Добавить новость
World News in Georgian
Новости сегодня

Новости от TheMoneytizer


Январь
2026

Новости за 02.01.2026

Radiotavisupleba.ge 

ხარკოვში რაკეტა მოხვდა საცხოვრებელი შენობას. ერთი ბავშვი დაიღუპა.

ადგილობრივი ხელისუფლების ცნობით, 2 იანვარს ხარკოვზე რუსეთის არმიის დარტყმის შედეგად სულ მცირე 30 ადამიანი დაშავდა. „არსებობს ინფორმაცია, რომ ნანგრევების ქვეშ კიდევ ბევრი ადამიანია. სამძებრო სამუშაოები მიმდინარეობს“, - დაწერა ხარკოვის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ოლეჰ სინეგუბოვმა. საღამოს ადგილობრივმა ხელისუფლებამ განაცხადა, რომ ნანგრევების ქვეშ სამი წლის ბავშვის ცხედარი იპოვეს. უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ დარტყმის ადგილიდან ფოტოები გამოაქვეყნა. „საშინელი რუსული დარტყმა ხარკოვზე. Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

შვეიცარიის სამთო კურორტზე კატასტროფული ხანძარი მაგიდის ფეიერვერკმა გამოიწვია

შვეიცარიაში გამომძიებლებმა დაადგინეს, რომ ამ ქვეყნის სათხილამურო კურორტ კრანს-მონტანაში ახალი წლის ღამეს ხანძრის კატასტროფა მაგიდის ფეირვერკმა, ე.წ. ბენგალიურმა შუშხუნებმა გამოიწვია. კატასტროფას 40 ადამიანის სიცოცხლე შეეწირა და 119 დაშავდა - უმეტესობა იმდენად მძიმედ, რომ მათი სიცოცხლე კრიტიკულ მდგომარეობაში რჩება. დაშავებულები მკურნალობენ ჟენევისა და ლოზანის დამწვრობის ცენტრებში, ასევე საზღვარგარეთ, მათ შორის გერმანიაში. ექიმების თქმით, ბევრმა მიიღო არა მხოლოდ გარეგანი, არამედ შინაგანი დამწვრობაც. Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისარი ისრაელს რასისტული მკვლელობებისთვის სიკვდილით დასჯის შემოღების წინააღმდეგ აფრთხილებს

გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესმა კომისარმა, ფოლკერ ტიურკმა ისრაელს მოუწოდა, გააუქმოს შეთავაზებული კანონი, რომელიც სიკვდილით დასჯის გამოყენებას აფართოებს. ტურკმა განაცხადა, რომ ისრაელში პირველი მოსმენით მიღებული პროექტი საერთაშორისო სამართლისთვის რამდენიმე დონეზე წარმოადგენს “სახეში სილის გაწვნას”. ამ კანონით სიკვდილით დასჯა დაწესდება ისრაელის მოქალაქეების „რასისტული მოტივით“ ჩადენილი მკვლელობებისთვის. ტურკმა შეშფოთება გამოთქვა ადამიანის უფლებებთან და საერთაშორისო ჰუმანიტარულ სამართალთან დაკავშირებით... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

ზელენსკი: ოლეჰ ივაშჩენკო უკრაინის სამხედრო დაზვერვის ახალი უფროსი იქნება

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ 2 თებერვალს განაცხადა, რომ საგარეო დაზვერვის სამსახურის უფროსს ოლეგ ივაშჩენკოს სამხედრო დაზვერვის ახალ უფროსად დანიშნავს. ივაშჩენკო კირილო ბუდანოვს შეცვლის, რომელიც ზელენსკის ადმინისტრაციის ახალი ხელმძღვანელი ხდება. ზელენსკიმ 2 იანვარს განაცხადა, რომ პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელობა შესთავაზა კირილო ბუდანოვს.

Radiotavisupleba.ge 

ირანის ხელისუფლებამ აშშ ჩარევის წინააღმდეგ გააფრთხილა და სამხედრო ბაზებზე თავდასხმით დაიმუქრა

ირანის ისლამური რესპუბლიკის ხელმძღვანელობამ აშშ-ის ხელისუფლება გააფრთხილა ირანში დემონსტრანტების სასარგებლოდ ჩარევის წინააღმდეგ.

Radiotavisupleba.ge 

მექსიკის დედაქალაქში ძლიერი მიწისძვრა მოხდა

2 იანვარს, მეხიკოში და მექსიკის სამხრეთ-დასავლეთ გერეროს შტატის ზოგიერთ ნაწილში 6.5 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა, - დაადასტურა სახელმწიფო სეისმოლოგიურმა სამსახურმა. პრეზიდენტის სასახლიდან, როდესაც მიწისძვრის შესახებ განგაში გაისმა, ყოველდღიური პრესკონფერენციის დროს, ევაკუირებული იქნა პრეზიდენტი კლაუდია შეინბაუმი და დამსწრე ჟურნალისტები. ისინი რამდენიმე წუთის შემდეგ დაბრუნდნენ. შეინბაუმის თქმით, მიწისძვრის ეპიცენტრი სან -მარკოსიდან 15 კილომეტრში მდებარეობდა, გერეროს შტატში, მეხიკოდან დაახლოებით 230 კილომეტრში. Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

ნორვეგია მიუახლოვდა მიზანს - ყველა ავტომობილი გამონაბოლქვის გარეშე

ნორვეგიაში 2025 წელს თითქმის ყველა გაყიდული ავტომობილი გამონაბოლქვის გარეშე მუშაობს: ახლად რეგისტრირებული მანქანების 95.9 პროცენტი ელექტრომობილებს წარმომადგენს.

Radiotavisupleba.ge 

უკრაინის პრეზიდენტის ოფისს კირილო ბუდანოვი უხელმძღვანელებს

უკრაინის პრეზიდენტის ოფისს უხელმძღვანელებს კირილო ბუდანოვი, რომელიც დღემდე თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის(სამხედრო დაზვერვა) მთავარი სამმართველოს უფროსი იყო.

Radiotavisupleba.ge 

აზერბაიჯანი მშვიდობას აშენებს არა მხოლოდ სომხეთთან, არამედ სომეხ ხალხთან - ალიევის მრჩეველი

აზერბაიჯანის პრეზიდენტის, ილჰამ ალიევის მრჩეველი საგარეო ურთიერთობების საკითხებში, ჰიკმეთ ჰაჯიევი აცხადებს, რომ აზერბაიჯანის მიზანი არის სომხეთის სახელმწიფოსთან ერთად სომეხ ხალხთან ურთიერთობების ნორმალიზება.

Radiotavisupleba.ge 

შვეიცარიაში გლოვობენ სამთო-სათხილამურო კურორტზე დაღუპულებს

შვეიცარიაში ხუთდღიანი გლოვაა სამთო-სათხულამურო კურორტ კრან-მონტანაში მომხდარი ტრაგედიის გამო. გლოვის ნიშნად ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე დროშებია დაშვებული.

Radiotavisupleba.ge 

„დამამახსოვრდა გვარი - რომანოვი“: რას ჰყვება ერთ-ერთი მოწმე ჯანგველაძე-ფარცხალაძის სავარაუდო კონფლიქტზე

რადიო თავისუფლებამ მოიპოვა სანქცირებული ექს-გენპროკურორის, კანონიერი ქურდის ძმის, ლევან ჯანგველაძის მკვლელობის ორგანიზებაში ბრალდებული ოთარ რომანოვ-ფარცხალაძის წინააღმდეგ მიმდინარე საქმეში ერთ-ერთი ბოლო ჩვენება.

Radiotavisupleba.ge 

ირანში საპროტესტო აქციები გრძელდება, ვრცელდება ცნობები მსხვერპლის შესახებ

ირანის ქალაქებში საპროტესტო აქციები გრძელდება. ვრცელდება ინფორმაცია დემონსტრანტებისა და ისლამური რესპუბლიკის უსაფრთხოების ძალების წარმომადგენელთა შეტაკებებისა და მსხვერპლის შესახებ.

ИА «Новости-Грузия» 

Бедоба: грузинский День судьбы – видео

В Грузии издавна отмечают День судьбы (Бедоба), который приходится на второй день после наступления Нового года – 2 января и 15 января по старому стилю.

Radiotavisupleba.ge 

ჯაღმაიძის თქმით, აქციებისას დაკავებულთა გათავისუფლების საკითხი სამჯერ დააყენეს

საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა ანდრია ჯაღმაიძემ განაცხადა, რომ აქციებისას დაკავებულთა ნაწილის გათავისუფლების შუამდგომლობით საპატრიარქომ სამჯერ მიმართა ხელისუფლებას, მათ შორის მზია ამაღლობელის შესახებ.

Radiotavisupleba.ge 

უკრაინა უარყოფს დარტყმას ხერსონის ოკუპირებულ ნაწილში მდებარე სასტუმროზე

რუსეთი უკრაინის შეიარაღებულ ძალებს ადანაშაულებს ხერსონის ოლქის სოფელ ხორლიში მდებარე სასტუმროზე უპილოტო საფრენი აპარატებით შეტევაში, რომლის შედეგად, რუსეთის თანახმად, 20-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა. უკრაინა ამას უარყოფს. სოფელი ხორლი შავი ზღვის ნაპირზე მდებარეობს უკრაინის ხერსონის ოლქის იმ ნაწილში, რომელიც ამჟამად რუსეთის მიერაა ოკუპირებული. რუსეთის საგამოძიებო კომიტეტმა დღეს, 2 იანვარს გაავრცელა ინფორმაცია, რომ ხორლიში დაღუპულთა რიცხვი 27-მდე გაიზარდა, დაღუპულთა შორის ორი ბავშვია, სამედიცინო დაწესებულებაში კი იმყოფება 31 ადამიანი... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

3-4 იანვარს საქართველოში ძლიერი ყინვაა მოსალოდნელი - გარემოს ეროვნული სააგენტო

3 და 4 იანვარს საქართველოში მოსალოდნელია ჰაერის ტემპერატურის მკვეთრი დაცემა. შესაბამისი გაფრთხილება გარემოს ეროვნულმა სააგენტომ გამოაქვეყნა.

Radiotavisupleba.ge 

ასადის პორტრეტის გარეშე - სირიაში მიმოქცევაში შევიდა ახალი ბანკნოტები

2026 წლის იანვრიდან სირიაში მიმოქცევაში შევიდა ეროვნული ვალუტის, სირიული გირვანქის(სირიული ლირის) ახალი ბანკნოტები. მათზე აღარ არის ქვეყნის ყოფილი მმართველის, ბაშარ ასადის პორტრეტი. ბაშარ ასადი სირიის პრეზიდენტი იყო 2000 წლიდან. მისი რეჟიმი 2024 წლის დეკემბერში დაემხო. ახალ ბანკნოტებზე აღარ არის არც ბაშარ ასადის მამის, ჰაფეზ ასადის პორტრეტი. ის სირიას 1971-2000 წლებში მართავდა. სირიის ცენტრალურმა ბანკმა პრეზიდენტ აჰმედ ალ-შარაას მონაწილეობით 2025 წლის დეკემბრის ბოლოს გამართა ახალი ბანკნოტების პრეზენტაცია. Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

ფინეთმა გაავრცელა დეტალები მის მიერ დაკავებული გემის შესახებ, რომელიც ეჭვმიტანილია ჰელსინკი-ტალინის კაბელის დაზიანებაში

ფინეთის ხელისუფლებამ გაავრცელა დეტალები მის მიერ დაკავებული გემის, Fitburg-ის შესახებ, რომელიც ეჭვმიტანილია ჰელსინკი-ტალინს შორის კაბელის დაზიანებაში, იუწყებიან Reuters და Yle.fi. გამოძიების მონაცემებით, ბორტზე ეკიპაჟის 14 წევრი იმყოფებოდა: რუსეთის, საქართველოს, ყაზახეთისა და აზერბაიჯანის მოქალაქეები, რომლებიც ფინეთის პოლიციამ დააკავა. LSEG-ის ცნობით, გემი Fitburg Shipping Company Ltd-ს ეკუთვნის და მას Albros Shipping and Trading Ltd მართავს. Reuters-მა ვერცერთ კომპანიასთან ვერ შეძლო ტელეფონით დაკავშირება. Читать дальше...




Smi24.net — ежеминутные новости с ежедневным архивом. Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. Абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть —онлайн с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии. Smi24.net — живые новости в живом эфире! Быстрый поиск от Smi24.net — это не только возможность первым узнать, но и преимущество сообщить срочные новости мгновенно на любом языке мира и быть услышанным тут же. В любую минуту Вы можете добавить свою новость - здесь.




Новости от наших партнёров в Вашем городе

Ria.city
Музыкальные новости
Новости России
Экология в России и мире
Спорт в России и мире
Moscow.media






Топ новостей на этот час

Rss.plus





СМИ24.net — правдивые новости, непрерывно 24/7 на русском языке с ежеминутным обновлением *