მედია: ტრამპსა და რიუტეს შესაძლოა გრენლანდიაში აშშ-ის „სუვერენული ბაზების“ საკითხი განეხილათ
21 იანვარს დავოსში აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპსა და ნატოს გენერალურ მდივან მარკ როუტეს შორის შეხვედრა გაიმართა.
21 იანვარს დავოსში აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპსა და ნატოს გენერალურ მდივან მარკ როუტეს შორის შეხვედრა გაიმართა.
სადავო პარლამენტში „ქართული ოცნების“ წევრი ირაკლი ქადაგიშვილი ამბობს, რომ სომხეთ-აზერბაიჯანს შორის გადაზიდვების დაწყების შემთხვევაში საქართველო თავის ეკონომიკურ ფუნქციას არ კარგავს.
პატიმრობაში მყოფი საქართველოს მესამე პრეზიდენტი დღეს, 22 იანვარს, სამი წლის შემდეგ, პირველად დაესწრო მის წინააღმდეგ თბილისის საქალაქო სასამართლოში მიმდინარე საქმის განხილვას. ამ დრომდე ის ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო სხდომებზე ონლაინ ერთვებოდა.
იუსტიციის სამინისტროს პენიტენციურ სამსახურთან პატიმრობაში მყოფი ანასტასია ზინოვკინას და ნანა სანდერის მხარდასაჭერი ბრიფინგი გაიმართა. მოძრაობა „300 ქალის“ თქმით, ამ ორი ქალი პატიმრის სიცოცხლე და ჯანმრთელობა საფრთხეშია, სწორედ ამიტომ 27 იანვარს აქცია გაიმართება.
აზერბაიჯანის სახელმწიფო ნავთობკომპანიამ (SOCAR) კომპანია Eni S.p.A.-სთან ხელი მოაწერა კოტ-დ’ივუარში, Baleine-ის ნავთობისა და გაზის საბადოს განვითარების პროექტში 10%-იანი წილის შეძენის შესახებ. ინფორმაციას თავად კომპანია ავრცელებს.
თბილისის მერი კახა კალაძე, რომელიც ამავდროულად არის ხელისუფლებაში მყოფი „ქართული ოცნების“ გენერალური მდივანი, შენობა-ნაგებობებზე, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებსა და სახელმწიფო უწყებათა შენობებზე წარწერების დატოვებისთვის ჯარიმების გაზრდას ითხოვს.
22 იანვრის დილით შვეიცარიის ქალაქ დავოსში, მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში, ე.წ. უკრაინულ საუზმეზე სიტყვით გამოსვლისას, აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის სპეციალურმა წარმომადგენელმა სტივ უიტკოფმა განაცხადა, რომ მხარეები უკრაინაში ომის დასრულების შესახებ შეთანხმების მიღწევასთან ახლოს არიან.
ჟენევაში გაეროს განყოფილებასა და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებთან საქართველოს მუდმივი წარმომადგენელი, რევაზ ლომინაძე, რომელიც გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოს აღმოსავლეთ ევროპის ჯგუფის კოორდინატორის თანამდებობას იკავებს, ვენესუელის მუდმივ წარმომადგენელს, ელჩ ალექსანდერ იანეს დელეუს შეხვდა.
21 იანვრის საღამოს რუსეთის უშიშროების საბჭოს სხდომაზე რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა გამოაცხადა მზადყოფნა, დასავლეთში, მათ შორის აშშ-ში, რუსული აქტივებიდან 1 მილიარდი დოლარი გადასცეს დონალდ ტრამპის თავმჯდომარეობით შექმნილ ე.წ. "მშვიდობის საბჭოს", რომელშიც აშშ-ის პრეზიდენტი მიიწვია.
„ნატოს გენერალურ მდივან მარკ რიუტესთან ძალიან პროდუქტიული შეხვედრის შედეგად, ჩვენ ჩამოვაყალიბეთ გრენლანდიისა და ფაქტობრივად, მთელი არქტიკის შესახებ მომავალი შეთანხმების ჩარჩო. ...აქედან გამომდინარე, არ დავაწესებ ტარიფებს, რომელთა ამოქმედებაც დაგეგმილი იყო 1 თებერვლიდან“, - დაწერა ევროპელი მოკავშირეების გასაგონად აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა Truth Social-ის პლატფორმაზე ნატოს გენერალურ მდივან მარკ რიუტესთან შეხვედრის შემდეგ, რომელიც 21 იანვარს, დავოსის ეკონომიკურ ფორუმზე აშშ-ის პრეზიდენტის გამოსვლის შემდეგ შედგა. Читать дальше...