Добавить новость
World News in Georgian
Новости сегодня

Новости от TheMoneytizer
Январь
2026
25
26
27
28
29
30
31

Новости за 23.01.2026

Radiotavisupleba.ge 

ჩეხებმა უკრაინისთვის 22 მლნ-ზე მეტი შეაგროვეს გენერატორების შესაძენად

ჩეხურმა ინიციატივამ Darek pro Putina („საჩუქარი პუტინისთვის“) დაახლოებით 22 მილიონი ჩეხური კრონა (100 კრონა - 4,8 $) შეაგროვა კიევისთვის გადასაცემი გენერატორების შესაძენად. უკრაინა რუსეთის მიერ ენერგეტიკის ობიექტებზე მიტანილი საჰაერო იერიშების შედეგად სათბობისა და ელექტროენერგიის მწვავე დეფიციტს განიცდის. „ჩვენი საქველმოქმედო კამპანია ძალიან კარგად იკრებს ძალებს“, - განუცხადა საინფორმაციო სააგენტო „უკრინფორმს“ ინიციატივის დამფუძნებელმა და დირექტორმა მარტინ ონდრაჩეკმა. მისი თქმით, ორგანიზაცია SOS... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

სტრასბურგის სასამართლომ დაიწყო 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით საჩივრის განხილვა - საია

"საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ (საია) თავმჯდომარის, თამარ ონიანის განცხადებით, სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლომ დაიწყო 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით საჩივრის განხილვა. ამის შესახებ ონიანმა განაცხადა ორგანიზაციის ოფისში დღეს, 23 იანვარს, გამართულ ბრიფინგზე. მისი სიტყვებით, სასამართლოს შეფასებით, მოცემულ საქმეს შეიძლება მიენიჭოს მნიშვნელოვანი ზეგავლენის მქონე სტატუსი. „საია წარდგენილ საჩივარში მიუთითებდა, რომ ჩატარებული არჩევნების დროს საარჩევნო ადმინისტრაციის... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

უკრაინული დრონების იერიშის შემდეგ პენზაში იწვის "როსნეფტის" ნავთობბაზა

23 იანვრის ღამეს, დრონებით თავდასხმის შემდეგ ხანძარი გაჩნდა კომპანია “როსნეფტის” პენზის ნავთობის საცავში, - იტყობინება პენზის ოლქის გუბერნატორი ოლეგ მელნიჩენკო. მისი თქმით, საჰაერო თავდაცვის ძალებმა ღამით ოთხი დრონი ჩამოაგდეს. „ერთის ნამსხვრევები კი ნავთობბაზის ტერიტორიაზე დაეცა, რამაც ხანძარი გამოიწვია. ამჟამად იქ საგანგებო სამსახურები მუშაობენ“, - დაწერა ოლქის გუბერნატორმა. უკრაინული Telegram-არხები Supernova+ და Exilenova+ იუწყებიან, რომ იწვის კომპანია "როსნეფტის" საკუთრებაში არსებული ნავთობის ბაზა „პენზანეფტეპროდუქტი”. Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

ტროტუარზე პროტესტისთვის დიმიტრი ჯამბურიას 4-დღიანი პატიმრობა შეეფარდა

მოსამართლე დავით მაკარიძემ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 174-ე პრიმა მუხლის დარღვევისთვის, ტროტუარზე დგომის გამო დიმიტრი ჯამბურიას 4-დღიანი პატიმრობა შეუფარდა. ჯამბურია სასამართლო სხდომას არ ესწრებოდა. „სამსახური აქვს და ვერ ცხადდება დღეს, წინა შემთხვევაშიც გათავისუფლება მოუწია“, - თქვა მისმა ადვოკატმა ანა გეწაძემ სხდომაზე. შინაგან საქმეთა სამინისტრო დიმიტრი ჯამბურიას პარლამენტთან მიმდინარე პროდასავლურ აქციაზე ტროტუარზე ქვეითთა გადაადგილებისთვის დაბრკოლების შექმნას ედავებოდა. დღეს იმავე... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

ზახაროვა საქართველოს მთავრობაზე: „გარე ძალების მიუხედავად, არ სურთ კავშირის გაწყვეტა რუსეთთან"

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა მარია ზახაროვამ 22 იანვარს გამართულ ბრიფინგზე კომენტარი გააკეთა რუსეთ-საქართველოს ურთიერთობების ამჟამინდელ მდგომარეობაზე. მისი თქმით, ჯერჯერობით არ არსებობს თბილისთან პოლიტიკური დიალოგის განახლების წინაპირობები. თუმცა ზახაროვამ ასევე აღნიშნა, რომ შეინიშნება ქვეყნებს შორის დადებითი ეკონომიკური ტენდენციები და განაცხადა, რომ მოსკოვი „საქართველოსთან პრაგმატული ურთიერთობების დამყარებას ცდილობს“: „საქართველოში სულ უფრო მეტი მოქალაქე და პოლიტიკოსი ხვდება... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

"სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერმა გიორგი ვაშაძემ საპატიმრო დატოვა

"სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა გიორგი ვაშაძემ საპატიმრო დატოვა, მას პატიმრობის 7-თვიანი ვადა ამოეწურა. ვაშაძეს რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებასთან ცოლ-შვილი, ნათესავები და მეგობრები დახვდნენ. "ძალიან შემართებით ვარ, ოპტიმისტურად განწყობილი... მინდა მივესალმო საქართველოს, დარწმუნებული ვარ და მჯერა, რომ აუცილებლად გავიმარჯვებთ იმიტომ, რომ ჩვენ გვინდა ვიცხოვროთ სამართლიან ქვეყანაში... ქვეყანაში, რომელიც წინ მიდის... არის ევროკავშირის ღირსეული წევრი... მინდა, რომ ისეთ ქვეყანაში ვიცხოვროთ, სადაც ადამიანებს არ დაიჭერენ იმისთვის... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

4-დღიანი პატიმრობა ტროტუარზე დგომისთვის - სანდრო მეგრელიშვილი სასამართლომ სამართალდამრღვევად ცნო

მოსამართლე დავით მაკარიძემ ადმინისტაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 174-ე პრიმა მუხლის დარღვევისთვის, ტროტუარზე დგომის გამო სანდრო მეგრელიშვილს 4-დღიანი პატიმრობა შეუფარდა. „ბრავო! სანქციები“ - გაისმა სასამარლო დარბაზში გადაწყვეტილების გამოცხადების შემდეგ „სანდრო, ყოჩაღ!“, “ჯიგარი ხარ!“,- ისმოდა სასამართლოს სხდომათა დარბაზში. მოსამართლის გადაწყვეტილებით, მას ბორკილები სხდომათა დარბაზშივე დაადეს. შინაგან საქმეთა სამინისტრო სანდრო მეგრელიშვილს 17 დეკემბერს პარლამენტთან მიმდინარე პროდასავლურ აქციაზე... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

„უმეროვი, ბუდანოვი...“ -  ზელენსკიმ უკრაინის დელეგაციის შემადგენლობა დაასახელა

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, უკრაინის დელეგაციაში, რომელიც 23 იანვარს არაბთა გაერთიანებულ საამიროებში მიემგზავრება რუსეთsa და შეერთებულ შტატებთან მოლაპარაკებებისთვის, ხუთი ადამიანია: ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანი რუსტემ უმეროვი, პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი კირილო ბუდანოვი, პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის პირველი მოადგილე სერგეი კისლიცია, ფრაქცია „ხალხის მსახურის“ ლიდერი დავით არახამია და უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსი ანდრეი გნატოვი. Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

ვოლოდიმირ ზელენსკი "ვიქტორზე": “...იმსახურებს კინწისკვრას“

22 იანვარს დავოსში მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზე გამოსვლისას უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ იმ ადამიანებს, რომლებიც ევროპის ხარჯზე ცხოვრობენ, მაგრამ მის ინტერესებს ყიდიან, თავში წამორტყმის ღირსი უწოდა. უკრაინის პრეზიდენტმა არ დააკონკრეტა, ვის გულისხმობდა, თუმცა სიტყვით გამოსვლისას მან ახსენა „ვიქტორი“, ამ სახელის კი ევროპაში ერთადერთი მოქმედი ლიდერია: უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი. “ყველა ვიქტორი, რომელიც ევროპული ფულით ცხოვრობს და ამავდროულად ცდილობს ევროპული ინტერესების გაყიდვას, იმსახურებს კინწისკვრას. Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

ოთხი წლის შემდეგ რუსეთმა პირველად გამოაქვეყნა ინფორმაცია კრეისერ “მოსკვაზე“ დაღუპული მეზღვაურების შესახებ

რუსეთის დასავლეთის ოლქის მეორე სამხედრო სასამართლომ უკრაინის საზღვაო ძალების 406-ე საარტილერიო ბრიგადის მეთაურს, ანდრეი შუბინს, დაუსწრებლად მიუსაჯა სამუდამო პატიმრობა კრეისერ „მოსკვას“ ჩაძირვის საქმესთან დაკავშირებით. ბრალდების თანახმად, 2022 წლის აპრილში სწორედ ანდრეი შუბინის ბრძანებით იქნა მიტანილი სარაკეტო იერიში კრეისერ „მოსკვასა“ და ფრეგატ „ადმირალ ესენზე“. „აფეთქების, ხანძრისა და კვამლის შედეგად კრეისერის ეკიპაჟის ოცი წევრი დაიღუპა, ოცდაოთხმა სხვადასხვა სიმძიმის დაზიანებები მიიღო, ხოლო რვა უგზო-უკვლოდ დაიკარგა... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

დღეს, 23 იანვარს, აბუ-დაბიში გაიმართება აშშ-უკრაინა-რუსეთის სამმხრივი სამუშაო ჯგუფის პირველი შეხვედრა

23 იანვარს, გამთენიისას დასრულდა რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის მოლაპარაკებები აშშ-ის პრეზიდენტის წარმომადგენლებთან, სტივ უიტკოფსა და ჯარედ კუშნერთან. რუსეთის სახელმწიფო სააგენტოების ცნობით, შეხვედრა დაახლოებით 3,5 საათს გაგრძელდა. შეხვედრის შემდეგ კომენტარი გააკეთა რუსეთის პრეზიდენტის თანაშემწემ იური უშაკოვმა, რომლის თქმითაც, მხარეები შეთანხმდნენ, რომ უსაფრთხოების საკითხებზე სამმხრივი სამუშაო ჯგუფის პირველი შეხვედრა, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ რუსეთის, აშშ-ისა და უკრაინის წარმომადგენლები, 23 იანვარს აბუ-დაბიში გაიმართება. Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

კრემლში პუტინი შეხვდა აშშ-ის პრეზიდენტის წარმომადგენლებს

22 იანვარს, გვიან ღამით, მოსკოვში, კრემლში რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმირ პუტინი შეხვდა აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის წარმომადგენელს, სტივ უიტკოფსა და მის სიძეს, ჯარედ კუშნერს. შეხვედრა შუაღამემდე დაიწყო და ოთხსაათნახევარს გაგრძელდა. რუსეთის პრეზიდენტის თანაშემწის, იური უშაკოვის თქმით, შეხვედრის მთავარი შედეგი იყო შეთანხმება რუსეთის, უკრაინისა და აშშ-ის წარმომადგენლების მონაწილეობით აბუ დაბიში სამმხრივი სამუშაო ჯგუფის შეხვედრის ჩატარების შესახებ. შეხვედრა 23 იანვარს არის დაგეგმილი. რუსეთის დელეგაცია... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

პუტინის შეხვედრა კრემლში აშშ-ის პრეზიდენტის წარმომადგენლებთან

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი 22 იანვრის გვიან საღამოს შეხვედრას მართავს კრემლში აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალურ წარმომადგენელ სტივ უიტკოფთან და აშშ-ის პრეზიდენტის სიძესთან, ჯარედ კუშნერთან. „რია ნოვოსტის“ ცნობით, ადრე გავრცელდა ინფორმაცია, რომ კრემლში 22 იანვარს გვიან ღამით, სავარაუდოდ, სპეციალური წარმომადგენელი უიტკოფით სავსე ავტოკოლონა ჩავიდა. „ინტერფაქსის“ ცნობით, ამერიკული დელეგაცია, მათ შორის უიტკოფი და კუშნერი, დავოსიდან მოსკოვში ჩავიდა. მათი თვითმფრინავის დაშვების კადრები ტელეარხ „როსია 24“-ზე აჩვენეს. Читать дальше...




Smi24.net — ежеминутные новости с ежедневным архивом. Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. Абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть —онлайн с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии. Smi24.net — живые новости в живом эфире! Быстрый поиск от Smi24.net — это не только возможность первым узнать, но и преимущество сообщить срочные новости мгновенно на любом языке мира и быть услышанным тут же. В любую минуту Вы можете добавить свою новость - здесь.




Новости от наших партнёров в Вашем городе

Ria.city
Музыкальные новости
Новости России
Экология в России и мире
Спорт в России и мире
Moscow.media






Топ новостей на этот час

Rss.plus





СМИ24.net — правдивые новости, непрерывно 24/7 на русском языке с ежеминутным обновлением *