Мы в Telegram
Добавить новость
Новости сегодня

Новости от TheMoneytizer


Июнь
2020

Новости за 09.06.2020

Radiotavisupleba.ge 

ჰიუსტონში მიმდინარეობს ჯორჯ ფლოიდის პანაშვიდი. ჭირისუფალს მიმართა ჯო ბაიდენმა

ჰიუსტონის ეკლესიაში მიმდინარეობს აფრიკელ-ამერიკელ ჯორჯ ფლოიდის პანაშვიდი, რომელზეც სიტყვებით გამოვიდნენ პოლიტიკოსები და სხვადასხვა რელიგიური ორგანიზაციების ლიდერები. ვიდეკონფერენციის სახით ეკლესიაში მყოფ ფლოიდის ოჯახის წვერებს, მეგობრებსა და ნათესავებს, დაახლოებით 500-ს ადამიანს, სიტყვით მიმართა აშშ-ის ყოფილმა ვიცე-პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა, რომელიც ნოემბრის საპრეზიდენტო არჩევნებში პრეზიდენტ დონალდ ტრამპს დაუპირისპირდება როგორც დემოკრატიული პარტიის ერთიანი კანდიდატი. ჯო ბაიდენის თქმით, ჯორჯ ფლოიდის... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

"63% ფიქრობს, რომ თანამდებობის პირები ბოროტად იყენებენ თანამდებობას. აქ საინტერესოა, რომ 2013 წელს ასე ფიქრობდა გამოკითხულების მხოლოდ 12%"

„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ უფროსი ანალიტიკოსი, სანდრო ქევხიშვილი რადიო თავისუფლების ეთერში ამბობს, რომ გამოკითხვამ საზოგადოების მიერ კორუფციის პრობლემის აღქმის მხრივ მნიშვნელოვნად გაუარესებული სურათი აჩვენა:

Radiotavisupleba.ge 

რას ნიშნავს აშშ-ში პოლიციისთვის დაფინანსების შემცირება?

პოლიციის მიერ დაკავების შედეგად 46 აფრიკელი ამერიკელის, ჯორჯ ფლოიდის სიკვდილმა აშშ-ში მთელ რიგ პროცესებს მისცა დასაბამი - მათ შორის მოთხოვნებს პოლიციის რეფორმირების შესახებ.

Radiotavisupleba.ge 

პუტინმა მერკელს უთხრა, რომ კიევმა პირდაპირი დიალოგი უნდა აწარმოოს დონბასთან და ლუგანსკთან

9 ივნისს გერმანიის კანცლერის ინიციატივით გამართა სატელეფონო საუბარი ანგელა მერკელსა და ვლადიმირ პუტინს შორის, რომელზეც, კრემლის ინფორმაციით, ერთ-ერთი მთავარი საკითხი იყო დონბასში მიმდინარე შეიარაღებული კონფლიქტი, რომელსაც მოსკოვი „უკრაინის შიდა კონფლიქტს“ უწოდებს.   „გამოითქვა შეშფოთება, რომ არ არსებობს პროგრესი მინსკის 2015 წლის შეთანხმებისა და პარიზის 2019 წლის სამიტის შედეგებიდან გამომდინარე „ნორმანდიის ოთხეულის“ გადაწყვეტილებების რეალიზების შესრულების მხრივ“, - ნათქვამია კრემლის საიტზე ამ... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

ოპოზიციური ველის განლაგება წინასაარჩევნოდ - რა არ უნდა გამოგრჩეს 10 ივნისს

ზოგი ათანხმებს, ზოგი აფუძნებს, ზოგი გადადის, ზოგიც ჯერ ფიქრობს - ოპოზიცია არჩევნებისთვის საპარლამენტო არჩევნებამდე 5 თვეზე ნაკლები რჩება. ოპოზიციური სპექტრი სხვადასხვა სახისა და სირთულის ამოცანებს ეჭიდება: „ნაციონალურმა მოძრაობამ“ საარჩევნო კამპანია დაიწყო, მაჟორიტარების საკითხზე მსჯელობას განაგრძობს ოპოზიციური ერთობის დარჩენილი ნაწილი, იქმნება ახალი პარტიები და მიმდინარეობს გადაჯგუფების პროცესიც. მას შემდეგ, რაც თბილისის 8 მაჟორიტარული ოლქიდან 6 ოპოზიციური ერთობის სხვა ძალებს დაუთმო, „ნაციონალური... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

გიორგი კვირიკაშვილი: ერთპიროვნული მმართველობა არსად არაა დადებითი, უნდა იყოს აზრთა სხვადასხვაობა

საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის, გიორგი კვირიკაშვილის თქმით, ერთპიროვნული მმართველობა არ ამართლებს და უნდა იყოს აზრთა სხვადასხვაობა. მან კოალიციურ მთავრობაზე, მოქმედ და წინა ხელისუფლებაზე "TV პირველთან" ისაუბრა. "ერთპიროვნული მმართველობა არსად არაა დადებითი, უნდა მოხდეს რაიმე ისეთი, რომელიც აზრთა სხვადასხვაობას შექმნის. ძალიან სწორი იქნება თუ იქმნება ისეთი კოალიცია, სადაც განსხვავებული აზრი, აზრთა ჭიდილი იქნება. მე მგონია, რომ ოცნება არ დატოვებს პოლიტიკურ ველს და არ გაქრება, არც უნდა გაქრეს იმიტომ... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

ყირგიზეთის ყოფილ პრემიერ-მინისტრს 18 წლით პატიმრობა შეეფარდა

ბიშკეკის სასამართლომ 9 ივნისს 18 წლით პატიმრობა მიუსაჯა ყირგიზეთის ყოფილ პრემიერ-მინისტრ საფარ ისაკოვს დედაქალაქის ისტორიული მუზეუმის რემონტისა და ჩოლპონ-აპეს იპოდრომის მშენებლობის თანხების გაფლანგვის საქმეზე.   რადიო თავისუფლების ყირგიზეთის სამსახურის ცნობით, მოსამართლემ პროცესის დასრულების შემდეგ განაცხადა, რომ ყოფილ პრემიერ-მინისტრის სასჯელის ათვლა დაიწყება 2018 წლის 5 ივნისიდან, როდესაც ისაკოვი სამართალდამცველებმა პატიმრობაში აიყვანეს.   სასამართლომ ყოფილ პრემიერ-მინისტრს დააკისრა ასევე ფულადი ჯარიმის... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

საერთაშორისო პრესა ანტირასისტულ გამოსვლებზე: უნდა დავიცვათ კოლონიური ძალაუფლების სიმბოლოები?

რასიზმისა და საპოლიციო სისასტიკის წინააღმდეგ მსოფლიოში მიმდინარე საპროტესტო აქციების ფონზე, ინგლისის ქალაქ ბრისტოლში დემონსტრანტებმა ჩამოაგდეს ბრიტანელი მონებით მოვაჭრის, ედვარდ კოლსტონის, ძეგლი და ის მდინარე ევონში ჩააგდეს.

Radiotavisupleba.ge 

გორში სტიქიის შედეგად კორპუსზე ახდილი სახურავის ხარჯებს მერია ფარავს

გორში, სტალინის ქუჩაზე 3 ივნისს მომხდარი სტიქიის შედეგად გადახდილი სახურავის აღდგენის სამუშაოს ადგილობრივი მუნიციპალიტეტი დააფინანსებს. ამისთვის შპს მოურავთან 10,7 ათასი ლარის ღირებულების ხელშეკრულების დადება იგეგმება. გორის მერია ახლა შესყიდვების სააგენტოსგან ელოდება თანხმობას. გასულ კვირას ძლიერმა ქარმა გორში ერთ საცხოვრებელ კორპუსს სახურავი ახადა. თუნუქის მასალა ქალაქის ცენტრალურ, სტალინის გამზირზე გადმოვარდა. მომხდარის შედეგად არავინ დაშავებულა. ბოლოს კორპუსის სახურავი 2 წლის წინ შეკეთდა და ის... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

აზერბაიჯანმა 1 ივლისამდე გააგრძელა საგანგებო საკარანტინო რეჟიმი

აზერბაიჯანის ხელისუფლებამ გადაწყვიტა 1 ივლისამდე გააგრძელოს საგანგებო საკარანტინო რეჟიმი, რომელიც ქვეყანაში კორონავირუსის ეპიდემიის გამო აპრილის დასაწყისიდან მოქმედებს.   აზერბაიჯანის მინისტრთა კაბინეტის ოპერატიული შტაბის ცნობით ასეთი გადაწყვეტილება განაპირობა COVID-19-თან დაკავშირებით ქვეყანაშ შექმნილმა რთულმა სანიტარულ-ეპიდემიოლოგიურმა ვითარებამ.   ბოლო მონაცემებით აზერბაიჯანში კორონავირუსი აღმოაჩნდა 7500 ადამიანს, ეპიდემიის განმავლობაში გარდაიცვალა 88 პაციენტი. 9 ივნისს გავრცელდა ცნობა... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

აჭარის მთავრობის თავმჯდომარის ანგარიში პროტესტისა და ხმაურის ფონზე

აჭარის საკანონმდებლო ორგანოსთან გარემოვაჭრეებმა გასაყიდი ნივთები გამოფინეს და ბათუმის ქუჩებში თავისუფალი ვაჭრობის ნებართვა მოითხოვეს.

Radiotavisupleba.ge 

ოქრუაშვილის თქმით, თბილისში მაჟორიტარ კანდიდატებად ხოშტარია და ელისაშვილი განიხილებიან

"გამარჯვებული საქართველოს" დამფუძნებელი, ირაკლი ოქრუაშვილი აცხადებს, რომ ოპოზიციურ ერთობაში თბილისში მაჟორიტარ კანდიდატებად ელენე ხოშტარია და ალეკო ელისაშვილი განიხილებიან. ამის შესახებ მან TV პირველის ეთერში განაცხადა. "ეს ადამიანები თუ გადაწყვეტენ, რომ თბილისში კენჭი იყარონ, მე ჩემს ერთ ხმას, ჩემს მოწადინებას, უპირობოდ დავუჭერ მხარს. ჯერ არ არის გადაწყვეტილი [მათი საკითხი]", - თქვა ოქრუაშვილმა. მანვე აღნიშნა, რომ თბილისში დარჩენილ 6 მაჟორიტარულ ოლქში 7 კანდიდატი განიხილებოდა, მათ შორის ისიც, თუმცა აღარ ჩაერთვება ამ საკითხში. Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

შეიძლებოდა თუ არა ფიჭვების გადარჩენა

საქართველოში ფიჭვები მასობრივად ხმება, განსაკუთრებით ქალაქებში. შეიძლებოდა თუ არა საქმე აქამდე არ მისულიყო? ამ კითხვაზე ექსპერტების პასუხი არაერთგვაროვანია. თბილისში გამხმარი ფიჭვების მოჭრა დაიწყეს. ფერდობებზე ხეები ერთმანეთის მიყოლებით იკაფება. იქ, სადაც ფიჭვის ტყეა, პრობლემის მასშტაბიც ნათლად ჩანს: მთელი ტყე გაყვითლებული და გადამხმარია. მატლები, რომლებიც ფიჭვებს ახმობენ, დიდი მებაღე და პატარა მებაღეა, სხვანაირად მათ ლაფანჭამიასაც ეძახიან. საველე მეგზურში, რომელიც GLOBAL ENVIRONMENTAL FACILITY-მ და UNDP-მ მოამზადეს... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

საქართველოს საფეხბურთო კლუბების არც ერთ წევრს კორონავირუსი არ აღმოაჩნდა

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის გენერალური მდივნის, დავით მუჯირის განცხადებით, დასრულდა ეროვნული ლიგის კლუბების წევრთა პირველადი ტესტირება COVID-19-ზე და ვირუსის არც ერთი შემთხვევა არ დაფიქსირებულა. „ეროვნული ლიგის ფეხბურთელებს, მწვრთნელებსა და კლუბების პერსონალს პირველადი ტესტირება 1-7 ივნისს ჩაუტარდათ და საბედნიეროდ, კორონავირუსი არავის დაუდასტურდა. ახლა გუნდები ორკვირიან შეკრებაზე გადავლენ, რომელსაც იზოლირებულად გაივლიან. შემდეგ, განმეორებითი ტესტირება ჩატარდება. 25 ივნისიდან კი ჩემპიონატი განახლდება“ - თქვა მუჯირმა დღეს... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

ყირგიზეთი აპირებს გაუზარდოს არენდის გადასახადი რუსეთს კანტის საავიაციო ბაზისთვის

ყირგიზეთის პარლამენტის სამმა - თავდაცვის, საგარეო საქმეთა და უშიშროების კომიტეტებმა 9 ივნისს მხარი დაუჭირეს კანონპროექტს, რომელიც რუსეთისათვის კანტის საავიაციო ბაზის 15 წლის ვადით დროებით სარგებლობაში გადაცემის შესახებ შეთანხმებაში გარკვეულ ცვლილებას ითვალისწინებს.   რადიო თავისუფლების ყირგიზული სამსახურის ცნობით, თუ საკანონმდებლო ცვლილება ძალაში შევა რუსეთს მოუწევს ყოველწიურად გადაიხადოს დამატებით 291 ათასი დოლარი. არსებული ხელშეკრულების გადახედვის და არენდის საფასურის გაზრდის საკითხი დღის წესრიგში მას შემდეგ დადგა... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

ცხინვალთან ახლოს აღმოჩენილი ნეშტები და წითელი ჯვრის ინტერესი იდენტიფიკაციის პროცესში

სააგენტო „რესის“ინფორმაციით, ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში, სოფელ ტბეთის მცხოვრებმა სასოფლო-სამეურნეო სამუშაოების ჩატარების დროს სამი ნეშტი იპოვა - მიწის დამუშავებისას ძვლების ფრაგმენტები აღმოაჩინა და დე ფაქტო შინაგან საქმეთა სამინისტროს აცნობა. ადგილზე დე ფაქტო შინაგან საქმეთა სამინისტროსა და პროკურატურის წარმომადგენლები მივიდნენ და სამარხიდან უცნობ პირთა ნეშტები ამოიღეს. სამართალდამცავებმა უნდა დაადგინონ დაღუპულთა ვინაობა და მათი დაღუპვის გარემოებები. სააგენტო „რესი“ ადგილიდან ფოტოებსაც ავრცელებს. Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

საზოგადოებრივი მაუწყებელი ახალი შენობის სამშენებლო სამუშაოებისთვის 46,8 მლნ-ის ტენდერს აცხადებს

საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებელი ახალი შენობის კონსტრუქციული და არქიტექტურული სამუშაოებისთვის ტენდერს აცხადებს. ამისთვის 46 755 039 ლარია გამოყოფილი. სატენდერო დოკუმენტების მიხედვით, კონსტრუქციული ნაწილის ასაშენებლად 12 თვეა გამოყოფილი, არქიტექტურული ნაწილისთვის კი 30. ტენდერში მონაწილეებს განაცხადების წარდგენა 25-დან 30 ივლისის ჩათვლით შეუძლიათ. "ყველა სახის შესრულებულ სამუშაოზე სწორი ექსპლუატაციის პირობებში საგარანტიო ვადა განისაზღვრება 3 (სამი) წლით", - ვკითხულობთ სატენდერო დოკუმენტებში... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

ირანი აპირებს სიკვდილით დასაჯოს პირი, რომელმაც გენერალ ყასემ სოლეიმანის ადგილსამყოფელი გაამხილა

ირანმა სასჯელის უმაღლესი ზომა სიკვდილი მიუსაჯა განსასჯელს, რომელსაც ბრალი ედება ირანის რევოლუციის გუშაგთა კორპუსის მეთაურის, ყასემ სოლეიმანის მკვლელობაში.   ირანის იუსტიციის ოფიციალური წარმომადგენლის, გოლამჰუსეინ ესმაილის თანახმად, განსასჯელ საიდ მაჰმუდ მუსავი-მაჯდის​ უზენაესმა სასამართლომ 9 ივნისს მიუსაჯა სიკვდილით დასჯა, რაც, ესმაილის თქმით, მალე იქნება მოყვანილი სისრულეში.   ხელისუფლების წარმომადგენელი ამტკიცებს, რომ მუსავი-მაჯდიმ დიდი რაოდენობით თანხა მიიღო აშშ-ის დაზვერვის ცენტრალური სააგენტოსა (CIA) და ისრაელის „მოსადისგან“. Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

რუმინეთის პრეზიდენტს სურს, ქვეყანაში კიდევ ერთი თვით გაგრძელდეს ეპიდემიური საფრთხის რეჟიმი

რუმინეთის პრეზიდენტი კლაუს იოჰანისი აცხადებს, რომ პარლამენტს მიმართავს წინადადებით ქვეყანაში არსებული ეპიდემიური საფრთხის რეჟიმის ერთი თვით გაგრძელების შესახებ. იოჰანისის ბრძანებულებით, რუმინეთში 16 მარტიდან ამოქმედდა საგანგებო მდგომარეობა და ერთ კვირაში გამოცხადდა კომენდანტის საათიც, რათა მკაცრი საკარანტინო შეზღუდვებით შეეჩერებინათ კორონავირუსის შემდგომი გავრცელება ქვეყანაში, სადაც ეპიდემიის განმავლობაში COVID-19-ის ვირუსით 20,749 ადამიანი დაავადდა, ხოლო 1 345 პაციენტი გარდაიცვალა.   ივნისის... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

მაშველებმა გომის მთაზე დაკარგული კაცი იპოვეს

მაშველებმა საძიებო სამუშაოების შემდეგ დაკარგული ახალგაზრდა მამაკაცი იპოვეს. იგი  ხიდოს მთაზე საზაფხულო საძოვრებზე მიტოვებულ კარავში იმყოფებოდა: „ის თავს სუსტად გრძნობს, თუმცა მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. ამ დროისთვის, მეხანძრე-მაშველებს ახალგაზრდა მამაკაცი საავტომობილო გზაზე ჩამოჰყავთ, საიდანაც მოხდება მისი სტაციონარში გადაყვანა“, - აღნიშნავენ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში. შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე-მაშველები ახალგაზრდა კაცს 2 დღის განმავლობაში ეძებდნენ. Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

მამუკა მდინარაძე 20 ივნისს დაგეგმილ აქციაზე: "ნაცმოძრაობის" აქტივი რომ იქნება, ეს ყველამ ვიცით

მმართველი პარტიის ვიცე-სპიკერი, მამუკა მდინარაძე ამბობს, რომ 20 ივნისის აქციაზე ნაციონალური მოძრაობის აქტივისტები შეიკრიბებიან. მისი თქმით, თუ იქ იქნებიან გულწრფელი ადამიანები, უნდა იცოდნენ, რომ ოპოზიციის ლიდერებმა აღიარეს, რისი გაკეთებაც მათ სურდათ. "ნაცმოძრაობის" აქტივი რომ იქნება, ეს ყველამ ვიცით. ვერც ვერავინ ვერაფერს უზამს, გამოხატვის უფლება აქვთ და გამოხატავენ თავიანთ პროტესტს", - ამბობს მდინარაძე. საქართველოს პარლამენტის უმრავლესობის წევრი და პირველი ვიცე-სპიკერი, გია ვოლსკი მიიჩნევს, რომ წელს... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

პარიზის პროკურატურა სწავლობს კორონავირუსის ეპიდემიის დროს ხელისუფლების საქმიანობას

პარიზის პროკურატურამ დაიწყო წინასწარი გამოძიება, რათა დაადგინოს, ხომ არ ჰქონდა ადგილი რაიმე სახის სისხლის სამართლის დანაშაულს სხვადასხვა დონის ხელმძღვანელობის მხრიდან კრიზისის მართვის დროს.   როგორც „როიტერსი“ იუწყება, სასამართლოში შესულია 62 საჩივარი სახელმწიფო სტრუქტურების, მათ შორის, როგორც სამინისტროებისა და ადგილობრივი ხელისუფლების ორგანოების, ისე მოხუცთა თავშესაფრების ხელმძღვანელობის მხრიდან, კრიზისის დროს გამოვლენილი შესაძლო არასათანადო რეაგირების შესახებ.   კორონავირუსის ეპიდემიის დროს საფრანგეთში 29 209 პაციენტი დაიღუპა... Читать дальше...


Похитившая двухлетнюю девочку в Ярославле женщина планировала уехать с ней в Московскую область

Экоакция по сбору пластиковых бутылок пройдет в парке Шатуры 1 июня

Статистика апреля на рынке нового строительства в Москве

В Йошкар-Оле росгвардейцы поздравили подшефных кадет с завершением учебного года



Новости 24/7 DirectAdvert - доход для вашего сайта



Частные объявления в Вашем городе, в Вашем регионе и в России



Smi24.net — ежеминутные новости с ежедневным архивом. Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. "123 Новости" — абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. Smi24.net — облегчённая версия старейшего обозревателя новостей 123ru.net. Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть —онлайн с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии. Smi24.net — живые новости в живом эфире! Быстрый поиск от Smi24.net — это не только возможность первым узнать, но и преимущество сообщить срочные новости мгновенно на любом языке мира и быть услышанным тут же. В любую минуту Вы можете добавить свою новость - здесь.




Новости от наших партнёров в Вашем городе

Ria.city

Заведующая поликлиническим отделением «Евроонко» Ольга Козлова выступила на Всероссийском кардиохирургическом саммите

Проверку начали после загрязнения реки Сетунь в Москве

Доктор Кутушов назвал болезни, которые поджидают отдыхающих у водоёмов

Концертное агентство TCI опровергло слухи о выступлении Канье Уэста в Москве

Музыкальные новости

Заявление Союза армян России

Фотовыставка «Древнейшие пирамиды мира» пройдёт в Крыму

РОСГВАРДЕЙЦЫ ОБЕСПЕЧИЛИ БЕЗОПАСНОСТЬ И ПРАВОПОРЯДОК ПРИ ПРОВЕДЕНИИ ФУТБОЛЬНОГО МАТЧА РПЛ «АХМАТ» - «СОЧИ»

Почта России помогла детям-подопечным благотворительных фондов встретиться с футболистами ЦСКА

Новости России

6 полигонов ТКО планируют рекультивировать в Подмосковье в этом году

Детей этим летом примут 36,7 тыс. организаций отдыха и оздоровления России

Современная культура – это ограничитель свободы человека или инструмент развития?

Свыше 40 детей из Пушкино отправились в летний лагерь в Краснодарском крае

Экология в России и мире

Компании Группы "Интеррос" взяли ряд наград премии FINAWARD

Третья Московская неделя моды: масштабное событие с участием дизайнеров из России и мира пройдет в октябре

Компания ICDMC приняла участие в торжественном открытии выставки “Тульское качество”

Эксперт по семейному капиталу Светлана Петрова: как быстро накопить на авто

Спорт в России и мире

Медведев пошутил о том, что часто проводит ночные матчи на турнирах «Большого шлема»

Арина Соболенко повторила уникальное достижение Азаренко на турнирах «Большого шлема»

В России отреагировали на "скрытую баранку" и достижение Рыбакиной на Ролан Гаррос

Касаткина о романе Синнера и Калинской: рада, больше ничего не хочу говорить

Moscow.media

Недорогой семейный кроссовер Chevrolet вернулся на российский рынок. Цена приятно удивит.

На закате.

Денис Сафин перевел 100 миллионов рублей в фонд помощи пострадавшим от паводка

Терминал сбора данных (ТСД) промышленного класса SAOTRON RT42G







Топ новостей на этот час

Rss.plus





СМИ24.net — правдивые новости, непрерывно 24/7 на русском языке с ежеминутным обновлением *