Добавить новость
World News in Georgian
Новости сегодня

Новости от TheMoneytizer


Январь
2026

Новости за 06.01.2026

Radiotavisupleba.ge 

ევროპის წამყვანმა ქვეყნებმა გრენლანდიის მომავალთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელეს.

ევროპის სახელმწიფოების მეთაურებმა ერთობლივად გამოხატეს მხარდაჭერა დანიის მიმართ და აღნიშნეს, რომ ამ სამეფოს ავტონომიური არქტიკული ტერიტორია გრენლანდია მხოლოდ კუნძულის მოსახლეობას ეკუთვნის. განცხადება მოჰყვა აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის განმეორებით განცხადებას, რომ „გრენლანდია აბსოლუტურად გვჭირდება. ის თავდაცვისთვის გვჭირდება.“ მან ეს განცხადება ჟურნალ „The Atlantic“-თან სატელეფონო ინტერვიუში გააკეთა, რომელიც 4 იანვარს გამოქვეყნდა. გასულ შაბათ-კვირას აშშ-ის სამხედრო ოპერაციამ, რომლის შედეგადაც ვენესუელის ლიდერი ნიკოლას მადურო დააკავეს... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

ისრაელმა სირიასთან უსაფრთხოების საკითხებზე მოილაპარაკა

ისრაელმა 6 იანვარს დაადასტურა, რომ პარიზში აშშ-ის მხარდაჭერით სირიასთან უსაფრთხოების საკითხებზე გამართა მოლაპარაკება, რომლის მიზანიც რეგიონული სტაბილურობისა და ეკონომიკური თანამშრომლობის ხელშეწყობაა.

Radiotavisupleba.ge 

სიტყვის თავისუფლების ბოროტად გამოყენება ურთულესი გამოცდაა - 2026 წლის საშობაო ეპისტოლე

6 იანვრის საღამოს, შობის დადგომამდე, სამების საკათედრო ტაძარში ტრადიციულად წაიკითხეს საქართველოს პატრიარქ ილია II-ის სახელით გამოქვეყნებული ეპისტოლე. მისი ერთი ნაწილი სიყვარულს, თავისუფლებასა და სიტყვის თავისუფლებას ეთმობა.

Radiotavisupleba.ge 

აშშ-ში ჯეფრი ეპშტეინის ორ მილიონზე მეტი ფაილი გამოუქვეყნებელი რჩება

აშშ-ში სექსუალურ ძალადობაში ბრალდებული ამერიკელი ფინანსისტის, ჯეფრი ეპშტეინის ორ მილიონზე მეტი ფაილი გამოუქვეყნებელი რჩება კანონით დადგენილი ვადის გასვლიდან ორ-ნახევარი კვირის შემდეგაც.

Radiotavisupleba.ge 

ნახანძრალ ბარს შვეიცარიაში ხუთი წლის განმავლობაში არ ჩატარებია უსაფრთხოების შემოწმება

შვეიცარიის კურორტ კრან-მონტანას მერის, ნიკოლია ფეროს თქმით, ბარ Le Constellation-ს, სადაც ახალი წლის ღამეს ხანძრის შედეგად 40 ადამიანი დაიღუპა, უსაფრთხოების სრული შემოწმება ბოლოს 2019 წელს ჩაუტარდა. „დიდ ბოდიშს გიხდით. ჩვენ არ გვქონდა ინფორმაცია, რომ შემოწმებები არ ტარდებოდა“, - თქვა ფერომ პრესკონფერენციაზე. მერმა განაცხადა, რომ მას „პასუხი არ აქვს“ იმაზე, თუ რატომ არ მოწმდებოდა ბარი ყოველწლიურად, თუმცა აღნიშნა, რომ 10 000-ზე მეტი შენობის უსაფრთხოების შემოწმების პასუხისმგებლობა ხუთი თანამშრომლისგან შემდგარ ჯგუფს აკისრია. Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

საქართველოში "ჰონგ-კონგის გრიპის" მუტაციური ვარიანტი დომინირებს - პიკი წინ არის

გრიპის სეზონზე "ჰონგ-კონგის გრიპის" ახალი მუტაციური ვარიანტი - H3N2 "ქვეტიპი K", სწრაფად ვრცელდება და რისკ-ჯგუფებშიც მძიმედ მიმდინარეობს. სპეციალისტები ვაქცინაციას ისევ გართულებებთან ბრძოლის ძირითად გზად მიიჩნევენ, მიუხედავად იმისა, რომ წლევანდელი ვაქცინები სრულად ვერ მოიცავს "ქვეტიპ K"-ს.

Radiotavisupleba.ge 

ნეთანიაჰუმ პუტინის მეშვეობით აცნობა ირანს, რომ თავს არ დაესხმება - ისრაელის მედია

ისრაელის პრემიერმინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს სთხოვა, თეირანისთვის გადაეცა, რომ ისრაელი ირანზე თავდასხმას არ აპირებს, - იტყობინება ისრაელის ტელეარხი Kan-ი დიპლომატიურ წყაროებზე დაყრდნობით.

Radiotavisupleba.ge 

ბუდანოვი, მალიუკი, შმიგალი და სხვა... - რას "ერჩის" ზელენსკი თავის კადრებს?

უკრაინაში გრძელდება ვოლოდიმირ ზელენსკის მიერ ინიციირებული მასშტაბური საკადრო ცვლილებები ე.წ. ძალოვან ბლოკსა და სამთავრობო სტრუქტურებში. რატომ დაიწყო უკრაინის პრეზიდენტმა ეს გადატვირთვა ახლა?

Radiotavisupleba.ge 

გაერო: აშშ-ის ოპერაცია ვენესუელაში ძირს უთხრის საერთაშორისო სამართალს

ვენესუელაზე აშშ-ის საჰაერო თავდასხმები და ამ ქვეყნის ლიდერის დაპატიმრება აშკარად „ძირი უთხრის საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტურ პრინციპს“, განაცხადა 6 იანვარს გაერომ. „სახელმწიფოები არ უნდა ემუქრებოდნენ და არ უნდა იყენებდნენ ძალას რომელიმე სახელმწიფოს ტერიტორიული მთლიანობის ან პოლიტიკური დამოუკიდებლობის წინააღმდეგ“, - განუცხადა ჟენევაში ჟურნალისტებს გაეროს უფლებათა ოფისის პრესსპიკერმა რავინა შამდასანიმ. „და სწორედ ამას ვხედავთ“, - თქვა მან და მოუწოდა საერთაშორისო საზოგადოებას „შეერთდნენ ერთ ხმად... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

"უნდა გაფრთხილდე": მუსიკალური ცენზურა რუსეთში

2025 წელს რუსეთში პირველად შეეხოთ რეპრესიები ქუჩის მუსიკოსებს: შინაგან საქმეთა სამინისტრომ „კარუსელის“ პრინციპით დააკავა ჯგუფ „სტოპტაიმის“ წევრები, რომელთა ვიდეოებიც პოპულარობას იძენდა სოციალურ მედიაში. „სტოპტაიმმა“ სანქტ-პეტერბურგის მოედნებზე ომის საწინააღმდეგო სიმღერები შეასრულა და მსმენელიც ენთუზიაზმით აჰყვა მათ. მუსიკოსებმა ერთ თვეზე მეტი გაატარეს ადმინისტრაციული დანაშაულისთვის განკუთვნილ საგანგებო პატიმრობაში. ნოემბრის ბოლოს „სტოპტაიმის“ სამი წევრიდან ორმა ქვეყანა დატოვა. მაგრამ რუსეთში გაგრძელდა სხვა ქუჩის მუსიკოსების დევნა. Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

უკრაინამ გამოაცხადა, რომ რუსეთის ლიპეცკის რეგიონში ნავთობის საწყობს და კოსტრომაში არსენალს დაარტყა

უკრაინის ძალებმა შორ მანძილზე მოქმედი დრონებით იერიში მიიტანა რუსეთის ორ რეგიონზე. დაარტყეს ნავთობის საწყობს ლიპეცკის რეგიონში და რაკეტებისა და საბრძოლო მასალის საწყობს კოსტრომის ოლქში. ინფორმაცია ამის შესახებ 6 იანვარს გაავრცელეს კიევის უშიშროების სამსახურის წარმომადგენლებმა, სააგენტო Reuters-ისა და “უკრაინსკაია პრავდის” მეშვეობით. მათი ინფორმაციით, თავდასხმების შედეგად ნავთობის საწყობში ხანძარი გაჩნდა, ხოლო არსენალში ძლიერი აფეთქებები მოხდა.

Radiotavisupleba.ge 

აშშ ვენესუელის დროებითი პრეზიდენტისგან კონკრეტულ ნაბიჯებს მოითხოვს - Politico

პრეზიდენტ ტრამპის ადმინისტრაცია ვენესუელის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლის, დელსი როდრიგესისგან მოითხოვს კონკრეტულ პროამერიკულ მოქმედებებს. ამის შესახებ ინფორმირებულ წყაროებზე დაყრდნობით წერს გამოცემა Politico.

Radiotavisupleba.ge 

ადვოკატის თანახმად, გრიგოლ ლილუაშვილის ნათესავი ბიჭიკო პაიკიძე, რომელიც ესპანეთში დააკავეს, თავისუფალია

საქართველოს მოთხოვნის საფუძველზე ესპანეთში დაკავებული ბრალდებული ბიზნესმენი ბიჭიკო პაიკიძე, მისი ადვოკატის, ირმა ჭკადუას თანახმად, თავისუფალია. ადვოკატის თქმით, მისი დაცვის ქვეშ მყოფი დაკავების დღესვე - 9 დეკემბერს - გაათავისუფლეს.

Radiotavisupleba.ge 

ომბუდსმენმა დაიწყო ბაჩო ახალაიას ცოლის განცხადების შესწავლა

სახალხო დამცველის აპარატმა დაიწყო თავდაცვის ყოფილი მინისტრის, ბაჩო ახალაიას ცოლის, ანი ნადარეიშვილის განცხადების შესწავლა. ამის შესახებ რადიო თავისუფლებას ომბუდსმენის აპარატში განუცხადეს. უწყების თანახმად, ელოდებიან დამატებით დოკუმენტაციას, რის წარდგენასაც ნადარეიშვილი დღეს აპირებს.

Radiotavisupleba.ge 

პარიზი მასპინძლობს უკრაინის მხარდამჭერი „მსურველთა კოალიციის“ სამიტს

დღეს, 6 იანვარს საღამოს პარიზში გაიმართება უკრაინის მხარდამჭერი „მსურველთა კოალიციის“ წევრი ქვეყნების ლიდერთა სამიტი. მასში მონაწილეობას მიიღებს უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი და აშშ-ის პრეზიდენტის წარმომადგენლები სტივენ უიტკოფი და ჯარედ კუშნერი. უკრაინული გამოცემა „ევროპეისკა პრავდა“ ელისეს სასახლის წარმომადგენელზე დაყრდნობით წერს, რომ „მსურველთა კოალიციის“ სხდომის დაწყებამდე მაკრონი და ზელენსკი სამუშაო სადილს გამართავენ უიტკოფსა და კუშნერთან. წყაროს თანახმად, სამიტში მონაწილეობას მიიღებენ... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

პაპუაშვილი ვენესუელის მოვლენებზე: ევროკავშირი, როგორც საერთაშორისო წესრიგის გარანტი და გეოპოლიტიკური მოთამაშე, აღარ არსებობს

სადავო პარლამენტის სპიკერი შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული პოსტით ეხმაურება ვენესუელაში განვითარებულ პროცესებს.

Radiotavisupleba.ge 

ტრამპი გამორიცხავს უახლოეს მომავალში ვენესუელაში ახალი არჩევნების ჩატარებას

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი დონალდ ტრამპი გამორიცხავს, რომ ვენესუელაში ახალი საპრეზიდენტო არჩევნები უახლოეს ერთ თვეში ჩატარდება.

Radiotavisupleba.ge 

პარიზის სასამართლომ 10 ბრალდებული დამნაშავედ ცნო საფრანგეთის პირველი ლედის კიბერბულინგში

პარიზის სასამართლომ 10 ბრალდებული დამნაშავედ ცნო საფრანგეთის პირველი ლედის, ბრიჟიტ მაკრონის შესახებ ინტერნეტ-სივრცეში ცრუ ინფორმაციის გავრცელებასა და კიბერბულინგში.




Smi24.net — ежеминутные новости с ежедневным архивом. Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. Абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть —онлайн с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии. Smi24.net — живые новости в живом эфире! Быстрый поиск от Smi24.net — это не только возможность первым узнать, но и преимущество сообщить срочные новости мгновенно на любом языке мира и быть услышанным тут же. В любую минуту Вы можете добавить свою новость - здесь.




Новости от наших партнёров в Вашем городе

Ria.city
Музыкальные новости
Новости России
Экология в России и мире
Спорт в России и мире
Moscow.media






Топ новостей на этот час

Rss.plus





СМИ24.net — правдивые новости, непрерывно 24/7 на русском языке с ежеминутным обновлением *