Мы в Telegram
Добавить новость
Новости сегодня

Новости от TheMoneytizer
Январь
2021

Новости за 01.01.2021

Radiotavisupleba.ge 

პორტუგალიამ როტაციის წესით გადაიბარა ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარეობა

1 იანვარს პორტუგალიამ გერმანიისგან როტაციის წესით გადაიბარა ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარეობა ნახევარი წლით. ამ ექვსი თვის განმავლობაში პორტუგალიის წინაშე იქნება ორი მთავარი პრობლემა - კორონავირუსთან დაკავშირებული დახმარების პაკეტის კოორდინირება და COVID-19-ით გამოწვეული ჯანდაცვის პრობლემები, მათ შორის ვაქცინაციის პროცესი. პორტუგალიის პრემიერ-მინისტრ ანტონიუ კოშტასთვის უფლებამოსილებების გადაცემისას გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა ვიდეომიმართვაში თქვა, რომ გერმანიის ექვსთვიანი თავმჯდომარეობის... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

ნინოწმინდის სოფელ სათხაში ​32 წლის კაცი მოკლეს - ბრალდებული დაკავებულია

1 იანვარს, გამთენიისას, ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ სათხაში 32 წლის კაცის მკვლელობას წლების წინ ოჯახებს შორის დაპირისპირებას უკავშირებენ ადგილობრივები. როგორც ადგილობრივი ნარინე გინოსიანი ამბობს, მკვლელობაში ბრალდებულის სახლთან ამჟამად სამართალდამცველები პატრულირებენ.  შსს-ს ინფორმაციით, სოფელ სათხაში რამდენიმე პირს შორის მოხდა შელაპარაკება, რა დროსაც ბრალდებულმა ო.პ.-მ თანასოფლელები - 1988 წელს დაბადებული ს.ა., 2001 წელს დაბადებული ს.ბ. და 1990 წელს დაბადებული ვ.ბ. ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით დაჭრა. Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

ავტოსაგზაო შემთხვევა კაჭრეთში - გარდაიცვალა ორი ადამიანი

გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ კაჭრეთში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ორი ადამიანი გარდაიცვალა. როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში რადიო თავისუფლებას უთხრეს, ავტომანქანაში მყოფი კიდევ ორი ადამიანი დაშავდა. ისინი საავადმყოფოში მძიმე მდგომარეობაში იმყოფებიან. შსს-მ გამოძიება დაიწყო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით დაიწყო (ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევა, რამაც გამოიწვია ადამიანის სიცოცხლის მოსპობა).

Radiotavisupleba.ge 

საქველმოქმედო ორგანიზაცია: ავღანეთში 300 ათასზე მეტი ბავშვია საფრთხეში სუსხიანი ზამთრის პირობებში

ბრიტანული საქველმოქმედო ორგანიზაცია „გადაარჩინეთ ბავშვები“ (Save the Children) აცხადებს, რომ სუსხიან ზამთარში 300 ათასზე მეტი ავღანელი ბავშვი იბრძვის გადარჩენისთვის სათანადო ტანსაცმლისა და გათბობის გარეშე. ქვეყანაში 19 წლის განმავლობაში მიმდინარე კონფლიქტის გამო ათასობით ბავშვი იძულებული გახდა მიეტოვებინა სახლ-კარი და ადგილნაცვალი პირებისთვის განკუთვნილი თავშესაფრებისა და ბანაკებისთვის შეეფარებინა თავი, წერს „გადაარჩინეთ ბავშვები“ საახალწლო განცხადებაში. „იქ მათ ემუქრებათ შიმშილი, ავადმყოფობები... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

31 დეკემბერსა და 1 იანვარს საქართველოში პიროტექნიკით დაზიანების 51 შემთხვევა დაფიქსირდა

საგანგებო სიტუაციების კოორდინაციის და გადაუდებელი დახმარების ცენტრი იტყობინება, რომ 2020 წლის 31 დეკემბერსა და 2021 წლის 1 იანვარს, საქართველოს მასშტაბით, პიროტექნიკით დაზიანების 51 შემთხვევა დაფიქსირდა, მათ შორის, ჰოსპიტალიზირებული იყო 36 ადამიანი. შემთხვევები ასე გადანაწილდა: თბილისი - 36 პაციენტი, მათ შორის, ჰოსპიტალიზებული - 27. რეგიონები - 15 პაციენტი, მათ შორის, ჰოსპიტალიზებული - 9.

Radiotavisupleba.ge 

SpaceX-ი პენტაგონისთვის 28 სამხედრო თანამგზავრს გაიყვანს კოსმოსში

კომპანია SpaceX-მა პენტაგონისგან მიიღო კონტრაქტი 2022 წელს კოსმოსში 28 სამხედრო თანამგზავრის გაშვებაზე. ამის შესახებ წუხელ გამოაცხადა Spacenews.com-მა აშშ-ის თავდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით. გარიგების მოცულობაა 150 მილიონი დოლარი. იგეგმება ორბიტაზე 20 აპარატის გაყვანა, რომლებიც განკუთვნილია სახმელეთო სადგურების კავშირის უზრუნველყოფსთვის დაბალ სიმაღლეზე მფრინავ ობიექტებთან, მათ შორის თანამგზავრებთან, ასევე პილოტირებულ თვითმფრინავებთან და დრონებთან. დანარჩენი რვა თანამგზავრი რაკეტების სტარტის შესახებ გამაფრთხილებელ ფუნქციას შეასრულებენ. Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

ირანი აშშ-ს გენერალ სოლეიმანის მოკვლისთვის შურისძიებით ემუქრება

პენტაგონის მიერ გენერალ ყასემ სოლეიმანის მკვლელობა ვერ შეაჩერებს ირანის წინააღმდეგობას, განაცხადა პარასკევს ისლამური რეპუბლიკის ერთ-ერთმა მაღალი რანგის სამხედრო მეთაურმა, ესმაილ ღაანიმ, - იტყობინება Reuters-ი. ღაანიმ ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის ხელმძღვანელის პოსტზე შეცვალა დაღუპული სოლეიმანი. მისი თქმით, სოლეიმანის სიკვდილისთვის შურისძიება შეუძლია ვინმეს ამერიკის „შიგნით“. ხუთშაბათს ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრმა მოჰამად ზარიფმა აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს ბრალი დასდო საბაბის „შეთითხნაში“, რათა თავს დაესხას ირანს. Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

დიდუბეში ახალი წლის ღამეს ავეჯის მაღაზია "პანცილიონის" საწარმო დაიწვა

ახალი წლის ღამეს, დიდუბეში, მექანიზატორის ქუჩაზე მდებარე მაღაზია"პანცილიონის" საწარმო დაიწვა. ამ საწარმოში რბილი ავეჯსა და მატრასებს ამზადებდნენ. "ფაქტობრივად, საწარმოსგან არაფერი აღარ არის დარჩენილი. შიგნით ჯერ ვერ შევდივართ, მაგრამ არც ისეთი კარგი სიტუაციაა აქ... დიდი ალბათობით ეს ყველაფერი გაჩენილია საახალწლო ფეიერვერკებით", - ყვებოდა კომპანიის წარმომდგენელი, რომელიც შემთხვევის ადგილიდან პირდაპირ ეთერში გავიდა. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ამ ეტაპზე ხანძარი ჩამქრალია და არავინ დაშავებულა.

Radiotavisupleba.ge 

COVID-19-ის სხვა ვაქცინების სიმცირის გამო BioNTech-ი საკუთარი ვაქცინის წარმოების გაზრდას გეგმავს

გერმანულმა ფარმაცევტულმა კომპანია BioNTech-მა განაცხადა, რომ ზრდის COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინის პროდუქციას, ვინაიდან ცოტა სხვა ვაქცინა დამტკიცდა გამოყენებისთვის. „ამჟამად ვითარება ვარდისფრად არ გამოიყურება,“ უთხრა BioNTech-ის თანადამაარსებელმა უგურ შაჰინმა Der Spiegel-ს 1 იანვარს. „სხვა დამტკიცებული ვაქცინების არარსებობის გამო გაჩნდა სიცარიელე და ის ჩვენი ვაქცინით უნდა შევავსოთ.“ BioNTech-მა თავისი ვაქცინა ამერიკულ კომპანია Pfizer-თან ერთად შექმნა. ვაქცინა  გასული თვის ბოლოს დაამტკიცა ევროკავშირმა. Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

კორონავირუსის ახალი შტამი ჩინეთშიც აღმოაჩინეს

კორონავირუსის ახალი შტამი, რომელიც დიდ ბრიტანეთში გამოვლინდა, ჩინეთშიც აღმოაჩინეს. ამის შესახებ ჩინეთის მედია იტყობინება ჩინეთის დაავადებათა კონტროლისა და პროფილაქტიკის ცენტრზე დაყრდნობით. ახალი შტამი აღმოაჩნდა სტუდენტს, რომელიც დიდი ბრიტანეთიდან დაბრუნდა. მან 14 დეკემბერს გაიარა შემოწმება შანხაიში. ცენტრის თქმით, გამოვლენილი შემთხვევა სერიოზულ საფრთხეს უქმნის ქვეყანაში COVID-19-ის გავრცელების კონტროლს. COVID-19-ის ახალი მუტაციის შესახებ დეკემბრის შუა რიცხვებში გახდა ცნობილი. მედიკოსთა თქმით... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

ორბანის თანაშემწე აცხადებს, რომ უნგრეთი არ გამოიყენებს რუსეთის ვაქცინას Sputnik-V

უნგრეთის პრემიერ-მინისტრის, ვიქტორ ორბანის თანაშემწე აცხადებს, რომ ქვეყანა არ გამოიყენებს რუსეთის მიერ შემუშავებულ ვაქცინას Sputnik-V, მიუხედავად ორმხრივი თანამშრომლობისა რუსეთის მიერ COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინის გამოცდის პროცესში.  ორბანის კაბინეტის ხელმძღვანელმა, გულიაშ გერგეიმ ამის მიზეზად დაასახელა ცვლილება ვაქცინის "წარმოების არაადეკვატურ შესაძლებლობაში" რუსეთში. ეს არის პირველი ნიშანი, რომ რუსეთის ვაქცინას ფართოდ არ გამოიყენებენ უნგრეთში, რომლის მოსახლეობაც დაახლოებით 10 მილიონ ადამიანს შეადგენს. Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

კომპიუტერულ სისტემებში მასშტაბური შეღწევისას, სავარაუდოდ რუსმა ჰაკერებმა მაიკროსოფტის წყაროს კოდი მოიპოვეს

რუსეთის მთავრობის მიერ მხარდაჭერილმა ჰაკერებმა, რომლებმაც, როგორც ვარაუდობენ, სამთავრობო უწყებების და კერძო კომპანიების ქსელებში შეაღწიეს, შეძლეს მაიკროსოფტის წყაროს კოდის მოპოვება, რომელიც უმნიშვნელოვანესი ნაწილია სოფტვერის და საოპერაციო სისტემების ასაგებად - განაცხადა ტექნოლოგიის გიგანტმა კომპანია მაიკროსოფტმა 31 დეკემბერს.  მანამდე, მაიკროსოფტმა აღიარა, რომ აშშ-ის სამთავრობო უწყებების და სხვა ფირმების მსგავსად, მან ჩამოტვირთა მავნებელი SolarWinds-ის სოფტვერის განახლება, რამაც ჰაკერებს მის ქსელებში შეღწევის საშუალება მისცა. Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

ბრიტანეთის პრემიერი ჯონსონი მიესალმება ევროკავშირთან სავაჭრო ხელშეკრულების გაფორმების "საოცარ მომენტს"

ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი, ბორის ჯონსონი გამოდის პირობით, რომ ბრიტანეთი იქნება "ღია, გულუხვი, გარეთ მომზირალი, ინტერნაციონალისტი და თავისუფალი ვაჭრობის მიმდევარი", მას შემდეგ, რაც 31 დეკემბერს, გვიან საღამოს დე-ფაქტო დასრულდა ბრექსიტის პროცესი, ევროკავშირთან ახალი სავაჭრო ხელშეკრულების გაფორმებით.  ბრექსიტის სავაჭრო ხელშეკრულებას წინ უძღოდა ცხრა თვის განმავლობაში მიმდინარე მოლაპარაკება ქვეყის ევროკავშირის ერთიანი ბაზრიდან და საგადასახადო კავშირიდან გასვლის მიზნით. საახალწლო მიმართვაში ჯონსონმა ამას "ქვეყნისთვის საოცარი მომენტი" უწოდა. Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

მსოფლიომ მოკრძალებულად აღნიშნა ახალი წლის დადგომა

მსოფლიომ მოკრძალებული ფორმით აღნიშნა ახალი წლის დადგომა, რითიც უკან მოიტოვა მძიმე 2020 წელი, რომელმაც მილიონობით ადამიანისთვის შეცვალა ცხოვრება. ახალი წლის მოსვლას ბევრი იმედით შეხვდა, იმ ფონზე, როცა მსოფლიოში ძალას იკრებს კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინების გამოყენება.  შუაღამის დადგომისას ავსტრალიაში, აზიაში, ახლო აღმოსავლეთში, ევროპასა და ამერიკაში, ახალი წლის აღნიშვნის წესი შესაბამისი იყო ჯანდაცვის სფეროს მესვეურების რჩევებისა - რომლებიც მოსახლეობას თითქმის ყველგან მოუწოდებდნენ სახლებში დარჩენისკენ და თავყრილობების შეზღუდვისკენ... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

WHO გზას უხსნის Pfizer/BioNTech-ის ვაქცინის სწრაფ ხელმისაწვდომობას

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ (WHO) 31 დეკემბერს გასცა ნებართვა Pfizer/BioNTech-ის ვაქცინის სასწრაფო წესით გამოყენებაზე, რაც ვაქცინის პირველი ამგვარი დამტკიცებაა მას შემდეგ, რაც ერთი წლის წინ კორონავირუსის პანდემია დაიწყო.  ნებართვა "გზას უხსნის ქვეყნებს სააჩქარონ მათი საკუთარი სარეგულაციო ნებართვის პროცესი, ვაქცინის იმპორტის და გამოყენების მიზნით" - წერს WHO თავის ვებსაიტზე. ამასთან, ნებართვა "საშუალებას აძლევს UNICEF-ს და პანამერიკულ ჯანდაცვის ორგანიზაციას" დისტრიბუციისთვის მოიპოვონ ეს ვაქცინა. Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

დღეიდან 21:00 საათის შემდეგ გარეთ გასვლა ისევ აკრძალულია

დღეს, 21:00 საათიდან კვლავ ძალაში შედის ქვეყნის მაშტაბით გადაადგილების შეზღუდვაზე დაწესებული შეზღუდვები. წესის დარღვევისთვის მოქალაქე 2000 ლარით დაჯარიმდება, გადაადგილება დასაშვებია მხოლოდ სპეციალური საშვებით, რომლის მიღებაც ცხელ ხაზზე - 144-ზე დარეკვით არის შესაძლებელი. საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, 21:00 საათიდან 05:00 საათამდე ტრანსპორტისა და მოქალაქეების გადაადგილებაზე დაწესებული შეზღუდვები 31 იანვრის ჩათვლით იმოქმედებს. გამონაკლისი იქნება 6 იანვრის ღამე, როცა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია შობას აღნიშნავს. Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

კორონავირუსის ახალი მაჩვენებლის კლებასთან ერთად შემცირებულია რეგიონებში ინფიცირების რიცხვი

ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსის 500-ზე მეტი შემთხვევით ნაკლები გამოვლინდა. ​კორონავირუსის ახალი მაჩვენებლის კლებასთან ერთად შემცირებულია რეგიონებში ინფიცირების რიცხვიც. ინფიცირებულთა 990 ახალი შემთხვევა რეგიონების მიხედვით ასე გადანწილდა: თბილისი - 426; აჭარა - 72; იმერეთი - 167; ქვემო ქართლი - 65; შიდა ქართლი - 83; გურია - 15; სამეგრელო - ზემო სვანეთი - 68; კახეთი - 54; მცხეთა-მთიანეთი - 29; სამცხე-ჯავახეთი - 8; რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 3. თებერვლიდან, როცა საქართველოში... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

ბოლო 24 საათში კორონავირუსით 23 პირი გარდაიცვალა, დაინფიცირდა - 990

საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 23 პირი გარდაიცვალა და 990 პირი დაინფიცირდა. მონაცემებს საკოორდინაციო საბჭო აქვეყნებს. გასული დღე-ღამის განმავლობაში სულ 8 016 ტესტი ჩატარდა. თებერვლიდან, როცა საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების პირველი ფაქტი დადასტურდა, სულ აღრიცხულია 228 410 შემთხვევა. გასული დღე-ღამის განმავლობაში 3 265-ით გაიზარდა კორონავირუსისგან განკურნებულთა რიცხვი. სულ გამოჯანმრთელებულია 214 992. 23 ახალი გარდაცვლილით გარდაცვლილთა საერთო მაჩვენებელი 2 528-მდე გაიზარდა. ... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

WHO-მ მწვანე შუქი აუნთო Pfizer/BioNTech-ის ვაქცინის გამოყენებას

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ (WHO) გამოაცხადა, რომ უშვებს Pfizer/BioNTech-ის ვაქცინის გამოყენებას. ეს COVID-19-ის საწინააღმდეგო პირველი ვაქცინაა, რომელიც WHO-სგან მწვანე შუქს იღებს. ორგანიზაციის თანახმად, ეს ნებართვა ქვეყნებს გზას უხსნის, საკუთარი მარეგულირებლების გზით დაამტკიცოს ვაქცინა და უზრუნველყოს ვაქცინაცია. ის ასევე UNICEF-ს და ჯანდაცვის პანამერიკულ ორგანიზაციას საშუალებას აძლევს, შეიძინონ და გაანაწილონ ვაქცინა.


Президент Путин вернулся в Москву и встретился в Кремле с главой Ингушетии

Два турпроекта из Клина стали победителями областного этапа Russian Event Awards

Лето удовольствий в Mango House Seychelles

Фигуристка Елизавета Туктамышева заявила, что считает себя русской



Новости 24/7 DirectAdvert - доход для вашего сайта



Частные объявления в Вашем городе, в Вашем регионе и в России



Smi24.net — ежеминутные новости с ежедневным архивом. Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. "123 Новости" — абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. Smi24.net — облегчённая версия старейшего обозревателя новостей 123ru.net. Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть —онлайн с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии. Smi24.net — живые новости в живом эфире! Быстрый поиск от Smi24.net — это не только возможность первым узнать, но и преимущество сообщить срочные новости мгновенно на любом языке мира и быть услышанным тут же. В любую минуту Вы можете добавить свою новость - здесь.




Новости от наших партнёров в Вашем городе

Ria.city

Два турпроекта из Клина стали победителями областного этапа Russian Event Awards

Доллар обвалился на Мосбирже: такого не было давно

От мала до велика. Россияне оформили около 2 млн карт болельщика

Семинар по подготовке к заседанию Совета по нацпроектам проходит на выставке «Россия»

Музыкальные новости

Кукольный коллектив из Бурятии "Ульгэр": Россия, Культура, Театр, Дети, Новости - выступление в дацане на конкурсе по бурятскому языку

Путин встретился с главой Ингушетии Калиматовым

Медведев заявил, что РФ близка к установлению отношений с талибами

РОСГВАРДЕЙЦЫ ОБЕСПЕЧИЛИ ПРАВОПОРЯДОК ПРИ ПРОВЕДЕНИИ ФУТБОЛЬНОГО МАТЧА РПЛ «АХМАТ» - «ЗЕНИТ» В ГРОЗНОМ

Новости России

Школьникам провели экскурсию по Мострансавто

Два турпроекта из Клина стали победителями областного этапа Russian Event Awards

Доллар обвалился на Мосбирже: такого не было давно

Эксперты Минтранса Подмосковья 29 мая проведут вебинары по дорогам и транспорту

Экология в России и мире

С чем носить брюки палаццо: примеры образов

Компании Группы "Интеррос" взяли ряд наград премии FINAWARD

BYD-FORKLIFT - официальный дистрибьютор BYD в России

Новая зубная паста Revyline ChocoWhite для укрепления эмали доступна на сайте магазина Ирригатор.ру

Спорт в России и мире

Теннисист Рублев объяснил, почему проиграл сет в первом круге "Ролан Гаррос"

Теннисистка Мария Шарапова снялась в красном облегающем платье

"Ролан Гаррос" стартовал в Париже

Новак Джокович и Хамад Меджедович сыграли в бочче на Ролан Гаррос | Виды спорта

Moscow.media

Портативный ТСД корпоративного класса Saotron RT-T70

ALMI Partner: операционных систем в Реестре Минцифры должно стать меньше

Прокуратура не будет требовать уничтожить “Вредные советы” Остера

На Ямале воспитателя детского сада будут судить за истязание малышей







Топ новостей на этот час

Rss.plus





СМИ24.net — правдивые новости, непрерывно 24/7 на русском языке с ежеминутным обновлением *