი გვარი მირონოვაა, ხოლო დაბადების ადგილად მინიშნებულია პოდოლსკი, მოსკოვის რეგიონი. ამის შესახებ პროექტი "ვაჟნიე ისტორიი“ წერს. დუმის დეპუტატმა, პარტია "სამართლიანი რუსეთი-პატრიოტები სიმართლისთვის" ლიდერმა სერგეი მირონოვმა და მისმა მეუღლემ უკრაინიდან რუსეთში გაყვანილი ბავშვი იშვილეს. Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

ღაზაში ცეცხლის შეწყვეტა პარასკევს დილით შევა ძალაში-ყატარი

ღაზის სექტორში ცეცხლის შეწყვეტის დროებითი რეჟიმი, რომელზეც ისრაელი და რადიკალური დაჯგუფება „ჰამასი“ (აღიარებულია როგორც ტერორისტული ჯგუფი შეერთებულ შტატებსა და ევროკავშირში) შეთანხმდნენ არაპირდაპირი მოლაპარაკებების დროს, - პარასკევს, 24 ნოემბერს, ადგილობრივი დროით დილის 7 საათზე ამოქმედდება. ამის შესახებ პრესკონფერენციაზე 23 ნოემბერს, ყატარის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა განაცხადა. ამ ქვეყანამ მოლაპარაკებებში ერთ-ერთი შუამავლის როლი შეასრულა. 22 ნოემბერს გახდა ცნობილი, რომ მიღწეულია... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

კიდევ ერთხელ დასტურდება ევროპარლამენტის პოზიცია საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობაზე - ბოჭორიშვილი გინტურის შესახებ რეზოლუციაზე

საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე, მაკა ბოჭორიშვილი აცხადებს, რომ თამაზ გინტურის შესახებ ევროპარლამენტში მიღებული რეზოლუცია ქვეყნის ტერიტორიულ მთლიანობასთან დაკავშირებით პოზიციის დაფიქსირებას ნიშნავს. საოკუპაციო ძალების მიერ მოკლული თამაზ გინტურის შესახებ რეზოლუცია ევროპარლამენტში რამდენიმე საათის წინ მიიღეს. "ეს რეზოლუცია კიდევ ერთხელ ადასტურებს იმ პოზიციებს, რომელიც ევროპარლამენტში არსებობს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერასთან დაკავშირებით და იმ მძიმე შედეგებთან დაკავშირებით... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

ლატვიის სეიმმა მხარი დაუჭირა უკრაინისა და მოლდოვის ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების დაწყებას

ლატვია მხარს უჭერს ევროკავშირში უკრაინისა და მოლდოვის გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების დაწყებას - ამის შესახებ 23 ნოემბერს მიღებულ განცხადებაზე დაყრდნობით იუწყება ქვეყნის სეიმის პრესსამსახური. "სეიმის დეპუტატები მოუწოდებენ სხვა წევრ სახელმწიფოებს, მხარი დაუჭირონ ევროკომისიის რეკომენდაციებს და დაამტკიცონ გაწევრიანების მოლაპარაკებების დაწყება მიმდინარე წლის ბოლომდე. პარლამენტარები ასევე მოუწოდებენ ევროკომისიას და ევროკავშირის საბჭოს, დაუყოვნებლივ მოამზადონ და დაამტკიცონ უკრაინასა და მოლდოვასთან მოლაპარაკებების ჩარჩო"... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

გერმანია უკრაინას კიდევ 20 ქვეითთა საბრძოლო მანქანა Marder-სა და საბრძოლო მასალას გადასცემს

22 ნოემბერს გერმანიის მთავრობამ განაახლა უკრაინისათვის განკუთვნილი სამხედრო დახმარების სია. იგი მოიცავს 20 ერთეულ ქვეითთა საბრძოლო მანქანას (MARDER), 2 ათასზე მეტ 155 მმ-იან საბრძოლო მასალას, ასევე საინჟინრო და სამედიცინო სატრანსპორტო საშუალებებს და კრიპტოფონებს. გერმანიის თავდაცვის მინისტრმა ბორის პისტორიუსმა 1,3 მილიარდი ევროს ღირებულების სამხედრო დახმარების ახალი პაკეტის შესახებ გამოაცხადა კიევში უკრაინელ კოლეგასთან, რუსტემ უმეროვთან შეხვედრის დროს. პაკეტში შედის ოთხი Iris-T SLM საჰაერო თავდაცვის... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

„აი, მოდის ელჩი მაილსი, უკან კი, ერთგული ძაღლივით, აურზაური მოჰყვება“ - როგორ იხსენებს რიჩარდ მაილსი ვარდების რევოლუციას

„შევარდნაძე გადადგა, და მერე არცთუ ისე კარგი რამეები თქვა ჩემზე; სააკაშვილიც კი გამინაწყენდა, რადგან ფიქრობდა, რომ მე რაღაცებს ვითვისებდი, რომ თითქოს ვარდების რევოლუცია, ის ყველაფერი, რა და როგორც განვითარდა, ჩემი დამსახურება იყო. და ვერაფრით შევძელი გადამერწმუნებინა, რომ არასოდეს მითქვამს რაიმე მსგავსი, არაფერი..” - რიჩარდ მაილსი, ამერიკის ყოფილი ელჩი საქართველოში (2002-2005წწ.) დეტალურად იხსენებს 20 წლის წინ მომხდარ ხავერდოვან რევოლუციას, რომელსაც საქართველოში ედუარდ შევარდნაძის გადადგომა და მიხეილ... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

სალომე ზურაბიშვილი ევროპარლამენტს მადლობას უხდის გინტურის მკვლელობაზე რეზოლუციისთვის

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელ X-ში გამოქვეყნებული პოსტით მადლობას უხდის ევროპარლამენტს საქართველოს მიმართ ურყევი მხარდაჭერისთვის და საოკუპაციო ძალების მიერ მოკლული თამაზ გინტურის შესახებ რეზოლუციის მიღებისთვის. "ევროპამ საქართველოს მიმართ კიდევ ერთხელ აჩვენა ურყევი მხარდაჭერა. მადლობელნი ვართ ევროპარლამენტის გადამწყვეტი რეზოლუციისთვის, თამაზ გინტურის მკვლელობასთან დაკავშირებით, რომელიც ხაზს უსვამს საერთაშორისო საზოგადოების როლს იმ გამოწვევებთან გამკლავებაში, რომელთა წინაშეც საქართველოს მოქალაქეები დგანან... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

მინსკში დაიწყო კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის (ОДКБ) სამიტი, რომელშიც არ მონაწილეობს სომხეთი

ბელარუსის დედაქალაქ მინსკში, დამოუკიდებლობის სასახლეში, კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის(კუხო) სამიტი დაიწყო. მასში მონაწილეობას იღებენ მასპინძელი ქვეყნის, ასევე უზბეკეთის, ყაზახეთის, ტაჯიკეთის პრეზიდენტები. ბელარუსის დედაქალაქში ჩავიდა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინიც.  სამიტს არ ესწრება სომხეთი, რაც პირველი შემთხვევაა 2009 წლის შემდეგ. რადიო თავისუფლების ბელარუსული სამსახურის ცნობით, ბელარუსის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ალეინიკმა აღიარა, რომ სომხეთის არმონაწილეობის... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

სოროსის ფონდი უნგრეთის მთავრობის კამპანიას ანტისემიტიზმში სდებს ბრალს

უნგრეთის მთავრობის პოლიტიკური კამპანია, რომელიც შეურაცხყოფს ევროკომისიის თავმჯდომარეს და ფინანსისტ ჯორჯ სოროსის ვაჟს, წარმოადგენს „პროპაგანდას, რომელზეც ანტისემიტიზმის კვალია“ - განაცხადა 22 ნოემბერს სოროსის წარმომადგენელმა. უნგრეთის მთავრობა თვლის, რომ ბრალდება „უსაფუძვლოა“. Reuters-ის თანახმად, 20 ნოემბერს უნგრეთის პრემიერ-მინისტრის, ვიქტორ ორბანის მთავრობამ წარმოადგინა სარეკლამო ფარები, რომლებიც შეურაცხყოფს ევროკომისიის თავმჯდომარეს, ურზულა ფონ დერ ლაიენს, რომელიც პირველად გახდა პოლიტიკური კამპანიის სამიზნე. Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

"დაისაჯონ გინტურის მკვლელები" - ევროპარლამენტმა რეზოლუცია დაამტკიცა

ევროპარლამენტმა საქართველოსთან დაკავშირებით რეზოლუცია დაამტკიცა. დოკუმენტი შეეხება საოკუპაციო ძალების მიერ მოკლულ, თამაზ გინტურსა და გატაცებულ ლევან დოთიაშვილს. რეზოლუციას კენჭი ევროპარლამენტში 23 ნოემბერს უყარეს. რეგისტრაცია 552-მა ევროპარლამენტარმა გაიარა და რეზოლუციას მხარი 495-მა მათგანმა დაუჭირა, 7-მა ევროპარლამენტარმა კი ხმა რეზოლუციის წინააღმდეგ მისცა. დოკუმენტი 5-პუნქტიანია. რეზოლუციაში ევროპარლამენტარები კატეგორიულად გმობენ საქართველოს მოქალაქის მკვლელობას, საქმის საფუძვლიან გამოძიებას... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

ნიდერლანდის არჩევნებში გამარჯვებულ მემარჯვენე პოპულისტს მთავრობის შექმნის სურვილი აქვს

ნიდერლანდში გამართული საპარლამენტო არჩევნების წინასწარი შედეგებით გამარჯვებულმა, ხეერტ ვილდერსმა გამოაცხადა, რომ მთავრობის შექმნა მას სურს. ნიდერლანდის ტელევიზიას მან უთხრა, რომ ამომრჩეველმა თავისი სიტყვა თქვა. მაგრამ პარლამენტში უმრავლესობის მოსაპოვებლად მას სულ მცირე ორი კოალიციური პარტნიორი დასჭირდება. ამ ეტაპზე არ არის ცხადი, შეძლებს თუ არა ის მათ მოპოვებას. სოციალ-დემოკრატებისა და მწვანეების მთავარი კანდიდატი, ყოფილ ევროკომისარი, ფრანს ტიმერმანი გამოვიდა მოწოდებით, დაიცვან დემოკრატია და სამართლებრივი სახელმწიფო. Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

G20-ის ვიდეოშეხვედრაზე შოლცმა პუტინს მიმართა, „შეწყვიტოს უკრაინაზე თავდასხმა“

გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა 22 ნოემბერს განაცხადა, რომ რუსეთის პრეზიდენტს მოუწოდა, გაიყვანოს ჯარები უკრაინიდან და დაასრულოს ომი. ეს მოხდა "დიდი ოცეულის" ვიდეოშეხვედრაზე, რომელშიც უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ პუტინმა პირველად მიიღო მონაწილეობა.   „მე მოვუწოდე პრეზიდენტ პუტინს, შეწყვიტოს ეს თავდასხმა და გაიყვანოს თავისი ჯარი უკრაინის ტერიტორიიდან, რათა ეს ომი ბოლოს და ბოლოს დასრულდეს“, - უთხრა შოლცმა ჟურნალისტებს პრესკონფერენციაზე ბერლინში, რომელიც იტალიის პრემიერ-მინისტრ ჯიორჯია მელონისთან ერთად გამართა. Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

AP-NORC-ის გამოკითხვით, ამერიკელების ნახევარი ფიქრობს, რომ აშშ უკრაინას ზედმეტად ბევრს ახარჯავს

რუსეთის წინააღმდეგ ბრძოლაში დახმარების სახით უკრაინისთვის დამატებით მილიარდობით დოლარის გამოყოფის საკითხზე კონგრესში მსჯელობის ფონზე ჩატარებული გამოკითხვის შედეგებით, ამერიკელთა თითქმის ნახევარი ფიქრობს, რომ ქვეყანა ზედმეტად ბევრ ფულს ახარჯავს უკრაინას. გამოკითხვა ჩაატარა Associated Press-NORC-მა - საზოგადოებრივი ურთიერთობის შემსწავლელმა ცენტრმა. ეს განწყობილება, თავის მხრივ, ხსნის იმ რესპუბლიკელი დეპუტატების პოზიციას კონგრესში, რომლებიც ეწინააღმდეგებიან პრეზიდენტ ბაიდენის მცდელობას, დამტკიცდეს... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

მედია: ოკუპირებული სამხრეთი ოსეთი შესაძლოა წამლებისა და საკვების გარეშე დარჩეს

ჩრდილოეთ ოსეთში გაიფიცნენ ბროკერები, რომლებიც „ქვემო ზარამაგის“ ე.წ. გამშვებ პუნქტზე ტვირთებს აფორმებდნენ, „სამხრეთი ოსეთი შესაძლოა მედიკამენტებისა და საკვები პროდუქტების გარეშე დარჩეს“, - მოჰყავს გამოცემა „Сапа-ს" ციტატა რადიო თავისუფლების პროგრამა "ეხო კავკაზას". ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის/ცხინვალის რეგიონის ბიზნესმენებმა წუხელ სოციალურ ქსელში გაავრცელეს ერთ-ერთი რუსი ბროკერის განცხადება, რომლის თანახმადაც, 23 ნოემბრიდან 15 დღის განმავლობაში ცხინვალის მიმართულებით ტვირთების გაფორმება შეჩერდება. Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

სოფელ კირბალში პოლიციაა მობილიზებული

გორის მუნიციპალიტეტში, სოფელ კირბალში, რომელიც საოკუპაციო ხაზს ემიჯნება, პოლიციაა მობილიზებული. რამდენიმე ეკიპაჟი საოკუპაციო ხაზის გასწვრივ გადაადგილდება და გადაკეტილი აქვთ ლომისის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიის ნიშისკენ მიმავალი გზა. დასავლეთ ქედზე კი ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლები მოძრაობენ და ვითარებას აკვირდებიან. ადგილობრივები გიორგობას ტრადიციულად წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიაში აღნიშნავენ, რომელიც სოფლის სასაფლაოსთან არის. იქიდან ჩანს ახლა უკვე ქვეყნის ოკუპირებულ... Читать дальше...


Популярный стендап-комик Сергей Орлов выступит в Кемерове с новой программой

Каждый пятый россиян считает слишком длинными майские праздники

МИД Кыргызстана рекомендовал своим гражданам не посещать Россию

Третья по силе магнитная буря началась на территории России



Новости 24/7 DirectAdvert - доход для вашего сайта



Частные объявления в Вашем городе, в Вашем регионе и в России



Smi24.net — ежеминутные новости с ежедневным архивом. Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. "123 Новости" — абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. Smi24.net — облегчённая версия старейшего обозревателя новостей 123ru.net. Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть —онлайн с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии. Smi24.net — живые новости в живом эфире! Быстрый поиск от Smi24.net — это не только возможность первым узнать, но и преимущество сообщить срочные новости мгновенно на любом языке мира и быть услышанным тут же. В любую минуту Вы можете добавить свою новость - здесь.




Новости от наших партнёров в Вашем городе

Ria.city

ЧЭРЗ развивает промышленный туризм в рамках Всероссийской акции «Неделя без турникетов»

Источник 360.ru: на Тучковской улице в Москве произошел пожар, спасли 6 человек

Юрист Локтионова: борщевик в огороде грозит административным наказанием

Популярный стендап-комик Сергей Орлов выступит в Кемерове с новой программой

Музыкальные новости

"Динамо" и "Спартак" опубликовали составы на матч Кубка России

Уполномоченный по защите прав предпринимателей в Челябинской области: Бизнес ожидает укрепление, рост и предсказуемые условия

Уголовное дело против известного российского политолога Михаила Александрова является фальсификацией бакинского режима

ЦБ выпустил монету с томским памятником в рамках серии "Города трудовой доблести"

Новости России

Юрист Локтионова: борщевик в огороде грозит административным наказанием

Источник 360.ru: на Тучковской улице в Москве произошел пожар, спасли 6 человек

Популярный стендап-комик Сергей Орлов выступит в Кемерове с новой программой

Военнослужащие Росгвардии провели патриотическое мероприятие для димитровградских лицеистов

Экология в России и мире

Несколько вопросов и ответов для подростков про Инфекции, Передающиеся Половым Путем

Актерское агентство Киноактер. Актерское агентство в Москве.

Российская империя в фото 40

В российских регионах в 2024 году начнут работу магазины «Петербургского дизайна»

Спорт в России и мире

Соболенко вышла в ⅛ финала турнира WTA в Мадриде

Соболенко вышла в полуфинал турнира WTA-1000 в Мадриде

Россиянка Михайлова стала чемпионкой Франции по настольному теннису

Андреева обыграла Паолини и вышла в 1/4 финала турнира WTA в Мадриде

Moscow.media

Сегодня свой 70-летний юбилей отмечает Заслуженный спасатель Российской Федерации Пётр Алексеевич Спичев

Стильный дизайн и гибридное шумоподавление: беспроводная гарнитура-вкладыши W260NC от Edifier

Новинка от Edifier: беспроводные наушники Comfo Run для занятий спортом

Музеи Твери. Лисичкины сказки







Топ новостей на этот час

Rss.plus





СМИ24.net — правдивые новости, непрерывно 24/7 на русском языке с ежеминутным обновлением *