Мы в Telegram
Добавить новость
Новости сегодня

Новости от TheMoneytizer


Январь
2021

Новости за 25.01.2021

Radiotavisupleba.ge 

საქართველოს საგარეო უწყება პროვოკაციულ ნაბიჯად აფასებს ლავროვსა და მედოევს შორის შეხვედრას

მოსკოვის მხრიდან მორიგ პროვოკაციულ ნაბიჯად შეაფასა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვსა და ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრის დმიტრი მედოევს შორის გამართული შეხვედრა. როგორც საქართველოს საგარეო უწყება აღნიშნავს, მსგავსი ქმედებებით რუსეთი ამაოდ ცდილობს, მოახდინოს საოკუპაციო რეჟიმების ლეგიტიმაცია იმ ფონზე, როდესაც 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით აღებული ვალდებულებების უხეში დარღვევით რუსეთი აგრძელებს... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

ევროკავშირი რუსეთის სანქციების საკითხს გადაწყვეტს, როცა ნავალნის საქმე გაირკვევა

ევროკავშირი რუსეთისთვის ახალ სანქციების დაწესების საკითხს გაარკვევს, როცა სასამართლოს გადაწყვეტილება იქნება ცნობილი, გაათავისუფლებენ თუ არა კრემლის ოპონენტს, ალექსეი ნავალნის, რისი ფონიც რუსეთის მიერ ოპოზიციონერის მომხრეების საპროტესტო გამოსვლების დროს ათასობით პირის დაპატიმრების გამო მკაცრი რეაგირებისკენ მოწოდებაა. „შევთანხმდით, დაველოდოთ სასამართლოს გადაწყვეტილებას, დაველოდოთ და ვნახოთ, გაათავისუფლებენ თუ არა ალექსეი ნავალნის 30 დღეში“, უთხრა გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ჰაიკო მაასმა... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

COVID-19-ით კლინიკების 62 თანამშრომელი გარდაიცვალა 2020 წელს საქართველოში

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული ცენტრის მე-5 ანგარიშის („ერთი წელი COVID - 19-თან ერთად") თანახმად, 2020 წელს საქართველოში COVID - 19-ით გარდაიცვალა სამედიცინო პერსონალის 62 წარმომადგენელი, რაც მედპერსონალში დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობის 0.4%-ს შეადგენს. გარდაცვლილთა შორის სქესი თანაბრად არის განაწილებული. რისკის ჯგუფების მიხედვით, გარდაცვლილი მედპერსონალის 64.5% სტაციონარების სამედიცინო პერსონალი ან ცხელების, COVID ან ონლაინ ლინიკის და ყველა სტაციონარის მიმღების... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

შეზღუდვების მოხსნის მოთხოვნით მთავრობისთვის მიცემული ულტიმატუმის ვადა იწურება - რა არ უნდა გამოგრჩეს 26 იანვარს

აქტივისტები და მთის კურორტებზე დასაქმებულები აქციას გეგმავენ დღეს იწურება 48 საათიანი ულტიმატუმის ვადა, რომელიც პანდემიის გამო დაწესებული შეზღუდვების მოხსნის მიზნით სამთო კურორტებზე დასაქმებულებმა მთავრობას მისცეს. თუ მათი მოთხოვნა არ შესრულდება და შეზღუდვები არ შემსუბუქდება, ისინი პერმანენტულ აქციებსა და სახელმწიფო შენობების პიკეტირებას აპირებენ. აქციის ორგანიზატორია არასამთავრობო ორგანიზაცია „დაიცავი მთის კურორტები“. კორონავირუსის გამო დაწესებულ შეზღუდვებს ბოლო ორი დღეა თბილისში სხვადასხვა ჯგუფები აპროტესტებენ. Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

საქართველოში COVID - 19-ით გარდაცვლილთა 43% 70 წელზე ნაკლები ასაკის პაციენტები იყვნენ- NCDC

ანგარიშში „ერთი წელი COVID - 19-თან ერთად" მონაცემების მიხედვით, საქართველოში COVID - 19–ით გარდაცვლილთა ასაკობრივ სტრუქტურაში 70 წელზე ნაკლები ასაკის პაციენტები 43%-ს შეადგენდნენ, 30%-ს - 70-79 წლის და 27% - 79 წელზე მეტი ასაკის პაციენტებზე მოდიოდა. დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული ცენტრის მე-5 ანგარიშის თანახმად, კორონავირუსით გარდაცვლილთა შორის სქესის მიხედვით 55.4%-ს შეადგენდნენ კაცები და 44.6% - ქალები.  ანგარიშში მონაცემები ასახულია 2020 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით.

Radiotavisupleba.ge 

NCDC-ის ანგარიში: ინფიცირებულთა 7.4%-ს შეადგენენ 15 წლამდე ბავშვები

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული ცენტრის მე-5 ანგარიშში მოცემულია საქართველოში COVID - 19-ის დადასტურებული შემთხვევების პროცენტული განაწილება ასაკობრივი ჯგუფების მიხედვით. ინფიცირების მაღალი მაჩვენებლებით გამოირჩევიან 15-24 და 35-44 წლის მოქალაქეები. ინფიცირებულთა 7.4%-ს შეადგენენ 15 წლამდე ბავშვები. 65-74 წლის ადამიანებში კი 10.5%-ს. ანგარიშში „ერთი წელი COVID - 19-თან ერთად" ნათქვამია, რომ PCR და ანტიგენზე დაფუძნებული მეთოდებით კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

„ქართული ოცნება" გეგმავს ოპოზიციიდან ვიცე-სპიკერის წარდგენის პროცედურის გამარტივებას

პარლამენტის რეგლამენტში დაგეგმილი ცვლილებების შესახებ ილაპარაკა ფრაქცია „ქართული ოცნების" თავმჯდომარემ მამუკა მდინარაძემ დღეს, 25 იანვარს, გამართულ ბრიფინგზე. თუკი რეგლამენტის მოქმედი რედაქციით ოპოზიციიდან ვიცე-სპიკერის არჩევა მხოლოდ ფრაქციების (ფრაქციის შექმნა არანაკლებ შვიდ დეპუტატს შეუძლია) წარდგინებით არის შესაძლებელი, შესწორების შემდეგ ამას უფრაქციო დეპუტატებიც შეძლებენ. როგორც მდინარაძე ამბობს, „ქართული ოცნების“ გუნდი ორიენტირებულია ოპოზიციურ პარტიებს მაქსიმალურად მისცეს შესაძლებლობა, რათა ისინი სრულად ჩაერთონ საპარლამენტო საქმიანობაში.

Radiotavisupleba.ge 

ირაკლი კობახიძე მეორე ვადით აირჩიეს ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ვიცე-პრეზიდენტად

პარტია „ქართული ოცნების" თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ მოხარულია, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ვიცე-პრეზიდენტის პოსტზე მეორე ვადით არჩევის გამო.  ვიცე-პრეზიდენტის რანგში მან პირველი შეხვედრა ასამბლეის პრეზიდენტთან, რიკ დაემსთან გამართა. შეხვედრაზე საქართველოს პარლამენტსა და ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეას შორის თანამშრომლობის შესახებ ისაუბრეს. „ჩვენ გვქონდა ძალიან მნიშვნელოვანი ორმხრივი შეხვედრა ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტთან, სადაც განვიხილეთ თანამშრომლობის... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი რეგიონის ქვეყნებში მოგზაურობს, ბაქოს შემდეგ თბილისს და ერევანს ეწვევა  

ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი, მოჰამად ჯავად ზარიფი ვიზიტად ჩავიდა ბაქოში, სადაც ის შეხვდა აზერბაიჯანის პრეზიდენტს, ილჰამ ალიევს.   ბაქოში ზარიფმა განაცხადა, რომ ილჰამ ალიევთან თავისი შეხვედრის თემა რეგიონული უსაფრთხოება, ორმხრივი თანამშრომლობა და ახალი ვითარებაა რეგიონში. ჯავად ზარიფი აზერბაიჯანის შემდეგ საქართველოს ეწვევა და ასევე ჩავა სომხეთში, რუსეთში და თურქეთში. AZERTACის ცნობით, ალიევმა კმაყოფილება გამოთქვა ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის დონის თაობაზე. პოლიტიკის, ეკონომიკის, ტრანსპორტის... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

მხოლოდ ჯანმო-ს მიერ აღიარებული Covid-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინის შემოტანა იქნება დაშვებული

ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ მამუკა მდინარაძემ ბრიფინგზე ილაპარაკა „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ კანონპროექტის შესახებ. დაგეგმილი საკანონმდებლო ცვლილებით, Covid - 19-ის საწინააღმდეგო პროფილაქტიკური აცრისთვის დაშვებული იქნება მხოლოდ ჯანმო-ს მიერ აღიარებული ვაქცინის შემოტანა.  „პარლამენტი სრულად უჭერს მხარს ვაქცინაციის ეროვნულ გეგმას, რომელიც მთავრობის და ჯანდაცვის სამინისტროს მიერ განხორციელდება. შესაბამისად, პარლამენტში დაჩქარებული წესით დაინიცირდა კანონპროექტი „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

ლაიმა ანდრიკიენე 31 ოქტომბრის არჩევნებზე: საზოგადოებაში ნდობა არ არის, საქართველო საფრთხეშია

"საზოგადოებაში ამ არჩევნებისადმი ნდობა არ არის. საქართველო საფრთხეშია, რადგან პოლიტკური სპექტრისა და საზოგადოების პოლარიზაცია იზრდება. წინსვლის ერთადერთი გზა საარჩევნო პროცესისადმი ნდობის აღდგენაა. ეს ყველაფერი ასახული უნდა იყოს იმ მოხსენებაში, რომელზეც დღეს ვმსჯელობთ" -  თქვა ლიეტუველმა დეპუტატმა ლაიმა ანდრიკიენემ სტრასბურგში, ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის (PACE) ზამთრის სესიის პირველ სხდომაზე, სადაც ერთ-ერთ განსახილველ საკითხად დღის წესრიგში შეტანილი იყო საქართველოში 2020 წლის 31 ოქტომბერს ჩატარებული საპარლამენტო არჩევნები. Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

ევროკომისიას სურს მოგზაურობის წესები გაამკაცროს კორონავირუსის გამო

ევროპის კომისია გამოვიდა 25 იანვარს რეკომენდაციით, უფრო მკაცრად მოხდეს მგზავრების კოვიდ-19-ზე  შემოწმება, რის ფონზეც ბრიუსელში ცდილობენ გაარკვიონ, რა არის ვაქცინის მოწოდების შეფერხების მიზეზი, რაც მისი სტრატეგიის განხორციელებას უშლის ხელს.     ევროპის კავშირის აღმასრულებელი უწყება ამ ვითარებაში მოუწოდებს 27 წევრ ქვეყანას, ნორმად დააწესოს მოგზაურობის წინ PCR-ის ტესტირება ყველასთვის, რა მიზნითაც უნდა ჩადიოდეს ადამიანი ევროკავშირის ტერიტორიაზე და კარანტინი ასევე ყველასთვის, ვინც ჩადის რეგიონებიდან... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

„ბორჯღალოსნები“ რუსეთის ნაკრებს 7 თებერვალს მაყურებლის გარეშე უმასპინძლებენ

საქართველოს სარაგბო ნაკრები 2021 წლის პირველი საერთაშორისო მატჩისთვის მზადებას შეუდგა. „ბორჯღალოსნების“ მთავარმა მწვრთნელმა ლევან მაისაშვილმა რუსეთის ნაკრებთან 7 თებერვალს გასამართი მატჩის წინ ოცდაორკაციანი სასელექციო შემადგენლობა შეკრიბა, რომელსაც უახლოეს დღეებში ვარჯიშებზე დააკვირდება და მთავარ გაფართოებულ განაცხადში შესაყვან მორაგბეებს შეარჩევს, ძირითადი შეკრება კი მიმდინარე კვირის ბოლოს დაიწყება. საქართველოსა და რუსეთის ნაკრებების მომავალი დაპირისპირება რაგბი ევროპის ჩემპიონატის 2020 წლის სეზონის ბოლო ტურის მატჩია. Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

ოკუპირებულ ცხინვალში ზაზა გახელაძის სასამართლო პროცესი გადაიდო

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა ევროკავშირის „ცხელი ხაზის" მეშვეობით მიიღო ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ოკუპირებულ ცხინვალში ზაზა გახელაძის სასამართლო პროცესი გადაიდო.   ე.წ. სასამართლო პროცესი ოკუპირებულ ცხინვალში 28 იანვარს დაინიშნა. ეს ინფორმაცია, დაკავებულის ცოლმა, ირმა ბუთხუზმა, როგორც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურიდან, ისე ცხინვალელი ადვოკატისგან მიიღო. კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ჭალაში მცხოვრები ზაზა გახელაძე საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა გასული წლის 11 ივლისს დააკავეს. Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

ტიტუს კორლეაცინი: მთავრობამაც და ოპოზიციამაც [საქართველოში] პოლარიზაციის შესამცირებლად უნდა იმუშაონ

“ჩვენ უნდა მოვუწოდოთ როგორც მთავრობას, ისე ოპოზიციას რათა იმუშაონ პოლარიზაციის შესამცირებლად [საქართველოში]”- თქვა რუმინელმა დეპუტატმა, საქართველოს საკითხებზე თანამომხსენებელმა ტიტუს კორლეციანმა სტრასბურგში, ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის (PACE) ზამთრის სესიის პირველ სხდომაზე, სადაც ერთ-ერთ განსახილველ საკითხად დღის წესრიგში შეტანილი იყო საქართველოში 2020 წლის 31 ოქტომბერს ჩატარებული საპარლამენტო არჩევნები. ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეა განიხილავდა PACE-ს სადამკვირვებლო მისიის მიერ მომზადებული ანგარიში რომელიც სწორედ მისიის ხელმძღვანელმა... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

ტინი კოქსი: საქართველოში პოლიტიკური გარემო არჩევნებამდეც დაძაბული იყო და მას შემდეგაც

„პოლიტიკური გარემო საქართველოში დაძაბული იყო არჩევნებამდე, არჩევნების დროს და ახლაც, არჩევნების დასრულების შემდეგ. ჩვენი საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიისა და ოდირის ექსპერტებმა დაადგინეს, რომ არჩევნები კონკურენტუნარიანი იყო და ფუნდამენტური თავისუფლებები დაცული”, - თქვა ჰოლანდიელმა დეპუტატმა ტინი კოქსმა სტრასბურგში, ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის (PACE) ზამთრის სესიის პირველ სხდომაზე, სადაც ერთ-ერთ განსახილველ საკითხად დღის წესრიგში შეტანილი იყო საქართველოში 2020 წლის 31 ოქტომბერს ჩატარებული საპარლამენტო არჩევნები. Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

"მომეჩვენა, რომ ნიკა მელია მემუქრებოდა" - იაგო ხვიჩიამ შესაძლოა იარაღის ტარების უფლება გამოიყენოს

პარტია „გირჩის“ თავმჯდომარემ იაგო ხვიჩიამ „ტვ პირველის“ ეთერში თქვა, რომ მას „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ ნიკა მელიამ დაურეკა და მოეჩვენა, რომ დაემუქრა. ამიტომ, ხვიჩია აპირებს, პარლამენტის წევრისთვის მინიჭებული იარაღის ტარების უფლებით ისარგებლოს. „ნიკა მელიამ დამირეკა, ცუდი საუბარი გვქონდა, სამწუხაროდ, მე მომეჩვენა, რომ დამემუქრა კიდეც. ამიტომ მინდა თქვენი მეშვეობით გავარკვიო, მართლა მემუქრება ნიკა მელია თუ ზოგადად გაბრაზებულზე იცის ასეთი ლაპარაკი. მე მომეჩვენა, რომ ნიკა მელია მემუქრებოდა. Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

ნაგვის თავზე დაყრისთვის დაკავებული აქტივისტი ამბობს, რომ "თუ საჭირო იქნება", კვლავ გაიმეორებს იმავეს

"ნაციონალური მოძრაობის" მხარდამჭერი ორგანიზაცია "ალტერნატივის" აქტივისტი ირაკლი ფანგანი გათავისუფლების შემდეგ ბოდიშს იხდის, თუმცა ამბობს, რომ "თუ საჭირო იქნება", კვლავ გაიმეორებს იმავეს. ფანგანმა რამდენიმე დღის წინ აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატს ნაგავი დააყარა თავზე და ამის გამო დააკავეს. "როცა ჩავლეიშვილი ჩადი-ჩამოდიოდა და ჩემს თანამებრძოლებს შეურაცხყოფას აყენებდა, მეც ავიღე ეს ნაგვის ურნა და დავამხე თავზე. თუ საჭირო იქნება, კიდევ გავაკეთებ ანალოგიურს. ანალოგიური უნდა მოხდეს ყველგან, ვინც მოღალატეა... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

ამნისტიით ციხე 11-მა პატიმარმა დატოვა

ქსნის #15 დაწესებულება 11-მა პატიმარმა დატოვა. როგორც რადიო თავისუფლებას პენიტენციურ სამსახურში უთხრეს, ყველა მათგანი ამნისტიით თავისუფლდება. რა მუხლებით იხდიდნენ სასჯელს, ამ ეტაპზე უცნობია. "ამნისტიის კანონი" საქართველოს მე-10 მოწვევის პარლამენტმა რამდენიმე დღის წინ მიიღო. ნორმატიული აქტი შეეხება 70-ზე მეტს მუხლს. როგორც ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარემ, მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა, ამნისტია დაახლოებით 10 ათასზე მეტ პირს შეეხება. გადაწყვეტილებას დასრულებულ და მიმდინარე საქმეებზე სასამართლოები იღებენ... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

მშრალი ნარჩენების, ნეხვის ზვინების და პოლიტიკის შესახებ...

ყველას გვინახავს ნაგვის ბუნკერებში თავით ჩაყუდებული ადამიანები: ბავშვები, ზრდასრულები, მოხუცები, რომლებიც სულისშემძვრელი გულმოდგინებით იქექებიან საყოფაცხოვრებო ნარჩენებში. თუ ვერ ვამჩნევთ ამ ხალხს? არც ეს იქნება გასაკვირი, რადგან სხვის ჭირს იოლად ეჩვევა ადამიანის თვალი. იქნებ, უარესი გვჭირს? იქნებ, ზურაბ ლეჟავას ერთი მოთხრობის პერსონაჟად, მოლაპარაკე ნაგაზად ვიქეცით და ერთმანეთისგან ვეღარ გაგვირჩევია ნაგავი და ნაგავში ჩაყუდებული ადამიანი? რას იმსახურებენ პოლიტიკოსები, რომლებმაც ქვეყანა, მისი მოქალაქეები ასეთ მდგომარეობამდე მიიყვანეს? Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

შსს-მ გამოძიება დაიწყო სომხური სატვირთო მანქანებისთვის ქვების სროლის ფაქტზე

საქართველოში სომხეთის საელჩოს განცხადებით, წუხელ, შუაღამის შემდეგ სომხეთის სატვირთო მანქანებს ქვები დაუშინეს. როგორც საელჩო აღნიშნავს, ინარჩუნებენ მუდმივ კავშირს საქართველოს შესაბამის ორგანოებთან და აქტიურად მუშაობენ იმისთვის, რომ დამნაშავეებმა კანონის წინაშე აგონ პასუხი და გამოირიცხოს მსგავსი შემთხვევების გამეორება. სომხური საინფორმაციო სააგენტო News.am-ის ცნობით, სატვირთო ავტომანქანებს ჩაუმსხვრიეს წინა და უკანა საქარე მინები. სააგენტოს ინფორმაციით, შემთხვევა ქვემო ფონიჭალაში მოხდა. როგორც რადიო... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

პროკურატურამ უმაღლესი საბჭოს დეპუტატისთვის ნაგვის დაყრისთვის დაკავებული გაათავისუფლა და გირაოს ითხოვს

გაათავისუფლეს ირაკლი ფანგანი, რომელიც აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატის, ირაკლი ჩავლეიშვილისთვის ნაგვის დაყრისთვის დააკავეს. განცხადებას პროკურატურა ავრცელებს და აღნიშნავს, რომ სასამართლოზე მისთვის აღკვეთის ღონისძიებად გირაოს შეფარდებას მოითხოვს. გირაო იქნება დროებითი ღონისძიება, რომელიც საქმეზე განაჩენის დადგომამდე იმოქმედებს. "​საქართველოს პროკურატურამ ბათუმში მომხდარი დევნის ფაქტზე ი.ფ.-ს ბრალდება პოლიტიკურ მოღვაწეობასთან დაკავშირებით ძალადობით დევნის მუხლით წარუდგინა... აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

პლენარულ სხდომაზე ოპოზიციის დეპუტატების მანდატების შეწყვეტაზე 2 თებერვლიდან იმსჯელებენ

„ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერ შალვა ნათელაშვილის განცხადების განხილვით იწყებს საპროცედურო საკითხთა კომიტეტი პარლამენტის წევრებისთვის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საკითხის განხილვას. კომიტეტის სხდომა 27 იანვარს არის დანიშნული. ნათელაშვილი პირველი იყო, ვინც მანდატის გაუქმება მოითხოვა. ოპოზიციის 49 დეპუტატის უფლებამოსილების საკითხზე კი კომიტეტი 28 იანვარს იმსჯელებს. როგორც პარლამენტის თავმჯდომარემ არჩილ თალაკვაძემ თქვა, პლენარულ სხდომაზე ეს საკითხი დღის წესრიგში დადგება 2 თებერვალს [საგაზაფხულო სესიის პირველ დღეს]. Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

Oxfam: მთელი პლანეტის აცრას ეყოფოდა პანდემიის პერიოდში 10 ყველაზე მდიდარი ადამიანის ქონების ზრდის მაჩვენებელი თანხა

სიღარიბესთან მებრძოლი საერთაშორისო ორგანიზაცია, Oxfam-ი აცხადებს, რომ მსოფლიოს ათი ყველაზე მდიდარი ადამიანის ქონება პანდემიის პერიოდში 540 მილიარდი დოლარით გაიზარდა მაშინ, როცა მსოფლიოს ღარიბ მოსახლეობას კრიზისის დაძლევისას სირთულეები აქვს. Amazon-ის მფლობელის, ჯეფ ბეზოსის, Facebook-ის დამაარსებლის, მარკ ზაკერბერგისა და Tesla-ს დამფუძნებლის, ილონ მასკის მსგავსი მილიარდერების მიერ პანდემიის დროს მოგებული თანხა „საკმარისზე მეტი იქნებოდა“ მთელი მსოფლიოს მოსახლეობის ასაცრელად და კრიზისის პერიოდში სიღარიბისგან ადამიანების დასაცავად. Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

წარმომადგენელთა პალატა სენატს ტრამპის იმპიჩმენტის საქმეს გადასცემს

აშშ-ის წარმომადგენელთა პალატა სენატს, სადაც უმრავლესობა დემოკრატებს აქვთ, გადასცემს ყოფილი პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის იმპიჩმენტის საქმეს. პალატამ 13 იანვარს დაადანაშაულა ტრამპი „არეულობებისკენ წაქეზებაში“ და ხმათა უმრავლესობით იმპიჩმენტი გამოუცხადა, რასაც 232 წარმომადგენელი მიემხრო, ხოლო 197 იყო წინააღმდეგი. სენატში საქმის გადაცემა 25 იანვრისთვისაა დაგეგმილი. ეს იქნება იშვიათი აქტი ბრალმდებლების მხრიდან, რომლებიც შეეცდებიან მიიმხრონ სენატის რესპუბლიკელი წევრები, რომ ხმა მისცეს ტრამპისთვის უნდობლობის... Читать дальше...


В запасе есть мощнейший козырь: эксперт предрёк неожиданный шаг Путина

Мошенник под видом участника «Битвы экстрасенсов» обманул женщину на деньги

В Москве состоялась научно-практическая конференция «Комплексной безопасности»

Адвокат Жорин заявил, что полумиллионный долг Заворотнюк перейдет к наследникам



Новости 24/7 DirectAdvert - доход для вашего сайта



Частные объявления в Вашем городе, в Вашем регионе и в России



Smi24.net — ежеминутные новости с ежедневным архивом. Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. "123 Новости" — абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. Smi24.net — облегчённая версия старейшего обозревателя новостей 123ru.net. Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть —онлайн с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии. Smi24.net — живые новости в живом эфире! Быстрый поиск от Smi24.net — это не только возможность первым узнать, но и преимущество сообщить срочные новости мгновенно на любом языке мира и быть услышанным тут же. В любую минуту Вы можете добавить свою новость - здесь.




Новости от наших партнёров в Вашем городе

Ria.city

Россия по ППС с 2021 года считается четвертой экономикой мира

ЗАПИШИ СЕМЕЙНЫЙ РОЛИК — ПОПАДИ В ЭФИР ТЕЛЕКАНАЛА RU.TV

В запасе есть мощнейший козырь: эксперт предрёк неожиданный шаг Путина

Ранил пулей, добил из арбалета. Драма в семье коллекционера оружия

Музыкальные новости

Почта России помогла детям-подопечным благотворительных фондов встретиться с футболистами ЦСКА

Дизайнер Наталья Душегрея выпустила капсульные коллекции Весна-Лето 2024

Сергей Лазарев рекомендовал Казань для отпуска выходного дня

Новости фармацевтики в России и в мире

Новости России

Адвокат Жорин заявил, что полумиллионный долг Заворотнюк перейдет к наследникам

Синоптики предупредили москвичей о дожде с грозами и жаркой погоде 31 мая

Финансовый код: что это такое, как работает и как его запустить

Мошенник под видом участника «Битвы экстрасенсов» обманул женщину на деньги

Экология в России и мире

Коллекция купальников Love Republic

Доктор Кутушов назвал болезни, которые поджидают отдыхающих у водоёмов

В исторических парках покажут любимые мультфильмы от СТС Kids ко Дню защиты детей

Представители KAMA TYRES приняли участие в 57-й легкоатлетической эстафете

Спорт в России и мире

Касаткина о романе Синнера и Калинской: рада, больше ничего не хочу говорить

Мирра Андреева вышла во второй круг Открытого чемпионата Франции

Повернення Калініної до топ-50 та втрачені позиції Світоліної. Оновлені тенісні рейтинги WTA та ATP

Кецманович отказался от борьбы в игре с Медведевым на "Ролан Гаррос"

Moscow.media

Лето в урочище Кокоря

Стоматолог Владимир Лосев: сколько времени нужно носить брекеты

Портативный ТСД корпоративного класса Saotron RT-T70

ТСД промышленного класса Saotron RT-T60







Топ новостей на этот час

Rss.plus





СМИ24.net — правдивые новости, непрерывно 24/7 на русском языке с ежеминутным обновлением *