Мы в Telegram
Добавить новость
Новости сегодня

Новости от TheMoneytizer


Март
2020

Новости за 29.03.2020

Radiotavisupleba.ge 

30 მარტიდან მოსკოვში ახალი გამკაცრებული საკარანტინო ზომები ამოქმედდება

მოსკოვის ხელისულფება 30 მარტიდან შემოიღებს ახალ გამკაცრებულ საკარანტინო ზომებს, რომელთა მიზანია კორონავირუსის გავრცელების წინააღმდეგ ბრძოლა. ამის შესახებ ქალაქის მერმა, სერგეი სობიანინმა განაცხადა. მოსკოველებს სახლებიდან გასვლა შეეძლებათ უახლოეს სასურსათო მაღაზიებსა და აფთიაქებში სურსათისა და მედიკამენტების საყიდლად, გადაუდებელი სამედიცინო დახმარების მისაღებად, ძაღლის გასასეირნებლად ან ნაგვის გასატანად. ვისაც სამსახურში სიარული ევალება, ასევე შეეძლება სახლის დატოვება. უახლოეს დღეებში ხელისუფლება შემოიღებს საგანგებო საშვებს. Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

COVID-19-ით გარდაცვლილთა რიცხვმა მსოფლიოში 30 ათასს გადააჭარბა - რა არ უნდა გამოგრჩეს 30 მარტს

საქართველოში ახალი კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტების რაოდენობა      90-ს გადასცდა.

Radiotavisupleba.ge 

შუქი წავიდა

„შუქი მოვიდა" ... „შუქი წავიდა" - რას ვაკეთებდით სიბნელეში? გადავხედოთ არქივებს თვითიზოლაციაში. რა შეიცვალა 90-იანი წლების შემდეგ? როგორ ვურთიერთობთ განსაცდელთან?

Radiotavisupleba.ge 

თავი მოიკლა გერმანიის ჰესენის მხარის ფინანსთა მინისტრმა თომას შეფერმა

გერმანიის ჰესენის მხარის ფინანსთა მინისტრმა თომას შეფერმა სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. 54 წლის პოლიტიკოსის გვამი შაბათს იპოვეს ჩქაროსნულ სარკინიგზო ლიანდაგზე. შეფერი იყო ანგელა მერკელის მმართველი პარტიის, ქრისტიანულ-დემოკრატიული კავშირის წევრი. როგორც ვარაუდობდნენ, ის ჰესენის პრემიერ-მინისტრის პოსტზე შეცვლიდა ფოლკერ ბაფიეს, თუკი ეს უკანასკნელი აღარ იყრიდა კენჭს 2023 წლის ადგილობრივ არჩევნებში. თავად ბაფიეს თქმით, შეფერი იყო პოლიტიკოსი, რომელიც განსაკუთრებით დააკლდა ქვეყანას ახლა, კორონავირუსთან დაკავშირებული კრიზისის დროს. Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

ეზუგბაია: კორონავირუსით ინფიცირებული 91-ე პაციენტის ინფიცირების წყარო ინგლისშია

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, კორონავირუსით ინფიცირებული 91-ე პაციენტის დაინფიცირების წყარო ცნობილია და ეს შემთხვევა ინგლისში მოგზაურობას უკავშირდება. როგორც მან დღეს ჟურნალისტებს განუცხადა, ამჟამად ინფიცირებული პაციენტის კონტაქტების მოძიება მიმდინარეობს. “ცენტრში დილით ჩატარდა დაახლოებით 10 პაციენტზე ტესტირება და ერთ პაციენტზე პასუხი დადებითი იყო, დანარჩენზე - უარყოფითი. ანუ სულ 91 პაციენტია, აქედან 47 არის ჩვენს ცენტრში დადასტურებული,... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

აშშ-ის მთავრობის ექსპერტი: COVID-19-ს შეიძლება 200 ათასამდე ამერიკელი ემსხვერპლოს

აშშ-ში კორონავირუსით სიკვდილიანობამ 200 ათასს შეიძლება მიაღწიოს, ინფიცირებულთა რიცხვმა კი - მილიონებს. ასეთი განცხადება გააკეთა კვირას აშშ-ის მთავრობის მთავარმა ექსპერტმა ინფექციონისტმა მაშინ, როცა, როიტერის ცნობით, ნიუ-იორკში, ნიუ-ორლეანსა და სხვა დიდ ქალაქებში სამედიცინო პრეპარატებით მომარაგების პრობლემები შეინიშნება. ალერგიისა და ინფექციური დაავადებების ეროვნული ინსტიტუტის დირექტორმა, დოქტორმა ენტონი ფაუჩიმ ეს განცხადება დღეს გააკეთა CNN-ის ეთერში. მისი თქმით, პანდემიას აშშ-ში შესაძლოა 100 ათასიდან 200 ათასამდე სიცოცხლე ემსხვერპლოს. Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

რუსეთში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვმა 1500-ს გადააჭარბა

რუსეთში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვმა 1500-ს გადააჭარბა. უკანასკნელი დღე-ღამის განმავლობაში გამოვლენილია 270 ახალი შემთხვევა, მთლიანად რუსეთში გარდაცვლილია რვა ადამიანი, - იტყობინებიან ქვეყნის ჯანდაცვის ორგანოები. რუსეთის მთავრობამ გამოაცხადა, რომ 30 მარტიდან საზღვრების ჩაკეტვას აპირებს. აკრძალვა სხვათა შორის არ გავრცელდება რუსეთის დიპლომატებსა და სატვირთო ავტომობილების მძღოლებზე. დაავადების ახალი შემთხვევების უდიდესი ნაწილი - 197 - დაფიქსირებულია მოსკოვში, სადაც მთლიანობაში, ოფიციალური მონაცემებით, 1000 შემთხვევაა დადასტურებული. Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

ირანში კორონავირუსის შედეგად გარდაცვლილთა რიცხვმა 2640-ს მიაღწია

ირანში კორონავირუსის შედეგად გარდაცვლილთა რიცხვმა 2640-ს მიაღწია. პრეზიდენტმა ჰასან როჰანიმ განაცხადა, რომ ვირუსის გავრცელებასთან ბრძოლის განპირობებული „ცხოვრების ახალი წესი“, როგორც ჩანს, გაგრძელდება. პანდემიის თვალსაზრისით ირანში ერთ-ერთი ყველაზე მძიმე ვითარებაა მსოფლიოს მასშტაბით. მით უმეტეს, რომ ექსპერტები ოფიციალურ მონაცემებსაც ეჭვქვეშ აყენებენ და უარეს სურათს ვარაუდობენ. ირანის ჯანდაცვის მინისტრის მრჩეველმა ალირეზა ვაჰაბზადემ 29 მარტს განაცხადა, რომ ქვეყანაში COVID-19-ით გარდაცვლილთა რიცხვმა 2640-ს მიაღწია, ინფიცირებულია 38309. Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

ჟურნალისტური ეთიკის ქარტია: ჟურნალისტების დანიშნულება სწორედ მწვავე და კრიტიკული კითხვების დასმაა

მოვუწოდებთ ხელისუფლებას და ყველა პირს, პატივი სცენ საზოგადოებას და უპასუხონ ჟურნალისტების დასმულ კითხვებს - წერია ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის მიერ 29 მარტს გამოქვეყნებულ განცხადებაში. ქარტია ეხმაურება ჟურნალისტების მიმართ შეურაცხყოფასა და უსაფუძვლო კრიტიკას, რომელიც „TV პირველის“ ეთერში გასულ ორ ინტერვიუს მოჰყვა. | „2020 წლის 28 მარტს, TV პირველის გადაცემა ,,დღის ამბებში” ამირან გამყრელიძესა და პაატა იმნაძესთან ინტერვიუების დროს დასმული კითხვების გამო, ჟურნალისტები საზოგადოების ერთი ნაწილის მხრიდან... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

სალომე ზურაბიშვილი: ვიწყებთ ბრძოლის ახალ ეტაპს, - ყველანი შემართებითა და სიფრთხილით უნდა ვიყოთ

საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი მარნეულის მუნიციპალიტეტის შესასვლელთან განთავსებულ გამშვებ პუნქტთან იმყოფებოდა. მან მადლობა გადაუხადა ჯანდაცვის, შინაგან საქმეთა სამინისტროსა და საქართველოს თავდაცვის ძალების წარმომადგენლებს. სალომე ზურაბიშვილის თქმით, საქართველოს მასშტაბით მოქალაქეები ერთნაირად არიან დაცული და კორონავირუსთან ბრძოლის ახალ ფაზაში, მოქალაქეებს მეტი პასუხისმგებლობა მოეთხოვებათ. „ქვეყნის ყველა რეგიონში ყველა მოქალაქე ერთნაირადაა დაცული. აქ ძალიან ბევრი სინჯი ჩატარდა. ეს კი იმას ნიშნავს... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

ანდრია ჯაღმაიძე: თუ იქნება უფრო მკაცრი რეკომენდაციები, სინოდი იმსჯელებს

საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელის, ანდრია ჯაღმაიძის თქმით, კორონავირუსთან დაკავშირებული რეკომენდაციები თითქმის ყველა ეკლესიაში სრულდება. დამატებითი შეზღუდვების განსახილველად კი სინოდის შეკრება გახდება საჭირო. „გვითხრეს - 2 მეტრი დაიცავით (დისტანცია შიგნით) და გარეთ - 1,5 მეტრი... ნიშნულები გავაკეთეთ და თითქმის ყველა ტაძარში გაითვალისწინეს ეს. თუ რაიმე სხვა რეკომენდაციები იქნება, კიდევ უფრო მკაცრი, ისევ მღვდელმთავრები უნდა შეიკრიბონ და ითათბირონ ამაზე... სინოდის შეკრება არ არის ლიმიტირებული. Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

მსოფლიოში კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვმა 30 ათასს გადააჭარბა

მსოფლიოში კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვმა 30 ათასს გადააჭარბა. შემთხვევათა ორი მესამედი ევროპაშია რეგისტრირებული. 29 მარტს ესპანეთმა, სადაც ერთ-ერთი ყველაზე მძიმე ვითარებაა პანდემიის თვალსაზრისით, განაცხადა, რომ უკანასკნელ დღე-ღამეში 829 ადამიანი გარდაიცვალა, რის შედეგადაც ლეტალური შემთხვევების საერთო რაოდენობამ 6528-ს მიაღწია. ესპანეთის ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, ინფიცირებულთა რაოდენობა 24 საათში 72248-დან 78797-მდე გაიზარდა. სიკვდილიანობის თვალსაზრისით ესპანეთი ჩამორჩება მხოლოდ იტალიას... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

ინფორმაციით მანიპულაციის ქრესტომათიული მაგალითები COVID19-თან ბრძოლის ველიდან

ყველა ქართველისა და, დარწმუნებული ვარ, დედამიწის ყოველი მცხოვრების ყოველდღიური რუტინის ნაწილი გახდა COVID 19-ის რუკის რეგულარული შემოწმება, ახალი დაავადებულების რაოდენობის გაცნობა და გარდაცვლილებზე დარდი.

Radiotavisupleba.ge 

თავდაცვის სამინისტროს 6-დან 2 თანამშრომელს პნევმონია აქვს

თავდაცვის სამინისტროს ექვსი თანამშრომლიდან ორს პნევმონია აღენიშნება, ხოლო დანარჩენების მდგომარეობა შედარებით მსუბუქია - აცხადებს გორის სამხედრო ჰოსპიტლის დირექტორი, დავით ბარლიანი. თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, კორონავირუსით ინფიცირებული ექვსი პირი ეროვნული გვარდიის სამოქალაქო ოფისის დასუფთავების სამსახურის თანამშრომელია. „ამ ეტაპზე ჩვენთან არის 9 დადასტურებული (შემთხვევა). აქედან წუხელ შემოვიდა 6 დადასტურებული შემთხვევა. ისინი არიან ეროვნული გვარდიის დასუფთავების სამსახურიდან. ორ მათგანს... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

რუსეთი: პატრიარქმა კირილემ მორწმუნეებს მოუწოდა, თავი შეიკავონ ეკლესიებში სიარულისგან

მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქმა კირილემ მორწმუნეებს მოუწოდა, თავი შეიკავონ ეკლესიებში სიარულისგან და სახლში ილოცონ. რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის წინამძღოლის მოწოდების შესახებ ინფორმაციას რია ნოვოსტი ავრცელებს. მან ხალხს ასევე მოუწოდა, შეასრულოს ყველა მოთხოვნა, რაც ხელისუფლებამ წამოაყენა კორონავირუსის გავრცელებასთან ბრძოლის თაობაზე. „მე ამას არასოდეს ვიტყოდი, რომ არა საოცარი, წმინდა მაგალითი ღირსი მარიამ ეგვიპტელისა“, თქვა პატრიარქმა მოსკოვში, მაცხოვრის ტაძარში ქადაგებისას. ქრისტიანული გადმოცემით... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

კორონავირუსით გარდაიცვალა ესპანეთის სამეფო დინასტიის წარმომადგენელი პრინცესა მარია ტერეზა

პარიზში კორონავირუსით გარდაიცვალა ესპანეთის მეფე ფელიპე VI-ის ბიძაშვილი, 86 წლის პრინცესა მარია ტერეზა. ეს ევროპის სამეფო დინასტიათა შორის COVID-19-ის შედეგად სიკვდილის პირველი შემთხვევაა. მარია ტერეზას „წითელ პრინცესას“ უწოდებდნენ „სოციალისტური მონარქიის“ იდეების ერთგულებისთვის. ის კარლისტების მონარქისტულ პარტიას უჭერდა მხარს და ამავე დროს კაპიტალიზმს აკრიტიკებდა. ამჟამად კორონავირუსით ინფიცირებულია სამეფო დინასტიების ორი წარმომადგენელი: ბრიტანეთის ტახტის მემკვიდრე პრინცი ჩარლზი და მონაკოს მმართველი თავადი ალბერ II. Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

სომხეთში COVID-19-ს ორი ადამიანი ემსხვერპლა, საერთო რაოდენობა სამამდე გაიზარდა

სომხეთი იტყობინება კორონავირუსით ინფიცირებული კიდევ ორი პაციენტის გარდაცვალების შესახებ. მთლიანობაში სომხეთში COVID-19-ით დაავადების შედეგად სამი ადამიანი გარდაიცვალა. სომხეთის ჯანდაცვის სამინისტრომ 29 მარტს გამოაცხადა, რომ დაავადებულთა საერთო რიცხვმა 424-ს მიაღწია. ჯანდაცვის მინისტრმა არსენ ტოროსიანმა წუხელ ფეისბუკში დაწერა, რომ ერევნის ინფექციურ საავადმყოფოში ორი ადამიანი გარდაიცვალა. „გარდაცვლილები არიან 55 წლის ქალი და 73 წლის მამაკაცი, რომლებსაც ახალი კორონავირუსი სხვა ქრონიკულ დაავადებებთან ერთად ჰქონდათ“, - წერს ტოროსიანი. Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

ირაკლი ჩიროვანი: "სამეგრელოს ტერიტორიაზე იზღუდება საზოგადოებრივი ტრანსპორტის გადაადგილება"

"სამეგრელოს რეგიონში საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში დაწესებული შეზღუდვების აღსრულება გამკაცრდა, მათ შორის იზღუდება საზოგადოებრივი ტრანსპორტის გადაადგილება"  - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრის პრესსპიკერმა ირაკლი ჩიქოვანმა საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა. ირაკლი ჩიქოვანის განმარტებით, ეს არის ერთადერთი დამატება საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში უკვე მოქმედ შეზღუდვებზე სხვა რეგიონებთან მიმართებით. „დადგება დამატებით ბლოკ-პოსტები რეგიონის,  შესასვლელებში, გაძლიერებუი საპოლიციო ძალები, ანუ... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

მეუფე შიომ საკვირაო ქადაგების შემდეგ კორონავირუსის გავრცელების მიზეზებზე ილაპარაკა

„ჩვილთა მკვლელობა, აბორტები, როგორიც არის სოდომიის გამოცხადება ნორმალურ მდგომარეობად და ა.შ. და ა.შ. ხომ არ არის დრო, რომ დავფიქრდეთ, ეს ხომ არ არის მიზეზი ასეთი ტოტალური გავრცელებისა ამ ვირუსისა. იცით, რატომ გეუბნებით ამ ყველაფერს?“ - ასე გამოეხმაურა საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მოსაყდრე მეუფე შიო მსოფლიოში კორონავირუსის გავრცელებას. მან სამების საკათედრო ტაძარში საკვირაო წირვის დასრულების შემდეგ ვირუსის გავრცელების მიზეზებზე ისაუბრა. თქვა, რომ ამ მოვლენას ორი ახსნა აქვს - ფიზიოლოგიური და სულიერი. Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

ტურძელაძე: „გუშინ გაგზავნილი 16 ტესტიდან არცერთი არ დადასტურდა. 2 პაციენტი მართვით სუნთქვაზეა“

თბილისის პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის კლინიკური დირექტორის, ლალი ტურძელაძის თანახმად, მათ კლინიკაში ახალი კორონავირუსით დაინფიცირებული 15 პაციენტი მკურნალობს, რომელთაგან 2-ის მდგომარეობა მძიმეა და რეანიმაციულ განყოფილებაში იმყოფებიან. თუმცა, იმის გათვალისწინებით, რომ მათ შენარჩუნებული აქვთ სასიცოცხლო ფუნქციები, ტურძელაძე მათი გამოჯანმრთელების იმედს გამოთქვამს. მან ისაუბრა ბოლნისიდან ჩამოყვანილ პაციენტზეც: „რაც შეეხება ბოლნისიდან ჩამოყვანილ მეთხუთმეტე პაციენტს, მას აქვს ორმხრივი პნევმონია, მძიმე მდგომარეობა აქვს... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

თავდაცვის სამინისტროს 6 თანამშრომელის ინფიცირების პირველწყაროს დადგენა მიმდინარეობს

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს კლინიკური დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, კორონავირუსით დაავადებული თავდაცვის სამინისტროს 6 თანამშრომლის, კონტაქტებისა და ვირუსის პირველწყაროს მოძიება მიმდინარეობს. მისი თქმით პაციენტების მდგომარეობა მძიმე არ არის. "თავდაპირველად იყო ერთი პაციენტი და დაემატა ხუთი. ამ ერთზე დადასტურებული იყო ვირუსი. არც ერთი არ არის სამხედრო პირი. ექვსივე არის სამოქალაქო. ეს არის ჯგუფი, რომელსაც სამსახურებრივი რაღაც დამოკიდებულება აქვთ. ეს კონტაქტებია, მაგრამ პირველწყაროს მოძიება ჯერ მიმდინარეობს. Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

მარინა ეზუგბაია: "ინფექციური საავადმყოფოს 2 პაციენტი დღეს დატოვებს კლინიკას"

"დილის მონაცემებით ქვეყანაში დადასტურებული შემთხვევები გვაქვს 90. გუშინდელი დღის მერე დაგვემატა 5. აქედან ჩვენს ცენტრში არცერთი არ არის დადასტურებული. გუშინ ორ ეტაპად გაკეთდა 14 პაციენტზე ტესტი და იყო უარყოფითი." - აღნიშნა ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა მარინა ეზუგბაიამ. მისი თქმით, დღეს ინფექციური საავადმყოფოს 2 პაციენტი დღეს დატოვებს კლინიკას. ამ მონაცემით, ჯამში საქართველოში, ახალი კორონავირუსისგან 18 გამოჯანმრთელებული პაციენტი ფიქსირდება.  "გაგიხარდებათ და გეტყვით, რომ ჩვენ კლინიკაში გამოჯანმრთელებული 17 პაციენტიდან... Читать дальше...


Парламент Великобритании прекратил работу в связи с проведением 4 июля выборов

Сергунина рассказала о программе ВДНХ ко Дню защиты детей

Дорожники заплатят владельцу машины, попавшей в выбоину, почти два миллиона

Два ребенка погибли при пожаре в частном доме в подмосковном Чехове



Новости 24/7 DirectAdvert - доход для вашего сайта



Частные объявления в Вашем городе, в Вашем регионе и в России



Smi24.net — ежеминутные новости с ежедневным архивом. Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. "123 Новости" — абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. Smi24.net — облегчённая версия старейшего обозревателя новостей 123ru.net. Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть —онлайн с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии. Smi24.net — живые новости в живом эфире! Быстрый поиск от Smi24.net — это не только возможность первым узнать, но и преимущество сообщить срочные новости мгновенно на любом языке мира и быть услышанным тут же. В любую минуту Вы можете добавить свою новость - здесь.




Новости от наших партнёров в Вашем городе

Ria.city

Эксперт Факира объяснил, почему в Москве и области стали покупать меньшие участки земли

Горящее в Москве здание обрушилось на площади 1,5 тыс. кв. метров

Все включено: парковки, детские площадки и другие плюсы для участников реновации

Амбициозные проекты оживают

Музыкальные новости

Выставка-предупреждение «Пожарная безопасность», В рамках Федеральной информационной противопожарной кампании «Останови огонь».

Концерты оркестра Бутмана посмотрели более 50 миллионов китайцев

«СВЯТОЙ ЛЕНИН» спасает население от борьбы с перенаселением, 2 серия, СЕРЬЁЗНЫЙ НОВОСТНОЙ СЕРИАЛ.

Олег Рой и Дарья Донцова высказались о необходимости масштабирования опыта Башкортостана в проведении книжных фестивалей

Новости России

Лавров: Россия и Китай относятся друг к другу как к приоритетным партнерам

Амбициозные проекты оживают

Горящее в Москве здание обрушилось на площади 1,5 тыс. кв. метров

VK запускает стажировку для школьников ко Дню защиты детей

Экология в России и мире

Любимый россиянами курорт с белоснежными пляжами готовится запустить прямые рейсы в Россию, чтобы снизить цены на туры

Ярко и стильно: самые интересные цветовые сочетания на лето

Всеармянский союз «Гардман-Ширван-Нахиджеван» осуждает лживое заявление президента Азербайджана Алиева

Стильные образы на лето, в которых вы покорите окружающих

Спорт в России и мире

Арина Соболенко повторила уникальное достижение Азаренко на турнирах «Большого шлема»

Российский теннисист Сафиуллин опустился на две позиции в рейтинге ATP

Рыбакина, Путинцева и Бублик стартуют на Ролан Гаррос. Кто в соперниках и чего ждать?

Кецманович отказался от борьбы в игре с Медведевым на "Ролан Гаррос"

Moscow.media

В Челябинской области трансгендеру вынесен приговор за поджог военкомата

Терминал сбора данных (ТСД) промышленного класса SAOTRON RT42G

Портативный ТСД корпоративного класса Saotron RT-T70

Рождественское утро...







Топ новостей на этот час

Rss.plus





СМИ24.net — правдивые новости, непрерывно 24/7 на русском языке с ежеминутным обновлением *