Мы в Telegram
Добавить новость
Новости сегодня

Новости от TheMoneytizer


Март
2020

Новости за 04.03.2020

Radiotavisupleba.ge 

იტალიაში 10 დღით დაიხურა ყველა სკოლა და უნივერსიტეტი

იტალიის ხელისუფლებამ დაადასტურა მედიაში გავრცელებული ინფორმაცია, რომ კორონავირუსის გავრცელების გამო ქვეყანაში 10 დღით იკეტება ყველა ადგილობრივი სკოლა და უნივერსტიტეტი. დღემდე იტალიაში კორონავირუსს 107 ადამიანი ემსხვერპლა. ეპიდემიის შეჩერებისკენ მიმართული ზომები მინისტრთა კაბინეტის სხდომაზე განიხილეს. მანამდე იტალიაში დაკეტეს სკოლები და უმაღლესი სასწავლებლები ჩრდილოეთის რაიონებში, რომლებშიც ყველაზე მეტად არის დაავადება გავრცელებული. იქ ზოგ ქალაქში ასევე მკაცრი საკარანტინო ზომები მოქმედებს. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის თანახმად... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

სანქციების მიუხედავად, ოლიგარქი პლახოტნიუკი უმტკივნეულოდ მოგზაურობს აშშ-ში?

მოლდოვიდან დევნილი გავლენიანი ოლიგარქი, ვლად პლახოტნიუკი, რომელსაც აშშ-მა იანვარში სანქციები დაუწესა საკმაოდ მძიმე ფორმულირებით, როგორც გაირკვა, შეზღუდვის დაწესებამდეც და შემდეგაც რამდენჯერმე იმყოფებოდა აშშ-ში, რასაც საგანგაშოდ მიიჩნევენ როგორც ანტიკორუფციონერი ექსპერტები, ისე მოლდოვის ხელისუფლების წარმომადგენლები. მოლდოვის ერთ-ერთი უმდიდრესი ადამიანი და პოლიტიკოსი, ვლად პლახოტნიუკი, 2014 წელს მოლდოვის უმსხვილესი ბანკებიდან მილიარდი დოლარის გაუჩინარების საქმესთან კავშირშიცაა ეჭვმიტანილი, მაგრამ ეს გარემოება მას ხელს არ უშლიდა... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

უკრაინის პარლამენტმა მოიწონა ახალ პრემიერ-მინისტრად დენის შმიჰალის დანიშვნა

4 მარტს უკრაინის პარლამენტმა მოიწონა ახალ პრემიერ-მინისტრად დენის შმიჰალის დანიშვნა. მანამდე პარლამენტმა დიდი უმრავლესობით მოიწონა ამ თანამდებობიდან ოელქსი ჰონჩარუკის გადადგომა. მთლიანობაში ვერხოვნა რადის 291-მა წევრმა დაუჭირა მხარი შმიჰალის დანიშვნას, 59 წინააღმდეგი იყო და 46-მა თავი შეიკავა. მანამდე ვერხოვნა რადამ 4 მარტს 343 ხმით 9-ის წინააღმდეგ მიიღო ჰონჩარუკის გადადგომა, 49-მ თავი შეიკავა. დენის შმიჰალის კანდიდატურა თებერვალში წამოაყენეს. მანამდე ის ივანო-ფრანკოვსკის რეგიონის რეგიონული ხელისუფლების ხელმძღვანელი იყო. Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

ტურიზმის სექტორი კორონავირუსისგან მიყენებულ ზარალს ითვლის - რა არ უნდა გამოგრჩეს 5 მარტს

გაუქმებული ჯავშნები თბილისის სასტუმროებში თბილისის სასტუმროებში მარტის თვეში ყოველი 5 ჯავშნიდან 4 გაუქმებულია. სასტუმროების ბიზნესის წარმომადგენლებმა საგანგებო წერილით მიმართეს ეკონომიკის მინისტრს, ნათია თურნავას. ისინი გარკვეული სახის გადასახადების გადავადებასა და ბანკებთან შუამდგომლობას ითხოვენ. დაგეგმილი იყო მეორე შეხვედრაც, თუმცა ის არ შედგა. სანამ საქართველოში ვირუსის პირველი შემთხვევა გამოვლინდებოდა, მარტში თბილისის სასტუმროების ნომრების 60% უკვე დაჯავშნული იყოო, ვირუსის პირველმა შემთხვევამ... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

საპატრიარქო განმარტავს მის ვებგვერდზე აზარტული თამაშების რეკლამის გამოჩენის მიზეზს

საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური „ფეისბუკზე“, რა გახდა საპატრიარქოს ვებგვერდზე აზარტული თამაშების რეკლამის გამოჩენის მიზეზი. „მოგეხსენებათ, რომ რამდენიმე დღის წინ სატესტო რეჟიმში გაეშვა საპატრიარქოს განახლებული ვებგვერდი, რომლის ახალი ფუნქციაა ე.წ. „ლაივ-სთრიმი" (პირდაპირი ეთერი). აღნიშნული ლაივი (საპატრიარქოს ტელევიზიის) დროებით აღებულია ვიდეოპორტალ „მაივიდეოდან", რის გამოც პირდაპირი ჩართვის დროს გამოჩნდა აზარტული თამაშების რეკლამა. აღნიშნულმა ფაქტმა გაურკვევლობა გამოიწვია საზოგადოების ნაწილში. Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

EMC: პენიტენციურ სამსახურს გიორგი მამალაძისთვის არ შეუთავაზებია სასამართლო სხდომაზე ეტაპირება

5 მარტს, 11:00 საათზე, სპეციალური პენიტენციური სამსახურის N18 ბრალდებულთა და მსჯავრდებულთა სამკურნალო დაწესებულებაში სასამართლო სხდომა ჩატარდება დეკანოზ გიორგი მამალაძის მიმართ განაჩენის აღსრულების გადავადების შუამდგომლობას განსახილველად, - იტყობინება ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC). ორგანიზაციის ინფორმაციით, შუამდგომლობა 2020 წლის 27 თებერვალს თბილისის საქალაქო სასამართლოში უნდა განეხილათ, თუმცა, როგორც EMC აცხადებს, სპეციალური პენიტენციური სამსახურის წარმომადგენლებმა... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

როგორ აღმოჩნდა მოსახლეობის სარგებლობაში არსებული მიწის ნაკვეთები საპარტნიორო ფონდის საკუთრებაში?

საპარტნიორო ფონდს კახეთში, საგარეჯოში, ერთი თვის წინ 500 ჰექტარამდე ტერიტორია გადაეცა. მიწის ნაკვეთებს, რომლებიც 2010 წლიდან სახელმწიფო საკუთრებაში იყო, ათწლეულების განმავლობაში მოსახლეობა ამუშავებდა. სოფელ გიორგიწმინდის მოსახლეობა ითხოვს მიწების ნაწილი საკუთრებაში გადაეცეთ. მოსახლეობის პრეტენზიებს იზიარებენ საპარტნიორო ფონდშიც და ამბობენ, რომ გარკვეულ დათმობებზე წავლენ.  გიორგიწმინდაში მცხოვრები გიორგი გუგუტიშვილის თქმით, ფონდისთვის გადაცემული 500 ჰექტარი მიწიდან გარკვეული ნაწილი წლების განმავლობაში ადგილობრივებს იჯარით ჰქონდათ აღებული... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

კორონავირუსი - ტურიზმის მტერი საქართველოში(ც)

ახალმა კორონავირუსმა საგონებელში ჩააგდო სასტუმროების ბიზნესი თბილისში - მარტის ჯავშნების  80% მოხსნილია, მკვეთრად შემცირებულია ახალი ჯავშნების რაოდენობა და უკეთესი პერსპექტივა არც აპრილისთვის ჩანს.

Radiotavisupleba.ge 

იტალიის ელჩი: საქართველოს ინფიცირებული მოქალაქე ვიტერბოს უნივერსიტეტის სტუდენტია

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრთან ეკატერინე ტიკარაძესთან შეხვედრის შემდეგ საქართველოში იტალიის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა ენრიკო ვალვომ თქვა, რომ იტალიაში მცხოვრები საქართველოს მოქალაქე, რომელიც ახალი კორონავირუსით არის ინფიცირებული, ვიტერბოს უნივერსიტეტის სტუდენტია, - ინფორმაციას საქართველოს ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.   „ახლახან შევიტყვეთ, რომ ვიტერბოს უნივერსიტეტის ერთ-ერთი ქართველი სტუდენტი, დადებითი გამოდგა ტესტზე. სტუდენტი გოგონა რომის პალანცონის საავადმყოფოშია გადაყვანილი, სადაც... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

მაიკ ბლუმბერგმა ჯო ბაიდენს გამოუცხადა მხარდაჭერა და შეწყვიტა საარჩევნო კამპანია

ნიუ-იორკის ყოფილმა მერმა, მილიარდერმა მაიკ ბლუმბერგმა გამოაცხადა, რომ ასრულებს აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში დემოკრატიული პარტიის კანდიდატად ნომინაციისთვის ბრძოლას. ბლუმბერგის სიტყვებით, ის საარჩევნო კამპანიაში მხარს დაუჭერს ყოფილ ვიცე-პრეზიდენტ ჯო ბაიდენს. ეს გადაწყვეტილება მან გამოაცხადა ე.წ. „სუპერსამშაბათის“ შემდეგ. 3 მარტს აშშ-ში პირველადი არჩევნები, ე.წ. პრაიმერისი გაიმართა 14 შტატსა და ერთ ტერიტორიაზე - ამერიკის სამოაში. მაიკ ბლუმბერგმა მხოლოდ ერთგან გაიმარჯვა და მხოლოდ რამდენიმე ათეული დელეგატი მოაგროვა... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

უკრაინის პარლამენტმა მხარი დაუჭირა პრემიერ-მინისტრ ოლექსი ჰონჩარუკის გადადგომას

უკრაინის პარლამენტმა საგანგებო სხდომაზე დიდი უმრავლესობით დაუჭირა მხარი პრემიერ-მინისტრ ოლექსი ჰონჩარუკის გადადგომას, რაც გზას უხსნის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის მიერ მთავრობის შემადგენლობის შეცვლას და პრემიერ-მინისტრად დენის შმიჰალის დანიშვნას. ვერხოვნა რადამ 4 მარტს 343 ხმით 9-ის წინააღმდეგ მიიღო ჰონჩარუკის გადადგომა, 49-მ თავი შეიკავა. დენის შმიჰალის კანდიდატურა თებერვალში წამოაყენეს. მანამდე ის ივანო-ფრანკოვსკის რეგიონის რეგიონული ხელისუფლების ხელმძღვანელი იყო. უკრაინის წყაროებმა რადიო თავისუფლებას უთხრეს... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

ქუთაისის საკრებულოში „ქართულმა ოცნებამ“ ბოიკოტის რეჟიმში მყოფი დეპუტატების მიმართ სანქციების დაწესება მოითხოვა

პოლიტიკური პარტიების „ნაციონალური მოძრაობისა“ და“ ევროპული საქართველოს“ წევრები ქუთაისის  მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომებს, რამდენიმე თვეა, აღარ ესწრებიან. ოპოზიციონერი დეპუტატების ბოიკოტს საკრებულოში, თავის მხრივ, „ქართული ოცნების“ წარმომადგენელთა პროტესტი მოჰყვა. საკრებულოს ერთ-ერთ ბოლო სხდომაზე მათ ოპოზიციონერი დეპუტატებისთვის სანქციების დაწესების ან სპეციალური წესების შემოღების საკითხიც კი დააყენეს. საკრებულოს ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, მარეხ ნიჟარაძის, განცხადებით, რადგან თვითმმართველობის საქმიანობაში არ მონაწილეობენ... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

მონათლე და დამარხე. რა გამოიწვია აბორტების აკრძალვამ პოლონეთში

ავტორი: დარინა მელნიკი („ნასტოიაშჩეე ვრემია“) პოლონეთში ორსულობის შეწყვეტასთან დაკავშირებით ერთ-ერთი ყველაზე რადიკალური მიდგომა მოქმედებს. აბორტი მხოლოდ განსაკუთრებულ შემთხვევაში არის დაშვებული, ექსტრემალური კონტრაცეპტივები რეცეპტით გაიცემა, ხოლო მემარჯვენე პოლიტიკოსები და ეკლესია პერიოდულად ცდილობენ სისხლის სამართლის პასუხისგება დააწესონ მათთვის, ვინც აბორტს იკეთებს. „ის სხვა ცივილიზებული სამყარო იყო, სადაც ქალს ეპყრობოდნენ როგორც ადამიანს და არა როგორც ინკუბატორს“, - იხსენებს პატრიცია. ის 23 წლისაა, პოლონეთში ცხოვრობს. Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

უცხო ჩვენები

ავტორი: მურატ გუკემუხოვი, ცხინვალი   საინფორმაციო პორტალმა „ნიხასმა“ ამ დღეებში გამოაქვეყნა სტატია „უცხო უცხოებში, შინაური შინაურებში“. სტატია სამოქალაქო აქტივისტ თამარ მეარაყიშვილს ეხება. ახლავე ვიტყვი: ეს ადამიანის დისკრედიტაციის ასეთი პოლიტიკაა. პორტალ „ნიხასს“ პერიოდულად სწორედ ამ მიზნით იყენებენ. იქ აქვეყნებენ პასკვილებს, რომელთა დაბეჭდვა სამთავრობო რესურსებში შეუძლებელია.  რატომ გთავაზობთ ეს წაიკითხოთ? იმიტომ, რომ ეს არის ცილისწამება, როგორადაც ის ძალოვანი უწყებების მესვეურებსა და იმ მაღალჩინოსნებს წარმოუდგენიათ... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

სამედიცინო უნივერსიტეტს სასწავლო მასალების ნაწილის ადამიანის უფლებების სტანდარტებთან შეუსაბამობა დაუდგინდა

თბილისის სამედიცინო უნივერსიტეტს სასწავლო მასალების ნაწილის ადამიანის უფლებების სტანდარტებთან შეუსაბამობა დაუდგინდა. ინფორმაცია თანასწორობის მოძრაობამ გაავრცელა და სახალხო დამცველის აპარატში დაუდასტურეს. "თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სახელმძღვანელოებში "სასამართლო მედიცინა" და "ბიოეთიკა" გამოყენებული ტერმინები/გამოთქმული მოსაზრებები ამყარებს სტერეოტიპებს და წარმოადგენს დისკრიმინაციის წახალისების ფორმას ლგბტ+ ადამიანების მიმართ", - ვკითხულობთ თანასწორობის მოძრაობის განცხადებაში. ორგანიზაციის ინფორმაციით... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

გამყრელიძე ამბობს, რომ იტალიაში ინფიცირებული საქართველოს მოქალაქე ადგილზე უნდა დარჩეს

„თუ იტალიაში დადასტურდა კორონავირუსი, მას იტალიაში გაეწევა სამედიცინო დახმარება. იქ იქნება ის იზოლირებული“, - თქვა დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ იტალიაში მცხოვრები საქართველოს მოქალაქის შესახებ. გამყრელიძის თქმით, სამედიცინო მიდგომით, გამოჯანმრთელებამდე ის უნდა დარჩეს ადგილზე. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის დავით ზალკალიანის თქმით, იტალიაში საქართველოს საელჩოს ცხელ ხაზზე დაუკავშირდა იტალიის ქალაქ ვიტერბოში მცხოვრები საქართველოს მოქალაქე ქალი... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

9 მარტს გახდება ცნობილი, დაიხურება თუ არა მარიანა ჩოლოიანის პროცესი

9 მარტს გახდება ცნობილი, 15 წლის ლუკა სირაძის მიმართ ჩვენების იძულების ბრალდებით დაკავებული გამომძიებლის მარიანა ჩოლოიანის სასამართლო სხდომა დაიხურება თუ არა. სხდომის დახურვას საქმეში არასრულწლოვნების მონაწილეობის გამო პროკურატურა ითხოვს. ამ დრომდე ორი პროცესი იყო დანიშნული. პირველ შემთხვევაში ჩოლოიანს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეუფარდეს, მეორე შემთხვევაში კი, საგამოძიებო უწყებების მიერ ახალი მტკიცებულებების წარდგენის მიზეზით გადაიდო. დღევანდელი სხდომისგან განსხვავებით, წინა სხდომას, ჯანმრთელობის მდგომარეობის მიზეზით... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

დავით ზალკალიანის თქმით, იტალიაში მცხოვრებ საქართველოს მოქალაქეს დაუდგინდა კორონავირუსი

საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით კორონავირუსთან დაკავშირებით მოქმედ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოს აცნობა იტალიაში მცხოვრები საქართველოს მოქალაქის მდგომარეობის შესახებ, - იტყობინება მთავრობის ადმინისტრაცია.   როგორც ზალკალიანი ამბობს, იტალიაში საქართველოს საელჩოს ცხელ ხაზზე დაუკავშირდა იტალიის ქალაქ ვიტერბოში მცხოვრები საქართველოს მოქალაქე ქალი, რომელმაც თქვა, რომ აღენიშნებოდა მაღალი სიცხე და სისუსტე. „საქართველოს საკონსულო მყისიერად დაუკავშირდა იტალიის ჯანდაცვის სამინისტროს... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

როგორ ვიშვილოთ ბავშვი - მიგიყვანს რიგი შვილამდე? 

დღეს საქართველოში 2572 მშვილებელი პირი/ოჯახია დარეგისტრირებული. გასაშვილებელის სტატუსი 200-ზე მეტ ბავშვს აქვს მინიჭებული. რატომ უწევთ პოტენციურ მშობლებს წლობით რიგში დგომა და  რატომ იწელება ბავშვებისთვის გასაშვილებელის სტატუსის მინიჭება?

Radiotavisupleba.ge 

სვანეთში იტალიელი ტურისტების ჯგუფი ზვავში მოყვა, მათგან სამი ადგილზე გარდაიცვალა

სვანეთში იტალიელი ტურისტების 10-კაციანი ჯგუფი ზვავში მოყვა, მათგან 3 გარდაიცვალა. ინფორმაცია რადიო თავისუფლებას მთის კურორტების განვითარების კომპანიაში დაუდასტურეს. კომპანიაში აცხადებენ, რომ ტურისტები თეთნულდის აკრძალულ ტერიტორიაზე მოძრაობდნენ, რა დროსაც ზვავში მოყვნენ. მათივე ინფორმაციით, ზვავის შედეგად დაშავდა ამ ჯგუფის სამი წევრი, მათგან ერთს ფეხი მოტყდა.

Radiotavisupleba.ge 

ჩინეთში კორონავირუსის კრიზისი იკლებს, მაგრამ ის მწვავდება ახლო აღმოსავლეთში, ევროპასა და აშშ-ში

ჩინეთში კორონავირუსთან დაკავშირებული კრიზისი იკლებს, მაგრამ ის მწვავდება ახლო აღმოსავლეთში, ევროპასა და აშშ-ში. კორონავირუსის ახალი კერები გაჩნდა სამხრეთ კორეაში, ირანში, იტალიასა და იაპონიაში. ირანმა 3 მარტს განაცხადა, რომ დადასტურებულია დაავადების 2336 შემთხვევა და 77 სიკვდილი. როგორც იტყობინებიან, დაავადებულთა შორის არიან ირანის პარლამენტის 23 წევრი და ქვეყნის საგანგებო ვითარებათა სამსახურის ხელმძღვანელი. ყაზახეთმა ჩაკეტა კასპიის ზღვის პორტები აქტაუ და კურიკი და მათში აღარ უშვებს მგზავრებს ირანიდან და აზერბაიჯანიდან... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

ძალადობა პოლიტიკოს ქალებზე:თქვენ რა გითქვამთ მათზე?

დასაწყისში, კონკრეტულ თხოვნაზე - გაიხსენონ საკუთარ თავზე, როგორც პოლიტიკოს ქალებზე ზეწოლის რაიმე ფაქტი ან მათი მისამართით ნათქვამი შეურაცხმყოფელი ფრაზა, ყველა ცდილობს ზოგადი პასუხით შემოიფარგლოს: რომ სირთულე ხვდება ყველა ქალს, ვინც პოლიტიკაში მოსვლას გადაწყვეტს, რომ ეს არ არის მარტივი, რომ არც ის არის ამ მხრივ გამონაკლისი. წამიერი პაუზის შემდეგ კი ისინი ამბობენ: დიახ, გამახსენდა. და ზოგადი ფრაზები პოლიტიკაში მყოფი ქალების მიმართ ძალადობაზე, ძალიან კონკრეტულ ამბებად იქცევა. 4 მარტს, თბილისში,... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

ერდოანის თქმით, პუტინთან მის შეხვედრას იდლიბში ცეცხლის სწრაფი შეწყვეტა უნდა მოჰყვეს

თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეპ ტაიპ ერდოანმა განაცხადა, რომ რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინთან შეხვედრას, სირიის პროვინცია იდლიბში ცეცხლის სწრაფი შეწყვეტა უნდა მოჰყვეს. თურქეთის პრეზიდენტის განცხადებამ გაიჟღერა პუტინთან შეხვედრის წინ, რომელიც 5 მარტს გაიმართება მოსკოვში. თებერვლის ბოლოდან ჩრდილო-დასავლეთ სირიაში სამხედრო კონფლიქტის გამწვავება შეინიშნება. მასში ანკარა მხარს უჭერს სირიის შეიარაღებულ ოპოზიციას, მოსკოვი კი - სირიის პრეზიდენტ ბაშარ ალ-ასადს. 2018 წელს პუტინმა და ერდოანმა ხელი მოაწერეს შეთანხმებას... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

გაუქმდა 3 საერთაშორისო წიგნის ბაზრობა, სადაც საქართველო უნდა წარმდგარიყო

საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაციის ინფორმაციით, კორონავირუსის გავრცელების პრევენციის გამო, გაუქმდა სამი საერთაშორისო წიგნის ბაზრობა, რომლებშიც საქართველოც მონაწილეობდა. 2020 წლის მარტში, საქართველო და ქართული ლიტერატურა ლონდონის, ლაიფციგისა და პარიზის წიგნის საერთაშორისო ბაზრობებზე უნდა წარმდგარიყო. 2020 წლის 20-23 მარტს უნდა გამართულიყო პარიზის წიგნის ბაზრობა - Salon du Livre de Paris, სადაც საქართველო ეროვნული სტენდით პირველად წარდგებოდა მრავალფეროვანი ლიტერატურულ-კულტურული პროგრამით. Читать дальше...


В Красноярском крае выберут финансово грамотную семью

Онлайн-лекторий «Иннагрика»: подкасты с учеными и экспертами об агротехе доступным языком

Росгвардейцы огнем из стрелкового оружия уничтожают беспилотники ВСУ

Многодетная мама приобрела квартиру в Подмосковье по жилищной программе



Новости 24/7 DirectAdvert - доход для вашего сайта



Частные объявления в Вашем городе, в Вашем регионе и в России



Smi24.net — ежеминутные новости с ежедневным архивом. Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. "123 Новости" — абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. Smi24.net — облегчённая версия старейшего обозревателя новостей 123ru.net. Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть —онлайн с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии. Smi24.net — живые новости в живом эфире! Быстрый поиск от Smi24.net — это не только возможность первым узнать, но и преимущество сообщить срочные новости мгновенно на любом языке мира и быть услышанным тут же. В любую минуту Вы можете добавить свою новость - здесь.




Новости от наших партнёров в Вашем городе

Ria.city

Онлайн-лекторий «Иннагрика»: подкасты с учеными и экспертами об агротехе доступным языком

Армен Мнацаканян обсудил с фондом «Защитники Отечества» создание алгоритма определения наследников погибших военнослужащих

Невролог Хорошев рассказал, как загар разрушает организм человека

6 полигонов ТКО планируют рекультивировать в Подмосковье в этом году

Музыкальные новости

Почта России помогла детям-подопечным благотворительных фондов встретиться с футболистами ЦСКА

Ctrl2GO Solutions и РусГидро подписали соглашение о сотрудничестве

Авторский вечер Эдварда Радзинского из цикла «Встречаясь с тайнами истории» в «Колизей – Арене»

«Адвокат Валиевой: ей подсыпали допинг и сделал дедушка». Серьёзное расследование.

Новости России

Романтику в России запретили: Роскомнадзор внес «Клуб романтики» в реестр

Футбольный фестиваль «ЦСКА — все сюда!» пройдет в Домодедове

Крупный пожар в Москве: сгорел склад на площади 4000 кв м

Ефимов: продолжается строительство «Квантум-парка» в МГТУ имени Баумана

Экология в России и мире

Компания ICDMC приняла участие в торжественном открытии выставки “Тульское качество”

Доктор Кутушов назвал болезни, которые поджидают отдыхающих у водоёмов

Пять морей и одно озеро: в России создадут новые круглогодичные курорты - стали известны подробности

Eleganzza весна-лето 2024

Спорт в России и мире

Елене Рыбакиной поставили неожиданный «диагноз»

В России отреагировали на "скрытую баранку" и достижение Рыбакиной на Ролан Гаррос

Российский теннисист Сафиуллин опустился на две позиции в рейтинге ATP

Мирра Андреева вышла во второй круг Открытого чемпионата Франции

Moscow.media

Деснол объединил опыт экспертов и производителей в рамках конференции «Эффективное производство 4.0»

ТСД SAOTRON RT-T50: высокопроизводительный терминал сбора данных промышленного класса

Завершен монтаж пролетного строения моста через Волгу на обходе Твери

ALMI Partner и «Даком М» будут совместно развивать и продвигать отечественные ИТ-решения







Топ новостей на этот час

Rss.plus





СМИ24.net — правдивые новости, непрерывно 24/7 на русском языке с ежеминутным обновлением *