Мы в Telegram
Добавить новость
Новости сегодня

Новости от TheMoneytizer


Январь
2021

Новости за 24.01.2021

Radiotavisupleba.ge 

კურსკში პოლიციელი გაათავისუფლეს ალექსეი ნავალნის მხარდამჭერი ვიდეოს ჩაწერისთვის

კურსკში შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემიდან გაათავისუფლეს პოლიციის მაიორი რუსლან აგიბალოვი, რომელმაც ოპოზიციონერ ალექსეი ნავალნის მხარდამჭერი ვიდეო ჩაწერა. ამის შესახებ რუსეთის პრესა იტყობინება შსს-ს რეგიონული სამმართველოს ინფორმაციაზე დაყრდნობით. ვიდეოში აგიბალოვი ამბობს, რომ ყველაზე მეტად იმის ეშინია, თუ როგორ ქვეყანაში აღიზრდებიან მისი შვილები, რომლებიც შეიძლება დააპატიმრონ, თუკი არ დაემორჩილებიან ხელისუფლებას და უკმაყოფილებას გამოხატავენ.   „ასევე მეშინია, რომ როცა ჩემი შვილები წამოიზრდებიან... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

აქტივისტები აპროტესტებენ "ლოკდაუნს", ითხოვენ ირაკლი ფანგანის განთავისუფლებას

აქტივისტთა ჯგუფმა პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე დაიწყო დაუმორჩილებლობის აქცია-პერფორმანსი. ისინი მსვლელობით გაემართნენ „ქართული ოცნების“ ოფისისკენ. აქტვისტები ამ სახით აპროტესტებენ მთავრობის მიერ პანდემიის წინააღმდეგ ბრძოლისთვის დაწესებულ ამკრძალავ ზომებს და მათ გაუქმებას მოითხოვენ. მათ განზრახ დაარღვიეს კომენდანტის საათი და აქცია კომენდანტის საათის დაწყებას დაამთხვიეს. აქტივისტები ამავე დროს სოლიდარობას უცხადებენ აქტივისტ ირაკლი ფანგანს, რომელიც დღეს დააკავა პოლიციამ ბათუმში. მისი დაკავების... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

წყვდიადის გულში მბჟუტავი სხივი

თუ უანგარო სიყვარული და საკუთარი თავის მსხვერპლად გაღება სიწმინდის ნიშანია, მაშინ სიმონ ვეი და ეტი ჰილესუმი წმინდანები იყვნენ. ვინაიდან სიმონ ვეიზე სალომე ასათიანის პოდკასტმა მკითხველის განსაკუთრებული ინტერესი გამოიწვია, გადავწყვიტე, ტრადიცია დავარღვიო და შოას (ჰოლოკოსტის) ხსოვნის დღეს ამ ტრაგედიაზე წერის ნაცვლად მის ერთ მსხვერპლს დავუთმო სიტყვა. სიმონ ვეის სულიერი და, ეტი ჰილესუმი (1914-1943), ჰოლანდიის ერთ ასიმილირებულ ებრაულ ოჯახში დაიბადა. რილკესა და დოსტოევსკის მოტრფიალე ეტი, საკუთარი მოკლე... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

SpaceХ-მა კოსმოსში ერთი რაკეტით 143 თანამგზავრი გაგზავნა და მორიგი რეკორდი დაამყარა

ილონ მასკის კომპანია SpaceХ-მა კოსმოსში ერთი მზიდი რაკეტით გაგზავნა 143 მცირე ზომის თანამგზავრი და მორიგი რეკორდი დაამყარა. რაკეტა ფლორიდის კოსმოდრომიდან აფრინდა. კვირას, აშშ-ის აღმოსავლეთ სანაპიროს დროით 8:30-ზე SpaceХ-მა მძიმე მზიდი რაკეტა Falcon-9 სასტარტო მოიყვანა მზადყოფნაში Transporter-1-ის გასაშვებად. ეს სტარტის მეორე მცდელობა იყო. შაბათს სტარტის პირველი მცდელობა გაშვებიდან რამდენიმე წუთში გაუქმდა. Transporter-1-ის მისია იმითაა ნიშანდობლივი, რომ 143 კოსმოსური აპარატის გაშვება განხორციელდა ერთი მზიდი რაკეტით. Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

მრავალი ქვეყანა ცდილობს ხელი შეუშალოს კორონავირუსის ახალი შტამის გავრცელებას

ჩინეთი ზომებს იღებს ქვეყნის ჩრდილოეთში COVID-19-ის ახალი კლასტერების იზოლაციისთვის. ამკრძალავ მეთოდებს მიმართავენ ბრაზილიასა და ნორვეგიაშიც, რათა ხელი შეუშალონ კორონავირუსის ახალი შტამის გავრცელებას. ჩინეთმა ჰებეის პროვინციის ქალაქ ნანგონში გახსნა ინდივიდუალური მკურნალობის 2600 ოთახი, იტყობინება ოფიციალური საინფორმაციო სააგენტო სინჰუა. პროვინციაში უკვე ჩაკეტილია ფართო არეალები, რათა შეაჩერონ ვირუსის შემდგომი გავრცელება. 24 იანვარს ჯანდაცვის ეროვნულმა კომისიამ გამოაცხადა, რომ უკანასკნელი დღე-ღამის... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

ირაკლი ჩავლეიშვილისთვის თავზე ნაგვის დაყრის გამო ერთი პირი დააკავეს

ბათუმში პოლიციამ დააკავა არასამთავრობო ორგანიზაცია „ალტერნატივის“ წევრი ირაკლი ფანგანი, აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატის, ირაკლი ჩავლეიშვილისთვის თავზე ნაგვის დაყრისთვის. დაკავების ვიდეოს ფეისბუკის გვერდზე თავად „ალტერნატივა“ ავრცელებს. პოლიციის განმარტებით, ფანგანი დაკავებულია ბათუმის საქალაქო სასამართლოს განჩინებით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 165-ე მუხლის მე-2 ნაწილის "ა" ქვეპუნქტით, რომელიც გულისხმობს ადამიანის დევნას სიტყვის, აზრის, სინდისის, აღმსარებლობის, რწმენის ან მრწამსის გამო... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

„მზიურში“ მშობლებმა აქცია გამართეს და სკოლების გახსნის გეგმა მოითხოვეს

24 იანვარს, თბილისში, მზიურის პარკში მშობელთა საინიციატივო ჯგუფმა გამართა აქცია, სადაც მათ ხელისუფლებისგან მოითხოვეს მკაფიო გეგმა, თუ როდის და როგორ აპირებენ სკოლებისა და საბავშვო ბაღების გახსნას. „კიდევ ერთხელ ვიგრძენით თავი მოტყუებულებად და გამოვედით, რადგან სხვა გზა მართლა ვეღარ ვიპოვეთ“, - უთხრა აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ და ორგანიზატორმა ნინო რობაქიძემ რადიო თავისუფლებას. ის აქციაზე თავის მცირეწლოვან შვილებთან ერთად მივიდა. ნინო რობაქიძე ფიქრობს, რომ ბავშვების საკითხი მხოლოდ სკოლების გახსნის თარიღს არ ებმის... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

გიორგი ვაშაძე: მე დემონსტრაციულად ვარღვევ ამ უაზრო, გაუაზრებელ შეზღუდვას

„ქვეყანაში არსებობს უამრავი უაზრო შეზღუდვა, ამ შეზღუდვებიდან ერთ-ერთს ვარღვევ დღეს. ხელში მიჭირავს ტესტის პასუხები, რის მიხედვითაც ვარ ჯანმრთელი, თუმცა ხელისუფლების უგუნური გადაწყვეტილების გამო მიწევს გამოკეტვა“, - განაცხადა 24 იანვარს „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა გიორგი ვაშაძემ მთავრობის კანცელარიის წინ გამართულ აქციაზე, სადაც მან აქციის სხვა მონაწილეებთან ერთად პანდემიის გამო ქვეყანაში დაწესებული შეზღუდვები გააპროტესტა. მისი შეფასებით, ხელისუფლების მხრიდან ქვეყანაში უამრავი გაუაზრებელი შეზღუდვაა... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

პესკოვის თქმით, ნავალნის მხარდამჭერ აქციებზე ცოტა ხალხი გამოვიდა

რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის პრესმდივნის, დმიტრი პესკოვის თქმით, ოპოზიციონერ ალექსეი ნავალნის მხარდამჭერ აქციებზე, რომლებიც 23 იანვარს გაიმართა რუსეთის ასზე მეტ ქალაქში, ცოტა ხალხი გამოვიდა. „ახლა ბევრი იტყვის, რომ უკანონო აქციაზე ბევრი ხალხი გამოვიდა. არა, ცოტა ხალხი გამოვიდა, ბევრი ხალხი პუტინს აძლევს ხმას. ბევრმა ხალხმა საკონსტიტუციო შესწორებებს მისცა ხმა. თუკი შევადარებთ ციფრებს, მიხვდებით, რამდენად მცირერიცხოვანია ეს ხალხი“, თქვა პესკოვმა „როსია-1“-ის ეთერში. სხვადასხვა შეფასებით, საპროტესტო აქციებში... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

1 თებერვლიდან სწავლა საკლასო ოთახებში გაგრძელდება - გარდა თბილისის, ქუთაისის და რუსთავის სკოლებისა

განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ცნობით, საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, დღეს არსებული ეპიდემიოლოგიური სიტუაციის გათვალისწინებით, 1-ლი თებერვლიდან ზოგადსაგანმანათლებლო სკოლებში მთელი ქვეყნის ტერიტორიაზე, გარდა თბილისის, ქუთაისისა და რუსთავისა, სასწავლო პროცესი საკლასო ოთახში გაგრძელდება. ამ სამ ქალაქში საკლასო ოთახებში სწავლის გაგრძელება დაგეგმილია 1-ლი მარტიდან. სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ 15 თებერვალს კიდევ ერთხელ შეფასდება ეპიდემიოლოგიური... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

აშშ-ის კანონმდებლები მოითხოვენ, რუსეთს ახალი სანქციები დაუწესდეს რადიო თავისუფლების შეზღუდვისთვის

აშშ-ის რესპუბლიკელი და დემოკრატი კანონმდებლები მოითხოვენ, რუსეთს ახალი სანქციები დაუწესდეს, თუკი კრემლი განახორციელებს მკაცრ შეზღუდვებსა და სადამსჯელო ჯარიმებს, რაც საფრთხეს უქმნის რუსეთში რადიო თავისუფალი ევროპა / რადიო თავისუფლების საქმიანობას. 22 იანვრით დათარიღებული წერილი ასევე შეიცავს მოწოდებას პრეზიდენტ ჯო ბაიდენის მთავრობისადმი, მეტი გააკეთოს რთე/რთ-ის მუშაობისთვის ბელარუსში, სადაც თვეების განმავლობაში მიმდინარეობს საპროტესტო აქციები, რომლებიც დაიწყო 9 აგვისტოს, როცა საპრეზიდენტო არჩევნებში... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

პანკისში 42 წლის კაცის მკვლელობაში ბრალდებულს პატიმრობა შეეფარდა

თელავის რაიონულმა სასამართლომ დღეს, 24 იანვარს აღკვეთის ღონისძიების სახით, პატიმრობა შეუფარდა მკვლელობაში ბრალდებულ ხიზირა გაურგაშვილს. ბრალის დადგენილების თანახმად, გაურგაშვილსა და მოკლულ იბრაჰიმ ქავთარაშვილს შორის დაპირისპირება იმის გამო დაიწყო, რომ დაკავებულმა საკუთარ ცოლსა და მოკლულ მამაკაცზე იეჭვიანა. მითითებულ ნაწილს არ დაეთანხმა დაცვის მხარე და განაცხადა, რომ კონფლიქტი წარსულში არსებულ სხვა წყენას უკავშირდება. მოსამართლე ვერიკო ზათიაშვილმა სრულად დააკმაყოფილა პროკურატურის მოთხოვნა და აღკვეთის... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

რუსული გაზის „თურქული ნაკადი“ სახვით ხელოვნებასა და რეალობაში

სერბეთისა და ბულგარეთის მედიაში ახლახან გამოქვეყნდა ბულგარელი მხატვრის მიერ შესრულებული ტილო, რომელზეც ბულგარეთის პრემიერ-მინისტრი ბოიკო ბორისოვი და სერბეთის პრეზიდენტი, ალექსანდარ ვუჩიჩი არიან გამოსახული გაზსადენის მშენებლობის პროცესის ინსპექტირების დროს. ბულგარელი მხატვრის, სიმეონ კრასტევის, შთაგონების წყარო ოფიციალური ფოტოა, რომელიც 2020 წლის ზაფხულში, ვუჩიჩის ბულგარეთში ვიზიტის დროს გადაიღეს, როდესაც  პოლიტიკოსებმა მაშინ ბულგარეთის ტერიტორიაზე მშენებარე გაზსადენ „ბალკანური ნაკადის“ სამშენებლო... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

ელენე ხოშტარია: ადამიანები გრძნობენ, როდის არის შეზღუდვა აუცილებელი და როდის იყენებს ხელისუფლება ბერკეტებს ბოროტად

„ყველაზე მეტად მაბრაზებს ხელისუფლების დამოკიდებულება მოქალაქეების მიმართ, როცა ყველანაირი დასაბუთების და ახსნა-განმარტების გარეშე დაგიწესებს - შენ დაიძინე ცხრა საათზე! შენ არ ჭამო საჭმელი, მე ეს არ მაინტერესებს! ტრანსპორტი არ იქნება და მორჩა. ბევრი შეიძლება ვიკამათოთ, როგორ მოვერიოთ პანდემიას, მაგრამ ეს დამოკიდებულება, რასაც ჩვენ ვხედავთ, ტოტალურ შეზღუდვებს ვგულისხმობ, თან პრობლემების გადაჭრის გარეშე, მოქალაქეების შეურაცხყოფაა“, - უთხრა რადიო თავისუფლებას „ევროპული საქართველოს“ ყოფილმა წევრმა, ელენე ხოშტარიამ მთავრობის კანცელარიის წინ... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა მკაცრად გააკრიტიკა რუსეთი

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი განცხადებით გამოვიდა 23 იანვარს რუსეთის ხელისუფლების მხრიდან საპროტესტო აქციების მონაწილეების წინააღმდეგ მოქმედებების გამო რუსეთის მრავალ ქალაქში. აშშ მკაცრად გმობს საპროტესტო აქციების მონაწილეებისა და ჟურნალისტების მიმართ სასტიკ მოპყრობას. განცხადების თანახმად, ადრე რუსეთის ხელისუფლება ცდილობდა, ჩაეხშო მოქალაქეთა უფლება მშვიდობიან თავშეყრასა და აზრის თავისუფლად გამოხატვაზე და წინასწარ აპატიმრებდა აქციების პოტენციურ მონაწილეებს. ახლა კი ოპოზიციონერ ალექსეი ნავალნის... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

გამოძიება დაიწყო ირაკლი ჩავლეიშვილისთვის ნაგვის დაყრის ფაქტზე

ბათუმში მომხდარ ინციდენტზე, რომლის დროსაც აქციაზე მისულ აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრს „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერებმა თავზე ნაგავი დააყარეს, გამოძიება ორი მუხლით დაიწყო - 156-ე, დევნის და 239-ე - ხულიგნობის მუხლებით. შსს-ს ცნობით, ამ ეტაპზე მიმდინარეობს საგამოძიებო სამუშაოები, რომლის ფარგლებშიც დაიკითხებიან ინციდენტში მონაწილე პირები. აჭარის უმაღლესი საბჭოს დამოუკიდებელ დეპუტატს ირაკლი ჩავლეიშვილს სამოქალაქო აქტივისტებმა და არასამთავრობო ორგანიზაცია "ალტერნატივის" წევრებმა თავზე ნაგავი დააყარეს. Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

ტოჩინოშინმა იანვრის ბაშო შვიდქულიანი უარყოფითი ბალანსით დაასრულა

პროფესიული სუმოს უმაღლეს მაკუუჩი დივიზიონში მოჭიდავე ლევან გორგაძისთვის 2021 წლის სეზონის პირველი სუპერტურნირი - ჰაცუ ბაშო წარუმატებელი გამოდგა. ტოჩინოშინის საბრძოლო მეტსახელით ცნობილი ქართველი სეკიტორი, დღეს, ბოლო - მეთხუთმეტე ტურის შეხვედრაში, მეთორმეტე მაეგაშირა ტერუცუიოშისთან დამარცხდა და შეჯიბრება ოთხი მოგებით და თერთმეტი წაგებით დაასრულა. იანვრის ბაშოზე გორგაძე მეოთხე მაეგაშირას რანგში გამოდიოდა და რვა ან მეტი ქულის აღების შემთხვევაში, მარტის ბაშოს წინ, რეიტინგში კიდევ უფრო დაწინაურება შეეძლო. Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

„არა პოლიტიკურ ლოკდაუნს“ - არასამთავრობოებმა გიორგი გახარიას პეტიციით მიმართეს

ხუთმა არასამთავრობო ორგანიზაციამ საქართველოს მთავრობის ხელმძღვანელს გიორგი გახარიას მიმართა პეტიციით, რომლითაც ქვეყანაში დღეს არსებული შეზღუდვების გაუქმება მოითხოვა. „მოვითხოვთ პოლიტიკური "ლოქდაუნის" გაუქმებას. არალეგიტიმურმა „ქართული ოცნების“ მთავრობამ უნდა გააუქმოს თავისივე არალეგიტიმური შეზღუდვები, რომელიც ჩვენ დაგვიწესა. მათ დაარღვიეს წინა წელს თავისივე გაცემული დადგენილება, სადაც ცალსახად ეწერა, რომ შეზღუდვები 31 დეკემბრამდე იყო. ახალ დადგენილებაში, რომელიც 21 იანვარს მიიღო გახარიას უწყებამ... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

კონორ მაკგრეგორი მეორე რაუნდში, ნოკაუტით დამარცხდა

აბუ-დაბის „ეტიჰად არენაზე“, UFC 257-ის მთავარი ბრძოლა მხოლოდ ორწუთ-ნახევარი გაგრძელდა. ერთწლიანი პაუზის შემდეგ რინგზე დაბრუნებული მსუბუქწონიანი - ირლანდიელი კონორ მაკგრეგორი, ბევრისთვის მოულოდნელად, ამერიკელ დასტინ პორიესთან მეორე რაუნდში, ნოკაუტით დამარცხდა. მაკგრეგორი, რომელიც წესების გარეშე ბრძოლაში ორი დივიზიონის ექსჩემპიონია, პორიეს მეორედ დაუპირისპირდა. პირველად 2014 წელს, წუთსა და 46 წამში აჯობა. ამჯერად კი პორიემ რევანში აიღო და ბრძოლის დასრულებისთანავე განაცხადა, რომ მესამე შეხვედრისთვისაც მზადაა. Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

ლუკას საქმე: სახელმწიფო შშმ ბავშვებს, საჭიროების შემთხვევაში, პერსონალური ასისტენტებით უზრუნველყოფს

ორგანიზაციის „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“ (PRI) ცნობით, 15 წლის ლუკა ღარიბაშვილის საქმე სხვა შშმ ბავშვებისთვისაც სასარგებლოდ დასრულდა: საქართველოს მთავრობამ დაამტკიცა სოციალური რეაბილიტაციის 2021 წლის სახელმწიფო პროგრამა, სადაც შევიდა ცვლილება, რომლის თანახად, შშმ ბავშვები, მათ შორის, მძიმე და ღრმა გონებრივი განვითარების შეფერხების მქონენი, დღის ცენტრებში უზრუნველყოფილი იქნებიან პერსონალური ასისტენტებით. რაც შეეხება ბინაზე მოვლის მომსახურებით უზრუნველყოფის ქვეპროგრამას - ქცევის დარღვევის მქონე ბავშვებისთვის... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

გრიგოლ გეგელია ამირან გამყრელიძეს: „დავგუგლე და ვნახე - ზამთრის კურორტებზე თქვენი სიტყვები მცდარია“

პოლიტიკური პარტიის „ლელო საქართველოსთვის“ წევრი გრიგოლ გეგელია დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორის, ამირან გამყრელიძის სიტყვებს ეხმაურება, რომლის თანახმად, „ევროპის არც ერთ სათხილამურო კურორტზე არ ყოფილა გახსნილი საბაგირო გზები, ვერც საქართველო იქნება გამონაკლისი“. გრიგოლ გეგელია აცხადებს, რომ მან გაითვალისწინა ამირან გამყრელიძის რჩევა, „დაგუგლა“ და ნახა, რომ საბაგიროები ფუნქციონირებს ევროპის მთელ რიგ სათხილამურო კურორტებზე, მათ შორის - შვეიცარიაში... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

საქართველოში გამოვლინდა კორონავირუსით ინფიცირების 546 ახალი შემთხვევა

24 იანვრის მონაცემებით, საქართველოში ჩატარებული ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ვირუსით ინფიცირების 546 ახალი დადასტურებული შემთხვევა გამოვლინდა. ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა  11 248  ტესტი. მათ შორის -  4 979 კვლევა ანტიგენის ტესტით, 6 269  - PCR ტესტით. გამოჯანმრთელდა 1 456 პირი. გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა - 242 085-მდე. ბოლო 24 საათში  კორონავირუსით გარდაცვალების 17 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 3 055 პირი ემსხვერპლა. ქვეყანაში... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

შსს: გამოვლინდა შეზღუდვების წესების დარღვევის 764 შემთხვევა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, ბოლო 24 საათის განმავლობაში მთელი საქართველოს მასშტაბით ქვეყანაში დაწესებული შეზღუდვების ფარგლებში მოქმედი რეგულაციების დარღვევის 764 ფაქტია გამოვლენილი. პოლიციამ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 42(10)-ე მუხლის შესაბამისად 100 ფიზიკური პირი დააჯარიმა. დაჯარიმებულთა შორის არიან ის მოქალაქეები, რომლებმაც 21 საათიდან დილის 5 საათამდე დაწესებული გადაადგილების შეზღუდვის წესი დაარღვიეს. პირბადის ტარების წესის დარღვევის ფაქტზე, დაჯარიმდა  664 ადამიანი. ... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

მთავრობის კანცელარიასთან შეზღუდვების საწინააღმდეგო აქცია გაიმართება

#სოცაფეთქება  - აქცია ამ ლოზუნგით სოციალუ ქსელ ფეისბუკში სამოქალაქო საზოგადოების ერთმა ნაწილმა დაგეგმა. 23 იანვარს აქციის მონაწილეები მთავრობის კანცელარიასთან შეკრებას და პანდემიის გამო დაწესებული შეზღუდვების გაპროტესტებას გეგმავენ. აქციის ორგანიზატორების განცხადებით, ეს შეკრება მოიცავს ყველა იმ სეგმენტის პროტესტს, სადაც აკრძალვები „განსაკუთრებით ამძიმებს სოციალურ მდგომარეობას და ლახავს ადამინთა უფლებებს“. მათი მოთხოვნებია: ზამთრის კურორტებზე დაწესებული შეზღუდვების მოხსნა; სასწავლო პროცესის... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

ევროკავშირი რუსეთს მოუწოდებს სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების „სათანადო აღსრულებისკენ“

საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ოფისი ავრცელებს ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახურის პრეს-სპიკერის განცხადებას ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილების შესახებ და აცხადებს, რომ 2021 წლის 21 იანვარს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს დიდმა პალატამ გამოაქვეყნა ისტორიული  მნიშვნელობის მქონე გადაწყვეტილება სახელმწიფოთაშორის სარჩელზე 2008 წლის აგვისტოში საქართველოსა და რუსეთის ფედერაციას შორის შეიარაღებული კონფლიქტის და მისი შედეგების შესახებ. ამ გადაწყვეტილებაში... Читать дальше...


Юные волгодонские пловцы успешно выступили на турнире «Жемчужина Черного моря»

Тая Скоморохова выпустила новый трек «Едем по району»

Жители Серпухова прокомментировали благоустройство улицы Дальней

Водителям Шатуры напомнили ПДД из-за начавшихся школьных каникул



Новости 24/7 DirectAdvert - доход для вашего сайта



Частные объявления в Вашем городе, в Вашем регионе и в России



Smi24.net — ежеминутные новости с ежедневным архивом. Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. "123 Новости" — абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. Smi24.net — облегчённая версия старейшего обозревателя новостей 123ru.net. Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть —онлайн с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии. Smi24.net — живые новости в живом эфире! Быстрый поиск от Smi24.net — это не только возможность первым узнать, но и преимущество сообщить срочные новости мгновенно на любом языке мира и быть услышанным тут же. В любую минуту Вы можете добавить свою новость - здесь.




Новости от наших партнёров в Вашем городе

Ria.city

В Подмосковье прошел Всероссийский студенческий фестиваль «Самбо в вузы»

Русисты из пяти стран обсудили опыт преподавания русского языка и литературы

Онколог пояснил, могла ли Кейт Миддлтон потерять зубы

Болезнь на всю жизнь: к чему приводит застой желчи в организме и как его предупредить

Музыкальные новости

Сергей Собянин. Главное за день

В Подмосковье сотрудники Росгвардии задержали подозреваемого в краже товаров из магазина

Авторский вечер Эдварда Радзинского из цикла «Встречаясь с тайнами истории» в «Колизей – Арене»

«Восход», Тинькофф Банк и Альфа объявили о совместном pre-IPO фонде в секторе tech на 4 млрд рублей

Новости России

Капитальный ремонт дороги проводят на улице Рабочей в Бронницах

Деревню Головково под Солнечногорском благоустроят в 2024 году

Итоги мини-конференции по продвижению дизайнеров DesignBlogFest 2024

Чем заняться на фестивале День соседа на Хлебозаводе

Экология в России и мире

Любимый россиянами курорт с белоснежными пляжами готовится запустить прямые рейсы в Россию, чтобы снизить цены на туры

Доктор Кутушов назвал болезни, которые поджидают отдыхающих у водоёмов

Третья Московская неделя моды: масштабное событие с участием дизайнеров из России и мира пройдет в октябре

Eleganzza весна-лето 2024

Спорт в России и мире

Теннисистка Петрова: Карацеву не хватает игровой уверенности

Медведев пошутил о том, что часто проводит ночные матчи на турнирах «Большого шлема»

Елене Рыбакиной поставили неожиданный «диагноз»

Соболенко победила на старте открытого чемпионата Франции по теннису

Moscow.media

Портативный ТСД корпоративного класса Saotron RT-T70

В Челябинской области трансгендеру вынесен приговор за поджог военкомата

ALMI Partner и «Даком М» будут совместно развивать и продвигать отечественные ИТ-решения

Жулан.







Топ новостей на этот час

Rss.plus





СМИ24.net — правдивые новости, непрерывно 24/7 на русском языке с ежеминутным обновлением *