Мы в Telegram
Добавить новость
Новости сегодня

Новости от TheMoneytizer


Март
2020

Новости за 30.03.2020

Radiotavisupleba.ge 

ასოშიეიტედ პრესი: წყალქვეშა ნავებზე, სავარაუდოდ, არაფერი იციან კორონავირუსის შესახებ

სააგენტო "ასოშიეიტედ პრესი" აქვეყნებს სტატიას, რომელშიც წერს, რომ ბირთვული შეიარაღების მქონე წყალქვეშა ნავების ეკიპაჟებმა, სავარაუდოდ, არაფერი იციან მსოფლიოში მძვინვარე კორონავირუსის ეპიდემიის შესახებ. სააგენტოს ვარაუდით, ეს ეკიპაჟები წარმოადგენენ ადამიანთა ერთ-ერთ იშვიათ დაჯგუფებას მსოფლიოში, რომლებმაც არ იციან როგორ შეცვალა მსოფლიო კორონავირუსის პანდემიამ.  "მეზღვაურებს, რომლებიც ბალისტიკური წყალქვეშა ნავებზე იმყოფებიან, მისიებზე ყოფნის დროს როგორც წესი უმალავენ ხოლმე ცუდ ამბებს, რათა ძირი არ გამოეთხაროს მათ შემართებას... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

ქვეყანაში „ფაქტობრივად სრული კარანტინი“ ამოქმედდა - რა არ უნდა გამოგრჩეს 31 მარტს

რა იკრძალება დღეიდან? დადასტურებული შემთხვევა - 103 კარანტინში - 5114 სტაციონარში - 263 გამოჯანმრთელებული - 20 „საგანგებო მდგომარეობის ვადით ცხადდება ფაქტობრივად სრული კარანტინი“, - ასე დაიწყო ბრიფინგი პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ. გადაწყვეტილება ძალაში დღეიდან შევიდა, აკრძალვები კი ასე გამოიყურება: 21:00 საათიდან იკრძალება როგორც ქვეითად, ისე ტრანსპორტით ქალაქებში და ქვეყნის მასშტაბით გადაადგილება დილის 6:00 საათამდე. ანუ, 21:00 საათიდან დილის 6 საათამდე ცხადდება ე.წ. საკომენდანტო საათი. Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

აჭარის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე ასახელებს მედდის დაინფიცირების სავარაუდო მიზეზს

ბათუმის ინფექციური საავადმყოფოს მედდის დაინფიცირების მიზეზი, სავარაუდოდ, დაუმორჩილებელი პაციენტი გახდა, -  ამის შესახებ აჭარის  ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე ნინო ნიჟარაძემ განაცხადა. მისივე თქმით, ინფექციური საავადმყოფოს თანამშრომელი მკაცრად იცავდა პროტოკოლით დადგენილ წესებს, თუმცა სამედიცინო პერსონალი მაღალი რისკის ქვეშ არიან და არ არიან დაცული რისკისგან. „დაუმორჩილებელ პაციენტთან კომუნიკაცია გახდა გახდა დაინფიცირების შესაძლო მიზეზი. საავადმყოფოს ეს თანამშრომელი მაღალი პროფესიონალიზმით გამოირჩევა. Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

ოკუპირებული გალის მცხოვრებს COVID-19 აქვს

ლაბორატორიული კვლევით დადასტურდა, რომ კორონავირუსით covid-19-ითაა ინფიცირებული 50 წლის გალელი ქალი, რომელიც ოკუპირებული აფხაზეთიდან 29 მარტს ღამით გადაიყვანეს საქართველოს ცენტრალური მთავრობის მიერ კონტროლირებულ ტერიტორიაზე. პაციენტი ზუგდიდის ინფექციურ საავადმყოფოში იმყოფება. გალის რაიონის მცხოვრების დაავადების ფაქტი მედიას დაუდასტურა სამეგრელო-ზემო სვანეთის რწმუნებულმა, ალექსანდრე მოწერელიამ. წინასწარი ინფორმაციით, ამ თემაზე ბრიფინგი ზუგდიდში 31 მარტს გაიმართება. 50 წლის ქალი, რომელიც გალის რაიონის სოფელ საბერიოს მკვიდრია... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

გოგი გვახარია თვითიზოლაციაში: ოპტიმიზმი-პესიმიზმი

ჩემი თვითიზოლაციის რეჟიმი კომენდანტის საათის შემოღებასთან ერთად დასრულდა. ეს ერთადერთია, რაც დასრულდა. სხვა - როდის დასრულდება და როდის დაიწყება, არ ვიცი.

Radiotavisupleba.ge 

საგანგებო მდგომარეობა და პაციენტების გზა ოკუპირებული აფხაზეთიდან

COVID-19-ის მასობრივად გავრცელების შესაჩერებლად, საქართველოს მთავრობამ სამეგრელოს რეგიონში კონტროლი 29 მარტიდან გაამკაცრა.

Radiotavisupleba.ge 

ახალი კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ 103-ს მიაღწია - გამოჯანმრთელებულია - 20

მთავრობის ვებგვერდის stopcov.ge-ს მონაცემებით, საქართველოში ახალი კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ 103-ს მიაღწია, მათ შორის გამოჯანმრთელებულია 20 ადამიანი.  კარანტინის რეჟიმში იმყოფება 5114. სტაციონარში, მეთვალყურეობის ქვეშ - 263. პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ 30 მარტს განაცხადა, რომ ახალი კორონავირუსის გავრცელების გამო მიღებულია გადაწყვეტილება საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში ზომების მნიშვნელოვანი გამკაცრების შესახებ, „ფაქტობრივად, ვაცხადებთ საყოველთაო კარანტინს".

Radiotavisupleba.ge 

"სადაც შედარებით ნაკლებად სერიოზულად მიიღეს სოციალური დისტანცირების ინსტრუქცია და რეკომენდაცია, იქ შესამჩნევად მაღალია პაციენტების რიცხვი"

ვლადიმერ ჩაჩანიძე ექიმი ინფექციონისტია. ის აშშ-ში, ტენესის შტატის ქალაქ მემფისში „მეთოდისტების საავადმყოფოების ქსელში“ მუშაობს. მან რადიო თავისუფლებას გაუზიარა თავისი პირადი გამოცდილება და დაკვირვება COVID-19-ის შესახებ.

Radiotavisupleba.ge 

როდის და როგორ დაბრუნდებიან ევროპის ქვეყნებში ჩარჩენილი ქართველები?

ქართველი შრომითი მიგრანტების ნაწილმა მოახერხა სამშობლოში  დაბრუნება. ნაწილი დაბრუნების მოლოდინში რჩება ევროპის სხვადასხვა ქალაქში.

Radiotavisupleba.ge 

სომხეთში პარლამენტარებმა მხარი დაუჭირეს თვითიზოლირებული პაციენტების დისტანციურ კონტროლს

სომხეთის პარლამენტმა პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა მთავრობის კანონპროექტს, რომელიც ითვალისწინებს თვითიზოლაციაში მოთავსებული, კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტების დისტანციურ კონტროლს. ამ ნაბიჯს კრიტიკა მოჰყვა ოპოზიციისგან, რომელმაც კანონპროექტი პირადი სივრცის ხელყოფად მიიჩნია.  სომხეთში 16 მარტს ერთი თვის ვადით საგანგებო მდგომარეობა გამოცხადაა.  132-წევრიან პარლამენტში, რომელშიც წამყვან ძალას პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანის ალიანსი, "ჩემი ნაბიჯი" წარმოადგენს, 30 მარტს კანონპროექტს 57 პარლამენტარი მიემხრო, წინააღმდეგი იყო 24. Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენელი კორონავირუსით დაინფიცირდა

საქართველოში სამედიცინო სფეროს წარმომადგენელი კორონავირუსით დაინფიცირდა. ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ ბრიფინგზე ისაუბრა. ეს პირველი შემთხვევაა, როცა საქართველოში სამედიცინო პერსონალი უფლებამოსილების შესრულების დროს კორონავირუსით დაავადდა. "დღეს პირველი შემთხვევაა, როდესაც გვაქვს სამი შემთხვევა, რომლის წარმომადგენელსაც ვერ ვადგენთ. როდესაც მსგავსი შემთხვევა იყო მარნეულში, მარნეული და ბოლნისი გამოცხადდა სრულად საკარანტინო ზონად. Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

ავღანეთში სულ მცირე 28 ჯარისკაცი ემსხვერპლა თალიბანის თავდასხმებს

ავღანეთის მთავრობა და საპოლიციო ძალები 30 მარტს აცხადებენ, რომ ექსტრემისტების თავდასხმებს ემსხვერპლა უსაფრთხოების ძალების 28 წევრი. ასეთ ფონზე, ხელისუფლებამ გადადო თალიბანის წევრი პატიმრების გათავისუფლება.  29 მარტს, ჩრდილოეთის პროვინცია ტაჰარში ექსტრემისტები შეიჭრნენ პოლიციის მაღალჩინოსნის ოფისის ტერიტორიაზე, მოკლეს 13 პოლიციელი და თავად მაღალჩინოსანი დაჭრეს. სამხრეთის პოლიცია ზაბულში თალიბანის მებრძოლები 29 მარტს თავს დაესხნენ მთავრობის უსაფრთხოების დამცველ პუნქტებს და სულ მცირე 11 სამხედრო იმსხვერპლეს. Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

ეზუგბაიას თქმით, ბოლო სამი პაციენტიდან ორი არის დიდი ბრიტანეთის კლასტერიდან

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორი, მარინა ეზუგბაიამ საზოგადოებას ახალი კორონავირუსით ინფიცირებულთა მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია გააცნო. „ბოლო მონაცემებით, დღეს დილიდან 97 შემთხვევა იყო, დაემატა 3 დადასტურებული პასუხი. საღამოს მონაცემებით, 100 დადასტურებული შემთხვევა გვაქვს. დამატებული სამი პაციენტიდან ორი ჩვენთან არის. ესენი გახლავთ ინგლისის კლასტერიდან, ანუ მათი წყარო ცნობილია, მესამე პაციენტის შესახებ მონაცემები არ მაქვს, ვერ მოგახსენებთ. ამ სამი ახალი პაციენტის ზოგადი მდგომარეობა მძიმე არ არის... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

კორონავირუსის მსხვერპლთა რიცხვმა გლობალურად 35,000-ს გადააჭარბა

მსოფლიოს გარშემო მთავრობები განაგრძობენ მოქალაქეთა გადაადგილების შეზღუდვას იმ მიზნით, რომ შეანელონ კორონავირუსის პანდემიის გავრცელება. 30 აპრილს ამ ახალი ვირუსის მსხვერპლთა რიცხვმა გლობალურად 35,000-ს გადააჭარბა, ინფიცირებულად აღრიცხულია 750,000-მდე ადამიანი.  მსოფლიოს მოსახლეობის დაახლოებით ორი მეხუთედი თვითიზოლაციაშია და თავიანთ სახლებში რჩება. ვირუსი პირველად გასული წლის ბოლოს, ჩინეთში აღირიცხა და მას შემდეგ მთელს მსოფლიოს მოედო.  იზრდება დარტყმა, რომელსაც პანდემიასთან ბრძოლის საგანგებო ზომები... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

სპორტში დასაქმებული ექიმები - „გვინდა დავდგეთ იქ, სადაც ქვეყანას ახლა ყველაზე მეტად ვჭირდებით“

საქართველოს სპორტული მედიცინის ასოციაციამ და ოლიმპიური ნაკრების სამედიცინო სამსახურმა ერთობლივი განცხადება გაავრცელეს. სპორტში დასაქმებული მედიკოსები მზად არიან, საქართველოში, საკარანტინო წერტილებზე გადანაწილდნენ. "ჩვენი საქმე ქართველი სპორტსმენების გვერდით დგომა და მათთან ერთად წარმატებისთვის ბრძოლაა, მაგრამ ახლა საწვრთნელი პროცესი შეჩერებულია, სპორტული ღონისძიებები კი გადაიდო. გვინდა დავდგეთ იქ, სადაც ქვეყანას ყველაზე მეტად დავჭირდებით და გამოვადგებით. მზად ვართ, გავემგზავროთ ქვეყანაში არსებულ... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

იუსტიციის სახლები და სანოტარო ბიუროები 1 აპრილამდე დახურულია

„ბევრმა მოქალაქემ დღეს დილით უკვე შეამჩნია, რომ დღეს იუსტიციის სამინისტროს გადაწყვეტილებით საქართველოში ყველა სანოტარო ბიურო დაიკეტა და ის დაკეტილი იქნება ხვალაც“, - თქვა იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა სახელმწიფო სერვისებთან დაკავშირებული შეზღუდვების შესახებ საუბრისას. როგორც წულუკიანმა თქვა, მას, როგორც მინისტრს, გაუჩნდა განცდა, რომ ზოგი სანოტარო ბიუროს საქმიანობა ეწინააღმდეგებოდა იმ რეკომენდაციებს, რომელიც უწყებათაშორისმა საბჭომ გასცა. „ბოლო დღეებში მქონდა შთაბეჭდილება, რომ ზოგ ნოტარიუსს... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

ხვალიდან მეტრო და ავტობუსებიც ჩერდება

საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, ხვალიდან, 31 მარტიდან საგანგებო მდგომარეობის დასრულებამდე (21 აპრილი) თბილისში მეტრო და ავტობუსებიც აღარ იმოძრავებს. ამის შესახებ სხდომის დასრულების შემდეგ საქართველოს პრემიერმა, გიორგი გახარიამ ბრიფინგზე განაცხადა. "სრულად იკრძალება ნებისმიერი ტიპის საზოგადოებრივი ტრანსპორტით (მათ შორის მეტროთი) გადაადგილება როგორც ქალაქებსა და მუნიციპალიტეტებს შიგნით, ისე - ქალაქებს შორის", - თქვა მან. მეტროსა და ავტობუსს შეზღუდვების დაწესებამდე რამდენიმე ასეული ათასი მგზავრი გადაჰყავდა. Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

ვიქტორ ორბანმა უფლებამოსილება გაიფართოვა, კორონავირუსის პანდემიის ფონზე

უნგრეთის პარლამენტმა დაამტკიცა კანონი, რომელიც მემარჯვენე პრემიერ-მინისტრ ვიქტორ ორბანს მნიშვნელოვნად უფართოებს უფლებამოსილებას, იმ ფონზე, როცა ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული კორონავირუსის პანდემიის გამო. კანონპროექტი, რომელსაც მიემხრო 137 დეპუტატი, ხოლო წინააღმდეგი იყო 53, მთავრობას უფლებას აძლევს, განუსაზღვრელი ვადით გაახანგრძლივოს საგანგებო მდგომარეობა და ამას აღარ დასჭირდეს პარლამენტის თანხმობა.   კანონპროექტს მწვავედ აკრიტიკებდნენ უფლებადამცველები, ევროკავშირი და გაერო, თუმცა ის იოლად დაამტკიცა ორბანის პარტია „ფიდესმა“... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

ჩაკეტილი ზონა - დღე მერვე

მარნეულის და ბოლნისის რაიონებში მკაცრი კარანტინის გამოცხადებიდან მერვე დღეს მარნეულის მერიასთან საპროტესტო აქცია გაიმართა - ამჯერად გარეთ სოციალურად დაუცველი მოსახლეობის ნაწილი გამოვიდა.

Radiotavisupleba.ge 

780 თანამშრომელი იცხოვრებს საპატიმროების შენობებსა და ტერიტორიაზე

სპეციალურ პენიტენციურ სამსახურში მიღებული ზომების შესახებ ილაპარაკა იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა. მისი თქმით, შერჩეულია 780 თანამშრომელი, რომლებიც სამსახურში, საპატიმროების ტერიტორიაზე გამოცხადდნენ 29 მარტს და „ისინი მომდევნო კვირების განმავლობაში აღარ წავლენ შინ“. „იმისთვის, რომ არც ჩვენ და არც პატიმრებს არ ჰქონდეთ იმის განცდა, რომ გარედან, რომელიმე ინსპექტორ-კონტროლიორი მოახდენს ვირუსის შეტანას შიგნით, ეს არის უჩვეულო, უპრეცედენტო ნაბიჯი, რაც გადადგა სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა. Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

მაია ცქიტიშვილი: კარანტინის პირობებში იმოქმედებს ტრანსპორტის გადაადგილების ორი რეჟიმი

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის, მაია ცქიტიშვილის თანახმად, საყოველთაო კარანტინის პირობებში საქართველოში ტრანსპორტის გადაადგილების ორი რეჟიმი იმოქმედებს. პირველი რეჟიმი 8-დან 21 საათამდე პერიოდს მოიცავს და გულისხმობს საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობის აკრძალვას. მინისტრის განმარტებით, ამ პერიოდის განმავლობაში ნებადართულია პირადი ავტომობილებით გადაადგილება და იმუშავებს ტაქსები. დღის ამ მონაკვეთში ასევე ნებადართულია იმ სპეციალური ტრანსპორტის მოძრაობა, რომელიც მოემსახურება... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

უკრაინის პარლამენტარებმა მეორე მცდელობით დაამტკიცეს ფინანსთა და ჯანდაცვის მინისტრები

უკრაინის პარლამენტმა, ვერხოვნა რადამ, მეორე მცდელობით დაამტკიცა ფინანსთა და ჯანდაცვის მინისტრები, მას შემდეგ, რაც 30 მარტს გამართულ პირველ კენჭისყრაზე ორივე კანდიდატურა ჩავარდა.  სერგეი მარჩენკო, რომელიც უწინ იყო ფინანსთა მინისტრის მოადგილე და პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მოადგილე ყოფილი ლიდერის, პეტრო პოროშენკოს დროს, პარლამენტარებმა დაამტკიცეს იგორ უმანსკის შემცვლელად. უმანსკიმ ფინანსთა მინისტრის პოსტზე სულ რამდენიმე კვირა იმუშავა.  ჯანდაცვის მინისტრის თანამდებობაზე პარლამენტმა დაამტკიცა ოდესის ყოფილი გუბერნატორი... Читать дальше...


Загородный банкет: разбираем тонкости, смотрим на лучшее

Эксперт Президентской академии в Санкт-Петербурге о суверенной финансовой системе в России

Международный День защиты детей вместе с LES Art Resort и КидБург

Процентов — максимум: «Выберу.ру» подготовил рейтинг лучших вкладов на полгода в мае 2024 года



Новости 24/7 DirectAdvert - доход для вашего сайта



Частные объявления в Вашем городе, в Вашем регионе и в России



Smi24.net — ежеминутные новости с ежедневным архивом. Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. "123 Новости" — абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. Smi24.net — облегчённая версия старейшего обозревателя новостей 123ru.net. Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть —онлайн с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии. Smi24.net — живые новости в живом эфире! Быстрый поиск от Smi24.net — это не только возможность первым узнать, но и преимущество сообщить срочные новости мгновенно на любом языке мира и быть услышанным тут же. В любую минуту Вы можете добавить свою новость - здесь.




Новости от наших партнёров в Вашем городе

Ria.city

Загородный банкет: разбираем тонкости, смотрим на лучшее

«СВЯТОЙ ЛЕНИН» легально изготавливает армии и спецслужбы. 6 серия. СЕРЬЁЗНЫЙ НОВОСТНОЙ СЕРИАЛ.

VK Fest 2024: Музыка и Развлечения на Открытых Площадках России

«СВЯТОЙ ЛЕНИН» спасает население от борьбы с перенаселением, 5 серия, СЕРЬЁЗНЫЙ НОВОСТНОЙ СЕРИАЛ.

Музыкальные новости

Благотворительный Вечер в «Геликон-Опера»: Искусство во Имя Добра

В Штабе «Единой России» детям рассказали о правилах безопасного отдыха

"СВЯТОЙ ЛЕНИН" раскрыл загадку В.В. Жириновского и В.Г. Мессинга. СЕНСАЦИОННЫЕ ДАННЫЕ!

Уссурийский ЛРЗ расширяет форматы промышленных экскурсий на предприятие

Новости России

Выгодно ли покупать квартиру в новостройке?

«СВЯТОЙ ЛЕНИН» легально изготавливает армии и спецслужбы. 6 серия. СЕРЬЁЗНЫЙ НОВОСТНОЙ СЕРИАЛ.

«СВЯТОЙ ЛЕНИН» спасает население от борьбы с перенаселением, 5 серия, СЕРЬЁЗНЫЙ НОВОСТНОЙ СЕРИАЛ.

«СВЯТОЙ ЛЕНИН» легально изготавливает армии и спецслужбы. 6 серия. СЕРЬЁЗНЫЙ НОВОСТНОЙ СЕРИАЛ.

Экология в России и мире

Компания ICDMC приняла участие в торжественном открытии выставки “Тульское качество”

Генералов много, а Норат Тер-Григорьянц один!

В Ставропольской психиатрической больнице начались мероприятия ко Дню защиты детей

Стильные образы на лето, в которых вы покорите окружающих

Спорт в России и мире

Повернення Калініної до топ-50 та втрачені позиції Світоліної. Оновлені тенісні рейтинги WTA та ATP

Кецманович отказался от борьбы в игре с Медведевым на "Ролан Гаррос"

Последний танец Надаля и юбка Сюзанн Ленглен: 6 важных фактов о «Ролан Гаррос»-2024

Белорусские теннисистки проведут стартовые встречи открытого чемпионата Франции

Moscow.media

Муруджинские озера

Прокуратура не будет требовать уничтожить “Вредные советы” Остера

В Челябинской области трансгендеру вынесен приговор за поджог военкомата

Выгодно ли покупать квартиру в новостройке?







Топ новостей на этот час

Rss.plus





СМИ24.net — правдивые новости, непрерывно 24/7 на русском языке с ежеминутным обновлением *