Мы в Telegram
Добавить новость
World News in Georgian
Новости сегодня

Новости от TheMoneytizer


Февраль
2023

Новости за 14.02.2023

Radiotavisupleba.ge 

საპატრიარქოში დილით დანიშნული სინოდის სხდომა ჯერ არ დაწყებულა

საქართველოს საპატრიარქოში დღეს, 14 თებერვალს 12:00 საათზე დანიშნული სინოდის სხდომა ჯერ არ დაწყებულა. ეს ინფორმაცია რადიო თავისუფლებას საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა, დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ დაუდასტურა. მან სხდომის დაწყების დაგვიანების მიზეზი არ განმარტა და თქვა, რომ ის დღეს, "ჩვეულებრივ ჩატარდება მოგვიანებით". 2-წლიანი პაუზის შემდეგ სინოდის სხდომა დღეს პირველად უნდა გამართულიყო. საპატრიარქოში დილიდან შეიკრიბნენ მღვდელმთავრები. სხდომის დაწყებამდე უცნობი იყო განსახილველი საკითხები. Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

მილიონიანი კონტრაქტი, კადრები პალატიდან, აქციები - როგორ აპირებენ მიზნის მიღწევას სააკაშვილის მომხრეები?

ექსპრეზიდენტ სააკაშვილის მხარდამჭერები პატიმრის მდგომარეობის სიმძიმეზე ახლა უკვე ქართულ და საერთაშორისო მედიაში გავრცელებული კადრებითაც მსჯელობენ და მორიგი საერთაშორისო აქციისთვის ემზადებიან. "ქართული ოცნების" ხელისუფლება სააკაშვილის ოჯახს სიცრუის გავრცელებით ქვეყნის დისკრედიტაციაში ადანაშაულებს.

Radiotavisupleba.ge 

ვინ ჩაითვლება "უცხოური გავლენის აგენტად" - "ხალხის ძალის" კანონპროექტი

საქართველოში არსებული მედიასაშუალებებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილს, რომლებიც პარტნიორი ქვეყნებიდან დაფინანსებას იღებენ, "უცხოური გავლენის აგენტად" დარეგისტრირება მოუწევთ. ეს იმ შემთხვევაში, თუ პარლამენტი მიიღებს კანონპროექტს, რომელიც "ხალხის ძალამ", საპარლამენტო უმრავლესობის ნაწილმა შეიმუშავა. კანონპროექტი, რომელსაც "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" ჰქვია, საჯარო გამოქვეყნებამდე, რადიო თავისუფლებამ მოიპოვა. დოკუმენტის მიხედვით, "უცხოური გავლენის აგენტებად" მოიაზრებიან: ... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

WP: აშშ-მა უკრაინა ომში გარდამტეხი მომენტის დადგომის შესახებ გააფრთხილა

აშშ-ის პრეზიდენტის ადმინისტრაციამ გააფრთხილა უკრაინის ხელისუფლება, რომ რუსეთთან ომში დგება გადამწყვეტი მომენტი და უკრაინის არმიამ უნდა მიაღწიოს რაც შეიძლება მეტ წარმატებას ბრძოლის ველზე, როდესაც ის იღებს დიდი რაოდენობით დასავლურ სამხედრო დახმარებას. ამის შესახებ საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით გამოცემა Washington Post-ი იუწყება. მომდევნო თვეები კრიტიკული რომ იქნება, ამის შესახებ უკრაინის ხელისუფლებას აცნობეს ამერიკელმა ოფიციალური პირებმა, რომლებიც იანვარში კიევში იმყოფებოდნენ. უკრაინისათვის „სადამდეც საჭირო იქნება... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

საზოგადოებას უფლება აქვს, ხედავდეს, ვინ როგორ ფინანსდება - სარჯველაძე "უცხოური აგენტების" სიის კანონპროექტზე

მმართველი პარტიის, "ქართული ოცნების" დეპუტატი, მიხეილ სარჯველაძე "უცხოური აგენტების" სიაზე "ხალხის ძალის" კანონპროექტს აფასებს და ამბობს, რომ "საზოგადოებას უფლება აქვს, ხედავდეს, ვინ როგორ ფინანსდება.  "საზოგადოებას აქვს უფლება, ხედავდეს ვინ როგორ ფინანსდება, რა სახსრებით ახორციელებს თავის საქმიანობას, შესაბამისად, ინიციატვა გულისხმობს იმას, რომ ეს სივრცეც მოექცეს მსგავსი რეგულაციების პირობებში", - განაცხადა მმართველი პარტიის დეპუტატმა ჟურნალისტებთან საუბრისას.  საპარლამენტო უმრავლესობაში მყოფმა დეპუტატების ჯგუფმა "ხალხის ძალას" დღეს... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

სპეციალურად პუტინისთვის რუსეთში ააგეს რკინიგზისა და სადგურების საიდუმლო ქსელი - „პროექტი“

რუსეთში სპეციალურად პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინისთვის დაიგო რკინიგზის ქსელი, რომელიც ყველა მის ძირითად რეზიდენციებს უკავშირდება, ხოლო მათ მახლობლად აიგო საიდუმლო სადგურები. ამის შესახებ საგამოძიებო ჯგუფი „პროექტი“ იტყობინება. შემოდგომაზე ამ ჯგუფის კორესპონდენტმა ვალდაის ნაციონალური პარკის ტერიტორიაზე, პუტინის საყვარელ დასახლებულ პუნქტ დოლგიე ბოროდის მახლობლად აღმოაჩინა დაცული სარკინიგზო სადგური, რომელსაც შვეულმფრენის ასაფრენი მოედანიც ესაზღვრება. ადგილობრივმა მოსახლეობამ გამოცემას განუცხადა, რომ... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

მალავს თუ არა ასლან ბჟანია ქონებას - ვის ეკუთვნის სასტუმრო და დაჯავშნილი ავტომობილები

ოკუპირებული აფხაზეთში ტელეგრამის არხები აქვეყნებენ ინფორმაციას, სავარაუდოდ, ე.წ. პრეზიდენტის ასლან ბჟანიას კუთვნილი სასტუმროსა და ძვირადღირებული ავტომანქანების შესახებ. რადიო თავისუფლების პროგრამა „ეხო კავკაზამ “ ინფორმაციის გადასამოწმებლად ე.წ. პრეზიდენტის ადმინისტრაციის მედიასთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსს ახრა სმირს და „გადასახადებისა და შემოსავლების მინისტრს“ მიხეილ გაბელიას მიმართა. "ეხო კავკაზა" დაინტერესდა რატომ არაა შეტანილი ეს სავარაუდო ქონება „პრეზიდენტის“ დეკლარაციაში. სოციალურ... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

ყირგიზეთის ყოფილმა პრეზიდენტმა ალმაზბეკ ატამბაევმა კოლონია დატოვა. მას სამკურნალოდ ქვეყნის დატოვების უფლება მისცეს

ყირგიზეთის ყოფილ პრეზიდენტს, ალმაზბეკ ატამბაევს, რომელიც სასჯელს კოლონიაში იხდიდა, ბიშკეკის რაიონულმა სასამართლომ სამკურნალოდ საზღვარგარეთ მკურნალობის უფლება მისცა. რადიო თავისუფლების ყირგიზული სამსახურის ცნობთ, ატამბაევი სასჯელაღსრულების კოლონიიდან გაათავისუფლეს. პარტია "სოციალ-დემოკრატების" თავმჯდომარის, თემირლან სულთანბეკოვის თქმით, „ექს-პრეზიდენტმა ალმაზბეკ ატამბაევმა უნდა გაიაროს ორი სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ოპერაცია, რის შემდეგაც მას დასჭირდება მკურნალობა და რეაბილიტაცია." 14 თებერვალს... Читать дальше...

News.ge 

მედია:რუსეთის სახელმწიფო სათათბიროში საქართველოსთან სავიზო რეჟიმის გაუქმებას მხარს უჭერენ

რუსეთის სახელმწიფო დუმის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის  პირველი მოადგილე დიმიტრი ნოვიკოვი მხარს უჭერს საქართველოსთან სავიზო რეჟიმის გაუქმებას და პირდაპირი ავიამიმოსვლის აღდგენას. ამის შესახებ newizv.ru  იუწყება. ნოვიკოვის თქმით, საქართველოში ცხოვრობს ბევრი ადამიანი, რომლებსაც რუსეთთან მეგობრული ურთიერთობების შენარჩუნება სურს. „რაც შეეხება სავიზო რეჟიმის გაუქმებას, აქ ყველა პლუსის და მინუსის შესწავლაა აუცილებელი, მაგრამ სავიზო რეჟიმის გამარტივება სავსებით შესაძლებელია“ – განაცხადა ...

News.ge 

თეიმურაზ კუპატაძე: დაკავებულია 10-ზე მეტი ნარკორეალიზატორი, რაოდენობა გაიზრდება

„დაკავებულია 10-ზე მეტი ნარკორეალიზატორი, რაოდენობა გაიზრდება“, – ამის შესახებ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, თეიმურაზ კუპატაძემ განაცხადა. თეიმურაზ კუპატაძის თქმით, საგამოძიებო მოქმედებები, თბილისის გარდა, მთელი ქვეყნის მასშტაბით, სხვადასხვა ქალაქში მიმდინარეობს. ამასთან, კუპატაძე აცხადებს, რომ დაკავებულთა რაოდენობა დღის განმავლობაში კიდევ გაიზრდება. „დღეს მთელი ქვეყნის მასშტაბით, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, დაკავებულია 10-ზე მეტი ნარკორეალიზატორი... Читать дальше...

News.ge 

იენს სტოლტენბერგი: მოკავშირეები თანხმდებიან, გააძლიერონ პარტნიორობა ისეთ პარტნიორებთან, როგორიცაა საქართველო

მნიშვნელოვანია იმ პარტნიორების მხარდაჭერა, რომლებიც მოწყვლადები არიან რუსული ინტერვენციის მიმართ. ამიტომ მოკავშირეები თანხმდებიან, გააძლიერონ პარტნიორობა ისეთ პარტნიორებთან, როგორიცაა საქართველო, – ამის შესახებ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა ნატო-ს თავდაცვის მინისტრების შეხვედრის წინ განაცხადა. მისი თქმით, მორგებული პარტნიორობა და მხარდაჭერა არის იმის ნაწილი, რასაც ნატო მსგავს პარტნიორებთან ახორციელებს. “ვფიქრობ, ერთ-ერთი გაკვეთილი, რაც უკრაინაში მიმდინარე ომიდან მივიღეთ, არის ...

News.ge 

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით კომპანია „გამამ“ საერთაშორისო სტანდარტების ბიზნეს ცენტრი გახსნა

საქართველოს ბანკი ბიზნესისა და სამშენებლო სექტორის ხელშეწყობას აქტიურად განაგრძობს. ამ მიზნით, ბანკთან პარტნიორობით სამშენებლო და უძრავი ქონების კომპანია „გამამ“, ვაკე-საბურთალოს ტერიტორიაზე ახალი ბიზნეს ცენტრი გახსნა, რომელიც 12 000 კვ.მ ფართობზეა განთავსებული. პროექტის ჯამური ღირებულება 20 მილიონი დოლარია. ბანკის ინვესტიცია კი 2.5 მილიონ დოლარს შეადგენს. „მოხარული ვართ, რომ საქართველოს ბანკის ფინანსური მხარდაჭერით განვახორციელეთ ძალიან კარგი პროექტი, ...

Radiotavisupleba.ge 

"მიხეილ სააკაშვილი კი არა, საერთოდ ადამიანი არ მინახავს ასეთ მდგომარეობაში" - მიტროპოლიტი ნიკოლოზი

ახალქალაქის, კუმურდოსა და კარის მიტროპოლიტმა, ნიკოლოზ ფაჩუაშვილმა კლინიკა "ვივამედიდან" გამოსვლის შემდეგ ჟურნალისტებს უთხრა, რომ მიხეილ სააკაშვილი "სიკვდილის პირას არის, ნამდვილად". მისივე თქმით, მან ექსპრეზიდენტი კლინიკაში აზიარა.  "ასეთი არაფერი მინახავს, მიხეილ სააკაშვილი კი არა, საერთოდ ადამიანი არ მინახავს ასეთ მდგომარეობაში. ისეთი გამხდარია, ხელზე ღრმული აქვს. იწვა და ვერც მელაპარაკა ან რაზე უნდა გველაპარაკა. ფიზიკურად კომუნიკაციაც ძალიან უჭირს, ძლივს ლაპარაკობს. თვითონაც მითხრა, ასე ცუდად არ ვყოფილვარო და კიდევ... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

"გამჭვირვალე უნდა იყოს ენჯეოებისა და მედიის შემოსავლის წყაროები" - "ხალხის ძალას" "უცხოური აგენტების" სიაზე პროექტი პარლამენტში შეაქვს

საპარლამენტო უმრავლესობაში მყოფი დეპუტატების ჯგუფი "ხალხის ძალა" აცხადებს, რომ მათ დაასრულეს "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტზე მუშაობა და უკვე პარლამენტში შეაქვთ. გავრცელებულ განცხადებაში ისინი მოკლედ მიმოიხილავენ პროექტის შინაარს, სადაც ნათქვამია, რომ საზოგადოებისთვის ცნობილი უნდა იყოს არა მხოლოდ იმ პოლიტიკოსების შემოსავლის წყაროები, არამედ ისეთი სუბიექტების (ენჯეოებისა და მედიის) შემოსავლის წყაროებიც, რომელთა მიზანია ზეგავლენა მოახდინონ საჯარო გადაწყვეტილებებზე: "ჩვენ მიგვაჩნია... Читать дальше...

News.ge 

500 Georgia-ს აქსელერაციის პროგრამის მეოთხე ნაკადზე განაცხადების მიღება დაიწყ

500 Georgia-ს აქსელერაციის პროგრამის მეოთხე ნაკადზე განაცხადების მიღება დაიწყო და ის 27 თებერვლის ჩათვლით გაგრძელდება. 500 Georgia-ს საინვესტიციო პროგრამა სილიკონ ველიზე დაფუძნებულ 500 Global-ს, საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს (GITA) და საქართველოს ბანკს შორის პარტნიორობის შედეგია. პროგრამა 500 Global-ის საინვესტიციო ექსპერტიზას და პარტნიორების საერთაშორისო ცოდნას აერთიანებს, რათა სტარტაპების დამფუძნებლებს საუკეთესო გამოცდილება შესთავაზოს. რეგიონული პროგრამის განხორციელებით ...

News.ge 

მედია: თეთრი სახლი უკრაინისთვის ავიაგამანადგურებლების გადაცემას არ გამორიცხავს

თეთრი სახლი უკრაინისთვის ავიაგამანადგურებლების გადაცემას არ გამორიცხავს. ამის შესახებ Financial Times-ზე დაყრდნობით გამოცემა Nexta Live იუწყება. ამ ინფორმაციის მიხედვით, უკრაინისთვის საბრძოლო თვითმფრინავების გაგზავნის საკითხი 14 თებერვალს, ნატოს ქვეყნების თავდაცვის მინისტრების შეხვედრაზე იქნება განხილული. შეგახსენებთ, რომ დასავლეთის კოალიციამ უკრაინისთვის ძირითადი საბრძოლო ტანკების გადაცემა გადაწყვიტა და ეს საბრძოლო მანქანები კიევს უკვე მარტში გადაეცემა.

News.ge 

ჯონ კირბი: ჩინეთი აეროსტატის საშუალებით აშშ-სა და მის მოკავშირეებს წლების განმავლობაში უთვალთვალებს

ჩინეთი მაღალი სიმაღლის აეროსტატის პროგრამას აშშ-სა და მის მოკავშირეებზე თვალთვალისთვის მრავალი წლის განმავლობაში ახორციელებს, – ამის შესახებ თეთრი სახლის სტრატეგიული კომუნიკაციების კოორდინატორმა ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში, ჯონ კირბიმ აშშ-ში ბოლო რამდენიმე დღეში ჩამოგდებული მფრინავი ობიექტების შესახებ საუბრისას განაცხადა. მისი თქმით, სათვალთვალო პროგრამა თარიღდება სულ მცირე დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის დროიდან. „ის მოქმედებდა წინა ადმინისტრაციის დროს, მაგრამ მათ ეს ...

News.ge 

რობინ დანიგენი – ჯო ბაიდენმა საქართველოში აშშ-ის ელჩის კანდიდატურა წარადგინა

13 თებერვალს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა, საქართველოში აშშ-ის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის თანამდებობაზე, რობინ დანიგანის კანდიდატურა წარადგინა. რობინ დანიგენი, ამჟამად სახელმწიფო დეპარტამენტის ევროპისა და ევრაზიის საკითხების ბიუროში, ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის საკითხებში, სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილის თანამდებობას იკავებს. ნომინაციის შესახებ თეთრმა სახლმა განცხადება 13 თებერვალს გაავრცელა. მანამდე დანიგენი ავსტრიაში აშშ-ის საელჩოში იყო საქმეთა დროებითი რწმუნებული ...

News.ge 

ჯონ კირბი: ვლადიმერ პუტინი გენერლებს წინდებივით ცვლის

თეთრ სახლში აცხადებენ, რომ რუსებს ბრძოლის ველზე კვლავ აქვთ ის პრობლემები, რაც მათ ერთი წლის წინ აწუხებდათ. „ცხადია, ბატონი პუტინი არ იღებს კარგ გადაწყვეტილებებს. პირველ რიგში, არ უნდა შეჭრილიყო უკრაინაში. ეს არის ქვეყანა, რომელიც არავის უქმნიდა საფრთხეს. ცხადია, არც მას და არც მის სამხედროებს არ მიუღიათ ჯანსაღი გადაწყვეტილებები ბრძოლის ველზე. ისინი კვლავ განიცდიან იმავე პრობლემებს, ...

Radiotavisupleba.ge 

შეიარაღებულმა პირმა მიჩიგანის უნივერსიტეტში მოკლა სულ მცირე 3 ადამიანი

სროლის შედეგად სულ მცირე 3 ადამიანია მოკლული ამერიკის მიჩიგანის შტატის უნივერსიტეტში. დაჭრილია 5. ადგილობრივი პოლიციის ინფორმაციით, თავდასხმაში ეჭვმიტანილმა თავი მოიკლა. მისი ვინაობა და დანაშაულის მოტივი ჯერჯერობით უცნობია. შეერთებულ შტატებში საკმაოდ ხშირია ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებით მასობრივი მკვლელობის ფაქტები, რის გამოც ბევრი ამერიკელი დიდი ხანია მოითხოვს ცეცხლსასროლი იარაღის გაყიდვის მაქსიმალურად შეზღუდვას. 2022 წელს, პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა ხელი მოაწერა ცეცხლსასროლი იარაღის მიმოქცევაზე კონტროლის გამკაცრების კანონს... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

„დილა მშვიდობისა, ასდოლარიანო“ - 8 სპექტაკლი ქართულ დღევანდელობაზე

ემიგრაცია, ომი, ტრანსგენდერი ქალის ისტორია... თანამედროვე ყოფამ თეატრის სცენაზე ახალი თემები გააჩინა, პერსონაჟებით, რომლებსაც მხოლოდ დღევანდელობა თუ დაბადებდა. თეატრმცოდნე ლაშა ჩხარტიშვილი ჩამოთვლის 8 სპექტაკლს, რომლებიც ქართულ თანამედროვეობას ყველაზე კარგად ასახავს.

Radiotavisupleba.ge 

ნატოს წევრი ქვეყნების თავდაცვის მინისტრები საქართველოს მხარდაჭერის საკითხზეც იმსჯელებენ

დღეს, 14 თებერვალს ბრიუსელში იწყება ნატოს წევრი სახელმწიფოების თავდაცვის მინისტრების შეხვედრა, რომლის დღის წესრიგშია ალიანსის შეკავების და თავდაცვის პოტენციალის გაძლიერება, უკრაინის შემდგომი დახმარება და პარტნიორი ქვეყნების მხარდაჭერა. 2-დღიანი შეხვედრის წინ გამართულ ბრიფინგზე ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა განაცხადა, რომ უკრაინაში შეჭრიდან თითქმის ერთი წლის შემდეგაც, პრეზიდენტი პუტინი მშვიდობისთვის არ ემზადება და ახალ შეტევებს იწყებს, ამიტომ, უნდა გაგრძელდეს უკრაინის გამარჯვებისა... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

უკრაინის გენშტაბის ცნობით, რუსეთის შეტევა 12 დასახლებულ პუნქტთან მოიგერიეს

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის მონაცემებით, გასულ 24 საათში, რუსეთის საოკუპაციო ძალებმა განახორციელეს 2 სარაკეტო და 32 საავიაციო დარტყმა და 55 შეტევა ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემების გამოყენებით. უკრაინის არმიის სარდლობის განცხადებით, მოწინააღმდეგეს, რომელსაც დიდი დანაკარგი აქვს, ძირითადი ძალისხმევა კონცენტრირებული აქვს იერიშებზე ლიმანის, ბახმუტის, კუპიანსკის, ავდეევკის და ნოვოპავლოვსკის მიმართულებებით, სადაც უკრაინის შეიარაღებული ძალები მიმართავენ დამატებით ზომებს თავდაცვის გასაძლიერებლად. Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

Bellingcat: უკრაინაში მოკლულია "ვაგნერის" მიერ დაქირავებული 3 "კრიმინალური ავტორიტეტი"

გამომძიებელი ჟურნალისტების საერთაშორისო ჯგუფმა Bellingcat-მა დაადგინა, რომ რუსული კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერის“ მიერ უკრაინასთან საომრად დაქირავებულ და უკრაინაში მოკლულ პატიმრებს შორის არიან ორგანიზებული კრიმინალური დაჯგუფებების მეთაურებიც, ე.წ. კრიმინალური ავტორიტეტები. Bellingcat-ი სამი მათგანის შესახებ წერს - 55 წლის ანდრეი ბერეჟნიხზე, 55 წლის იგორ კუსკზე და 59 წლის სერგეი მაქსიმენკოზე. ბერეჟნიხს, რომელმაც ქალაქ ბალაკოვოში ორგანიზებული კრიმინალური დაჯგუფება 90-იან წლებში შექმნა, 2013... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

ცნობილია ამერიკელების მიერ ჩამოგდებული ჩინური აეროსტატის კვლევის პირველი შედეგები

ამერიკელმა სამხედროებმა აღადგინეს ჩინური აეროსტატის მნიშვნელოვანი ელექტრონული დეტალები, მათ შორის სენსორები, რომლებიც შესაძლოა, სადაზვერვო მონაცემების შესაგროვებლად გამოიყენება. ამის შესახებ სააგენტო Reuters-ი წერს შეერთებული შტატების შეიარაღებული ძალების ჩრდილოეთის სარდლობაზე დაყრდნობით. ამერიკელმა სამხედროებმა ეს საჰაერო ბურთი 4 თებერვალს ჩამოაგდეს სამხრეთ კაროლინის სანაპიროსთან. ობიექტის ფრაგმენტებს ამერიკელი სპეციალისტები იკვლევენ. ამოუცნობი მფრინავი ობიექტი ერთი კვირის განმავლობაში იმყოფებოდა შეერთებული შტატების და კანადის თავზე... Читать дальше...


В Подмосковье 16 мая откроется выставка «Пушкинский заповедник в работах Репина»

Военнослужащая из Истры получила орден Мужества

Пианист-виртуоз Култышев исполнит редкие сочинения Баха и Брукнера на концерте в «Зарядье»

Правительство РФ сообщило о перевыполнении планов по достижению цифровой зрелости национальной экономики



Новости 24/7 DirectAdvert - доход для вашего сайта



Частные объявления в Вашем городе, в Вашем регионе и в России



Smi24.net — ежеминутные новости с ежедневным архивом. Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. "123 Новости" — абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. Smi24.net — облегчённая версия старейшего обозревателя новостей 123ru.net. Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть —онлайн с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии. Smi24.net — живые новости в живом эфире! Быстрый поиск от Smi24.net — это не только возможность первым узнать, но и преимущество сообщить срочные новости мгновенно на любом языке мира и быть услышанным тут же. В любую минуту Вы можете добавить свою новость - здесь.




Новости от наших партнёров в Вашем городе

Ria.city

Москвич, убивший жену ста ударами ножа, получил 13,5 лет колонии

Военнослужащая из Истры получила орден Мужества

«МК»: актриса Малого театра Зыкова попала в аварию на юге Москвы

Правительство РФ сообщило о перевыполнении планов по достижению цифровой зрелости национальной экономики

Музыкальные новости

Аналитики оценили изменение высоты новостроек в городах России за 5 лет

Таунхаусы в Подмосковье за год подорожали в среднем на 6% — до $258,9 тыс

Дети из Узбекского землячества Бурятии увидели театр кукол «Ульгэр»: Россия и Культура

Пассажир задержал рейс в Пулково, назвав маленькую девочку «бомбой»

Новости России

Более 240 европротоколов оформили в Подмосковье за неделю

Китай анонсировал военные учения в Желтом море

Натуралисты заметили краснокнижного зеленого дятла под Сергиевым Посадом

«МК»: актриса Малого театра Зыкова попала в аварию на юге Москвы

Экология в России и мире

В филиалах АО «Желдорреммаш» прошли памятные мероприятия к 9 Мая

В День Пушкина театр кукол «Ульгэр» в райцентре Бурятии: Россия, Культура, Дети

Продвижение Песен, Музыки, Стихов ВКонтакте. Способы и методы увеличения прослушивания песни, музыки, стихов ВКонтакте.

Правительство РФ сообщило о перевыполнении планов по достижению цифровой зрелости национальной экономики

Спорт в России и мире

Первая ракета мира Джокович получил бутылкой по голове после матча в Риме

Шнайдер вышла в третий круг турнира WTA-1000 в Риме, победив Самсонову в российском дерби

Рублёв в трёх сетах обыграл Маркоса Гирона и вышел в третий круг «Мастерса» в Риме

Медведев рассказал, как ударился головой перед матчем с Уиллисом на Уимблдоне в 2016 году

Moscow.media

OpenAI готовит конкурента поисковику Google, но на базе ИИ

Сергей АРУТЮНОВ на своём сольном концерте в Государственном Кремлёвском Дворце презентовал дуэт с Родионом Газмановым. Артисты вместе исполнили хит “Люси”

Сценарии для любого торжества, праздника, корпоратива - квесты, ролевые игры, конкурсы. Ищем авторов сценариев.

Танцы с ветром....







Топ новостей на этот час

Rss.plus





СМИ24.net — правдивые новости, непрерывно 24/7 на русском языке с ежеминутным обновлением *